მოსკოვი - პრემიერ-მინისტრმა პუტინმა პარასკევს აღმოსავლეთ-ევროპაში ანტი-ბალისტიკური სარაკეტო სისტემის გეგმის გაუქმების გამო, რომელსაც რუსეთი საფრთხედ მოიაზრებდა, პრეზიდენტი ბარაკ ობამა შეაქო და ივარაუდა, რომ ეს ნაბიჯი შედეგად მოიტანს მათ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გამოსწორებას.
"მე ვიმედოვნებ, რომ ამ სწორ და გაბედულ ნაბიჯს სხვებიც მოჰყვება" - განაცხადა პუტინმა.
ობამამ ხუთშაბათს გადაწყვიტა, რომ შეცვალოს ბუშის ადმინისტრაციის ანტი-სარაკეტო გეგმა ახალი კონფიგურაციის სისტემით, რომელიც მოკლე და საშუალო დამიზნების სარაკეტო სისტემებზეა ფოკუსირებული. პარასკევს, პუტინსა და რუსეთის სხვა ოფიციალურ პირებს ჟურნალისტებთან გამოსვლისას არაფერი უთქვამთ იმაზე, უპასუხებს თუ არა რუსეთი შეერთებული შტატების ამ დათმობას, კონკრეტულად კი ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის ირანის ბირთვული პროგრამა და მისი სრული სამხედრო შესაძლებლობები.
ობამას ადმინისტრაციამ მიანიშნა, რომ მისი აზრით ირანმა ბოლო თვეებში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ბირთვული იარაღის შექმნისკენ, მაგრამ რუსეთი რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭოში ვეტო-ს უფლებას ფლობს, წინააღმდეგობას უწევდა ირანისთვის სანქციების გამკაცრებას.
პარასკევს ვაშინგტონში გამოსვლისას, სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაგრძო დიპლომატიური ზეწოლა და განაცხადა, რომ მომავალ თვეს ირანსა და მთავარ დიდ სახელმწიფოებს შორის დაგეგმილი მოლაპარაკებები, რომლებიც ირანის ბირთვულ სტრატეგიას შეეხება, თეირანს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას მისცემს და ამ არჩევანს გარკვეული შედეგები მოჰყვება.
"ირანის გამომწვევ მოქმედებას მოჰყვება საზღაური: მეტი იზოლაცია და ეკონომიკური ზეწოლა, ირანის ხალხისთვის წინსვლის ნაკლები შესაძლებლობა" - განუცხადა კლინტონმა ბრუკინგის ინსტიტუტში შეკრებილ აუდიტორიას.
რუსეთის ოფიციალურმა პირებმა მიანიშნეს, რომ კრემლი უკან წაიღებს თავის მუქარას მოკლე დამიზნების რაკეტების განთავსების შესახებ კალინინგრადში დასავლეთ საზღვრებთან.
პარასკევს, დამთბარი ურთიერთობების კიდევ ერთ ნიშნად, ნატო-ს ახალმა გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა, მოსკოვსა და ალიანსს ახალი თანამშრომლობისკენ მოუწოდა, მაგალითად, ანტი-სარაკეტო სისტემებს შორის შესაძლო კოორდინაციის პროცესშიც.
ორიგინალი