დომენიკ დავიდი
ჟან ფრანსუა ბიურო - ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე
ნატო-სა და რუსეთის ურთიერთობებზე ქართულმა კრიზისმა - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევამ, სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ - უაღრესად უარყოფითად იმოქმედა. ამ მოვლენებმა გავლენა ნატო-რუსეთის საკონსულტაციო საბჭოს მოღვაწეობაზეც იქონია, რომელიც კონსულტაციების მიზნით და 1997 წლის ფუძემდებლური აქტის საფუძველზე საერთო გადაწყვეტილებებისა და ერთობლივი მოქმედებებისთვის, 2002 წლის 28 მაისს შეიქმნა.
ნატო-ს ქვეყნების მეთაურთა სამიტზე გაცხადდა, რომ მიუხედავად არსებული უთანხმოებებისა, რუსეთი უმიშვნელოვანესი მეზობელი და პარტნიორია და რუსეთს და ნატო-ს უსაფრთხოების სფეროში ერთნაირი ინტერესები გააჩნიათ. გასული წლის აგვისტოს შემდეგ, ივნისის ბოლოს საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც დიპლომატებმა გამოსთქვეს მოსაზრება, რომ ნატო-რუსეთის საკონსულტაციო საბჭო, პოლიტიკური დიალოგისა და ყველა აქტუალური საკითხის განსახილველ ფორუმად გარდაქმნილიყო.
ახლახანს რუსეთში 2020-წლამდე ნაციონალური უსაფრთხოების სტრატეგია შემუშავდა, ნატო კი თავისი სტრატეგიული კონცეფციის გადახალისებას იწყებს. ასე, რომ დღევანდელი სიტუაცია ნატო-რუსეთის ურთიერთობების გადახედვის თვალსაზრისით, რაც დღეს არსებული რეალური საფრთხეების შეფასებაზე იქნება დამყარებული, დიდ შესაძლებლობებს იძლევა. ევროპელები, თანამშრომლობის საფუძველზე, რაც პრაქტიკული ეფექტურობისა და უსაფრთხოების პოლიტიკური და სამხედრო ასპექტების შერწყმით იქნება შესაძლებელი, მთელი კონტინენტის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას მიაღწევენ.
არტიომ სტუდენნიკოვი - საფრანგეთში რუსეთის ფედერაციის საელჩოს პირველი კონსულტანტი
ნატო-ს დაფუძნების დღიდან 80-იანი წლების ბოლომდე საბჭოთა კავშირსა და ალიანსს შორის ურთიერთობები აღმოსავლეთისა და დასავლეთის ბლოკების დაპირისპირებით განისაზღვრებოდა. ცივი ომის დამთავრების შემდეგ, რუსეთსა და ნატო-ს შორის კონფრონტაციიდან თანამშრომლობაზე თანდათანობითი გადასვლა დაიწყო. 2002 წლის 28 მაისს, რომში მიმდინარე სამიტის დროს, დაფუძნდა მუდმივმოქმედი ორგანო, ნატო-რუსეთის საბჭო, რომლის მიზანიც პოლიტიკური კონსულტაციები, ერთობლივი გადაწყვეტილებების შემუშავება და საერთო ინტერესების ფარგლებში მოქმედება იყო.
მაგრამ ნატო-რუსეთის ურთიერთობებში, ალიანსის უსასრულო გაფართოვება იყო და რჩება ძირითად პრობლემად. სამხრეთ-ოსეთის წინააღმდეგ საქართველოს აგრესიის თემაზე, თბილისის თანადგომის პოლიტიკამ იმარჯვა, რის გამოც საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში მუდმივ წარმომადგენლებს შორის პოლიტიკური დიალოგი გაიყინა. თავის მხრივ, რუსეთმაც შესაბამისი დასკვნები გააკეთა. 27 ივლისს, საბერძნეთის კუნძულ კორფუზე, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე, დიალოგის განახლებასა და პრაქტიკულ, მათ შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.
ჩვენს ახლანდელ მიზანს, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან - ჩვენს მნიშვნელოვან და გარდაუვალ პარტნიორთან ნამდვილი თანამშრომლობის ფარგლებში, გამჭვირვალე პარტნიორული ურთიერთობების დამყარება წარმოადგენს, რაც ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორუფლებიანობასა და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებაზე იქნება დაფუძნებული.
ორიგინალი