Thursday, September 10, 2009

შავი ზღვის პორტი საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებში დენთის კასრია



მაიკლ შვირცი

მოსკოვი - რუსულ-ქართული ომიდან ერთი წლის შემდეგ, ამ ქვეყნებს შორის და რუსეთს შორის სეპარატისტულ რეგიონში ტვირთების ტრანსპორტირების საკითხმა კონფლიქტის ახალი პოტენციური კერის წარმოქმნის საფრთხე შექმნა.


საქართველოს სანაპირო დაცვამ წელს შავი ზღვის ქართულ პორტში, სეპარატისტულ აფხაზეთში ტვირთების ტრანსპორტირებისა და კანონის დარღვევისათვის სხვადასხვა ქვეყნის ხუთი სავაჭრო გემი დააკავა. გასულ კვირას საზღვრის დარღვევისათვის ქართულმა სასამართლომ თურქული სატვირთო გემის კაპიტანს 24 წლის პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა ის, თურქეთის მითითებისთანავე იქნა გათავისუფლებული.

რუსეთმა ეს ქმედებანი დაგმო და სანაპირო დაცვაში აფხაზეთის სეპარატისტულ მთავრობას მხარდაჭერა აღუთქვა.

”საქართველოს ხელმძღვანელობის აქციები არღვევს საერთაშორისო საზღვაო კანონს და აფხაზეთისთვის ბლოკადის დაწესების მცდელობას წარმოადგენს” - განაცხადა ანდრეი ნესტერენკომ, რუსეთის საგარეო უწყების სპიკერმა გასულ კვირას. ”ისინი რეგიონში პოლიტიკური და სამხედრო სიტუაციის დამძიმების რისკზე მიდიან, რამაც შეიძლება შედეგად სერიოზული შეიარაღებული ინციდენტები გამოიწვიოს”.

შავი ზღვის თავის კუთხეზე კონტროლის გამკაცრებით, საქართველო, როგორც ჩანს, ცდილობს აფხაზეთზე თავისი უფლებები დაადასტუროს, არადა მან გასული წლის ომის შემდეგად ამ და კიდევ მეორე სეპარატისტულ რეგიონზე, სამხრეთ ოსეთზე რეალურად დაკარგა კონტროლი.

”საქართველო ძალიან შეზღუდულია თავის ქმედებებში, რომელიც მიმართულია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დასაბრუნებლად” - ამბობს სერგეი კონოპლიოვი, ჰარვარდის უნისვერსიტეტის შავი ზღვის უსაფრთხოების პროგრამის დირექტორი - ”ისინი მათ ხელთ არსებულ ყველა საშუალებას იყენებენ”.

ხოლო რუსეთს, რომელიც გასულ წელს საქართველოში შეიჭრა და მისი ტერიტორიის დიდი ნაწილის ოკუპირება მოახდინა, მას შემდეგ, რაც გასულ აგვისტოს, საქართველო თავს დაესხა სამხრეთ ოსეთს, უამრავი მიზეზი აქვს წინააღმდეგობისთვის, ამბობს ის.

აფხაზეთი, სუბტროპიკული და მთიანი მიწის მწვანე ზოლი, რუსეთის ქალაქთან სოჭთან ახლოს მდებარეობს, სოჭში კი 2014 წელს ოლიმპიური თამაშების ჩატარებაა დაგეგმილი. რუსეთმა აგვისტოს ომის შემდეგ მალაევე აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ახლა ის იქ დიდი რაოდენობით სამხედროს ინარჩუნებს და პირობას იძლევა, რომ დაიცავს რეგიონებს, თუ საქართველო მათ უკან დაბრუნებას ეცდება.

მაგრამ რუსეთის გარდა ორი რეგიონის დამოუკიდებლობა მხოლოდ ნიკარაგუამ აღიარა და ამიტომ ორივე ფორმალურად საქართველოს კანონმდებლობისა და სასაზღვრო რეგულაციას ექვემდებარება.

ამის საფუძველზე და იმის ეჭვით, რომ გემს ტვირთი აფხაზეთში, საპორტო ქალაქ სოხუმში მიჰქონდა, 15 აგვისტოს საქართველოს სანაპირო დაცვამ გააჩერა თურქული გემი Buket-ი, დააკავა გემი, მისი ეკიპაჟი და $2.4 მილიონის ღირებულების საწვავი. ქართულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ ეს გემი გასულ წელს სულ ცოტა სამჯერ შევიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და აფხაზეთში გაჩერდა. კაპიტანს მეჰმედ ოზთურქს 24 წლის პატიმრობა მიუსაჯეს.

საქართველომ სოხუმის პორტი ყველა გემისთვის, ქართული და უცხოურისთვის დახურულად გამოაცხადა” - ამბობს შოთა უტიაშვილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერი. ”ყველა გემმა, კაპიტანმა და მფლობელმა იცის, სოხუმში შესვლა უკანონოა, გარდა გამონაკლისი და ისეთი შემთხვევებისა, როდესაც გადაადგილება შეთანხმებულია საქართველოს მთავრობასთან”.

ოზთურქი მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პირდად ელაპარაკა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. ოთხშაბათს ოზთურქი თურქეთში გაფრინდა. საქართველო გემსა და მის ტვირთს აუქციონზე გაიტანს, ისევე, როგორც გაიტანა წელს დაკავებული სხვა გემები, ამბობს ბესო შენგელია, საქართველოს სანაპირო დაცვის ხელმძღვანელი.

გემის თურქმა მფლობელმა Densa Tanker Management, Ltd-მ $ $60,000 ჯარიმად გადაიხადა, ამბობს კურსატ ოზთურქი, კომპანიის მენეჯერი. ის ამბობს, რომ მის კომპანიას არც ერთი კანონი არ დაურღვევია და საქართველოს მთავრობამ გემი ინტერნაციონალურ წყლებში დააკავა. მაგრამ მისი, თქმით, მისი კომპანია უახლოეს მომავალში აფხაზეთში ტვირთს აღარ წაიღებს.

აფხაზეთს რუსეთის გარდა სულ რამდენიმე სავაჭრო პარტნიორი ჰყავს, ამიტომ სეპარატისტულმა ხელისუფლებამ გემის დაკავებაზე აღშფოთებით ირეაგირა და საქართველოს მეკობრეობაში დასდო ბრალი.

”მე ჩვენს ფლოტს იმ ქართული გემების განადგურების განკარგულება მივეცი, რომლებიც უკანონოდ გადაკვეთენ ჩვენს საზღვაო საზღვრებს” - უთხრა საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა გასულ კვირას. ”ეს ნაბიჯი საქართველოს დაუსრულებელი მეკობრეობის შედეგია”.

საქართველოს ოფიციალური პირები, მათ შორის უტიაშვილი ამბობენ, რომ აფხაზეთის ფლოტს არა აქვს იმის საკმარი შესაძლებლობა, რომ მუქარა შეასრულოს. ”თუ რამე მოხდება, ეს რუსები იქნებიან”, ამბობს უტიაშვილი.

კონფრონტაციამ საერთაშორისო დამკვირვებლები, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც, რეგიონში დანარჩენილი ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, ააღელვა. მისიამ განაცხადა, რომ შფოთავს რეგიონში ძალის გამოყენებს საფრთხის გამო.

ევროკავშირის წარმომადგენლები სამშაბთს აფხაზი და ქართველი ოფიციალური პირების შეხვედრას დაესწრნენ. შეხვედრა აფხაზეთში შავი ზღვით აფხაზეთში ტვირთების ტრანსპორტირების პრობლემას მიეძღვნა, მაგრამ შეთანხმება მიღწეული არ იქნა.

აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ეჭვობს ევროპელების მხარდაჭერით ჩატარებული მოლაპარაკებები უსაფრთხოების გარანტიას იძლეოდეს. ამას ის აჯობებს აფხაზურმა ძალებმა რუსეთის სასაზღვრო კონტროლის შენაერთებთან ითანამშრომლონ და მიმართონ ”ყველა ზომას” აფხაზეთის საზღვაო ვაჭრობაში ქართველთა ჩარევის აღსაკვეთად.

”ზღვაში პროვოკაციული აქციებს აქვს ადგილი, რასაც შეიძლება სამხედო შედეგები მოყვეს.
ორიგინალი