ბრიუსელი - ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდრეს ფოგ რასმუსენმა ოთხშაბათს ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დაძაბულობის შესამცირებლად და საერთო საფრთხეებთან დასაპირისპირებლად რუსეთთან "ობიექტური და უპრეცედენტო დიალოგისკენ" მოუწოდა
რასმუსენმა ბრიტანულ Financial Times-თან ინტერვიუში აღიარა, რომ ნატო-სა და რუსეთს შორის უთანხმოებები რჩება და ისინი საქართველოსთან გასული წლის ომის შედეგებსა და საქართველოსა და უკრაინაში, ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ალიანსის შესაძლო გაფართოვებას უკავშირდება.
დანიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ნატო-ს ხელმძღვანელის თანამდებობაზე გასულ თვეს დაინიშნა განაცხადა, რომ ის სთხოვს მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს ჩავიდნენ მოსკოვში და მოისმინონ მათი მოსაზრება იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ნატო სტრატეგიული თვალსაზრისით გრძელვადიან პერსპექტივაში.
"ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ რუსეთთან და მოვისმინოთ მისი პოზიცია" - განაცხადა რასმუსენმა, რომელმაც თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობების მხარდაჭერა თავის უმთავრეს პრიორიტეტად დაასახელა.
მაგრამ მან განაცხადა, რომ ”კრემლთან სურს ღია და გულწრფელი საუბრის დაწყება, რაც ახალ ატმოსფეროს შექმნის."
რასმუსენმა აღნიშნა, რომ მას აქვს "ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობის ხედვა" ავღანეთთან, ტერორიზმთან და მეკობრეობასთან დაკავშირებით და მზადაა განიხილოს რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის წინადადება ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შესახებ.
"რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ ნატო აქაა და ნატო ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ჩარჩოს ქმნის" - განაცხადა მან.
"მაგრამ ჩვენ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ლეგიტიმური პრობლემები აქვს."
თავის ბლოგის ვიდეოგზავნილში (andersfogh.info) რასმუსენი აცხადებს, რომ ნატო-რუსეთის კავშირების გასაუმჯობესებლად მალე წარმოადგენს კონკრეტულ წინადადებებს.
მან განაცხადა, რომ თანამშრომლობა საჭიროა ბირთვული გავრცელების პრევენციისთვის და კორეასა და ირანზე მიუთითა.
"ჩრდილო-კორეა უკვე ბირთვული ქვეყანაა და ირანიც აქტიურად ცდილობს შეიძინოს ბირთვული შესაძლებლობები" - განაცხადა მან - "ამ ტიპის მსოფლიო არც ნატო-ს და არც რუსეთის ინტერესებში არ შედის. ჩვენ ამის აღსაკვეთად მეტის გაკეთება შეგვიძლია."
რასმუსენმა სთქვა, რომ ნატო-მ და მოსკოვმა უნდა გადაწყვიტონ თუ როგორ შეიძლება ჩაერთოს რუსეთი უფრო აქტიურად ავღანეთში, სადაც ალიანსი მზარდი ისლამური ამბოხის შეკავებისთვის იბრძვის.
მან კიდევ ერთხელ მოსთხოვა ნატო-ს ქვეყნებს გაზარდონ თავისი შენატანი სამხედრო საქმის სპეციალისტების, ფულისა და აღჭურვილობის სახით, რათა საბოლოოდ შესაძლებელი გახდეს პასუხისმგებლობის გადაბარება ავღანეთის უშიშროების ჯარებისთვის და ასევე შესაძლებელი გახდეს იქიდან დასავლური ჯარების გამოყვანა.
"ჩვენ უნდა შევქმნათ ქვეყანა, რომელიც საკუთარ თავს დაიცავს მანამდე, სანამ ჩვენ ეტაპობრივად შევამცირებთ პროცესებში ჩვენს მონაწილეობას" - განაცხადა მან - "მთავარი გზავნილი ახლა ავღანეთის ხელმძღვანელობაზე გადასვლაა. ჩვენ გვირაბის ბოლოს სინათლე უნდა ვაჩვენოთ."
მანამდე ნატო-ს სპიკერმა განაცხადა, რომ თვის ბოლოს ალიანსი დაიწყებს ახალ მისიას, რომლიც ავღანური ჯარისა და პოლიციის წვრთნებს გააკონტროლებს.
ორიგინალი