სტივ ჰოლანდი
პიტსბურგი - აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პარასკევს ორმაგ დიპლომატიურ მოგებას მიაღწია და მსოფლიო არენა დაიპყრო იმისთვის, რომ ერთობლივი ახალი მოწოდებები გაეჟღერებინა - ესენია ირანის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები და გლობალური ეკონომიკური ზრდის ახალი სტრუქტურის ფორმირება
ამით დასრულდა ობამასთვის კვირა, რომელიც ინტენსიურად იყო კონცენტრირებული საგარეო პოლიტიკაზე და რომელმაც შესაძლოა ამერიკელების თვალში განამტკიცოს მისი პოზიცია - ბოლო კვირებში მისი პოპულარობა, რომელიც ოფისის დაკავების მომენტისთვის, იანვარში 70%-ს უდრიდა, 51%-მდე დაეცა.
ნიუ-ორკშიც, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაშიც და პიტსბურგშიც დიდი ოციანის სამიტზეც ყველგან, ეს იყო ობამა, როგორც ასეთი - მან აშშ-ს დიპლომატიისთვის ”თანამშრომლობის ახალი ერის” დადგომა გამოაცხადა და გაერო-ს უშიშროების საბჭოში ბირთვული გაუვრცელებლობის სხდომას უხელმძღვანელა.
მიუხედავად უფრო პოზიტიური განწყობისა, ისეთი გლობალური პრობლემების გადაწყვეტის საკითხი, როგორიცაა ირანის ბირთვული პროგრამა და კლიმატის ცვლილებები, ჯერ კიდევ ბუნდოვნად მოსჩანს და ობამამ ისევ უნდა გაუსწოროს თვალი თავის ტკივილების გრძელ ჩამონათვალს, რომელთა მეშვეობითაც გამოიცდება მისი მმართველობა.
”დებატები, რომელიც აშშ-ს ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებისა და მიმართულებების მისეული პროექტის გარშემო მიმდინარეობს, ჯერ კიდევ შორსაა დასრულებისგან, მისი ადმინისტრაცია ისეთ საკითხთან დაკავშირებით, როგორიც ავღანეთის ომისთვის (რომელიც კარგა ხანია სცდის ამერიკელების მოთმინებას) დამატებითი ჯარების გაგზავნაა, შიდა განხეთქილების პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ ობამას მაინც კარგი კვირა ჰქონდა” - ამბობს ჩარლზ კუპჩანი, ჯორჯ თაუნის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი და კლინტონისეული თეთრი სახლის ყოფილი ჩინოვნიკი.
”მან დაიწყო დაპირებების შესრულება, როდესაც კრიტიკოსები ჰკითხავენ, შედეგი სადღაა? მას ახლა უკვე აქვს პასუხი. ეს ჯერ კიდევ წინასწარი პასუხია, მაგრამ ამ საკითხების მოგვარებას დრო დასჭირდება” - აღნიშნა კუპჩანმა.
”მე ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი კვირა იყო, რადგან მან რიტორიკის რეალობად გადაქცევა დაიწყო.”
დიპლომატიური ტესტი
ობამამ აშშ-ს სადაზვერვო სამსახურების ახლად მოპოვებული მასალა ირანის ბირთვულ წარმოებაზე დრამატულ ეფექტად აქცია - მდინარის სანაპიროზე, საკონფერენციო ცენტრში, დიდი ოციანის სამიტზე, ახალი ამბის გამო ნაჩქარევად მოწყობილ ღონისძიებაზე, სადაც თავი მოეყარათ ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერებს, გერმანიის მხარდაჭერით, განგაში გაისმა.
”ირანი არღვევს წესებს, რომელსაც ყველა ქვეყანამ უნდა მისდიოს” - განაცხადა ობამამ.
ურანის გამდიდრების კიდევ ერთი საწარმო მისი დიპლომატიური ოსტატობის გამოცდა იქნება, რადგან თეირანი უარს ამბობს საერთაშორისო ზეწოლას დაუთმოს, ხოლო ისრაელი გარკვეული შიდა ზეწოლის პირისპირ აღმოჩნდა - მას წინმსწრებ შეტევას სთხოვენ.
”ზეწოლა, რომელსაც ობამა განიცდის, კიდევ უფრო მწვავეა - მას უფრო მეტ აქტივობას სთხოვენ, რადგან თუ ეს ასე არ მოხდა, ისრაელი იძულებული გახდება ქმედებებს მიმართოს” - ამბობს დემოკრატი პოლიტ-ტექნოლოგი დაგ შოენი.
ჯონ ბოლტონი, ქორი რომელიც გაერო-ში ბუშის ადმინისტრაციის ელჩი იყო აცხადებს, რომ - ”დიპოლმატიამ ირანთან კარგა ხანია თავისი შესაძლებლობები ამოწურა.”
”ჩემთვის ახალი ინფორმაცია იმას გამოკვეთს, რომ სამხედრო ოპერაცია ერთადერთი გამოსავალი იყო და კიდევ იმასაც, რომ შესაძლოა ეს უკვე დაგვიანებულიცაა” - ამბობს ბოლტონი.
ახლად მოპოვებულმა სამხილებმა ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი თავდაცვით მდგომარეობაში ჩააყენა. მან ჟურნალ Time-ს განუცხადა, რომ - ”ირანი ვალდებული არ იყო ობამას ადმინისტრაციითვის შეეტყობინებინა ყველა იმ საწარმოს შესახებ, რომელიც გვაქვს.”
მოვლენათა განვითარებამ, რუსებს და ჩინელებს რომელთაც არ სურთ ზომების მიღება, თეირანის წინააღმდეგ განსახორციელებელი ქმედებებისთვის ახალი არგუმენტები გაუჩინა. გასულ კვირას ობამამ მოსკოვს ასიამოვნა და ბუშის ეპოქის გეგმა, აღმოსავლეთ-ევროპაში სარაკეტო თავდაცვითი ფარის განთავსების შესახებ, რომელსაც რუსეთი ეწინააღმდეგებოდა, ახალი გეგმის სასარგებლოდ, თაროზე შემოდო.
”ახლა შეერთებულ შტატებს ჰყავს აუდიტორია, რომელის უსმენს და ხალხი, რომელიც უკვე აცნობიერებს, რომ ირანი მუდმივად ფლიდობს” - ამბობს ჩარლზ ფერგიუსონი, საერთშორისო ურთიერთობების საბჭოს, ანალიტიკური ორგანიზაციის ექსპერტი ბირთვული გავრცელების საკითხებში.
ეკონომიკური გარღვევა
როგორც დიდი ოციანის, მსოფლიოს უმდიდრესი და ამომავალი ქვეყნების სამიტის მასპინძელმა, ობამამ, რეცესიის დასასრულის პირველი ნიშნების ფონზე, გლობალური ეკონომიკის მართვის პროცესში გარღვევას მიაღწია.
ის შეურთდა მსოფლიოს მთავარი ლიდერების იმ გადაწყვეტილებას, რომელმაც გლობალური ეკონომიკის მართვა დიდი რვიანის ექსკლუზიური ჯგუფიდან დიდ ოციანს გადააბარა, არადა გავლენა წლების მანძილზე სწორედ დიდ რვიანს ეპყრა ხელთ.
ამ ნაბიჯით ჩინეთს ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტისას უფრო მეტი უფლება მიენიჭა. ახლა შესაძლოა პეკინმა უფრო აქტიური როლი შეასრულოს პროცესში, რომელიც შეერთებული შტატების მიერაა შეთავაზებული და რომელიც მსოფლის ეკონომიკის გადაბალანსებას გულისხმობს.
ორიგინალი