როგორც SPIEGEL-მა შეიტყო, ევროკავშირის ექსპერტების კომისიამ შარშანდელი ზაფხულის სამხრეთ-ოსეთის ომში საქართველო დაადანაშაულა, თუმცა ნაწილობრივ პასუხისმგებლობა რუსეთსაც დააკისრა. მასალები, რომლებიც კვლავ ცხრაკლიტურშია გადამალული, როგორც სჩანს გამოქვეყნების შემდეგ, დებატებს ომის მიზეზებზე ხელმეორედ განაახლებს.
SPIEGEL-ის ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ საქართველო-რუსეთის შარშანდელი ზაფხულის ომის გამოსაძიებლად შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ დაასკვნა, რომ ხუთდღიანი ომის დაწყებაზე პასუხისმგებელი თბილისია.
ბრიუსელში, იმ დიპლომატების ინფორმაციით, რომლებიც საიდუმლო დოკუმენტის შინაარს იცნობენ, ევროკავშირის ექსპერტები ომზე პასუხისმგებლობას რუსეთსაც აკისრებენ. დასკვნა, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის და ბენელუქსის ქვეყნებიდან მისი კოლეგების ინიციატივის შედეგია, ასკვნის რომ არმიის მასობრივი გადაადგილების გზით, მოსკოვმა კონფლიქტის ესკალაცია მოახდინა.
საერთაშორისო კომისიას, რომელსაც ჰეიდი ტალიავინი ხელმძღვანელობს, სურს რომ დოკუმენტი მომავალ კვირამდე არ გამოაქვეყნოს, რადგან შვეიცარელ დიპლომატს სურს პირველ რიგში ეს სადავო დასკვნა ნიუ-ორკში გაერო-ს გენერალურ მდივანს, პან გი მუნს წარუდგინოს. ამის შემდეგ, კომისიის დასკვნის შედეგების შესახებ ერთდროულად აცნობებენ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ელჩებს ბრიუსელში და საქართველოს და რუსეთის მთავრობებს.
დასკვნის გამოქვეყნება, დებატებს ომზე პასუხისმგებელ მხარეზე კვლავ განაახლებს. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკვე დაიჩივლა, რომ “ზოგიერთი იდიოტი ამტკიცებს, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ”-ო. თბილისს განსაკუთრებით იმის ეშინია, რომ დასკვნა უახლოეს მომავალში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შანსებს შეამცირებს.
კონფლიქტი 2008 წლის 7 აგვისტოს გაჩაღდა, როდესაც საქართველომ აჯანყებულ რეგიონზე, სამხრეთ-ოსეთზე შეტევა წამოიწყო. რუსეთის არმიამ სასწრაფოდ მოიგერია ქართველების შეტევა და საქართველოს ტერიტორიაზე ღრმად შეიჭრა. როგორც ვარაუდობენ, ასობით ადამიანი, მათგან ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ვიდრე 12 აგვისტოს არ გაფორმდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
ორიგინალი