ენ აპელბაუმი
მოდით, გულახდილად ვთქვათ: ნატო-ს 60 წლისთავი, რომელიც აპრილში აღინიშნა, მოსაწყენი სანახაობა იყო. ამერიკელ პრეზიდენტს აშკარად არ გააჩნდა ამ ღონისძიებისადმი ინტერესი. მისი ევროპელი კოლეგებიც, მართალია მიეჩვივნენ “ზეიმებს” რომლებიც ბიუროკრატიული ჟარგონით წარმოთქმული გამოსვლებისგან შედგება, თუმცა ისინიც ნაკლებ ოპტიმიზმს ამჟღავნებდნენ. მთელი ეს ამბავი, ბოლოს აშშ-ს თხოვნით დასრულდა, მეტი ჯარი გაეგზავნათ ავღანეთში, რომელსაც პრაქტიკულად არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია
მოდით, კიდევ უფრო გულახდილად ვთქვათ: პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილებამ, მონაწილეობა მიეღო საფრანგეთში მოკავშირეთა ძალების დისლოცირების 65 წლისთავის ზეიმზე, რომელსაც ივნისში აღნიშნავდნენ ყველა შეაწუხა. რატომ 65-ე? მრგვალი თარიღიც კი არ არის. თავდაპირველად მისი ვიზიტი არ იგეგმებოდა, პრეზიდენტის დასწრება კი იმას ნიშნავდა, რომ სტუმრების სია (სადაც ინგლისის დედოფალიც კი არ შეიყვანეს) სასწრაფოდ უნდა გაზრდილიყო და ესეც ბოლო წუთს უნდა გაეკეთებინათ. ვეტერანებისთვის კარგი იყო რომ ის ჩავიდა, მით უფრო როცა პრეზიდენტმა შესანიშნავი სიტყვა წარმოსთქვა, სადაც უბრალო ადამიანებს ადიდებდა, რომლებმაც “უსაზღვრო საფრთხის ჟამს და ყველაზე მძიმე გარემოებებში: საკუთარ თავში იპოვეს ძალა, რათა რაღაც განსაკუთრებული ჩაედინათ,” მაგრამ პოლიტიკური ეფექტი ძალიან შეზღუდული აღმოჩნდა და ავღანეთშიც არავის არანაირი დამატებითი ძალები არ გაუგზავნია.
მოდით, ყველაფერი გულახდილად და ბოლომდე ვთქვათ: შეუძლებელია იმ შთაბეჭდილებისგან თავის დაღწევა, რომ ობამას ადმინისტრაცია პირდაპირ ბუშის ადმინისტრაციის ნაკვალევს მისდევს - ყოველ შემთხვევაში, ევროპასთან ურთიერთობებში. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ძველ კონტინენტს დიდი ფოტოსესიის მოედნად იყენებდნენ. ობამამ, შარშან ზაფხულში ბრანდერბურგის კარიბჭე წინასაარჩევნო კამპანიის დროს მისი გამოსვლისთვის დეკორაციადაც კი გამოიყენა, მაგრამ როგორც სჩანს არც რესპუბლიკელებს და არც დემოკრატებს, არ მიაჩნიათ რომ ევროპა გამოცდილ ელჩებს და სერიოზულ დიპლომატიას იმსახურებს. ობამამ ბუშის მსგავსად ამ თანამდებობებზე დიდწილად მისი საარჩევნო კამპანიის დონორები დანიშნა.
აღმოსავლეთ-ევროპას ხომ საერთოდ, არანაირი დიპლომატიის ღირსადაც არ სთვლიან. გასულ კვირას ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი შუაღამით საწოლიდან წამოახტუნეს, რომ მისთვის არც თუ სასწრაფო ინფორმაცია მიეწოდებინათ, რაც თვეების განმავლობაში ისედაც მწიფდებოდა - რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის გაუქმების გადაწყვეტილება. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა უარი სთქვა მსგავსი ზარისთვის ეპასუხა (ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც - ყველა საიდუმლოს გავხსნი და ჩემი მეუღლეა - უბრალოდ ღრმად ეძინა), მაგრამ ახალი ამაშიც არაფერია. ბუშის დროინდელი თეთრი სახლი ცენტრალურ-ევროპაში ანტი-სარაკეტო თავდაცვითი სისტემისა და რადარის განთავსებაზე თავის თავდაპირველ გადაწყვეტილებასაც ისე იღებდა, რომ ამ ქვეყნებისთვის არაფერი უკითხავს არც დღისით და არც ღამით. პენტაგონიდან ოფიციალური წერილი ფაქტობრივად მოსალოდნელი პასუხის შაბლონით მოვიდა: მთავრობებს პრაღასა და ვარშავაში მასზე უბრალოდ ხელი უნდა მოეწერათ და უკან გაეგზავნათ.
სინამდვილეში ანტი-სარაკეტო თავდაცვა მაშინაც არაპოპულარული იყო და დღესაც ასეთად რჩება, თანაც მთელს ევროპაში. პოლონელები და ჩეხები აშშ-ს ბაზების შექმნას მხოლოდ იმიტომ ემხრობოდნენ, რომ მათ ტერიტორიებზე ამერიკული არმია გაჩნდებოდა, მაგრამ ამერიკელების მათ ტერიტორიაზე ყოფნასაც მხარს იმ მიზეზით უჭერდნენ, რომ ორი ამერიკელი პრეზიდენტი ერთმანეთის მიყოლებით უარს აცხადებდა ცენტრალურ-ევროპაში ნატო-ს ძალების გაზრდაზე და როგორც სჩანს კონტინენტზე საერთოდ არაფრის კეთება არ სურთ. ზოგიერთებს ამის გამო შეეშინდათ, რომ ამერიკელები არც თუ ისე უსაზღვროდ ერთგულები არიან ნატო-ს წესდების ფუძემდებლური პოსტულატების, რომ ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა, მის ყველა წევრზე თავდასხმას ნიშნავს. სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა რა აღარ გააკეთა რომ საპირისპირო დაემტკიცებინა, მაგრამ რადგან რუსეთი და სხვა სახელწიფოები თავიანთ შეიარაღებულ ძალებში დიდ რესურსებს სდებენ, ასეთი ფართოდ გავრცელებული შიში მაინც შენარჩუნებულია.
ამგვარად პარადოქსული რამ ხდება. პრეზიდენტი ობამა ევროპაში კვლავინდებურად ბოლო დროის ყველაზე პოპულარული ლიდერია, თუმცა მან ამ თავისი პოპულარობიდან სარგებლის მიღება ვერ მოახერხა, ნაწილობრივ იმიტომ რომ ეს არც უცდია. ჯერ-ჯერობით ობამას ერთადერთი გზავნილი ევროპას - “გაგზავნეთ თქვენი ჯარები ავღანეთში” - ავღანური მისიის მიმართ მისივე გაურკვევლობითა და ორაზროვანი დამოკიდებულებით შეილახა. ის არავის დარმუწნებას არ ცდილობს იმაში, რომ ავღანეთის პრობლემები ხელახლა გაიაზრა. მან უსაფრთხოების სფეროში ევროპის დიდ და გავლენიან დემოკრატიებთან არც ერთი სხვა ერთობლივი ამოცანა არ დასახა. დასაწყისისთვის მას შეეძლო ევროპელი მეგობრებისთვის ეთქვა, რომ შეწყვეტს მათთან სურათების გადაღებას, ვიდრე ისინი არ დასთანხმდებიან საუბარს განსაკუთრებულ შემთხვევებში მოქმედების გეგმებსა და ნატო-ს ერთობლივ წვრთნებზე, რომელზეც ალიანსმა უარი რამდენიმე წლის წინ განაცხადა.
ეს ევროპელების ბრალიცაა. ახალი ადმინისტრაციის მოსვლა მათთვის ყველაფრის ახლიდან დაწყების, თეთრ სახლამდე მათი იდეების მიტანის შანსი იყო და არა ლოდინის, ვიდრე ვაშინგტონი პირველი ალაპარაკდებოდა. რეცესიით სისხლისგან დაცლილი და ერთობლივად გამოსვლის უნარის არ მქონე ევროპელები, მიუხედავად ამისა, როგორც ყოველთვის პასიურები არიან ყველაფერში რაც მათ თავდაცვას ეხება. აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ბოლო წლების ყველაზე პოპულარული ამერიკელი პრეზიდენტიც კი ვერ შესძლებს მათ გამოფხიზლებას და მათი ყურადღების მიპყრობას რუსეთის მხრიდან ენერგეტიკული შანტაჟის პოტენციურ საფრთხეზე, ბირთვულ ირანსა და საერთაშორისო ტერორიზმზე, რომელიც მათსავე ზურგში ჩაბუდებას იწყებს, მაგრამ გაცილებით დამამშვიდებელი იქნება, თუკი ის ამის გაკეთებას მაინც შეეცდება.
ორიგინალი