Wednesday, September 23, 2009

სახელმწიფო მდივანი კლინტონი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა



ალან გრეი

სახელმწიფო მდივანი ჰილარი როდემ კლინტონი დღეს დაკავებული იყო - ის ნიუ-ორკში, სასტუმრო უალდორფ-ასტორიაში სხვადსხვა დელეგაციას ხვდებოდა.
საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას, მან სააკაშვილი დაარწმუნა, რომ შეერთებული შტატები კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს


სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ - ”ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რათა ვცადოთ იმის, უზრუნველყოფა, რომ რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის საზავო შეთანხმება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დროთა განმავლობაში თქვენი ქვეყანა გაერთიანდება, როგორც უნდა იყოს.”

რუსეთი თავდაპირველად თანახმა იყო თავისი ჯარების რაოდენობის შემცირებაზე და ომამდელ პოზიციებზე მათ დასაბრუნებლად, მაგრამ ეს პირობა ჯერაც არ შეუსრულებია.
რუსეთზე აშკარა მითითებით, მდივანმა აღნიშნა, რომ - ”ჩვენ ისიც ვიცით, რომ დემოკრატიის მიმართულებით სვლა და იმ ცვლილებების განხორციელება, რასაც თქვენ ცდილობთ რთულია, მაგრამ ჩვენ გვინდა მხარი დავუჭიროთ და წავახალისოთ ის ნაბიჯები, რომლებიც გადასადგმელია. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს და ჩვენ გვინდა ეს სრულიად ცხადად და ერთმნიშვნელოვნად დღეს აქ განვაცხადოთ.”

პასუხად პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა Financial Times of London-ში სახელმწიფო მდივნის სტატიამ, რომელიც მან ევროპაში აშშ-ს სარაკეტო თავდაცვითი სისტემის ცვლილების გამო გამოაქვეყნა.

ახალი თავდაცვითი სარაკეტო სისტემის განთავსება უფრო მალეა დადგეგმილი, ვიდრე ეს წინა პროგრამით იყო განსაზღვრული, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ - ”სწრაფად მოახდინო რეაგირება ირანიდან მომავალ საფრთხეზე, რომელსაც მოკლე და საშუალო დამიზნების რაკეტები ქმნის.”

სტატიაში დამატებით ნათქვამია, რომ ახალი სარაკეტო თავდაცვითი სისტემა უფრო კომპლექსური იქნება, ვიდრე წინა პროგრამა, ის აღიჭურვება უფრო მეტი ინტერცეპტორით, განლაგდება უფრო ბევრ ადგილას და რეგიონში უფრო კარგად დაიცავს აშშ-ს ყველა მეგობარსა და მოკავშირეს. გამოცდილი ტექნოლოგიის განთავსება დაზოგავს დროს, შეამცირებს ხარჯებს, იქნება უფრო მოქნილი და საფრთხეებზე უფრო მორგებული.

სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ - ”ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მიდგომა უფრო ეფექტურია და ის რა თქმა უნდა, დაფარავს საქართველოს და კავკასიას და გააგზავნის ზუსტ სიგნალს იმაზე, რომ შეერთებული შტატები მომავალშიც უერთგულებს მთელი ევროპის დაცვას.”

სახელმწიფო მდივანმა ცხადი გახადა, რომ შეერთებული შტატები არც დღეს და არც მომავალში არ სცნობს სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას და საერთაშორისო საზოგადოებასთან იმუშავებს, რომ არც სხვებმა არ სცნონ მათი დამოუკიდებლობა. აქამდე მხოლოდ რუსეთმა, ნიკარაგუამ და ვენესუელამ აღიარეს სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა.

ის ასევე მიესალმა საქართველოს წინსვლას დემოკრატიის განმტკიცების საქმეში და პრეზიდენტი სააკაშვილი ამ მიმართულებით სვლისკენ წაახალისა, მათ შორის სასამართლო სისტემის, მედიის გათავისუფლებისა და საარჩევნო რეფორმებისკენ და ა.შ.