Friday, September 18, 2009

ნატო-მ რუსეთს მშვიდობის ხელი გაუწოდა


ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც ობამამ განაცხადა, რომ არ განაგრძობს აღმოსავლეთ-ევროპაში სარაკეტო თავდაცვითი სისტემების განვითარებას (ნაბიჯი, რომელსაც პუტინმა გაბედული უწოდა) ნატო-მ უცხოური სარაკეტო საფრთხის დასამარცხებლად აშშ-სა და რუსეთს თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

ეს ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამოსწორების უვერტიურად განიხილება. ურთიერთობები ბუშის მმართველობის დროს დაიძაბა. ”ნატო-ს ურთიერთობებში პარტნიორ ქვეყნებთან, არც ერთი არ ყოფილა იმდენად დამძიმებული გაუგებრობებით, უნდობლობით და პოლიტიკური მიზნების აცდენით, როგორც კონტაქტები რუსეთთან” - განაცხადა რასმუსენმა. მისი მიმართვა იმასაც ისახავდა მიზნად, რომ რუსეთსა და ნატო-ს შორის განემუხტა დაძაბულობა, რასაც დასაბამი 2008 წლის რუსულ-ქართული ომის შემდეგ დაედო. ბრიუსელში შეკრებილი ადამიანების წინ გამოსვლისას, რასმუსენმა განაცხადა, რომ - "ჩვენ სათანადო მომენტში უნდა გამოვიკვლიოთ აშშ-ს, ნატო-სა და რუსეთის სარაკეტო სისტემების დაკავშირების პოტენციალი." რასმუსენი ასევე არწმუნებდა რუსეთს დაეხმაროს დასავლეთის იმ ძალისხმევას, რომლის მიზანიც ირანის მიერ ურანიუმის გამდიდრების პროგრამაზე უარის თქმაა - საკითხი, რომელსაც რუსეთი დიდი ხანია უწევს წინააღმდეგობას. რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი სავარაუდოდ ამ საკითხს მომავალ კვირას აშშ-ში ვიზიტის დროს განიხილავს, თუ იმას ვივარაუდებთ რომ მისი ვიზიტი მთლიანად ამერიკელ დისიდენტებთან შეხვედრას არ მოხმარდება.

ორიგინალი