დღეს გამოქვეყნებულ სტატიაში, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მკაცრად გააკრიტიკა რუსეთი და მას "ჩამორჩენილი და კორუმპირებული" ქვეყანა უწოდა - "პრიმიტიული" ეკონომიკით, "სუსტი დემოკრატიითა" და "ზარმაცი" ხალხით სტატია "რუსეთო, წინ!" - ლიბერალურ ინტერნეტ-გამოცემა "გაზეტა. რუ"-ში გამოქვეყნდა. სახელმწიფოს მეთაური ჩივის, რომ მის თანამოქალაქეებს, რომლებმაც 1945 წელს ნაციზმი დაამარცხეს, დღეს "კორუფციასთან და ჩამორჩენილობასთან" უწევთ ბრძოლა, რომ მათი ქვეყანა "თანამედროვე და კეთილმოწყობილი" გახდეს.
"და ასე უნდა ვათრიოთ მომავალშიც ჩვენი პრიმიტიული, ნედლეულზე დამოკიდებული ეკონომიკა, ქრონიკული კორუფცია, მოძველებული ჩვევა - პრობლემების გადაწყვეტაში სახელმწიფოს, უცხოეთის, რაღაც "ყოვლისშემძლე სწავლების" და ყველას იმედზე ყოფნა, გარდა საკუთარი თავისა? და აქვს კი ამ ტვირთის მქონე რუსეთს საკუთარი ხვალინდელი დღე?" - კითხულობს პრეზიდენტი?
მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა აჩვენა, რომ რუსეთში "ყველაფერი წესრიგში სულაც არ არის" და "ოცი წელია, რაც ქვეყანა ვერ გავანთავისუფლეთ ამ დამამცირებელი ნედლეულზე დამოკიდებულებისაგან. რუსეთის დღევანდელმა ეკონომიკამ საბჭოთა ეკონომიკისგან ყველაზე მძიმე ნაკლი გადმოიღო - ის დიდწილად უგულებელყოფს ადამოანის მოთხოვნებს."
ორიგინალი