ნიკო მჭედლიშვილი, მეტ რობინსონი
თბილისი - რუსეთთან ომში დამარცხებული საქართველო აცხადებს, რომ მას სურს რუსეთის ქალაქ სოჭში დაგეგმილი 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტს მიაღწიოს. საკურორტო ქალაქი სოჭი მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი აჯანყებული რეგიონის, აფხაზეთის მეზობლად მდებარეობს.
ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომლის შეიარაღებული ძალები შარშანდელი აგვისტოს ხუთდღიან ომში დამარცხდა, იმედოვნებს რომ აშშ-ს მიბაძავს, რომელმაც 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადა, იმის გამო რომ საბჭოთა კავშირი ავღანეთში შეიჭრა. მაშინ ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარი ბევრმა ქვეყანამ განაცხადა.
"ოლიმპიადა... მშვიდობის სიმბოლოა" - განაცხადა ამ კვირაში აკაკი მინაშვილმა, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოკავშირემ.
"უბრალოდ წინააღმდეგობრივია ოლიმპიური თამაშების გამართვა იმ ქვეყნის მიერ, რომელმაც 21-ე საუკუნეში ძალის გამოყენებით და ეთნიკური წმენდის გზით საზღვრები შეცვალა."
თამაშები რუსეთის შავი ზღვის სანაპიროზე ქალაქ სოჭში, საქართველოს სეპარატისტული რეგიონიდან, აფხაზეთიდან 20 კილომეტრში უნდა მოეწყოს. აფხაზეთმა ოლიმპიადა მზადების პროცესში სამშენებლო მასალების მიწოდებითა და რუსი მუშების დაბინავებით უნდა უზრუნველყოს, რაც საქართველოს გაღიზიანებას იწვევს.
რუსეთმა შარშან ზაფხულში, ქვეყნის მეორე აჯანყებულ რეგიონზე, სამხრეთ-ოსეთზე საქართველოს თავდასხმის მოგერიების შემდეგ, ეს სუბტროპიკული სანაპირო ზოლი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ სცნო. ქართულ არმიასა და სეპარატისტებს შორის რამდენიმედღიანი ფატალური შეტაკებებისა და წლების განმავლობაში მოსკოვსა და თბილისს შორის დაძაბული ურთიერთობების შემდეგ, საქართველოს შეტევა სამხრეთ-ოსეთზე 2008 წლის პეკინის ოლიმპიადის გახსნის დღეს დაიწყო.
რუსეთმა ამას ავიადაბომბვებით და კონტრშეტევით უპასუხა და ტანკები საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან 40 კილომეტრში განალაგა. მან ევროკავშირის მოთხოვნის მიუხედავად - დაეცვა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ომამდელ პოზიციებზე დაბრუნებულიყო - თავისი სამხედრო პოზიციები სამხრეთ-ოსეთსა და აფხაზეთში განამტკიცა.
აშშ-ს მოკავშირე საქართველო, რომელმაც კონფლიქტი "ცივი ომი"-ს ტერმინებში მოაქცია, აცხადებს რომ დასავლეთმა უნდა მოთოკოს რუსეთი, მაგრამ იმის არანაირი ნიშანწყალი არ არსებობს, რომ შეერთებული შტატები, რომელიც ბარაკ ობამას ხელმძღვანელობით მოსკოვთან ურთიერთობების "გადატვირთვას" ცდილობს ან ევროპა თამაშების ბოიკოტირებით ( რომელიც პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის საყვარელი პროექტია) ენერგეტიკულ გიგანტთან რუსეთთან კავშირებს რისკის ქვეშ დააყენებს.
"ბლოკადა სოჭს!"
"1980 წელს ავღანეთთან დაკავშირებით ზუსტად იგივე მოხდა" - აცხადებს მინაშვილი. "საბჭოთა კავშირის და თანამედროვე რუსეთის პოლიტიკა ანალოგიურია. თუკი ოლიმპიური კომიტეტი თამაშებს არ გააუქმებს, ჩვენ შევეცდებით ჩვენი პარტნიორები ბოიკოტის აუცილებლობაში დავარწმუნოთ. ჩვენ ახლავე უნდა დავიწყოთ ამ მიზნის მიღწევისთვის მუშაობა."
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი და საგარეო საქმეთა სამინისტრო მოკავშირეებს აფრთხილებენ იმ რისკების თაობაზე, რაც ოლიმპიური თამაშების გამართვის ადგილთანაა დაკაშირებული. სოჭი ძალიან ახლოსაა აფხაზეთის და ჩრდილოეთ-კავკასიის რესპუბლიკებთან - ჩეჩნეთთან და ინგუშეთთან, სადაც რუსეთი აჯანყების საფრთხის წინაშეა.
"უსაფრთხოების პირობები იმ ადგილას არ არის საკმარისად უზრუნველყოფილი, სადაც თამაშები ეწყობა" - Reuters-ს განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა - "ეს არეალი ოკუპირებულ ტერიტორიასთან ძალიან ახლოსაა."
"უსაფრთხოების საკითხების გარდა ჩვენ ეკოლოგიის თემაც გვაშფოთებს" - სთქვა მან - "აფხაზეთიდან უზარმაზარი რაოდენობის სამშენებლო მასალა გააქვთ, რაც შავი ზღვის სანაპირო ზოლს საფრთხეს უქმნის."
საქართველოს მიერ რამდენიმე გემის კონფისკაციის ფაქტმა (გემებს აფხაზეთში ტვირთვი გადაჰქონდათ) ასევე გაზარდა შავ ზღვაზე აფხაზეთთან შეტაკების საფრთხე, რომელიც ქართული გემების "განადგურებით" იმუქრება.
არც 2014 წლის სოჭის ოლიმპიურ კომიტეტს და არც "ოლიმპტროი"-ს, რომელიც სოჭს თამაშებისთვის ამზადებს კომენტარი არ გაუკეთებიათ არც თამაშებთან აფხაზეთის კავშირსა და არც საქართველოს მხრიდან ბოიკოტის მცდელობაზე.
რიგითი ქართველები ინიციატივას მხარს უჭერენ.
მიხო ქოჩაკიძე ქართული დიზაინერული კომპანია "ულტრა ჯგუფი"-დან იმედოვნებს, რომ 2014 წლის ემბლემების კალენდარს გამოსცემს, რომელიც ოლიმპიური დროშის ხუთ რგოლზე იქნება აწყობილი. მათზე, სოჭის ოლიმპიურ ემბლემასთან გამოსახული იქნება ხუთი ნატყვიარი და ხუთი საფლავის ქვა. სლოგანი ასე იკითხება "ბლოკადა სოჭს!" (Blockade Sochi!).
"მე მინდა რუსეთს შევებრძოლო" - სთქვა ქოჩაკიძემ - "ოლიმპიური თამაშები ყველაზე ღირსეული თამაშებია და რუსეთს უბრალოდ არა აქვს უფლება ამით იამაყოს."
მაგრამ აფხაზეთი აცხადებს, რომ ის იმედოვნებს, რომ თამაშებთან სიახლოვე მას სარგებელს მოუტანს.
"აფხაზეთი ხელს შეუწყობს მის მშენებლობას საამსენებლო მასალების - ხრეშის, ქვიშის და ცემენტის მიწოდებით" - გვითხრა საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ სატელეფონო საუბარში აფხაზეთის დედაქალაქ სოხუმიდან.
გლობალური კრიზისის გამო გაწელილი ბიუჯეტით, რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატაში აცხადებენ, რომ 100 000 რუსი მუშა - რაც აფხაზეთის მოსახლეობის ნახევრის ექვივალენტია - აფხაზეთის ტერიტორიაზე დასახლდება, სადაც საიჯარო გადასახადი უფრო იაფია.
ორიგინალი