Saturday, September 26, 2009

ექსკლუზივი: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შოუში ”თქვენი სამყარო”



ეს შოუს, ”თქვენი სამყარო ნილ კავუტოსთან ერთად” 2009 წლის 24 სექტემბრის სამონატჟო ვიდეოჩანაწერის ტექსტია. შესაძლოა ეს ასლი გადაცემის საბოლოო ფორმატისგან განსხვავდებოდეს და შესაძლოა განახლდეს.

ნილ კავუტო, წამყვანი: რამდენიმე საქები სიტყვა უგოსგან:

(იწყება ვიდეოკლიპი)

უგო ჩავესი, ვენესუელას პრეზიდენტი (თარგმანი): აქ აღარ დგას გოგირდის სუნი.

(სიცილი)

(აპლოდისმენტი)

ჩავესი: აქ აღარ დგას გოგირდის სუნი, გავიდა, რაღაც სხვა სუნია. ეს იმედის სუნია.

(ვიდეოკლიპის დასასრული)

კავუტო: კეთილი, ახლა ვენესუელას პრეზიდენტი უგო ჩავესი პრეზიდენტ ობამას გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ქება-დიდებას ასხამს - დღეს ვენესუელა, ლიბია - გუშინ, ორი თაღლითი ქვეყანა, ორი მხარდამჭერი.

ასეთი მეგობრების ხელში, მტერი ვის რაღად უნდა?

ჩემმა შემდეგმა სტუმარმა ერთი ორი ისეთი რაღაც იცის, რითიც მაგარ ბიჭებს გაუმკლავდები, განსაკუთრებით ისეთ ბიჭს, ვისაც მისი სიკვდილი უნდა. ის ყუმბარებს დაუსხლტა, როდესაც მისი ქვეყანა გასულ წელს რუსეთს ეომებოდა. გახსოვთ ეს ამბები? მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტია. ის ამაღამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას სიტყვით მიმართავს.

მთელი თავისი დაცვა აქვე ჰყავს, ჩვენთან ერთად სტუდიაში, ასე რომ ვერც ერთი მკაცრი კითხვა ვერ დაისმება.

(ლაპარაკობენ ერთდროულად)

კავუტო: ბატონო პრეზიდენტო, კარგია თქვენი მობრძანება.

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი: იმას ვგულისხმობ, რომ მე ნამდვილად არა ვარ უგო ჩავესი.

კავუტო: არა.

(ლაპარაკობენ ერთად)

სააკაშვილი: შეგიძლიათ ნებისმიერი კითხვა დამისვათ.

კავუტო: აქ გოგირდი არ არის.

სააკაშვილი: მისი აზრით, ამ სტუდიაში უამრავი გოგირდია.

(სიცილი)

კავუტო: ნება დამრთეთ გკითხოთ. პირველად მომეცა შანსი მას მერე გელაპარაკოთ, რაც ვლადიმერ პუტინთან სკანდალი გქონდათ, იმ კაცთან, რომელმაც თქვენზე საკმაოდ ბევრი საზიზღრობა სთქვა, მათ შორის ისიც სთქვა, რომ თქვენი სიკვდილი უნდა. საკმაოდ შემაშინებელი ამბავია.

სააკაშვილი: არა მგონია, რადგან ვფიქრობ, რომ რომ ეს ჩვეულებრივია.

იმას ვგულისხმობ, რომ ის, რასაც საქართველო წარმოადგენს, ვლადიმერ პუტინის თვალსაწიერიდან, ისეთი რამაა, რაც არ შეიძლება არსებობდეს. ამ ქვეყანამ მისი გამოწვევა მოახერხა. ის იმდენი ჯარით შემოიჭრა ჩვენთან, რამდენითაც საბჭოთა კავშირი ავღანეთში შეიჭრა. მას უნდოდა, ჩვენ როგორც ქვეყანა დავღუპულიყავით და მას ჩემი სიკვდილი უნდოდა.

იმას ვგულისხმობ, რომ მას ჩემი სხეულის გარკვეული ნაწილები უნდოდა, როგორც საჯაროდაც განაცხადა. როდესაც მე ამის შესახებ გავიგე და გავიგე, რომ ...

კავუტო: ჰო, ეს ძალიან მტკივნეული იყო, როდესაც ამ კონკრეტულ ხატ-სურათზე გავიგე.

სააკაშვილი: არა, მაგრამ მე იმას ვგულისხმობ, როგორც ნიკოლა სარკოზი, საფრანგეთის პრეზიდენტი, თქვენც უნდა ჩასწვდეთ ყბადაღებულ აზრს, როდესაც ნიკოლა სარკოზი ლაპარაკობს შენი სხეულის ნაწილებზე, ვგულისხმობ იმას, რომ ძირითადად პუტინი ელაპარაკებოდა მას ამაზე.

კავუტო: დიახ.

სააკაშვილი: და როდესაც მე მათ შესახებ გავიგე, მე ვთქვი, მათ არ ექნებათ საკმაო თოკი ამისთვის და მე ახლაც დაჟინებით ვამტკიცებ ამას, რადგან შემოჭრიდან ერთი წლის შემდეგ, საქართველო არა მხოლოდ გადარჩა, არამედ ჩვენ ვართ, მსოფლიო ბანკის რეიტინგებში, უმაღლეს ადგილებზე ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით, ჩვენ მსოფლიოში მე-11 ადგილზე ვართ, სულ ცოტა უკან შეერთებულ შტატებზე და ფინეთის, გერმანიის, იაპონიის წინ და რუსეთი, თუ თქვენ ეს გაინტერესებთ, 105-ე ადგილზეა. კორუფციის ტერმინებში რუსეთი ნიგერიის გვერდითაა. ჩვენ ვართ და სხვათა შორის ნიგერია და ვენესუელა, განსაკუთრებით ვენესუელა...

(ლაპარაკობენ ერთად)

კავუტო: თქვენ იცით, პრეზიდენტო, ოდესმე...

სააკაშვილი: ხოლო ჩვენ დანიისა და ნიდერლანდების გვერდით ვართ. ესეც უკვე რაღაცას ნიშნავს.

კავუტო: მაგრამ - ესეც რაღაცას ნიშნავს, მაგრამ ყოველთვის - როდესაც თქვენ ვეფხვის პროვოცირებას ახდენთ, ვეფხვი ან თავს დაგესხმებათ, ან უბრალოდ დაიცდის.
გრძნობთ ამას? ბევრი საერთაშორისო პოლიტიკის საზოგადოებიდან ამბობს - ის უბრალოდ ჩასაფრებულია, უბრალოდ იცდის.

სააკაშვილი: აბსოლუტურად.

იმას ვგულისხმობ, რომ ადამიანები მეუბნებოდნენ, ნუ მისცემ საბაბს. მე ვეკამათებოდი ჩემს მეგობრებს, ამ ტიპის ბიჭებს საბაბი არ სჭირდებათ. მათ სიტუაცია სჭირდებათ. მათ უნდა იგრძნონ, რომ შეერთებული შტატები, თავისუფალი სამყარო, სხვა რამითაა დაკავებული. მათ უამრავი სხვა მოკავშირე ჰყავთ, უამრავი სხვა ცუდი ბიჭი, გესმით ჩემი, მაგალითად უგო ჩავესი.

იცით, ის გასულ წელს პუტინი საქართველოში შემოიჭრა, ჩვენი ორი რეგიონის ოკუპირება მოახდინა, მთელი ქვეყნის აღება უნდოდა, ეს ვერ შესძლო და რეგიონები აიღო. ჩვენ ნახევარი მილიონი ლტოლვილი გვყავს. ე.ი. ჩვენი მოსახლეობის ერთი მეათედი. ეს ზუსტად ისაა, რაც ნაცისტურმა გერმანიამ ჩეხოსლოვაკიას და სუდეტებს გაუკეთა
და თქვენ იცით ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, ვინც მთლიანად სცნო ეს, გამოიცანით ვინ არის? უგო ჩავესი და ეს რაღაცის მაჩვენებელია. იმას ვგულისხმობ, ისიც კი არ მგონია, რომ უგო ჩავესმა იცის კავკასია სად არის. არ ვიცი, რომელ სკოლაში დადიოდა, მაგრამ...

(ლაპარაკობენ ერთად)

კავუტო: მაგრამ რას ფიქრობთ იმაზე, რომ ჩვენი პრეზიდენტი - მას ვლადიმერ პუტინთან უფრო მეგობრული ურთიერთობები აქვს - ძალიან საქებარ სიტყვებს ამბობდა იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენზე საქებარს არაფერს ამბობენ და შესაძლოა გაიმართოს მოლაპარაკებები პუტინსა და ჩვენს პრეზიდენტს შორის ირანისთვის სანქციების დასაწესებლად და რომ შესაძლოა თქვენ ხართ თანმდევი ზარალი ამ ვითარებაში?

სააკაშვილი: მისმინეთ, უპირველესად პრეზიდენტმა ობამამ ღიად განაცხადა ვლადიმერ პუტინზე, რომ ის (არ ისმის) წარსულში და მისი ჟესტიკულაცია, არა მხოლოდ ის, რაც მან მოსკოვში საქართველოზე სთქვა. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს, ჩვენ კარგად ვართ.
არა, ეს არ არის პრობლემა. სხვა საკითხია ის, რომ...

კავუტო: თქვენ იმაზე ლაპარაკობთ, რაც ჩვენმა პრეზიდენტმა სთქვა, თუ რაც პუტინმა სთქვა?

სააკაშვილი: დიახ, რაც პრეზიდენტმა ობამამ სთქვა.

კავუტო: ასე რომ მოგწონთ პრეზიდენტი ობამა?

სააკაშვილი: დიახ.

მაგრამ საქმე ისაა, რომ - და ჩვენ ამას რუსების თვალით უნდა შევხედოთ. რუსები, მე ვგულისხმობ დღევანდელ რუსეთს, მისი მთავრობა და რუსეთი ყოველთვის - მოსკოვში ისეთი მთავრობაა, რომელსაც მუდმივად სჭირდება კრიზისი და სულ სჭირდება პატარა გამარჯვებები და არა საქართველოზე.

საქართველო მათთვის პატარაა. როდესაც ისინი გასულ წელს ჩვენ გვებრძოდნენ, ისინი აშშ-ს ებრძოდნენ. როდესაც უგო ჩავესმა მათ მხარი დაუჭირა, ის ფიქრობდა, რომ ამას შეერთებული შტატების წინააღმდეგ აკეთებს და არა სადღაც რაღაც საქართველოსთვის.
ისინი ამას ისე აკეთებენ, ისინი ამაზე ისე ფიქრობენ, რომ მათ მოიგეს, - ისინი ისე რეაგირებენ აქ და ვაშინგტონიდან მომავალ მოვლენებზე, ამერიკის ყველა სურვილის საწინააღმდეგოდ, მე ვგულისხმობ, მე ვფიქრობ...

კავუტო: მაგრამ ჩვენ იმას განვიხილავთ, რაც შარშან მოხდა, ბატონო პრეზიდენტო, ეს ნამდვილი მცდელობა იყო, რა ადგილებსაც ისინი ბომბავდნენ, იმას ვგულისხმობ, რომ თქვენ გიმიზნებდნენ. ახლა ამბობენ, არაო, მაგრამ ცხადია, რომ ასე იყო.

არ ფიქრობთ, რომ რაღაც ამგვარი კიდევ შეიძლება მოხდეს?

სააკაშვილი: მისმინეთ, მე ვიცნობ ხალხს აქ, აშშ-ში. აქ, თქვენი სტუდიიდან ორ კვარტალში ვმუშაობდი იურისტად. მე ვიცნობ ამ ქალაქს. მე ვიცი ეს ყველაფერი, ვფიქრობ, ვიცნობ ამერიკელებს.

და მე მიმაჩნია, რომ თუ ვინმესთან გვაქვს ახლო კავშირები, ეს ამერიკელები არიან. მე ვიცი, ადამიანები შეწუხდნენ, ისინი დაიღალნენ საომარი ზონებისგან და ფიქრობენ, რომ საქართველო კიდევ ერთი საომარი ზონაა, როგორც ბოსნია, ერაყი, ავღანეთი. იცით ეს, ჩვენ ყელში გვაქვს ეს ყველაფერი.

მაგრამ რეალურად ჩვენ ძალიან, ძალიან ნორმალური ქვეყანა ვართ. როგორც უკვე ვთქვი, ინვესტიციების ტერმინებში ჩვენ პარიტეტულები ვართ ნიდერლანდებთან, ჰონკონგთან, სინგაპურთან, ამერიკასთან, დიდ ბრიტანეთთან. ჩვენ ძალიან თანამედროვე ქვეყანა ვართ. ჩვენ ვართ ქვეყანა სავსე ახალგაზრდული ენერგიით, ჩვენ გვყავს უამრავი კარგი მხარდამჭერი, ისეთები, როგორიცაა, აღმოსავლეთ-ევროპა და დასავლეთ-ევროპა...

(ლაპარაკობენ ერთად)

კავუტო: მაგრამ ამ პრეზიდენტთან, ბატონო პრეზიდენტო, ისეთივე კარგი ურთიერთობები გაქვთ, როგორიც პრეზიდენტ ბუშთან გქონდათ?

სააკაშვილი: დიახ. კეთილი მე უნდა ვთქვა, რომ პრეზიდენტ ბუშთან სტრატეგიული შეთანხმება დავდეთ.

კავუტო: მართალია.

სააკაშვილი: მაგრამ ის ამ ადმინისტრაციის მმართველობისას განხორციელდა.

კავუტო: ასე რომ საქმე გრძელდება? რადგან დღის წესრიგში დადგა - და მე ვიცი, რომ თქვენ გამოხატეთ ღიაობა და სურვილი გუანტანამოს ტუსაღების წაყვანის.

სააკაშვილი: აბსოლუტურად.

თქვენ იცით, ჩვენ რითაც შეგვიძლია ვეხმარებით ამერიკას ტერორთან ომში. ჩვენ ამას გავაკეთებთ.

ჩვენ გვყავს ჩვენი - ჩვენ ერთი ბრიგადა ბოლომდე გვყავდა ერაყში, ერთი სრული ბრიგადა, საუკეთესო ბრიგადა ქართულ არმიაში. ჩვენ დიდი არმია არ გვყავს, მაგრამ მე საერთო საქმის მჯერა.

მე მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ავღანეთის სტაბილიზაციაში დაგეხმაროთ. ამიტომაა, რომ იქ 600 კაცზე მეტი გავაგზავნეთ, იქ ძირითადად ამერიკელებთან ერთად და...
კავუტო: მაგრამ თუ ჩვენი პრეზიდენტი მეტ ჯარს აღარ გააგზავნის? თქვენ მაინც გააგზავნით?

სააკაშვილი: კეთილი, თქვენ იცით, უპირველეს ყოვლისა, მე ვგულისხმობ - ეს საყოველთაო ბრძოლაა, ეს არ არის მხოლოდ ამერიკელთა ბრძოლა, მაგრამ მე ვიცი, როდესაც ამერიკა სადმე მოწყვლადია, ბოროტი ბიჭები როგორ...

(ლაპარაკობენ ერთად)

კავუტო: არა, არა მე ეს მესმის, მაგრამ თუ პრეზიდენტი გადაწყვეტს, არა, აღარ ვაპირებ ჯარის გაგზავნას, თქვენ რას გააკეთებთ?

სააკაშვილი: კარგი, მე არ...

(ლაპარაკობენ ერთად)

სააკაშვილი: კომენტარი ამაზე...

მეგრამ მე ველაპარაკე გენერალ პეტრაუსს ამას წინათ, როდესაც მას ჯარს შევპირდი და ის ძალიან იყო - მან მართლა ძალიან აქო ქართული ჯარი და ის ძალიან ოპტიმისტურადაა განწყობილი.

მე ვიცი, რომ ახლა ხალხი ოპტიმისტურადაა განწყობილი და მე ვფიქრობ, რომ ეს ის ქვეყანაა, რომელიც საბოლოოდ...

კავუტო: აღარ იქნებით ოპტიმისტურად განწყობილი, თუ პრეზიდენტი იტყვის, რომ აღარაა მეტი ჯარი საჭირო?

სააკაშვილი: კარგი, მე ვფიქრობ, რომ ეს ისეთი ქვეყანაა, რომელიც საბოლოოდ სწორ გადაწყვეტილებებს იღებს და მე ვფიქრობ, რომ ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადმინისტრაცია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

კავუტო: რაც მეტი ჯარის გაგზავნა იქნება?

სააკაშვილი: ამის კომენტირება ჩემი საქმე არ არის.

(სიცილი)

სააკაშვილი: თქვენ იცით, ჩვენ გვაქვს...

კავუტო: თქვენი დაცვა ნერვიულობს იწყებს. მგონი, ჩემს ბედს გამოცდას ვუწყობ. კარგი.
სააკაშვილი: არა, არა. თქვენ იცით, როგორც არის.

კავუტო: კეთილი, კეთილი.

სააკაშვილი: რეალურად, რეალობა ისეთია, რომ ვაცლავ ჰაველმა გამოაქვეყნა წერილი საქართველოს მხარდასაჭერად.

კავუტო: კეთილი.

სააკაშვილი: მეორეს მხრივ გყავთ უგო ჩავესი.

მე მგონია, რომ საქართველო ისეთი ქვეყნის იდეაა, თავისუფალი, დამოუკიდებელი პატარა სახელმწიფოსი, რომელიც ძალიან ცუდ ავტორიტარულ მიმართულებებს შორის ცხოვრობს, მაგრამ გადარჩენა შეუძლია.

კავუტო: კეთილი, კეთილი, გავიგე.

სააკაშვილი: ... და შეუძლია ისევ იყოს ამერიკის მეგობარი.

კავუტო: გასაგებია.

კავუტო: და ამერიკის მხარეს იყოს.

(ლაპარაკობენ ერთად)

კავუტო: პრეზიდენტი, თუ არა, რეკლამაზე უნდა გავიდეთ.

სააკაშვილი: მადლობთ, ნილ.

კავუტო: მადლობთ, პრეზიდენტო.

სააკაშვილი: მადლობთ, მადლობთ.