დუგლას ბირჩი, ელეინ ენგელერი
მოსკოვი - რუსეთის ჩრდილო-კავკასიის რეგიონიდან დაწყებული მოსკოვის ქუჩებით დამთავრებული, ისინი ვისაც ხელისუფლებასთან უთანხმოება აქვს, შეიძლება სასიკვდილო ძალადობის ობიექტად იქცნენ, ამიტომ სულ უფრო ხშირად ხდება ისე, რომ ზოგიერთი უფრო უხმაუროდ არჩევს მუშაობას, ხოლო ზოგიერთი საერთოდ უარს ამბობს ყველა თავის ძალისხმევაზე
პარასკევს გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომისიის ახალი ანგარიში რუსეთს ფართო საკანონმდებლო რეფორმებისკენ მოუწოდებდა და აცხადებდა, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს ბრძოლა ზოგიერთი, ყველაზე საბაზისო უფლების უზრუნველსაყოფად, მათ შორისაა სამართლიანი სასამართლო, სიტყვისა და პრესის თავისუფლება.
ამავე დროს მკვლელობათა მთელმა ნაკადმა რუსეთის ერთ-ერთი წამყვანი უფლებადაცვითი ორგანიზაცია ”მემორიალი” და გაზეთი ”ნოვაია გაზეტა” აიძულა, რუსული რეგიონი, ჩეჩნეთი დაეტოვებინა. ”ახალგაზრდები ახლა კარგად დაფიქრდებიან, სანამ უფლებადაცვით ჯგუფებში ნებაყოფლობით დაიწყებენ თანამშრომლობას” - ამბობს ლევ პონომარიოვი, ადამიანის უფლებების დაცვის ჯგუფის ხელმძღვანელი.
”მიმდინარეობს უფლებადაცვითი მოძრაობის მარგინალიზაცია” - აცხადებს პონომარიოვი.
”აქტივისტების გადინება იმ დროს დაემთხვა, როდესაც პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დაბეჯითებით ლაპარაკობდა კანონის უზენაესობისა და დემოკრატიულ თავისუფლებათა დაცვაზე, მაგრამ მისი ოპონენტების განცხადებით, მან ძალიან ცოტა რამ გააკეთა თავისი რიტორიკის მხარდასაჭერად”.
პარასკევის გაერო-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთი ჯერ კიდევ ვერ იცავს ჟურნალისტებს, აქტივისტებს, პატიმრებს და სხვა ჯგუფებს მათი უფლებების შელახვისგან, მკვლელობებისა და წამებისგან.
ანგარიშის ავტორები, 18 დამოუკიდებელი ექსპერტი კრემლსა და პარლამენტს ფართომასშტაბიანი საკანონმდებლო ცვლილებების გატარებას სთხოვს, მათ შორის ტერორიზმისა და ექსტრემიზმის მოქმედი ფართო დეფინიციის დაკონკრეტებას, ჟურნალისტების წინააღმდეგ აღძრული დეფამაციის საქმეების დეკრიმინალიზაციას და სასამართლოს გადაწყვეტილებით ფსიქიატრიულ კლინიკებში იძულებით მოთავსებული ადამიანებისთვის აპელაციის შეტანის უფლების მინიჭებას.
დიმიტრი პესკოვმა, რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის სპიკერმა პარასკევს განაცხადა, რომ ანგარიში არ უნახავს და ამიტომ კომენტარს ვერ გააკეთებს.
ანგარიშის ყველაზე მკაცრი კრიტიკა მაინც ჩეჩნეთში და ჩრდილო-კავკასიის სხვა რეგიონებში მოქმედი სასამართლო სისტემის წინააღმდეგ იყო მიმართული.
ჯგუფმა ამ რეგიონში წამების, იძულებითი გაუჩინარების, უკანონო დაპატიმრებების, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე აღსრულებული მკვლელობების შესახებ ცნობები დაიმოწმა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ ქმედებებს, სავარაუდოდ სამხედრო და უსაფრთხოების სამსახურები ახორციელებენ, ხოლო ”დამნაშავეები, როგორც სჩანს, მათ მიერ ჩადენილ ქმედებების მიუხედავად ფართოდ სარგებლობენ დაუსჯელობით”.
მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშში არ არის მოყვანილი კონკრეტული შემთხვევები და სტატისტიკა, მასში ნახსენებია ბევრი ჟურნალისტის და უფლედამცველი აქტივისტის მკვლელობის ფაქტი, მათ შორისაა 2006 წელს ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაც. ანა პოლიტკოვსკაია, კრემლის მოწინააღმდეგე, ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებსა და კორუფციას ამხელდა.
წელს ივლისში, ნატალია ესტემიროვა, რომელიც ხანდახან პოლიტკოვსკაიას გამოცემაში ”ნოვაია გაზეტა”-ში იბეჭდებოდა, ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში თავისი საცხოვრებელ სახლთან ოთხმა კაცმა გაიტაცა. მოგვიანებით, მისი ტყვიით დაცხრილული ცხედარი მინდორში იპოვეს. ამ საქმესთან დაკავშირებით არავინ დაუპატიმრებიათ.
ესტემიროვას მკვლელობის შემდეგ ”ნოვაია გაზეტა” ფიქრობს, რომ არა აქვს უფლება ჩეჩნეთში მივლინებით, ვინმე ასეთი რისკის ქვეშ დააყენოს, ამას წინათ ჟურნალისტებს განუცხადა გაზეთის რედაქტორის მოადგილემ სერგეი სოკოლოვმა.
ამავე დროს ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა და PEN American ცენტრმა, ხუთშაბათს მედვედევს წერილით მიმართა და მას ესტემიროვას მკვლელობაში დამნაშავე პირების გასამართლება მოსთხოვა.
წერილში ნათქვამია, რომ ესტემიროვამ ”თავი მოუყარა ბევრ დასაგმობ შემთხვევას, რომლებიც ჩეჩენ ხელისუფალთა, კონკრეტულად კი ადგილობრივი პრეზიდენტის რამზან კადიროვის შეიარაღებული რაზმების მიერ ჩადენილ დანაშაულებებს უკავშირდება”. ანგარიშში ნათქვამია, რომ ესტემიროვა 2000 წლის შემდეგ რუსეთსი მე-18 ჟურნალისტია, რომელიც ”უშუალოდ მათ მიერ გაწეული საქმიანობის საპასუხოდ” მოკლეს. აქვეა ნათქვამი, რომ ყველა ასეთ შემთხვევაში, ისინი ვინც მკვლელობის განკარგულება გასცა, გაექცა მართლმსაჯულებას.
ჩრდილო-კავკასიის გარეთ, დანარჩენ რუსეთში ჟურნალისტებისა და აქტივისტების მკვლელობათა ფაქტების რაოდენობა ნაკლებია, თუმცა მაინც მნიშვნელოვანი. ”ვეტერან უფლებადამცველ აქტივისტთა უმეტესობა ისევ მუშაობს” - ამბობს პონომარიოვი, მაგრამ ძალადობის შიშმა ბევრ ახალგაზრდა ვოლონტიორს აიძულა წასულიყო, არადა ოდესღაც ისინი ხელს უწყობდნენ მოძრაობის განვითარებას.
”ჩვენ ვერ ვზრდით მოხალისეთა რაოდენობას, რადგან მშობლებმა შეიძლება ამ ახალგაზრდა ადამიანებს უთხრან - ეს საშიშია, არ გააკეთო” - ამბობს პონომარიოვი.
მწერალი და ჟურნალისტი იულია ლატინინა ამბობს, რომ ბოლოდროინდელი მკვლელობები უფლებადაცვითი აქტივისტებისა და ჟურნალისტებისთვის ”მართლაც კატასტროფული იყო”, მაგრამ მისი თქმით, ძალადობრივ შემთხვევებში არ იყო სწორი კრიმინალური ბანდებისა და ძლევამოსილი რეგიონალური პოლიტიკოსების ნაცვლად, რომლებიც სახელმწიფოს კონტროლიდან გამოსულები არიან, რუსეთის ფედერალური მთავრობის თანამონაწილეობაზე ეჭვის მიტანა.
”მკვლელობათა ნაკადს თავისთავად არაფერი აკავშირებს სახელმწიფოსთან, მაგრამ საქმე იმ ადამიანებს ეხება, რომლებიც შეიძლება გაექცნენ მკვლელობისთვის პასუხისმგებლობას”.
ლატინინას მაგალითად ჟურნალისტისა და აქტივისტის მაქშარიფ აუშევის სულ ბოლოდროინდელი მკვლელობა მოჰყავს, რომელსაც ინგუშეთის, ძალადობით დაღდასმული რუსული რეგიონის დღევანდელ პრეზიდენტთან ახლო კავშირები ჰქონდა. კავკასიის მთავარ სატრანსპორტო მაგისტრალზე მანქანით მიმავალი აუშევი მეორე მანქანიდანჩაცხრილეს.
ლატინინას თქმით ის სატელევიზიო გამოსვლიდან რამდენიმე საათში მოკლეს. რუსეთის ტელევიზიით ამ გამოსვლისას ის ინგუშეთის წარსულ ადმინისრაციას კორუფციაში სდებდა ბრალს და ლატინინას ეჭვით, სწორედ ეს შენიშვნები შეიძლება გამხდარიყო მისი მკვლელობის გამომწვევი მიზეზი.
გაერო-ს ანგარიშს მხოლოდ ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმებზე არ შეუჩერებია ყურადღება. ჯგუფი რუსეთს, საქართველოსთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სამხრეთ-ოსეთში მშვიდობიან მოქალაქეებზე შეიარაღებულ ადამიანთა ჯგუფების თავდასხმების გამოც აკისრებს პასუხისმგებლობას. ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთს შეეძლო ამ თავდასხმების შეჩერება და მოსკოვს მოსთხოვა გამოძიება.
ანგარიში მთავრობას მოუწოდებს, სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულების და რასობრივად მოტივირებული თავდასხმების გამოც მიიღოს კონკრეტული ზომები.
ექსპერტთა ჯგუფი აცხადებს, რომ შეშფოთებულია ლესბოსელებზე, ჰომოსექსუალებსა და ბისექსუალებზე განხორციელებული თავდასხმების გამო, არსებობს ინფორმაცია, რომ მათ დევნაში პოლიციაც მონაწილეობს. ანგარიში შეშფოთებას გამოსთქვამს რუსეთში ”სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე სხვადასხვა პირთა სისტემატური დისკრიმინაციის გამო”.
1990-იანი წლებიდან რუსეთში ჰომოსექსუალიზმი დეკრიმინალიზებულია, მაგრამ ბევრი რუსი მთელი ძალით უპირისპირდება ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველ დემონსტრაციებს. მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი ჰომოსექსუალთა უფლებების დაცვის ცნობილი მტერია და ყოველთვის ბლოკავს დედაქალაქში გეი-მარშების ჩატარების მცდელობას.
გაერო-ს საექსპერტო ჯგუფმა ხუთ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში შეაფასა ის, თუ რამდენად შეესაბამება ქვეყანაში არსებული ვითარება სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო შეთანხმებას. ჯგუფმა ინფორმაცია გაერო-ს სხვადასხვა სააგენტოებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მიიღო.
ორიგინალი
Click Here to Read More..
საქართველომ განაცხადა, რომ პრო-რუსულმა სეპარატისტულმა რეგიონმა სამხრეთ-ოსეთმა ამ კვირის დასაწყისში სადაო სასაზღვრო ზონაში დაპატიმრებული 21 ქართველი გაათავისუფლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ რუსი მესაზღვრეების მიერ დაპატიმრებული 16 ადამიანი პარასკევს გაათავისუფლეს, ხოლო სამხრეთ-ოსეთის მილიციის მიერ დაპატიმრებული 5 მამაკაცი ხუთშაბათს ღამით გამოუშვეს ციხიდან.
21 ქართველი ორშაბათს იყვნენ აყვანილები. ქართული მხარე აცხადებს, რომ ისინი შეშის შეგროვებისას გაიტაცეს.
სამხრეთ-ოსეთი კი ამბობს, რომ ისინი მას შემდეგ დააკავეს, რაც უკანონოდ გადალახეს საზღვარი და შეშასაც უკანონოდ ჭრიდნენ.
რუსეთსა და საქართველოს შორის გასული წლის ხანმოკლე ომი იმით დასრულდა, რომ რუსეთმა სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. სამხრეთ-ოსეთმა საზღვრებთან იმ ტერიტორიებზე დააწესა კონტროლი, რომელსაც ომამდე საქართველო აკონტროლებდა.
ორიგინალი
Click Here to Read More..
მოსკოვი - ქართველმა ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა ზურაბ ნოღაიდელმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა, სამშაბათს, მოსკოვში შეხვედრაზე ”რუსულ-ქართული ურთიერთობების სირთულეები” და ”ამიერკავკასიის რეგიონის პრობლემები განიხილეს” - ოთხშაბათს განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ
მანამდე ნოღაიდელი, რომელიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრია, ხოლო დღეს მოძრაობას ”სამართლიანი საქართველოსთვის” ხელმძღვანელობს, წინაპირობებისა და საქართველოსთან აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის შემოერთების გარეშე რუსეთთან დიალოგს დაუჭირა მხარი.
”საქართველოს გაერთიანება - ყველაფერი ამ მთავარ ამოცანს ემსახურება, ყველაფერი დანარჩენი უბრალოდ მექანიზმებია” - პრეს-კონფერენციაზე განაცხადა ნოღაიდელმა, სადაც ის მოსკოვში თავისი ვიზიტის შედეგებზე ლაპარაკობდა.
”არ არსებობს ამ საკითხის სამხედრო გაადაწყვეტის საშულება და ვერც იარსებებს, განსაკუთრებით გასულის წლის მოვლენების შემდეგ, ასე რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ დიალოგი, მაგრამ ეს დიალოგი ჯერ არ უნდა ეხებოდეს სტატუსს” - განაცხადა მან.
”ჩვენ მოლაპარაკებები საქართველოს გაერთიანებაზე სამხრეთ-ოსეთთან და აფხაზეთთან უნდა გავმართოთ და არა რუსეთთან, მაგრამ ნებისმიერი დიალოგი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიტანს შედეგს, თუ არ იარსებებს მწვავე კონფრონტაცია საქართველოსა და რუსეთს შორის და მოლაპარაკებების დასაწყებად წინასწარი პირობები არ უნდა დაითქვას” - განაცხადა ნოღაიდელმა.
”საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოლაპარაკებების დასაწყებად ძალიან ბევრ ისეთ წინაპირობას აყენებს, რომელიც ვერ შესრულდება და ჩვენ ვერც ვხედავთ, რომ სააკაშვილს რეალურად აქვს სურვილი დიალოგის დაწყებისა”.
რაც შეეხება კონტაქტებს, ერთის მხრივ საქართველოსა და მეორეს მხრივ, აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთს შორის ”პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს სამხედრო კონფლიქტი და მეორე რიგში, უნდა აღდგეს ურთიერთობები, ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირები საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის მოსახლეობას შორის, ასევე უნდა აღდგეს ავტობუსებისა და სარკინიგზო მიმოსვლა”.
ორიგინალი
Click Here to Read More..
”პრო-რუსულ რეგიონში, სამხრეთ-ოსეთში შეიარაღებულმა რაზმებმა 5 ქართველი მამაკაცი გაიტაცეს” - ოთხშაბათს განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ
”ისინი ორშაბათს საღამოს დააკავეს მაშინ, როდესაც სადაო სასაზღვრო რაიონში შეშას ჩეხდნენ” - განაცხადა სამინისტროს სპიკერმა შოთა უტიაშვილმა, რომელმაც ამ ქმედებას გატაცება უწოდა.
რუსმა მესაზღვრეებმა კიდევ 16 ქართველი დააპატიმრეს ორშაბათს და მათ საზღვრის უკანონოდ გადალახვაში დასდეს ბრალი.
ოთხშაბათს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა და თექვსმეტივეს დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვა. ნოტა თბილისში შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით გაიგზავნა, რადგან საქართველოს დედაქალაქში ეს საელჩო წარმოადგენს რუსეთის ინტერესებს.
ოფიციალურ პირებთან სამხრეთ-ოსეთიდან და რუსეთიდან სწრაფად დაკავშირება ვერ მოხერხდა.
რუსეთმა და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობა შარშანდელი ხანმოკლე ომის შემდეგ გაწყვიტეს.
2008 წლის აგვისტოს ომი იმით დასრულდა, რომ რუსეთმა სამხრეთ-ოსეთი და მეორე სეპარატისტული პროვინცია აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად (და არა საქართველოს ნაწილად) აღიარა. რუსეთმა ორივე რეგიონში ათასობით სამხედრო განათავსა.
საქართველო ამტკიცებს, რომ ოსებმა საქართველოს რამდენიმე რაიონის ოკუპირება მოახდინეს და სამხრეთ-ოსეთიდან ათობით-ათასი ეთნიკური ქართველი გამოაძევეს.
2008 წლის ომის შემდეგ, ათეულობით ადამიანი იქნა გატაცებული ორივე მხრიდან და რამდენიმე დაიჭრა ან მოკლეს საზღვართან მიმდინარე სროლებისას. გატაცებულთა უმრავლესობა სახლებს დაუბრუნდა, მაგრამ ზოგიერთი დღესაც დაკარგულია.
”ეთნიკურ ქართველებს იტაცებენ, რათა შემდეგ ისინი ან პატიმარ კრიმინალ ოსებში გაცვალონ, ან გამოსასყიდისთვის და შურისსაძიებლად - ომში დაჭრილი და მოკლული ნათესავების გამო” - განაცხადეს საქართველოს ოფიციალურმა პირებმა.
ორიგინალი
Click Here to Read More..
მადრიდი - ”ესპანეთი განამტკიცებს ურთიერთობებს ევროპის კავშირსა და სამხრეთ-კავკასიის ქვეყნებს შორის, როდესაც 2010 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის პრეზიდენტი გახდება” - მადრიდში ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიგელ ანხელ მორატინოსმა განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნიკოლოზ გილაურს
”მორატინოსმა და გილაურმა სამშაბათს, სადილის დროს განიხილეს ევროკავშირის ესპანური მმართველობა და ორმხრივი ურთიერთობები” - ოთხშაბათს განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
ესპანეთი ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში შეინარჩუნებს ევროკავშირის პოლიტიკას და საქართველოსთან უფრო ახლო ურთიერთობების დამყარებას შეეცდება, განაცხადა მორატინოსმა და გამოხატა იმის რწმენა, რომ ქვეყანა განაგრძობს პრო-დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს.
მორატინოსმა ასევე ხაზი გაუსვა ესპანეთის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და ევროკავშირის ერთგულებას რეგიონის უსაფრთხოებისადმი.
ორიგინალი
Click Here to Read More..
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც სამშაბათს ვარშავას ვიზიტით ეწვია, საჯაროდ უთხრა მადლობა პოლონელ ხალხს პოლიტიკური მხარდაჭერის გზავნილისთვის, რომელიც მისმა ქვეყანამ 2008 წლის რუსულ-ქართული ომის დროს მიიღო
”მე აქ არ უნდა ვიყო ახლა და ჩემი ქვეყანა არ უნდა არსებობდეს” - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს არსებობა მაგალითია იმისა, თუ როგორ ვერ დაამარცხა ის რუსეთმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პოლონეთს მისი ქვეყნის ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერის გამო და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა პატარაა, მაგრამ ”რეგიონში უზარმაზარი გავლენა” აქვს და მისთვის სასარგებლოა პოლონურ-შვედური ინიციატივა და ”აღმოსავლეთ პარტნიორობ”-ის პროექტი.
”ჩვენ მხარს ვუჭერთ ურყევ კანონს, იმას რომელიც ინარჩუნებს მშვიდობას და სტაბილურობას რეგიონებში, სადაც ის დაკარგულია, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის კანონს ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა” - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ ორი ლიდერის ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე.
კაჩინსკიმ გამოხატა მოსაზრება, რომლის თანახმადაც პოლონეთმა მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს გაწევრიანებას ნატო-სა და ევროკავშირში და დასძინა, რომ ქვეყნის გაწევრიანება ასეთ ორგანიზაციებში არავისთვის არ წარმოადგენს საფრთხეს, პირიქით ეს რეგიონის სტაბილურობას ემსახურება.
სააკაშვილი ვარშავაში ხანმოკლე სამუშაო ვიზიტით ჩავიდა, შეხვდა პრემიერ-მინისტრს დონალდ ტუსკს და საგარეო საქმეთა მინისტრს რადოსლავ სიკორსკის. სამშაბათს, დაახლოებით შუა ღამეს პრეზიდენტის კანცელარიამ განაცხადა, რომ საქართველოს მეთაური თავის ვიზიტს ოთხშაბათ დილამდე გააგრძელებს, რათა შესძლოს სოლიდარობის წევრის, სასულიერო პირის, მოკლული ერჟი პოპელუშკოს საფლავზე მისვლა და მისთვის პატივის მიგება.
ორიგინალი
Click Here to Read More..

თბილისი - ამერიკელი მსახიობი ველ კილმერი საქართველოში ჩამოვიდა - მან, კონფლიქტისადმი მიძღვნილ ჰოლივუდურ ფილმში ის ჟურნალისტი უნდა განასახიეროს, რომელიც გასული წლის რუსულ-ქართულ ომს აშუქებდა, სამშაბათს განაცხადა ფილმის თანაპროდიუსერმა
”ის მონაწილეობას მიიღებს გადაღებებში (ქართულ ქალაქ) გორში და იმ ჟურნალისტის როლს შეასრულებს, რომელიც გასული წლის ომს აშუქებს” - უთხრა AFP-ს თანაპროდიუსერმა პაპუნა დავითაიამ.
დავიათიამ უარი სთქვა როლთან დაკავშირებული დეტალების დაზუსტებაზე და განაცხადა, რომ კილმერი საქართველოში გადაღებებზე ერთი კვირით დარჩება.
ქართული მედია სამშაბათს კილმერისა და გორში დაბომბვის დროს მოკლული, საინფორმაციო არხის RTL-ის ჰოლანდიელი ოპერატორის სტენ სტორიმანსის მსგავსებაზე ლაპარაკობდა და ვარაუდს გამოსთქვამდა იმის თაობაზე, რომ კილმერის პერსონაჟი სტორიმანსს დაეფუძნება.
გაზეთმა ”24 საათ”-მა პირველ გვერდზე ორივე მამაკაცის სურათი შედარებისთვის გამოაქვეყნა.
კილმერი, რომელიც ცნობილია თავისი როლებით ფილმებში ”საუკეთესო მსროლელი” და "The Doors”, სადაც ის მომღერალ ჯიმ მორისონს თამაშობდა, ამ თვეში თბილისში გადაღებებისთვის ჩამოსული მეორე ჰოლივუდელი მსახიობია.
ამერიკელმა მსახიობმა ენდი გარსიამ, რომელიც თავისი როლისთვის ფილმში ”ნათლია, ნაწილი მესამე”, 1991 წელს ოსკარზე იყო ნომინირებული, გასულ კვირას რამდენიმე დღე თბილისში გაატარა, რათა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განესახიერებინა.
მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ფინელ-ამერიკელმა რეჟისორმა რენი ჰარლინმა აგვისტოში განაცხადა, რომ ფილმს იღებს.
საყოველთაოდ ცნობილი ისეთი მძაფრსიუჟეტიანი ფილმებით, როგორიცაა ”კერკეტი კაკალი 2” და ”მთამსვლელი”, ჰარლინმა სხვადასხვა ჟურნალს გასულ კვირას განუცხადა, რომ ის კონფლიქტის საფუძველზე სერიოზულ ფილმს იღებს.
ჰარლინის ფილმი ამერიკელ ჟურნალისტსა და ოპერატორზე მოგვითხრობს, რომლებიც ომში აღმოჩნდნენ. ჰარლინმა ასევე აღნიშნა, რომ ფილმი ”ძლიერი ანტი-საომარი განცხადება” იქნება.
საქართველოს მედიამ ფილმის მიუკერძოებლობის შესახებ კითხვები დასვა და იმაზე მიუთითა, რომ თანაპროდიუსერი დავითაია სააკაშვილის მხარდამჭერი პარლამენტარია.
საქართველო და რუსეთი ომის საკუთარი ვერსიების გავრცელებაში ეპაექრებიან ერთმანეთს. კონფლიქტის დროს რუსული ჯარი საქართველოში შეიჭრა, რათა მოეგერიებინა სეპარატისტულ რეგიონზე სამხრეთ-ოსეთზე ქართველების კონტროლის აღდგენის სამხედრო მცდელობა.
რუსეთის ჯარმა მოახდინა ქართული ტერიტორიების ოკუპირება, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე სამიზნეებს ბომბავდა მანამ, სანამ თავის ჯარის ძირითად ნაწილს სამხრეთ- ოსეთში და მეორე ქართულ მეამბოხე რეგიონში, აფხაზეთში გაიყვანდა. ეს ორი რეგიონი მოსკოვმა მოგვიანებით დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.
თბილისი ამტკიცებს, რომ სანამ სამხრეთ-ოსეთზე შეტევას მიიტანდა, ის რუსების ფართომასშტაბიანი შემოჭრის პირისპირ აღმოჩნდა, ხოლო მოსკოვი აცხადებს, რომ ის უკანონო ქართული შეტევისგან, რეგიონში რუსეთის მოქალაქეებს და მშვიდობისმყოფელებს იცავდა.
ორიგინალი
Click Here to Read More..
თბილისი - საქართველომ ორშაბათს რუსულ ჯარს მეამბოხე რეგიონის, სამხრეთ- ოსეთის მახლობელი, საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან 16 ადგილობრივი მცხოვრების გატაცებაში დასდო ბრალი
სამხრეთ-ოსეთის სეპარატისტულმა ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ დააპატიმრეს მამაკაცები, მაგრამ მათი განცხადებით, ამ ადამიანებმა გადაკვეთეს მეამბოხეთა მიერ დაკავებული ტერიტორია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა შოთა უტიაშვილმა AFP-ს განუცხადა, რომ ადგილობრივი მცხოვრებლები ახალგორის სადაო რეგიონთან, დუშეთის რაიონში კვირას შუა დღეს რუსულმა ჯარმა დააკავა.
”16 კაცი, რომელიც შეშას აგროვებდა საოკუპაციო ჯარმა გაიტაცა” - განაცხადა მან - ”ჩვენ ახლა მათი გათავისუფლებისთვის ვმუშობთ.”
მერაბ ჩიგოევმა სამხრეთ-ოსეთის მეამბოხე ლიდერის ედუარდ კოკოითის თანაშემწემ განაცხადა, რომ 16 კაცი რუსი მცველების მიერ მას შემდეგ იქნა დაპატიმრებული, რაც მათ სამხრეთ-ოსეთის ტერიტორიაზე გადალახეს დე-ფაქტო საზღვარი და ”ტერიტორიაზე უკანონოდ ჩეხდნენ შეშას.”
”საქართველოს დაკავებული მოქალაქეები... რეგიონალურ პროკურორებს გადასცეს” - ნათქვამია მის განცხადებაში, რომელიც მეამბოხე ადმინისტრაციის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
სეპარატისტული რეგიონის გამო, შარშანდელი რუსულ-ქართული ომის შემდეგ დაძაბულობა სამხრეთ-ოსეთის გარშემო მაღალია.
2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის დროს, რუსული ჯარი და ტანკები საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრნენ, რათა მოეგერიებინათ საქართველოს სამხედრო მცდელობა კონტროლი აღედგინა სამხრეთ-ოსეთზე, რომელიც წლების მანძილზე რუსეთის ინტენსიური მხარდაჭერით სარგებლობდა.
კონფლიქტიდან რამდენიმე დღეში რუსეთმა აღიარა სამხრეთ-ოსეთისა და მეორე მეამბოხე რეგიონის აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ნაბიჯი რომელსაც აქამდე მხოლოდ ნიკარაგუამ და ვენესუელამ მიბაძეს.
ათასობით რუსი სამხედრო და მესაზღვრე ახლა სამხრეთ-ოსეთსა და აფხაზეთშია დაბანაკებული. მოსკოვი აცხადებს, რომ ისინი აქ საჭირო არიან რეგიონის საქართველოს აგრესიისგან დასაცავად, მაგრამ თბილისი ამას არაკანონიერ ოკუპაციას უწოდებს.
ორიგინალი
Click Here to Read More..
ალი აკბარ დარეინი
თეირანი, ირანი - გაერო-ს ინსპექტორები კვირას პირველად შეავლებენ თვალს ყოფილ საიდუმლო, თუმცა ჯერ კიდევ დაუსრულებელ საწარმოს, სადაც ურანის გამდიდრება მიმდინარეობს და რომელმაც გაამძაფრა დასავლეთის ეჭვი ირანის ბირთვული პროგრამის მასშტაბების შესახებ
ინსპექცია მსოფლიოს პირველად მიაწვდის დეტალებს იმ საწარმოს შესახებ, რომელიც თეირანის სამხრეთით მდებარე წმინდა ქალაქ ქომთან მთაშია გამოკვეთილი და რომელიც უკიდურესადაა დაცული. ეს ვიზიტი დაემთხვა ირანის გადაწყვეტილების მოლოდინსაც - მიიღებს, თუ არა ის გაერო-ს შუამავლობით შედგენილ გეგმას თავისი ბირთვული საწვავის საზღვარგარეთ დამზადების შესახებ.
ირანის დაპირებით ის ამ კვირის ბოლოს უპასუხებს წინადადებას, რომლის მიზანია ჩააწყნაროს საერთაშორისო საზოგადოების წუხილი იმაზე, რომ ირანულ ლაბორატორიებში საბრძოლმასალის მისაღებად შესაძლებელია ურანის გამდიდრება. ირანი ამტკიცებს, რომ მისი მიზანი მხოლოდ კვლევისთვის და ენერგეტიკული საჭოროებებისთვის აუცილებელი მშვიდობიანი რეაქტორების ამოქმედებაა.
მიუხედავად იმისა, რომ შეტავაზებული ბირთვული გარიგებისთვის ირანს ოფიციალური პასუხი არ გაუცია, რომელიც გასულ კვირას ვენაში შეერთებულ შტატებს, საფრანგეთსა და რუსეთს შორის განიხილებოდა, სულ უფრო მატულობს ეჭვი იმის თაობაზე, რომ ირანის ხელმძღვანელობა პროექტს არ შეუერთდება.
შაბათს პარლამენტის სპიკერმა ალი ლარიჯანიმ განაცხადა, რომ დასავლეთი ამ შეთანხმებით, რომელიც გასამდიდრებლად ურანის დიდი ნაწილის რუსეთში ტრანსპორტირებას გულისხმობს, ირანის ”გაცურებას” ცდილობს.
ლარიჯანიმ, ქვეყნის ყოფილმა შუამავალმა ბირთვულ საკითხებში, განაცხადა რომ ირანს ურჩევნია შეისყიდოს ბირთვული საწვავი, რომელიც მას სამედიცინო იზოტოპების დამამზადებელი მშენებარე რეაქტორისთვის სჭირდება.
ის არ შეხებია საწვავს, რომელიც რუსეთის მიერ აშენებულ სრულმასშტაბიან რეაქტორს სჭირდება, მაგრამ ხელშეკრულების თანახმად რუსეთი ვალდებულია ირანის სამხრეთით, ქალაქ ბუშერში მდებარე რეაქტორი საწვავით უზრუნველყოს. რეაქტორი ოპერირებისთვის თითქმის მზადაა.
გაერო-ს პროექტის უარყოფა, შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს აიძულებს მიუბრუნდნენ მოლაპრაკებებს ან მოითხოვონ უფრო მკაცრი ეკონომიკური სანქციები.
ახლად აღმოჩენილ საწარმოს ფორდო ეწოდება, იმ სოფლის სახელი, სადაც გავრცელებული აზრის თანახმად, ერაყთან 1980-1988 წ.წ. ომის დროს ყველაზე მეტი მებრძოლი დაიღუპა. ეს ირანის ურანის გამამდიდრებელი მეორე საწარმოა და მან საერთაშორისო საზოგადოებაში ირანის ბირთვული პროგრამის მასშტაბისა და მიზნების გამო ეჭვი გაამწვავა.
თუმცა ირანის მტკიცებით, გაერო-ს ბირთვული მეთვალყურეებისთვის საწარმოს არსებობის შესახებ ნებაყოფლობითი განცხადებით მან ჩაშალა აშშ-სა და მისი მოკავშირეების შეთქმულება ირანის წინააღმდეგ, რომლებიც იმედოვნებდნენ, რომ საწარმოს არსებობას ირანის მიერ ფარული ბირთვული პროგრამის განვითარების მტკიცებულებად წარადგენდნენ.
სახელმწიფო ტელევიზიამ გადასცა ინსპექტორთა ჩამოსვლის კადრები, მაგრამ ოფიციალურ პირებს არ წარუდგენიათ საწარმოში ვიზიტის განრიგი და არც ის განუცხადებიათ, ეს კვირას მოხდება, თუ უფრო მოგვიანებით.
საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს დელეგაციას, სააგენტოს უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი Herman Nackaerts-ი ხელმძღვანელობს. ისინი ირანში სამ დღეს დარჩებიან.
ურანის გამდიდრების საწარმო ფორდო ქომიდან 20 მილის მოშორებით მდებარეობს და დაცულია სამხედრო ინსტალაციებით, მათ შორის სარაკეტო კოშკებითა და ანტი-საზენიტო ბატარეით, გასულ თვეს განაცხადეს ირანის ოფიციალურმა პირებმა.
ირანი ამბობს, რომ საწარმო კიდევ 18 თვეს ვერ იფუნქციონირებს.
მცირე მასშტაბების საწარმოში, როგორც წესი არ უნდა ინახებოდეს 3 000-ზე მეტი ცენტრიფუგა, ანუ ბევრად ნაკლები ვიდრე აღმოჩენილი იყო, ირანის ინდუსტრიული მასშტაბების მქონე მეორე საწარმოში - 8 000. ქომის საწარმოში გამამდიდრებელმა ხელსაწყოებმა შესაძლოა გამოიმუშაონ ბირთვული საწვავი, რომელიც შემდგომი გამდიდრებით, საომარი ატომური ქობინების მასალად გარდაიქმნება.
ირანის განცხადებით, მან საწარმო მთაში და სამხედრო ინსტალაციების გვერდით იმიტომ განალაგა, რომ აშშ-სა და ისრაელის შესაძლო შეტევისაგან დაიცვას თავისი ბირთვული საქმიანობა.
DigitalGlobe-სა და GeoEye-ის მიერ გადაღებულ სატელიტურ გამოსახულებაზე კარგად ჩანს გამაგრებული საწარმო სავენტალაციო დანადგარებით. ის ქომთან, ჩრდილო-აღმოსავლეთით 20 მილში, სარაკეტო სისტემებთან ახლოსაა განლაგებული, იტყობინება სამხედრო საკონსულტაციო კომპანია IHS, რომელმაც გაანალიზა სატელიტური გამოსახულება.
გამოსახულება სექტემბერშია გადაღებული.
GlobalSecurity.org, რომელიც გამოსახულებას 2005-წლიდან 2009 წლის იანვრამდე აანალიზებდა, როდესაც საწარმო მშენებლობის უფრო ადრეულ ეტაპზე იმყოფებოდა, აცხადებს, რომ ის მიწისქვეშ არ არის განლაგებული, მაგრამ სამაგიეროდ გამოკვეთილია მთაში. ის ძალიან მტკიცე ბეტონითაა აშენებული და ფეხბურთის მოედნის ზომისაა, საკმაოდ დიდი იმისთვის, რომ ურანის დამმუშავებელი 3 000 ცენტრიფუგა დაიტიოს.
ორიგინალი
Click Here to Read More..

კარელ იანიჩეკი
პრაღა - ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამ კვირის ბოლოს ცენტრალურ ევროპაში თავისი მოგზაურობით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და ობამას ადმინისტრაციის მიერ ბუშის სარაკეტო ფარის გეგმის გაუქმებით გამოწვეული შფოთი ჩაამშვიდა
პარასკევს ბაიდენმა ჩეხეთის რესპუბლიკასთან შეთანხმებას მიაღწია - ჩეხეთი შეურთდება ობამას მიერ რეკონფიგურირებულ თავდაცვით სისტემას. ორი დღით ადრე მონაწილეობაზე თანხმობა პოლონეთმაც განაცხადა. ნატო-ს ხელმძღვანელმა კი ამავე დროს მაღალი შეფასება მისცა ახალ გეგმას, როგორც ირანიდან მომავალი სამომავლო საფრთხისგან დასავლეთისთვის თავდაცვის კარგ საშუალებას.
”მინისტრები მიესალმნენ იმ ფაქტს, რომ ახალი მიდგომა ევროპის სარაკეტო თავდაცვით სისტემას უფრო ნატო-ს კონტექსტში ათავსებს” - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა ბრატისლავაში მას შემდეგ, რაც აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა ალიანსის თავდაცვის მინისტრებს ახალი სისტემის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა - ”ეს კარგია სოლიდარობისთვის.”
რუსეთი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ბუშის ეპოქის გეგმას, რომლის მიხედვითაც პოლონეთში სარაკეტო ელემენტები, რუსეთის ტერიტორიის მახლობლად და ჩეხეთის რესპუბლიკაში უნდა განთავსებულიყო - ”ცივი ომის” ეპოქის დროს ეს სივრცეები რუსეთის გავლენის ქვეშ იყო. როდესაც გასულ თვეს ობამამ მოულოდნელად განაცხადა, რომ უარს ამბობს გეგმაზე და ნატო-სთან დაკავშირებული თავდაცვითი სისტემების შემცირებას განიხილავს, რეგიონში ბევრი პოლონელი, ჩეხი და სხვებიც შეშფოთდნენ, რადგან ეს მოსკოვთან კაპიტულაციის ნიშნად მიიჩნიეს - არადა, რუსეთს აღმოსავლეთის ყოფილი ბლოკის უმეტეს ქვეყნებში ჯერ კიდევ დიდი ეჭვით ეკიდებიან.
ვარშავა და პრაღაში ზოგიერთი ასევე ნაწყენები დარჩნენ, რადგან ახალი სისტემა მათ უფრო უმნიშვნელო როლს ანიჭებდა, ეს კი სევდისმომგვრელი პერსპექტივა იყო - ისინი ბუშის გეგმას ისე განიხილავდნენ, როგორც აშშ-სთან საკუთარი უსაფრთხოების დაახლოვებას. აშშ კი, რუსეთის მზარდი აგრესიულობის ფონზე, ჯერაც სტაბილურობის ერთადერთ სანდო გარანტიად განიხილება.
მაგრამ ეს შეშფოთება მიმდინარე კვირას პოლონეთში, რუმინეთში და ჩეხეთის რესპუბლიკაში ბაიდენის ვიზიტმა გაფანტა.
ჩარლზ კუპჩანი, საგარეო ურთიერთობათა საბჭოს წამყვანი თანამშრომელი ამბობს, რომ როგორც სჩანს, ბაიდენის ვიზტით მიღწეულ იქნა ვაშინგტონის მიზანი და ცენტრალურ ევროპაში დადასტურდა აშშ-ს ინტერესები.
”ბაიდენის ვიზიტი, ძირითადად იმ ძალისხმევას წარმოადგენდა, რომელსაც უნდა ჩაეწყნარებინა ნევროტულობა და ცენტრალური ევროპის ქვეყნები დაერწმუნებინა იმაში, რომ აშშ-ს არ დაუკარგავს ინტერესი და მათ ხარჯზე არ აპირებს რუსეთთან ურთიერთობების გამოსწორებას”- განაცხადა კუპჩანმა.
ამერიკის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ თავდაპირველი კრიტიციზმი უსამართლო იყო და იმ მცდარ რწმენას ეფუძნებოდა, რომ აშშ-მ მთლიანად სთქვა უარი გეგმაზე.
ბაიდენმა აღიარა, რომ აშშ-ს უკეთ შეეძლო წარედგინა ახალი გეგმა. ”ცხადია, რომ შეიძლება ეს უკეთესად გაკეთებულიყო” - პრაღაში განუცხადა მან ჟურნალისტებს - ”ეს არის ამ მოგზაურობის მიზანი. ჩემი აზრით, მე პრეზიდენტის სახელით ცენტრალური ევროპის მოკავშირეებს გადავეცი, რომ ჩვენ ვალდებულებებს ვინარჩუნებთ.”
მან განაცხადა, რომ - ”ის აბსოლუტურად დარწმუნებულია” - მოგზაურობის შემდეგ და სამივე ქვეყნის მთავრობას და ოპოზიციის ლიდერებს ახლა ”არა აქვთ არავითარი ეჭვი ჩვენს ვალდებულებებთან დაკავშირებით.”
”ობამას სარაკეტო თავდაცვის ახალი გეგმის ფარგლებში აშშ-ს ფლოტის გემები, აღჭურვილები ანტი-სარაკეტო მოწყობილობებით, ისეთებით როგორიცაა Standard Missile-3 - ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით წინა ხაზს შექმნიან. მათ დაემატება სახმელეთო ანტი-სარაკეტო სისტემები, რომლებიც ევროპაში უნდა განთავსდეს.
პოლონელები განსაკუთრებით თავზარდაცემულები იყვნენ, რადგან აშშ-მ სარაკეტო სისტემის ახალი კონფიგურაციის შესახებ განცხადება 17 სექტემბერს გააკეთა - იმ დღეს, როდესაც აღინიშნებოდა საბჭოთა ჯარის პოლონეთში შეჭრის 70 წლისთავი, რაც მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში მოხდა. მათ იფიქრეს, რომ დრო როდესაც განცხადება გაკეთდა სენსიტიურობის დეფიციტზე მიუთითებდა, პოლონურმა ტაბლოიდემა აშშ-ს პოლონეთის ღალატში დასდეს ბრალი, ხოლო პოლიტიკურმა ექსპერტებმა ობამას გეგმას შეურაცხმყოფელი უწოდეს.
ობამას პროექტი აქცენტს მოკლე და საშუალო დამიზნების ინტერცეპტორებზე აკეთებს, რათა უფრო კარგად დაუპირისპირდეს მოსალოდნელ საფრთხეებს ისეთი ქვეყნებისგან, როგორიცაა ირანი. პენტაგონის განცხადებით, ანტი-ბალისტიკური რაკეტა SM-3 ტექნიკურად ყველაზე მოწინავეა და ყველაზე რენტაბელურია თეირანის არსენალთან დასაპირისპირებლად.
ობამას თქმით, ძველი გეგმა ძირითადად იმიტომ იქნა უარყოფილი, რომ აშშ-ს დასკვნით ირანი ნაკლებადაა ფოკუსირებული შორი დამიზნების რაკეტებზე, რომელთა გათვალისწინებითაც შეიქმნა ბუშის ეპოქის სისტემა.
ოთხშაბათს ბაიდენის ვიზიტისას, პოლონელი პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ ის უფრო ფრთხილად მოეკიდება შეთანხმებებს აშშ-სთან - ისევ დაუბრუნდა თავისი პრო-ამერიკული ქვეყნისთვის დამახასიათებელ ლექსიკას და ისიც კი განაცხადა, რომ პოლონეთის თვალთახედვა ”იდენტურია” ვაშინგტონის თვალთახედვისა.
პარასკევს ბაიდენის გვერდზე მდგომმა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა იან ფიშერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ”მზადაა მონაწილეობა მიიღოს ასეთი ახალი არქიტექტურის შექმნაში.”
შეერთებული შტატები ”ძალიან მადლიერი იყო პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადების გამო” - უპასუხა ბაიდენმა და დასძინა, რომ მომავალ თვეს ვაშინგტონი პრაღაში სამხედროების მაღალი რანგის გუნდს გააგზავნის ”ამ მონაწილეობის პირობებზე მოსალაპარაკებლად.”
არც ბაიდენს და არც ფიშერს დეტალები არ დაუზუსტებიათ და გაურკვეველი დარჩა შეუძლია თუ არა რომელიმე დაპირების შესრულება ფიშერის სუსტ დროებით მთავრობას. ჩეხეთის ახალი მთავრობა მაისში უნდა ჩამოყალიბდეს.
ხუთშაბათს რუსეთში საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ანდრეი ნესტერენკო მიესალმა ობამას მიერ ბუშის ეპოქის გეგმის უარყოფას და განაცხადა, რომ მოსკოვი სიფრთხილით ადევნებს თვალს აშშ-ს შემდგომ ნაბიჯებს სარაკეტო თავდაცვით სისტემებთან დაკავშირებით. მან სთქვა, რომ რუსეთი ჩაატარებს ახალი პროექტის ”ამომწურავ ანალიზს.”
გეითსმა განაცხადა, რომ იმედოვნებს, რომ რუსეთი შეურთდება ახალ სარაკეტო სისტემას და დასძინა - ”რუსეთის შესაძლებლობებთან დაკავშირება ბევრად უფრო ადვილი იქნება.”
ორიგინალი
Click Here to Read More..
ელენა ბედველი
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახლო-აღმოსავლეთს მიუბრუნდა, რათა საქართველოში უცხოური ინვესტიციები გამოაცოცხლოს, რომლებიც თითქმის მთლიანად ქრებოდა ამ შავი ზღვისპირა ქვეყანაში იმ დროს, როდესაც ის ცდილობს აღსდგეს რუსეთთან ომისა და გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ
სააკაშვილი გაერთიანებულ არაბულ საამიროებს წელს რამდენჯერმე ეწვია და ”მომავალი ორი-სამი წლისთვის” სულ ცოტა $1 მილიარდი მოიპოვა, განაცხადა მან ინტერვიუში თბილისში. ის ამას წინათ დაბრუნდა ქუვეითიდან და შემდეგში კატარში მიდის.
დეველოპერული კომპანია Rakeen, რომელსაც Gulf emirate of Ras al-Khaimah ფლობს, ”რამდენიმე თვეში” შავი ზღვის პორტში ფოთში, რომელიც გასულ დეკემბერს შეიძინა, ”კავკასიაში უდიდესი აეროპორტის შენებას დაიწყებს” - განაცხადა სააკაშვილმა - ”ეს რეგიონის საკვანძო აეროპორტი იქნება. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ის ნახევარ გზაზეა ევროპასა და ყურეს შორის არსებულ უმეტეს მარშრუტებს შორის.”
”$12.8 მილიარდიანმა ეკონომიკამ დაახლოებით $1 მილიარდის ზარალი განიცადა, როდესაც 2008 წლის აგვისტოში, სამხრეთ-ოსეთის რეგიონის გამო მომხდარი ომის დროს, საქართველოს არმია იქნა უკუგდებული. ამ კვარტალში ეკონომიკური ზრდა შეიძლება აღსდგეს, თუმცა 2009 წელს საგარეო ინვესტიციები $1 მილიარდს არ გადააჭარბებს, მაშინ როდესაც მთავრობის თავდაპირველი პროგნოზით ის $2 მილიარდის ტოლი უნდა ყოფილიყო” - 6 ოქტომბერს განაცხადა ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მაისში გაკეთებული განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა წელს დიდადაა დამოკიდებული დონორთა თანხებზე. მთავრობის პროგნოზით, 2009 წელს ეკონომიკა 1.5%-ით შეიკვეცება და 2010 წელს ეკონომიკური ზრდა 2%-ს გაუტოლდება.
კონფლიქტის შემდეგ, ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ საერთაშორისო საზოგადოებისგან $4.55 მილიარდის საერთაშორისო დახმარების პირობა მიიღო, მათ შორის აშშ-დან $1 მილიარდის ორწლიანი შეთვაზება.
დუბაი, სინგაპური
სააკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის პროგნოზი 2010 წლის ეკონომიკური ზრდის შესახებ ”მოკრძალებულია” და ეკონომიკურმა ზრდამ შეიძლება 6%-ს მიაღწიოს მაშინ, როდესაც ეკონომიკური თავისუფლების აქტი, რომელიც ბიუჯეტის დეფიციტს, სახელმწიფო დანახარჯებისა და ვალების ზღვარს შეიცავს, ამოქმედდება. ამის შედეგად, შეიძლება უცხოური ინვესტიციებიც გაიზარდოს, განაცხადა მან.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას დაგეგმილი აქვს საქართველო, დუბაისა და სინგაპურის მსგავსად, ფინანსური მომსახურებისა და კომერციის ცენტრად აქციოს, ისევე როგორც ტურიზმისა და ენერგეტიკული ტრანზიტის ადგილად.
ფოთის აღმშენებლობასთან ერთად, სააკაშვილის თქმით, მთავრობა ანაკლიის განვითარებისთვისაც ეძებს ინვესტორებს, ”ყველაზე ღრმა ბუნებრივი პორტისთვის” შავი ზღვის სივრცეში, რომელიც უზრუნველყოფდა ”უმოკლეს მარშრუტს ჩინეთიდან ევროპის უმეტეს რეგიონებამდე.”
”გუშინ თბილისში ირანელი ინვესტორების დელეგაცია ჩამოვიდა, რათა ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და საბანკო დარგში 300 მილიონიანი შესაძლო პროექტები განიხილოს” - სატელეფონო საუბარში განაცხადა ეკონომიკური განვითარების მინისტრის სპიკერმა ნინო დარასელმა.
სპეციალური ეკონომიკური ზონა
სოფიო მამარდაშვილმა, Rakeen-ის თბილისელმა სპიკერმა განაცხადა, რომ კომპანია ასრულებს ფოთის აეროპორტის დაგეგმავს და ”პროექტი ახლო მომავალში დაიწყება.”
Rakeen-მა მას შემდეგ რაც მთავრობის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა, რომელიც პორტის მშენებლობასა და 51%-ის წილის შეძენას გულისხმობდა, ფოთის პორტის 49%-ის $65 მილიონი გადაიხადა. სააკაშვილმა ქვეყნის პირველი განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა ფოთში 2008 წლის აპრილში დააფუძნა.
”კომპანიას ასევე ორი დეველოპერული პროექტი აქვს თბილისში, მათ შორის 72 836 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი და საოფისე კომპლექსი თბილისის გარეუბანში” - ნათქვამია კომპანიის ვებ-საიტზე.
ორიგინალი
Click Here to Read More..

ელენა ბედველი
როგორც სოციოლოგიური გამოკითხვა ადასტურებს, აშშ-ს მიერ საქართველოს მხარადაჭერის დემონსტრირებამ, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ივლისის ვიზიტმა თბილისში, ხელი შეუწყო სააკაშვილის რეიტინგის მატებას, რომელმაც წლის უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია
გამოკითხულთა 68% აცხადებს, რომ ისინი იწონებენ სააკაშვილის საქმიანობას, ხოლო 30% არ იწონებს მის საქმიანობას. რესპონდენტთა 76%-ის აზრით, ბაიდენის ვიზიტი ”საქართველოს უსაფრთხოებისთვის პოზიტიური” იყო. გამოკითხვა 8-12 აგვისტოს ვაშინგტონურმა ორგანიზაციამ Greenberg Quinlan Rosner-მა ჩაატარა.
გამოკითხვის მონაცემების თანახმად, სეპარატისტული სამხრეთ-ოსეთის გამო რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ სააკაშვილის პოპულარობა განამტკიცა მზარდი უსაფრთხოების შეგრძნებამაც. გამოკითხულ იქნა 1200 ადამიანი, ცდომილების ზღვარი 2.8%-ია.
საქართველოს ოპოზიცია სააკაშვილის გადადგომასა და ახალ არჩევნებს ითხოვდა. ისინი მას ომში საქართველოს დამარცხების გამო სდებდნენ ბრალს. ომმა ეკონომიკა დაახლოებით $1 მილიარდით აზარალა. ოპოზიცია იმასაც აცხადებდა, რომ სააკაშვილმა დათრგუნა დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება.
გამოკითხულ რესპონდენტთა 63%-ის აზრით, არსებობს იმის მაღალი ალბათობა, რომ სააკაშვილი თავის ვადას 2013 წლამდე მიიყვანს, განსხვავებით 8%-სგან, რომლის შეხედულებით, ეს ძალიან ნაკლებად სავარაუდოა.
კახა კუკავა ოპოზიციური ”კონსერვატიული პარტი”-ის თავმჯდომარე ამბობს, რომ სააკაშვილის დადებითი რეიტინგი გამოკითხვაში გაბერილია.
”შერეული სიგნალები”
” 68% აშკარად არასწორი მაჩვენებელია” - ამბობს კუკავა - ”მას ამ ხარისხის მხარდაჭერის ნახევარიც კი არა აქვს. რა არის სწორი გამოკითხვაში, ეს დაცულობის მზარდი განცდა და დაძაბულობის კლებაა.”
კუკავა ამბობს, რომ აშშ მას შემდეგ, რაც ობამამ თანამდებობა დაიკავა, ხოლო ბაიდენმა ნდობის ჩამოყალიბება სცადა, აშშ ”შერეულ სიგნალებს” იძლევა.
ალექსანდრე რონდელი, თბილისის სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევათა ფონდის ხელმძღვანელი ამბობს, რომ აშშ ჩაერია, რათა აღეკვეთა ”რუსეთის შესაძლო პროვოკაციები, რომელთა მიზანიც ქვეყნის დესტაბილიზაცია იყო.”
”რუსეთის მიზანია სააკაშვილის მთავრობა მუდმივი ზეწოლის ქვეშ ჰყავდეს, რომ ქვეყანა არასტაბილური გამოჩნდეს” - სატელეფონო საუბარში განაცხადა რონდელმა - ”მაგრამ რუსეთმა ძალიან კარგად იცის, რომ რასაც ეს გამოკითხვა აჩვენებს, ეს სწორია: რისკები შემცირდა, ადამიანები უფრო დარწმუნებულები გახდნენ და მთავრობამაც დაიწყო ეკონომიკური პრობლემების მოგვარება.”
ორიგინალი
Click Here to Read More..
ელეონორ ჰოლირუსეთმა ეს მოვლენა სატელევიზიო სერიებად აქცია. ახლა ჰოლივუდიც მოქმედებას იწყებს და ენდი გარსია მთავარ როლშია
მაგრამ, როგორც ჩვენი მოსკოველი კორესპონდენტი სკოტ ბივენი იტყობინება, ამერიკული კომპანიის მიერ რუსეთსა და საქართველოს შორის მომხდარი კონფლიქტის შესახებ ფილმის გადაღების გადაწყვეტილებამ, სულ ერთ წელიწადში მას შემდეგ, რაც ბრძოლა შეწყდა, რუსი კრიტიკოსების საშინელი პროტესტი გამოიწვია.
(სტვენისა და მხიარული შეძახილების ხმა)
სკოტ ბივენი: საქართველოს პარლამენტთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
მათ წინ სცენაზე კოსტუმში ჩაცმული კაცი დგას, რომელიც ერთი შეხედვით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. ის წინ გამოდის და რუსეთის წინააღმდეგ, საქართველოს სეპარატისტული რესპუბლიკების გამო მიმდინარე ომზე სიტყვის თქმას აპირებს.
მიხეილ სააკაშვილი (რომელსაც ენდი გარსია თამაშობს): და ახლა აქ, ამაღამ დამოუკიდებლობის საკითხი წყდება.
(შეძახილები, აპლოდისმენტი)
და არა მხოლოდ ჩვენი საყვარელი საქართველოსთვის.
სკოტ ბივენი: მაგრამ ის, ვინც ახლა ლაპარაკობს, საქართველოს პრეზიდენტი არ არის, არამედ მსახიობი ენდი გარსიაა, ხოლო ადამიანები, რომლებიც ანტი-საომარ პლაკატებს აფრიალებენ, დემონსტრანტები კი არა, მსახიობები არიან. ეს არც 2008 წლის აგვისტოა, როდესაც რუსულმა ჯარმა სულ რაღაც ხუთ დღეში დაამარცხა ქართული არმია.
2009 წლის ოქტომბერში ეს ყველაფერი ქალაქში შემოსული ჰოლივიდური კამერების წინ ხდება.
რუსუდან პირველი ქართველი რეჟისორია, რომელიც ფილმის გადაღებებზე პროდიუსერის ასისტენტად მუშაობს.
რუსუდან პირველი: ვფიქრობ, ჰოლივუდის პროდუქციასთან შედარებით ეს დიდი რამ არ არის, მაგრამ ჩვენთვის ეს მართლაც უზარმაზარი მოვლენაა.
სკოტ ბივენი: კინოფილმს, რომელიც ამ ხანმოკლე კონფლიქტის მოვლენებზეა დაფუძნებული, არა მხოლოდ საქართველოს დედაქალაქის, თბილისის სამთავრობო შენობებში და მათ გარშემო იღებენ, არამედ პატარა ქალაქებშიც, სადაც ბრძოლა მიმდინარეობდა.
რეჟისორი რენი ჰარლინია, რომელმაც ”კერკეტი კაკალი-2” გადაიღო და რომელიც იმასთან, რაც საქართველომ გამოიარა გარკვეულ კავშირს გრძნობს.
რენი ჰარლინი: მე თვითონ პატარა ქვეყნიდან ვარ. მე წარმოშობით ფინეთიდან ვარ და ვიცი რა შეიძლება გადაიტანოს პატარა ქვეყანამ, ასეთი ომები მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს: აფრიკაში, აზიაში, სამხრეთ-ამერიკაში. საქართველო მხოლოდ ერთი მაგალიათია და მე ვფიქრობ, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, მოყვე უნივერსალური ისტორია, რომელიც მთელს მსოფლიოში უამრავ ადამიანს აღელვებს.
სკოტ ბივენი: ქართველ რეჟისორს რუსუდან პირველს ძალიან უნდა იმის ნახვა, თუ რამდენად აისახება ისტორია ფილმში.
რუსუდან პირველი: ახლა მე შემიძლია ვნახო, თუ როგორ აკეთებს ამას ამერიკელი რეჟისორი, ხომ იცით ფილმებში ჩვეულებრივ ყველაფერი ოდნავ გადაჭარბებულია, მაგრამ ეს მართლაც ძალიან რეალურად გამოიყურება.
სკოტ ბივენი: საზღვრის იქით ბევრი რუსი ასევე ელოდება, რა გზავნილები იქნება ფილმში ომსა და მათ ქვეყანაზე.
ხალხის ხმა 1 (თარგმნილი): ძალიან საინტერესო იქნება იმის ნახვა, თუ როგორ გაკეთდება ეს ფილმი ამერიკული თვალთახედვიდან.
ხალხის ხმა 2: ეს მხატვრული ფილმია, ეს ჰოლივუდია, ეს მხოლოდ შოუა.
სკოტ ბივენი: ეს არ იქნება პირველი ფილმი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომზე შეიქმნა. მთავრობის მიერ კონტროლირებადმა რუსულმა ტელეარხმა დაუკვეთა ასეთი ფილმი და ის მარტში უკვე გადაიღო.
ახლა, როდესაც უკვე ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სროლა გაჩერდა, პროპაგანდისტული ომი რუსეთსა და საქართველოს შორის გრძელდება. ერთი მხარე მეორეს კონფლიქტის ამბების შეთითხვნაში ადანაშაულებს და იმაშიც, თუ ვის უნდა დაედოს ბრალი.
არსებული დაძაბულობის ფონზე, ცნობილ რუს კინოკრიტიკოსს ანდრეი პლახოვს მიაჩნია, რომ ჯერ ძალიან ადრეა ამ თემაზე ფილმების გადაღება და ვარაუდობს, რომ მათ ისტორიული ავთენტიკურობა უნდა ჰქონდეთ.ანდრეი პლახოვი: მე მგონია, რომ ახლა ძალიან რთულია პროპაგანდის თავიდან აცილება. უკეთესი იქნება დავიცადოთ, არა მხოლოდ ამ პროექტთან დაკავშირებით, არამედ საერთოდ. თუ 10-15 წელი დავიცდით, ჩვენ სიტუაციას სხვა თვალით შევხედავთ.
სკოტ ბივენი: მაგრამ, თუ ხელოვნების აზრი დებატების პროვოცირებაშია, მაშინ ეს ფილმი, როდესაც ეკრანებზე მოხვდება, ალბათ, ამას მოიტანს.ეს იყო სკოტ ბივენი მოსკოვიდან.
ორიგინალი
Click Here to Read More..

ეთერ კაკაბაძე
თბილსი, საქართველო - სამშაბათს აშშ-ს თავდაცვის უწყების ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთი არ ასრულებს იმ საზავო შეთანხმების პირობებს, რომლის მეშვეობითაც დასრულდა გასული წლის ომი საქართველოსთან. მათ დასძინეს, რომ ვაშინგტონს სურს რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე დაუშვან საერთაშორისო დამკვირვებლები
განცხადებამ, რომელიც თავდაცვის მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ გააკეთა, ხაზი გაუსვა ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე დავას, რომელიც ჩრდილს აყენებს აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილს.
2008 წლის აგვისტოში, საქართველოს ორი ტერიტორია მოსწყდა და ახლა იქ ათასობით რუსი სამხედროა. რუსეთმა ამ რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა და განაცხადა, რომ დამოუკიდებლობამ გააუქმა საზავო ხელშეკრულება, რომელიც ევროპის კავშირის შუამავლობით დაიდო. ევროკავშირის საზავო შეთანხმება ომამდელ პოზიციებზე დაბრუნებასა და კონფლიქტურ ზონებში საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვებას ითხოვდა.
საქართველოში ევროპის კავშირის სამეთვალყურეო მისია ოპერირებს, მაგრამ არა სეპარატისტულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში, რომელთა დამოუკიდებლობა რუსეთის გარდა მხოლოდ ნიკარაგუამ და ვენესუელამ აღიარეს.
”ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმით, რომ რუსეთი ბოლომდე არ ასრულებს 2008 წლის აგვისტოს შეთანხმების ზოგიერთ ელემენტს” - საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა ვერშბოუმ.
”ჩვენ რუსეთთან განვიხილეთ ეს საკითხი და აგრეთვე ვცილობთ, რომ მოვძებნოთ გზები, რომელთა მეშვეობითაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დაძაბულობის დეესკალაციის პროცესში წვლილის შესატანად, საერთაშორისო თვალსა და ყურს, საერთაშორისო წარმომადგენლობას დავაბრუნებთ” - განაცხადა მან.
იყო ცნობები სასაზღვრო სივრცეებში სპორადული სროლისა და აფეთქებების შესახებ.
ომის შემდეგ, რუსეთმა არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება საქართველოსთვის აშშ-ს სამხედრო დახმარების გამო და განაცხადა, რომ ეს აგრესიისათვის ჯილდოს წარმოადგენს. რუსეთი ასევე სასტიკად ეწინააღმდეგება საქართველოს საბოლოო გაწევრიანებას ნატო-ში.
ვერშბოუმ დაიცვა დახმარება და დასავლურ ალიანსში საქართველოს გაერთიანების ამბიციაც.
”ჩვენ ჩვენს ქართველ მეგობრებთან ერთად დახმარების გრძელვადიან პროგრამაზე ვმუშაობთ, რათა საქართველომ განახორციელოს სამხედრო რეფორმა, სამხედრო მოდერნიზაცია და განიმტკიცოს პოზიცია, როგორც ნატო-ს მომავალმა წევრმა” - განაცხადა მან.
გასული წლის ხუთდღიანი ომი სამხრეთ-ოსეთის დედაქალაზე ქართული საარტილერიო ცეცხლით დაიწყო. საქართველო აცხადებს, რომ იძულებული იყო თავდასხმა მას შემდეგ განეხორციელებინა, რაც რუსეთის სამხედრო კოლონები სამხრეთ-ოსეთში შევიდა.
გასულ თვეს ევროკავშირის უფლებამოსილებით მომზადებულმა ანგარიშმა დაასკვნა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მაგრამ რუსეთი იმის გამო გააკრიტიკა, რომ წლების მანძილზე ატარებდა პროვოკაციებს და ამძაფრებდა დაძაბულობას.
ომის მსვლელობისას რუსულმა ჯარმა სწრაფად მოახდინა საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და საქართველოს ჯარი მანამდე დააზიანა, სანამ მოგვიანებით უკან გავიდოდა.
ორიგინალი
Click Here to Read More..

ბენ ჩაილდიჰარლინის ფილმის გადაღება, რომელიც ომის წინააღმდეგაა მიმართული და კავკასიის 2008 წლის კონფლიქტს ეძღვნება, კვირის ბოლოს დაიწყო
ჰოლივუდურ თრილერში, რომლის მოქმედება 2008 წელს რუსეთსა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შორის მომხდარი კონფლიქტის ფონზე ვითარდება, ენდი გარსიამ საქართველოს დაუმორჩილებელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის როლის შესრულება იკისრა.
ფილმის გადაღებები, რომლის რეჟისორი რენი ჰარლინი ასევე ”კერკეტი კაკალი 2”-ის რეჟისორიც იყო, კვირის ბოლოს საქართველოში დაიწყო და აცხადებენ რომ სურათი ომის წინააღმდეგ არის მიმართული, ხოლო მისი გმირები, ჯვარედინ ცეცხლში მოხვედრილი ამერიკელი ჟურნალისტი და მისი ოპერატორი, საკუთარი პროფესიული მიუკერძოებლობისთვის იბრძვიან.
გარსია, რომლის სხვა როლებს შორის ”ნათლიასა” (მესამე ნაიწლი) და ”ოუშენის თეთრმეტ მეგობარში” შესრულებული როლებიცაა, საქართველოში კვირას ჩავიდა. ამ დროს გადაღებებმა წარსულში რუსების მიერ დაკავებული ქალაქ გორიდან დედაქალაქში, თბილისში გადმოინაცვლა. ჰარლინი ამბობს, რომ ფილმი, რომლის სამუშაო სათაურიც ”საქართველოა” მიუკერძოებელი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ პაპუნა დავითაია, სააკაშვილის მმართველი პარტიის, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობ”-ისა და პარლამენტის წევრი, პროექტის ერთ-ერთი პროდიუსერია.
”მე დიდხანს ველოდი რაიმე მნიშვნელოვანისა და ნამდვილის გამოჩენას” - განაცხადა აგვისტოში ჰარლინმა. ” მე მინდა გავაკეთო ფილმი, რომელიც რაღაცას იტყვის ადამიანურ მდგომარეობებზესულ რამდენიმე კაცმაც რომ დაინახოს ის, განიცადოს მისი გავლენა და გაიგოს მისი პაციფისტური გზავნილი, ე.ი. მე რაღაც მნიშვნელოვანს გავაკეთებ და ამით ვიამაყებ.”
”ჩვენი მთავარი საზრუნავი ის იყო, რომ ომის სისაძაგლე გვეჩვენებინა” -საქართველოს ტელევიზიას განუცხადა ფილმის აღმასრულებელმა პროდიუსერმა მაიკლ ფლენიგანმა. ”ჩვენ რეალურად მოგვეცა ომის საწინააღმდეგო ფილმის გადაღების შესაძლებლობა.”
სააკაშვილს, რომელიც დასავლეთთან ურთიერთობებს სიხარულით შეეგება, რამაც რუსეთი გააღიზიანა, იმაში ადანაშაულებდნენ, რომ სასაზღვრო სივრცეებში ხშირი შეტაკებებისა და მოსკოვთან მზარდი დაძაბულობის შემდეგ, მან პრო-რუსულ სამხრეთ-ოსეთზე შეტევით 2008 წლის კონფლიქტის პროვოცირება მოახდინა, მაგრამ ევროკავშირის დასკვნაში, რომელიც გასულ თვეს გამოქვეყნდა, ნათქვამია რომ რუსეთის საპასუხო ქმედება - მეზობელთან შეჭრა და მისი ტერიტორიის ოკუპაცია, საერთაშორისო სამართლის დარღვევა იყო.
კონფლიქტის მსვლელობისას დაახლოებით 850 ადამიანი დაიღუპა და 100 000-ზე მეტი სახლებიდან გაიქცა მას შემდეგ, რაც რუსეთმა საჰაერო დარტყმები განახორციელა და საქართველოში ტანკები გააგზავნა.
ამ დროს კის სერბმა რეჟისორმა კუსტურიცამ გაამხილა, რომ მან უარი სთქვა რუსეთის წინადადებაზე გადაეღო სხვა ფილმი ომის შესახებ. ”მე არ მივიღე ეს წინადადება, რადგან მომავალი ოთხი წლის მანძილზე სხვა კონტრაქტზე მაქვს აღებული ვალდებულება.”
ორიგინალი
Click Here to Read More..
თბილისი - საქართველოს პრეზიდენტის ოფისს ორშაბათს ახალი ბინადარი ჰყავდა, რადგან ამერიკელმა მსახიობმა ენდი გარსიამ მიხელ სააკაშვილის როლი მიიღო ფილმში, რომელიც რუსეთთან გასული წლის ომს ეხება
”კერკეტი კაკალი-2”ის რეჟისორმა რენი ჰარლინმა, გასული აგვისტოს ხუთდღიანი ომის საფუძველზე შექმნილი უსათაურო დრამის გადაღება მიმდინარე თვეს დაიწყო. გასულ აგვისტოს სააკაშვილმა შეუტია მეამბოხე სამხრეთ-ოსეთს, რამაც შედეგად გამოიღო რუსეთის გამანადგურებელი კონტრ-შეტევა.
ჰოლივუდელი მსახიობი ენდი გარსია, რომლის დამსახურებათა შორისაა ”ნათლია” - მესამე ნაწილი და ”ოუშენის თერთმეტი მეგობარი,” კვირას საღამოს თბილისში ჩამოვიდა, ამ დროს კი გადაღებებმა, წარსულში რუსეთის მიერ დაკავებული ქალაქ გორიდან, დედაქალაქისკენ გადმოინაცვლა.
სატელევიზიო კადრებში ენდი გარსია კოსტიუმში ჩაცმული და წითელი ჰალსტუხით ხალხით გარშემორტყმული ჩანდა. ის პრეზიდენტის სასახლეში, მიხეილ სააკაშვილის ოფისში იყო და მას თეთრ-წითელი ქართული დროშის სამკერდე ნიშანი ეკეთა.
ფილმის სიუჟეტი ამერიკელი რეპორტიორის გარშემო ტრიალებს. ის ორმხრივ ცეცხლში მოხვდება მაშინ, როდესაც ომმა ქვეყანა მოიცვა და მისი ჟურნალისტური მიუკერძოებლობა გამოცდის პირისპირ დააყენა. პაპუნა დავითაია, პარლამენტარი სააკაშვილის მმართველი პარტიის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობ"-ის წევრი, პროექტის ერთ-ერთი პროდიუსერია.
”ჩვენი მთავარი მიზანი იყო გვეჩვენებინა ომი, როგორც ცუდი რამ” - საქართველოს ტელევიზიას განუცხადა ფილმის პროდიუსერმა მაიკლ ფლენიგანმა - ”ჩვენ ომის წინააღმდეგ მიმართული ფილმის გადაღების შესაძლებლობა მოგვეცა.”
მან განაცხადა, რომ ფილმის ბიუჯეტი ”საკმაოდ შეზღუდულია” განსხვავებით ფინელი წარმოშობის რეჟისორის, ჰარლინის დიდბიუჯეტიანი ტრილერებისგან - ”კერკეტი კაკალი 2” რომელშიც ბრიუს ვილისი და ”მთასვლელისგან” სადაც სილვესტრ სტალონე თამაშობდნენ.
საქართველოს პრო-დასავლელ პრეზიდენტს ფატალური შეტაკებების და მოსკოვთან წლების მანძილზე, სულ უფრო მზარდი დაძაბულობის შემდეგ, პრო-რუსულ სამხრეთ- ოსეთზე შეტევით, ომის დაწყებაში სდებენ ბრალს.
ომმა სერიოზულად დააზარალა რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობები. ორივე მხრიდან 390 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 100 000-ზე მეტი იძულებით გადაადგილდა, როდესაც რუსულმა ჯარმა საჰაერო დარტყმები განახორციელა და საქართველოს ტერიტორიაზე ღრმად შეიყვანა თავისი ჯარი.
სერბმა რეჟისორმა ემირ კუსტურიცამ რუსეთის წინადადებას ომზე კიდევ ერთი ფილმის გადაღების შესახებ, უარით უპასუხა.
”მე არ მივიღე წინადადება, რადგან მომავალ ოთხი წლით სხვა კონტრაქტით ვარ დაკავებული” - ორშაბათს განუცხადა მან "როიტერ"-ს.
ორიგინალი
Click Here to Read More..

ენდრიუ ოსბორნი
რუსეთის ხუთდღიანი ომი საქართველოსთან, რომელიც გასულ წელს მოხდა და რომელშიც მან გამარჯვება მოიპოვა, ჰოლივუდის ფილმად იქცევა და მასში ენდი გარსია, ”ოსკარზე” ნომინირებული მსახიობი ითამაშებს
რენი ჰარლინმა, ჰოლივუდური ბლოკბასტერის ”კერკეტი კაკალი -2”-ის რეჟისორმა საქართველოში დაიწყო გადაღება ფილმისა, რომელსაც თავად ომის წინააღმდეგ მიმართულ სურათს უწოდებს.
მან პირობა დადო რომ ფილმი, რომლის სამუშაო სათაურიც უბრალოდ ”საქართველოა” კონფლიქტში არავის მხარეს არ დაიჭერს. კონფლიქტმა უკვე წარმოქმნა მაღალი ინტენსივობის პროპაგანდისტული ომი, რომელშიც ორივე მხარე საომარი დაპირისპირების დაწყებაში ერთმანეთს სდებს ბრალს.
ენდი გარსია, რომელიც ალბათ ყველაზე მეტად ”ნათლია"-ს მესამე ნაწილში თავისი გარდამტეხი როლითაა ცნობილი, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს კოლორიტულ პრეზიდენტს ითამაშებს. არ არის ცნობილი ვინ თუ საერთოდ ვინმე, ითამაშებს რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის როლს ან ვლადიმერ პუტინს, რუსეთის პრემიერ-მინისტრს.
ფილმის სიუჟეტი ამერიკელი ტელერეპორტიორისა და ოპერატორის გარშემო ტრიალებს, ისინი კონფლიქტის შუაგულში მოხვდებიან და იძულებულები ხდებიან მკაცრი ეთიკური არჩევანი გააკეთონ. ფილმის პოსტერი უკვე გამოჩნდა ამერიკული კომპანიის ვებ-საიტზე, მასზე ცეცხლოვანი ცის ფონზე ტანკის სილუეტს ვხედავთ.
ფილმი, როგორც სჩანს, რუსეთსაც და საქართველოსაც დისკომფორტს შეუქმნის, რადგან ერთ წელზე მეტია ისინი მოვლენების საკუთარი ვერსიის გავრცელებას ცდილობენ. ევროპის კავშირის ანგარიში, რომელიც გასულ თვეს გამოქვეყნდა, საქართველოს ომის ”არაკანონიერად” დაწყებაში სდებს ბრალს, მაგრამ აცხადებ, რომ მოსკოვმა საერთაშორისო სამარათალი შელახა, როდესაც შეტევის საპასუხოდ მისი მეზობლის ტერიტორიაზე შეიჭრა.
ორიგინალი
Click Here to Read More..

ამერიკელი მსახიობი ენდი გარსია თბილისში ჩავიდა, რათა მონაწილეობა მიიღოს ფილმში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომს ეძღვნება, ის საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ითამაშებს - ეს ცნობა ორშაბათს ქართულმა ტელევიზიამ გაავრცელა
ფილმს ფინური წარმომავლობის ამერიკელი, რენი ჰარლინი იღებს, ფილმების ”58 Minutes to Live” და ”Cliffhanger” ავტორია. ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ცნობით, გადაღებები ორი დღე გადაღებები პრეზიდენტის რეზიდენციაში.
შარშან აგვისტოში რენი ჰარლინმა ჟურნალ Variety-ის განუცხადა, რომ ის ამ კონფლიქტზე ფილმის გადაღებას აპირებს და ეს ”ომის წინააღმდეგ მიმართული ძლიერი განაცხადი იქნება.”
სიუჟეტი ასეთია: ამ ხუთდღიანი ომის დროს, ამერიკელი ჟურნალისტი და ოპერატორი ხაფანგში გაებმებიან, რომელიც საქართველოს და რუსულ არმიას შორის ქართულ აჯანყებულ რეგიონზე, სამხრეთ-ოსეთზე კონტროლის მოპოვების გამო გაჩაღდა.
ქართულმა მედია-საშუალებებმა ეჭვი გამოსთქვეს ფილმის მიუკერძოებლობაზე და ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერი პაპუნა დავითაია სააკაშვილთან დაახლოებული ქართველი დეპუტატი იყო.
თავის მხრივ, რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სერბი რეჟისორი ემირ კუსტურიცა ასევე აპირებს ამ ომზე ფილმის გადაღებას, სადაც წამყვანი სამხრეთ-ოსეთის პოზიცია იქნება. კუსტურიცა ახლახანს სამხრეთ-ოსეთში ჩავიდა და იქ რამდენიმე ხელმძღვანელ პირს შეხვდა.
წელიწადზე მეტი დრო გავიდა და 2008 წლის კონფლიქტი კვლავ მოსკოვის და თბილისის საინფორმაციო ომის ცენტრშია. თითოეული მხარე ცდილობს საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში პასუხისმგებლობა მეორე მხარეს დააკისროს.
ორიგინალი
Click Here to Read More..
ორივემ, მთავრობამაც და ოპოზიციამაც ქართული ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადება ადრე დაიწყო. ვიდრე ოპოზიცია სააკაშვილის გადაყენების მოთხოვნით ბოლო წარუმატებელი საგაზაფხულო კამპანიის შემდეგ ახალ ტაქტიკას გეგმავს, კამპანიას ასევე აფართოვებს მმართველი პარტიაც
საქართველოს ჯერ კიდევ შვიდი თვე აშორებს ადგილობრივი არჩევნებისგან, მაგრამ ოპოზიციაც და მთავრობაც უკვე ჩაებნენ საარჩევნო კამპანიაში.
მასობრივი საპროტესტო ოპოზიციური კამპანიისა და პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ბრაზის გამოვლინების შემდეგ, ექსპერტებმა განაცხადეს რომ ადრეული ადგილობრივი არჩევნებისთვის ასე ადრე დაწყებული მზადება იმის ნიშანია, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადგილობრივ თანამდებობებს - განსაკუთრებით კი თბილისის მერის პოსტს.
მათ სთქვეს, რომ ოპოზიცია წარუმატებელი საგაზაფხულო კამპანიის შემდეგ, როდესაც ის სააკაშვილის გადადგომას მოითხოვდა და დედაქალაქი პერმანენტული დემონსტრაციებით იყო პარალიზებული, ახალ ტაქტიკას გეგმავს. არჩევნებთან დაკავშირებულ მთავრობის განცხადებას რადიკალური ჯგუფები გამოეხმაურნენ, რომლებიც პროტესტს პარლამენტის გარეთ გამოხატავენ.
”მართალია, ბევრ ოპოზიციურ დაჯგუფებას მიაჩნია, რომ არსებულ საკანონმდებლო და მედია გარემოში შეუძლებელია ნამდვილი არჩევნების ჩატარება, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ სხვა ალტერნატივა არ არსებობს. იმ ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებიც მზად არიან მოლაპარაკებებისთვის, წარმატების მეტი შანსი ექნებათ ვიდრე რადიკალებს. მათ საზოგადოებისთვის ახალი სტრატეგიის შეთავაზება შეუძლიათ” - განუცხადა International War & Peace Reporting-ს "რადიო თავისუფლებ"-ის პოლიტიკურმა მიმომხილველმა ია ანთაძემ.
ზაფხულში სააკაშვილმა განაცხადა, რომ თბილისის არჩევნები მაისში ჩატარდება და დედაქალაქი პირველად აირჩევს ქალაქის ხელმძღვანელს პირდაპირი არჩევნების წესით.
კოალიაციამ ”ალიანსი საქართველოსთვის,” რომელიც რამდენიმე ოპოზიციურ ჯგუფს აერთიანებს, უკვე განაცხადა რომ მზადაა მონაწილეობისთვის, თუმცა არჩევნებისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებები, ჯერ კიდევ განსახორციელებელია. კოალიციის ლიდერმა და წარსულში საქართველოს ელჩმა გაერო-ში ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ის მერის პოსტისთვის იბრძოლებს.
ერთობლივი გადაწყვეტილება
თუკი იგი გაიმარჯვებს, მაშინ თბილისის ადგილობრივი პარლამენტის ანუ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს სოზარ სუბარი, ყოფილი სახალხლო დამცველი დაიკავებს, რომელმაც აგვისტოში დატოვა თანამდებობა და ოპოზიციას შეუერთდა. ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილის კონკურენტი იყო, ასევე აპირებს მერის არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა მხოლოდ ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერის შემთხვევაში.
”მერის არჩევნებში მე მივიღებ მონაწილეობას, ოპოზიციის ერთობლივი გადაწყვეტილების, ფართო მხარდაჭერისა და ისეთი გარანტიის პირობებში, რომ ჩვენ შევძლებთ სააკაშვილისთვის თბილისის წართმევას” - განაცხადა მან.
მართალია ადგილობრივი არჩევნები მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება, თუმცა პოლიტიკოსების ყურადღება დიდწილად დედაქალაქზეა გამახვილებული, რადგან ის ქვეყანაში ძალაუფლების ცენტრია. ”პოლიტიკური პროცესები თბილისში, მერი და საკრებულო გაცილებით გავლენიანი ინსტიტუტებია, ვიდრე ერთად აღებული ყველა ადგილობრივი სამთავრობო ორგანიზაცია მთელ ქვეყანაში. ჩვენ თბილისის მერის პოსტი თბილისში გვჭირდება, როგორც ტრიბუნა ბრძოლის გაძლიერებისთვის” - განუცხადა IWPR -ს ”ალიანსი საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით გამყრელიძემ.
თუმცა ჯერ გაურკვეველია, ერთიან კანდიდატზე როგორ შეთანხმდება ოპოზიცია. წინადადებებმა ამერიკული მოდელის პრაიმერის ჩატარებაზე, ვერ ჰპოვა საერთო მხარდაჭერა. ამ სისიტემას მხარს უჭერდა "კონსერვატორული პარტი"-ის ხელმძღვანელი ზვიად ძიძიგური, რომელმაც განაცხადა, რომ ოპოზიციამ დამღუპველი შეცდომა დაუშვა, როდესაც ერთი ფიგურის გარშემო ვერ შესძლო გაერთიანება.
”ჩვენ არ გამოვავლინეთ საკმარისი ერთობა იმისთვის, რომ სააკაშვილის რეჟიმი შეგვეცვალა და მიგვეღო ახალი არჩევნები. ვფიქრობთ, პრაიმერის შედეგები ერთ ოპოზიციურ ლიდერს გამოავლენს. ეს ჩვენ მოგვცემს უფრო ეფექტური ბრძოლის შესაძლებლობას” - სთქვა მან.
თუმცა, მის ოპოზიციონერ კოლეგებს არ გამოუთქვამთ ამ იდეის მიმართ მზადყოფნა. ”რისთვის გვჭირდება პრაიმერი? ვფიქრობ, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალა "ლეიბორისტული პარტიაა," ხოლო ოპოზიციური ლიდერი მისი თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილია” - განაცხადა "ლეიბორისტული პარტი"-ის, სააკაშვილთან დაპირისპირებული მრავალრიცხოვანი ჯგუფებიდან, ერთ-ერთის წარმომადგენელმა.
მმართველ პარტიას ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობა"-ს მერობის საკუთარი კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებია, თუმცა სავარაუდოდ, მათგან პოსტის შენარჩუნებას დღევანდელი მერი გიგი უგულავა შეეცდება.
ოპოზიცია არ არის ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც გააქტიურდა. ხელისუფლება მუდმივად ჩანს მთავარი სატელევიზიო არხების ტელეეკრანებიდან, რომელთაგან ყველა მთავრობის კონტროლს ექვემდებარება. ისინი სტუმრობენ რეგიონებს და ხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას. ვიზიტები სააკაშვილის მიერ შექმნილი ე.წ ”ხალხთან დიალოგის” პროგრამის ნაწილია და იმ ტიპის ქმედებებია, რომლებიც სწორედ წინასაარჩევნო კამპანიას ახასიათებს.
””ხალხთან დიალოგი”-ს მიზანია ხალხს ავუხსნათ ის რაც გავაკეთეთ და მათგან მოვისმინოთ თუ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ მომავალში” - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.
ორიგინალი
Click Here to Read More..
აშშ-ს მაღალი რანგის ჩინოვნიკმა პარასკევს პოლონეთს განუცხადა, რომ ის შეიძლება პრეზიდენტ ბარაკ ობამას ევროპის სარაკეტო თავდაცვის ახალი გეგმის ფარგლებში, ინტერცეპტორების განთავსების ერთ-ერთ ადგილად იქცეს
პოლონეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა ჯერ კიდევ მძიმედ განიცდიან ობამას იმ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ბუშის ეპოქის გეგმაზე უარი ითქვა. ამ გეგმის ფარგლებში ირანის მხრიდან შორი დამიზნების რაკეტებით შესაძლო შეტევისგან თავდასაცავად მათ ტერიტორიებზე სარაკეტო ფარის ელემენტები უნდა განთავსებულიყო.
ახალი პროექტის ფარგლებში, ვაშინგტონი ჯერ საზღვაო ინტერცეპტორებს განათავსებს, ხოლო მეორე ეტაპზე მიწისზედა სისტემებს, რომელშიც შევა SM-3. ეს დანადგარი მოკლე და საშუალო დამიზნების რაკეტებისთვისაა გამიზნული.
”პოლონეთი შეიძლება ორი მიწისზედა SM-3-იდან ერთ-ერთის განთავსების ადგილად იქცეს, რა თქმა უნდა, პოლონეთის მთავრობის თანხმობის შემთხვევაში” - განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ.
ვერშბოუმ პოლონეთის ოფიციალურ პირებს ახალი სტრატეგიის დეტალები გააცნო. ეს სტრატეგია უფრო მოქნილი იქნება, ვიდრე ბუშის გეგმა და ნაწილობრივ ითვალისწინებს რუსეთის შეშფოთებას მისი ტერიტორიის სიახლოვეში მუდმივმოქმედი შორი დამიზნების სისტემების ინსტალირების გამო.
”ამერიკელებმა წარმოადგინეს ძალიან დეტალური ინფორმაცია სისტემის არქიტექტურის ევროპული სეგმენტის შესახებ” - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სტანისლავ კომაროვსკიმ.
”ახალი სისტემა უფრო ეფექტურია, თუ დღევანდელ და იმ საფრთხეებს გავითვალსიწინებთ, რომლებიც მომავალ წლებში გამოჩნდება.”
ნატო-ს წევრის, პოლონეთის შეშფოთების მთავარი ობიექტი სარაკეტო სისტემის რომელიმე სახეობა არ ყოფილა. საქმე უფრო ეხებოდა აშშ-ს იმპლიციტურ ვალდებულებას დაეცვა ქვეყანა, რაც მის მიწაზე ამერიკული აღჭურვილობის განთავსებით იგულისხმებოდა.
პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა გამოხატა კიდეც შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ საგარეო ურთიერთობებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში სულ უფრო აგრესიულმა რუსეთმა შესაძლოა ობამას მიერ ბუშისეული სარაკეტო ფარის უარყოფა სისუსიტის ნიშნად მიიჩნიოს.
პატრიოტები
ბევრი პოლონელი, რუსეთს დღემდე, რომელიც კომუნისტურ ეპოქაში მათი ბატონი იყო, პოტენციურ საფრთხედ განიხილავს, განსაკუთრებით საქართველოსთან გასული წლის ომის შემდეგ.
კომაროვსკიმ ამ განწყობით დაადასტურა აშშ-ს სარაკეტო ბატარეის ”პატრიოტი"-ს პოლონეთში განთავსების გეგმა, რაც ახლო მომავალში უნდა განხორციელდეს.
”ისინი შეიარაღდებიან და აღიჭურვებიან ელემენტებით, რომლებიც პოლონური თავდაცვის სისტემაში ინტეგრაციის შესაძლებლობას ქმნიან” - განაცხადა მან.
ამ შეთანხმების თანახმად, რომელიც 2008 წლის აგვისტოში შედგა, 100-მდე რაკეტით შეიარაღებული ბატარეა ყოველ წელიწადს მოკლე პერიოდებით განთავსდება პოლონეთში 2011-წლამდე, რათა შესაძლებელი გახდეს პოლონური ჯარისა და თავდაცვითი სისტემის მომზადება და გაწვრთნა.
"ბატარეა პოლონეთში პერმანენტულად 2012-წლიდან დადგება" - ამ წლის დასაწყისში განუცხადა "როიტერ"-ს კომაროვსკიმ.
პოლონეთის და აშშ-ს ოფიციალური პირები ახლა ცდილობენ განსაზღვრონ ჯარის სტატუსთან დაკავშირებული შეთანხმება, რომელიც დაარეგულირებს პოლონეთში აშშ-ს ნებისმიერი სამხედრო პერსონალის განთავსების ლეგალურ ასპექტებს.
ყოველდღიურ გაზეთ Dziennik-ში ნათქვამია, რომ მხარეები შეთანხმებას მომავალ კვირას აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის დაგეგმილი ვიზიტის წინ მიაღწევენ, რომელიც ოთხშაბათს უნდა შედგეს.
მიუხდავად იმისა, რომ რუსეთი თავდაპირველად მიესალმა ობამას მიერ ბუშისეული გეგმის უარყოფას, რადგან ის ამ გეგმას თავისი დიდი ბირთვული არსენალის ნეიტრალიზების შესაძლო მცდელობად აღიქვამდა, ახლა მოსკოვი სულ უფრო შფოთავს ახალი გეგმის გამო.
ხუთშაბათს მოსკოვმა შეშფოთება გამოსთქვა იმის გამო, რომ აშშ პოლონეთის მეზობელ უკრაინასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, იქ სარადარო სადგურის გამოყენების შესახებ.
Click Here to Read More..