ნიუ-იორკი - ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს რუსეთის საინფორმაციო სააგენტოს, "რია ნოვოსტის" თბილისის ბიუროს ხელმძღვანელის წინააღმდეგ წამოყენებული კრიმინალური ბრალდებები მოხსნას და მას თავისუფლად მუშაობის საშუალება მისცეს. როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება, ბესიკ ფიფიას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტის ფალსიფიცირებაში დამნაშავედ აღიარებენ.
რია ნოვოსტის ცნობით, საქართველოს პოლიციამ 3 სექტემბერს ფიფიას წინააღმდეგ კრიმინალური გამოძიება დაიწყო და განცხადა, რომ მან გააყალბა თავისი მართვის მოწმობა, რომელიც 1991 წელსაა გაცემული . ფიფიამ CPJ-ს განუცხადა, რომ მისი მართვის მოწმობა შეცდომით გაიცა იმ კატეგორიით, რომელიც უფრო კომერციული მანქანების მართვის უფლებას იძლევა, ვიდრე ჩვეულებრივი ავტომანქანისა.
ფიფია და მისი სააგენტო აპროტესტებენ ბრალდებას, აცხადებენ, რომ ის პოლიტიკურად მოტივირებული და უსამართლოა; მათი აზრით, ყველაფერი იმას უკავშირდება, რომ ფიფია რუსი ჟურნალისტის სტატუსში მუშაობს. ვალერი ლევჩენკომ, რია ნოვოსტის დირექტორის მოადგილემ CPJ-ს უთხრა, რომ საქმის აღძვრის მომენტი დაემთხვა დროს, როდესაც საქართველომ უარი უთხრა თბილისში საჯარო ფორუმზე მიწვეულ ორ რუს ჟურნალისტს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლაზე. ფორუმზე ორ ქვეყანას შორის პოსტკონფლიქტური ურთიერთობანი უნდა განხილულიყო.
სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი რუსული და ქართული მედიასაშუალებები 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტს სეპარატისტულ რესპუბლიკაში სამხრეთ ოსეთში ცალმხრივად აშუქებდნენ, რამაც ორი ქვეყნის ჟურნალისტების განწყობა ერთმანეთისადმი სასტიკად შელახა, ნათქვამია CPJ-ს კვლევაში.
"ბესიკ ფიფია რუსეთის საინფორმაციო სააგენტოზე მუშაობდა და ის ამიტომ ამოირჩიეს" - CPJ -ს დირექტორის მოადგილემ რობერტ მაჰოუნიმ. "ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას მოუხსნას მას ყველა ბრალდება და თავისუფლად მუშაობის საშუალება მისცეს".
ფიფიამ CPJ-ს განუცხადა, რომ მოწმობის განახლებაზე განცხადება გასულ ივნისს შეიტანა. მან განაცხადა, რომ მის ქართულ მოწმობაზე არსებული შეცდომის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყო, როდესაც გამომძიებელმა დაკითხვაზე დაიბარა. ჟურნალისტი ამბობს, რომ სანამ 3 სექტემბერს ბრალდების წასაყენებლად არ გამოუძახეს, მას სხვა ოფიციალური შეტყობინება არ მიუღია.
ფიფიამ CPJ-ს უთხრა, რომ გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლებას მისთვის არ განუახლებია აკრედიტაცია, თუმცა მან განცხადებით მაისში მიმართა. "კანონის თანახმად ხელისფლების წარმომადგენლებს ჩემთვის პასუხი ერთი თვის მანძილზე უნდა გაეცათ, მაგრამ ოთხი თვეა მე მათგან არაფერი მსმენია" - უთხრა მან CPJ-ს.
ორიგინალი