ხუთშაბათს, 17 სექტემბერს, ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ევროპაში ამერიკელების ანტი-სარაკეტო ფარის განლაგების გეგმასთან დაკავშირებით, თავისი ახალი მიდგომის შესახებ განაცხადა. სისტემა მოწოდებული იყო ირანული რაკეტების მხრიდან ამერიკისთვის შესაძლო საფრთხისა და სარადარო ბაზის ჩეხეთის რესპუბლიკასა და რაკეტების პოლონეთში განლაგებასთან დაკავშირებით. პენტაგონმა ირანული “საფრთხის შემცირების” შესახებ მინიშნება გააკეთა, თუმცა მისი “მნიშვნელობა” არ უარყო. სამაგიეროდ შეერთებულმა შტატებმა არ დამალა მისი მისწრაფება, რომ 2015 წლისთვის რაკეტები პოლონეთსა და ჩეხეთში განალაგოს.
ლორანს ნარდონი - საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი
ეს გადაწყვეტილება - შეერთებული შტატების ცენტრალურ-ევროპასთან და რუსეთთან ურთიერთობების ახალი ხედვაა. ასევე, შეერთებული შტატების მიერ, ირანული საფრთხის დაზუსტების შედეგიც. თავდაპირველად, ეს ფარი რუსეთის საწინააღმდეგო საშუალებად განიხილებოდა, თუმცა ოფიციალურად ის მის წინააღმდეგ მიმართული არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ის არ უწყობდა ხელს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის, ისედაც რთული ურთიერთობების განმუხტვას. ობამას ადმინისტრაცია ცდილობს უცხოელ პარტნიორებთან დაძაბულობის შემცირებას და მათ შორის რუსეთთანაც. მოსკოვთან დიალოგის აღდგენის მისწრაფება სახეზეა.
ამასთანავე, ის ფაქტიც გასათვალისწინებელია, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა და პოლონეთი თავიანთ მიწებზე ამ ბაზების არსებობას აღიქვამდნენ, ერთდროულად როგორც ღირსების თემად, ასევე რუსეთის პირისპირ ამერიკელებისგან დაცვის საშუალებად. შესაბამისად, ეს ორი ქვეყანა ძალიან იმედგაცრუებული დარჩა.
სახეზეა ძველი სტრატეგიის ცვლილება, როდესაც ჯორჯ ბუში ”ძველ” და “ახალ” ევროპას ერთმანეთს უპირისპირებდა. ბარაკ ობამა ასეთი ხედვის ადამიანი არ გახლავთ.
შეერთებულ შტატებს მეტი სარგებლის მიღება სურს
იმავდროულად, შეერთებული შტატები აღნიშნავს, რომ ამ ფარის სანაცვლოდ უფრო მსუბუქი სისტემა განთავსდება. წინა ფარი, ირანის შესაბამისი სახის რაკეტებისგან თავდაცვისთვის იყო განკუთვნილი. როგორც სჩანს, ამერიკული დაზვერვა თვლის, რომ ირანი არა შორ, არამედ საშუალო და ახლო რადიუსზე მოქმედ რაკეტებს აწარმოებს. მაშასადამე, უკვე განხილულია მცირე სისტემის დაყენების შესაძლებლობა. შექმნილი სიტუაციიდან შეერთებულ შტატებს მეტი სარგებლის მიღება სურს.
თავდაცვითი სისტემის შესაბამისობაში მოყვანასთან ერთად, აშშ ირანს დიალოგს სთავაზობს, ხოლო რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას ცდილობს. ამერიკა ფიქრობს, რომ მოსკოვი მათ ირანის მოთოკვაში დაეხმარება.
ორიგინალი