ლუი შარბონე
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებელმა ჰავიერ
სოლანამ ორშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის და ჩინეთის მხრიდან დასავლეთის სახელმწიფოთა საწინააღმდეგო ქმედებებს არ ელოდება იმ შემთხვევაში, თუკი ისინი ირანის მიმართ, მისი ბირთვული პროგრამის შეწყვეტაზე უარის გამო, ახალ სანქციებს მოითხოვენ
”არ ვფიქრობ, რომ რუსები და ჩინელები იტყვიან - ”არავითარ შემთხვევაში” ” - სოლანამ განუცხადა ჟურნალისტებს შეკითხვაზე: თეირანის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე სერიის გატარების თაობაზე ირანის უარის გამო გაერო-ს მოთხოვნაზე შეწყვიტოს ურანის გამდიდრება.
”ამ ჯგუფში განხეთქილება არ მოხდება” - სთქვა მან.
ოთხშაბათს სოლანა ბრიტანეთის, საფრანგეთის, შეერთებული შტატების, გერმანიის, რუსეთის და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ნიუ-იორკში ირანის ბირთვული პროგრამის საკითხს განიხილავს.
სოლანას თქმით, ის არ ფიქრობს, რომ ირანის თემაზე სახელმწიფოთა ექვსეულის სხდომაზე ოთხშაბათს რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ექვს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, ის განიხილავს ამ სახელმწიფოთა ჯგუფის ირანთან შეხვედრის საკითხს, რომლის გამართვაც პირველ ოქტომბერს ჟენევაში იგეგმება.
ბოლო დრომდე ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ მოსკოვი თეირანის წინააღმდეგ ნებისმიერი ახალ სანქციებზე უარს იტყოდა, მაგრამ გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე, რუსეთის დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა მინიშნება გააკეთა, რომ სოლანას მხრიდან თეირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების მიღებაზე მოსკოვის პოზიციების შეფასება ზუსტი იყო.
”ასეთია ჩვენი საერთო დამოკიდებულება ირანისა და ჩრდილოეთ-კორეის სიტუაციაზე” - განაცხადა რუსმა დელეგატმა, რომელმაც ვინაობის გამხელაზე უარი სთქვა. იმავდროულად მან აღნიშნა, რომ - ”რაიმე კონკრეტულ პოზიციებზე საუბარი ჯერ-ჯერობით ნაადრევია.”
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გასულ კვირას განაცხადა, რომ - ”არ გამორიცხავს თეირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების მიღებას.” რუსეთის დელეგატმა მედვედევის სიტყვები დაიმოწმა და განაცხადა რომ - ”პრეზიდენტმა გარკვევით სთქვა, თუ როგორ შეიძლება სანქციები განსაზღვრულ სიტუაციებში პრობლემების გადაწყვეტის საშუალებად იქცეს.”
დასავლეთი ეჭვობს, რომ ირანი ბირთვული იარაღის წარმოების სიმძლავრეებს, ატომური ენერგეტიკის სამოქალაქო პროგრამის საფარქვეშ ამუშავებს.
თეირანი ამტკიცებს, რომ მისი ბირთვული მისწრაფებები მხოლოდ ელექტროენერგიის მშვიდობიან გამომუშავებას ემსახურება. მან გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხუთი რეზოლუციის იგნორირება მოახდინა, რომლებიც ორმაგი დანიშნულების ბირთვული საქმიანობის სრულ შეწყვეტას მოითხოვდა.
ორშაბათს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მანუჩეჰრ მოტაკი გაერო-ში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დევიდ მილიბენდს შეხვდა. ამის შემდეგ მოტაკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა თავიდანვე იცოდნენ, რომ სანქციების პოლიტიკა ჩავარდებოდა.
”თუკი მათ ამგვარი პოლიტიკის გასინჯვა ხელახლა სურთ, ეს მათი საქმეა. ჩვენ მათ ახალი გადაწყვეტილებების მიღებაში ხელს ვერ შევუშლით” - განაცხადა მან.
სახელმწიფოთა ექვსეულმა თავისი პირველი და ბოლო პირდაპირი შეხვედრა ირანის დელეგაციასთან 2008 წლის ივლისში გამართა, რომელსაც აშშ-ს წარმომადგენელიც ესწრებოდა, მიუხედავად იმისა რომ ვაშინგტონმა თეირანთან 1980 წელს მძევლების კრიზისის დროს დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
ეს შეხვედრა ყოფილი პრეზიდენტის ბუშის ადმინისტრაციის კურსისგან სერიოზული გადახევევა იყო, რომელსაც ”ბოროტების ღერძის” წარმომადგენლებთან არ სურდა მოლაპარაკებების გამართვა, ირანის, ჩრდილოეთ-კორეისა და ომამდელი ერაყის სახით.
პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მზადაა ირანის ხელმძღვანელობასთან კონტაქტისთვის. ირანის საკითხებზე აშშ-ს ახალი წარმომადგენელი უილიამ ბერნსი პირველ ოქტომბერს ჟენევის შეხვედრას დაესწრება.
ოთხი დასავლური ქვეყნის დიპლომატმა ის წერილი ახსენა, რომელიც ირანმა ახლახანს სახელმწიფოთა ექვსეულს გაუგზავნა, უწოდა რა მას შემხვედრი წინადადება ამ ექვსეულის მიერ შეთავაზებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტიმულებზე იმის სანაცვლოდ, თუკი ურანის გამდიდრების სამუშაოები შეწყდებოდა. მათ განაცხადეს, რომ ამაში ისეთი ახალი არაფერია, რაც ბირთვული კონფრონტაციის შეწყვეტას ხელს შეუწყობდა.
როგორც დიპლომატებმა აღნიშნეს, ეს თეირანის მხრიდან დასავლეთის ქმედებების დამუხრუჭების მცდელობას ჰგავს, რაც მიმართულია გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ თეირანის წინააღმდეგ ახალი, უფრო მკაცრი სანქციების მიღებისკენ. დასავლური ქვეყნების ოთხეულმა მოწოდება გააკეთა ზემოქმედების ობიექტად ირანის ენერგეტიკული სექტორი აერჩიათ, მაგრამ რუსეთი და ჩინეთი ამ იდეის მიმართ ძალიან გულგრილები აღმოჩდნენ.
მოსკოვმა და პეკინმა გაერო-ს სანქციების სამ სერიას დაუჭირა მხარი, რომლებიც მოგზაურობების აკრძალვასა და აქტივების გაყინვასაც მოიცავდა. ეს სანქციები ირანის ბირთვული და სარაკეტო დარგების წინააღმდეგ იყო მიმართული, თუმცა სანქციების მიღებისას რეზოლუციის ფორმულირებაზე მოლაპარაკებების დროს ისინი აქტიურად მუშაობდნენ იმისთვის, რომ ეს ზომები შერბილებულიყო.
რუსეთის დელეგატმა უარყო ვარაუდი იმის თაობაზე, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის შემხვედრ დათმობებზე არსებობდა მოლაპარაკება. ეს ვარაუდები ობამას მიერ გასულ კვირას მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაჩნდა, როდესაც მან პოლონეთსა და ჩეხეთში ამერიკული ანტი-სარაკეტო თავდაცვითი სისტემის განთავსებაზე უარი სთქვა, რაც მოსკოვის გაღიზიანებასა და უკმაყოფილებას იწვევდა.
როდესაც მოტაკის ჰკითხეს, ხომ არ აწუხებს მას ის, რომ რუსები და ამერიკელები შეიძლება გარიგდნენ და ანტი-სარაკეტო ფარზე უარის თქმის სანაცვლოდ მოსკოვმა შეიძლება ახალ სანქციებს დაუჭიროს მხარი, ირანელმა მინისტრმა განაცხადა, რომ - ”ჩვენ ამ ორი ზესახელმწიფოს მიერ შეიარაღების შემცირებას მივესალმებით.”
ორიგინალი