ღია წერილი
”ოცი წლის შემდეგ, რაც ევროპის ნახევარი გათავისუფლდა, ახალი კედელი შენდება - ეს კედელი საქართველოზე გადის” - ამბობენ ვაცლავ ჰაველი და სხვები.
იმ დროს, როდესაც ევროპა 1939 წელს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის ხელმოწერის სამარცხვინო ფაქტს, ასევე 1938 წლის მიუნჰენის ხელშეკრულებას იხსენებს და იმავდროულად 1989 წლის ბერლინის კედლის დაცემისა და რკინის ფარდის მოსპობის დღის აღსანიშნავად ემზადება, ჩვენ ერთი კითხვა გვებადება: ისტორიამ გვასწავლა რამე? კითხვა სხვაგვარადაც შეგვიძლია დავსვათ - გვაქვს კი იმის უნარი არ გავიმეოროთ ის შეცდომები, რომლებიც მეოცე საუკუნეს ასეთ მძიმე აჩრდილად აწევს?
წარსულის მოვლენების გამო გოდება ან მათი განდიდება - ფუჭი ძალისხმევაა, თუკი ჩვენ კვლავ დაბრმავებულები ვართ და ისტორიის გაკვეთილების ათვისების უნარი არა გვაქვს. ისტორიული მოვლენების აღნიშვნას აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუკი ისინი სხვაგვარად და უფრო ბრძნულად მოქმედებას გვასწავლიან.
თუკი ევროპას დავაკვირდებით, თვალნათლივ დავინახავთ, რომ ისტორია არ დასრულებულა და ის კვლავ ტრაგიკულია. ნახევარი კონტინენტის გათავისუფლებიდან ოცი წლის შემდეგ, ევროპაში ახალი კედელი შენდება და ამჯერად ის სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე გადის.
ყველაფერი ეს ევროპის ყველა მოქალაქის, დაწესებულების და მთავრობის სერიოზული გამოწვევაა. გვსურს კი დავეთანხმოთ იმას, რომ პატარა ქვეყნის საზღვრები შეიძლება ცალმხრივ რეჟიმში ძალით შეიცვალოს? მზად ვართ კი იმისთვის, რომ შევეგუოთ უფრო დიდი ქვეყნის მიერ სხვისი ტერიტორიის ანექსიას?
იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი გახდეს მოახლოებული ისტორიული მოვლენების აღნიშნვა, როგორც ევროპული კოლექტიური ცნობიერების, ასევე ამ კონტინენტის მომავლისთვის, ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირის 27 ქვეყნის დემოკრატიულ ლიდერს შეტევითი სტრატეგია გამოვიმუშაოთ იმისთვის, რომ საქართველოს დავეხმაროთ მისი ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენაში და ქართულ მიწაზე უკანონოდ მყოფი რუსეთის არმიის გაყვანას მივაღწიოთ.
მოსკოვთან კონფრონტაცია ან ცივი ომის ეპოქის მტრულ ატმოსფეროსთან დაბრუნება არავის სურს, თუმცა მიუხედავად ამისა, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა და მისმა წევრებმა რუსეთის დღევანდელ ხელმძღვანელობას მკაფიო და არაორაზროვანი შეტყობინება გაუგზავნოს.
იმ მომენტში, როდესაც ევროკავშირის მიერ ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით შექმნილი რუსეთ-საქართველოს ომის მიზეზების შემსწავლელი კომისია თავისი დასკვნის გამოქვეყნებისთვის ემზადება, ჩვენ ყველა ევროპელს მოვუწოდებთ, რომ ჩვენი ამასწინანდელი წარსულის მტკივნეული გაკვეთილები გაიხსენონ.
ჯერ ერთი, დიდი ზესახელმწიფო ყოველთვის მოძებნის ან მოიფიქრებს საბაბს იმისთვის, რომ მეზობელს, რომლის დამოუკიდებლობაც აღიზიანებს, თავს დაესხას. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჰიტლერმა 1939 წლის მტრულ მოქმედებებში პოლონელები დაადანაშაულა, ზუსტად ასე მოიქცა სტალინიც, როდესაც ყველაფერი ფინელებს დააბრალა და 1940 წელს ამ ქვეყანას თავს დაესხა. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის განხილვისას, ჩვენ ასევე უნდა გავაცნობიეროთ ის, თუ რაში მდგომარეობს მთავარი საკითხი, რომ განვსაზღვროთ აგრესიის აქტი სხვა სახელმწიფოს მიმართ, რომელმა სახელმწიფომაც ეს ჩაიდინა და არა ის, თუ ვისმა ჯარისკაცებმა და რომელი მხრიდან გახსნეს პირველად ცეცხლი.
მეორეც, საკადრისი პასუხი გასცენ დასავლური დემოკრატიების უუნარობას, თუნდაც ტერიტორიული თვალსაზრისით უმნიშვნელო, მაგრამ მეგობრული სახელმწიფოს დანაწევრებას, შესაძლოა გლობალური ხასიათის ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვეს.
ევროპის კავშირი მიუნჰენის და რკინის ფარდის ცდუნების მიუხედავად შეიქმნა. ნამდვილი კატასტროფა იქნებოდა, თუკი ჩვენ რაიმე ფორმით მაინც მოვახდენთ იმის დემონსტრირებას, რომ მზად ვართ უდიერად მივუდგეთ იმ ქმედებებს, რომლებსაც ჩვენს კონტინენტზე ომი და დანაწევრება მოჰყვა, რაც გასული საუკუნის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გრძელდებოდა. დღეს იმ პროექტის ბედი წყდება, რომელსაც ჩვენ დღესაც ჩვენს ცხოვრებას ვუძღვნით. ამ პროექტის არსი - ევროპის კონტინენტის მშვიდობიანი და დემოკრატიული გაერთიანებაა.
ვაცლავ ჰაველი, ვალდას ადამკუსი, მარტ ლაარი, ვიტაუტას ლანდსბერგისი, ოტო ფონ გაბსბურგი, დანიელ კონ-ბენდიტი, ტიმოთი გარტონ ეში, ანდრე გლიუკსმანი, მარკ ლეონარდი, ბერნარ-ანრი ლევი, ადამ მიხნიკი, ჰოსეპ რამონედა.
ორიგინალი