(AFP) - ხუთშაბათს, საქართველოში რუსული საინფორმაციო სააგენტოს "რია ნოვოსტი”-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე პოლიტიკურია და თბილისს და მოსკოვს შორის დაძაბულ ურთიერთობებთანაა დავშირებული.
ბესიკ ფიფიას მართვის ყალბი მოწმობის გამოყენებაში ადანაშაულებენ, რისთვისაც ჟურნალისტს შეიძლება სამ წლამდე პატიმრობა მიუსაჯონ.
თავად ფიფია ამტკიცებს, რომ სინამდვილეში საქართველოს ხელისუფლება თავად შეცდა 1997 წელს, როდესაც დოკუმენტი გასცა სამართავად ნებადართული ავტომობილის კატეგორიაზე.
თავად ფიფია ამტკიცებს, რომ სინამდვილეში საქართველოს ხელისუფლება თავად შეცდა 1997 წელს, როდესაც დოკუმენტი გასცა სამართავად ნებადართული ავტომობილის კატეგორიაზე.
"ვფიქრობ ეს ქართულ-რუსული ურთიერთობების ბრალია. როგორც სჩანს საქართველოს ხელისუფლება ყველაფრის მიმართ რაც რუსეთს უკავშირდება მტრულადაა განწყობილი" - AFP-სთან საუბარში განაცხადა ჟურნალისტმა.
თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს საქმე "სასაცილოდ" მიიჩნია და თბილისი "ტყუილის გავრცელებაში" დაადანაშაულა.
ქართველმა დიპლომატებმა მას მსგავსი ტონით უპასუხეს. ხუთშაბათს, მათ მოსკოვის მხრიდან ტყუილის გამოყენების დიდი ხნის ტრადიცია ამხილეს, უწოდეს რა რუსულ კომენტარებს "თვალთმაქცური."
რუსულ-ქართული ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ, კვლავ უკიდურესად დაძაბული რჩება.