"საუბარი არაა მხოლოდ მკვლელობების გახსნაზე, რადგან თუკი მკვლელობებს არ გამოიძიებენ, ამას გაცილებით სერიოზული შედეგები მოჰყვება: ადამიანის უფლებების დამცველებს რეგიონში მუშაობა ძალიან გაუჭირდებათ" - მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა ევროკომისარმა, რომლის ორგანიზებაც ჩრდილოეთ-კავკასიაში ვიზიტის შედეგებს მოჰყვა.
ბატონმა ჰამარბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ - ”მკვლელობების გამო ჩეჩნურ არასამთავრობო ორგანიზაციებში შიშის ატმოსფერო სუფევს."
მან ყურადღება ასევე გაამახვილა იმაზე, რომ ბოლო თვეებში ჩრდილოეთ-კავკასიაში საგრძნობლად გაიზარდა ისლამისტური იატაკქვეშა ჯგუფების აქტიურობა და მიესალმა ინგუშეთის პრეზიდენტის იუნუს-ბეკ ევკუროვის სწრაფვას დაიცვას ადამიანის უფლებები. "სასურველია ჩეჩნეთშიც ასე ხდებოდეს" - დასძინა ჰამარბერგმა.
"მომავალში ანტი-ტერორისტული ოპერაციები ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ არ ილახებოდეს ადამიანის უფლებები არ ილახებოდეს" - იმედი გამოსთქვა ევროკომისარმა. მან განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტერორიზმში ეჭვმიტანილ ადამიანთა ნათესავების სახლების დაწვა, პროტესტის აბსოლუტურად მიუღებელი ფორმაა - "ძალოვანების მხრიდან სახლების დანგრევა (რომლებიც ჩეჩნეთის პრო-რუს პრეზიდენტს რამზან კადიროვს ექვემდებარებიან - რედ.) აბსოლუტურად მიუღებელია."
ჰამარბერგთან შეხვედრისას ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ - "საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მაგალითად იქცეს."
ორიგინალი