მეთიუ კოლინი
საქართველოში ზაფხული დასრულდა და მძიმე პროგნოზები იმის თაობაზე, რომ რუსეთთან კონფლიქტი განახლდებოდა, არ გამართლდა, მაგრამ იმ დროს, როდესაც ქვემეხები დუმდნენ, რეჟისორები შარშანდელი ცეცხლოვანი ქარიშხლის კინემატოგრაფიულ ინტერპრეტაციებზე მუშაობენ 2008 წლის აგვისტოს ომზე “სიმართლის” ჩვენების ბოლო მცდელობა დოკუმენტური ფილმი გახდა, სახელწოდებით “რუსულის გაკვეთილები,” რომელსაც მომხდარის გაანალიზების სხვა რუსული მცდელობებისგან განსხვავებით, ქართულ მედიაში პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა.
ნაწილობრივ ალბათ იმიტომ, რომ ფილმის ერთ-ერთ რეჟისორს ანდრეი ნეკრასოვს კრემლის აპოლოგეტს ვერ უწოდებ. (მისი ბოლო ფილმი ალექსანდრე ლიტვინენკოს მოწამვლასთან დაკავშირებულ სკანდალს ეძღვნებოდა). აფსურდულ მძაფრსიუჟეტიან ტრილერ “ოლიმპუს ინფერნო”-სგან (”ოლიმპიური ჯოჯოხეთი”) და ტენდენციურ დოკუმენტურ ფილმთან “ომი 08.08.08: ღალატის ხელოვნება” განსხვავებით, ნეკრასოვის ფილმი, როგორც ეს ქართულმა ტელეკომპანია “რუსთავი 2″-მა გადმოსცა - “რუსეთის იმპერიალისტური შეთქმულების დამადასტურებელ მტკიცებულებებს წარმოაჩენს.” სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ფილმი მოვლენების ქართულ ინტერპრეტაციას ემხრობა.
ჰოლივუდის ვეტერანი რენი ჰარლინი, რომელიც ცნობილია ისეთი “ბლოკბასტერებით” როგორიცაა - “კერკეტი კაკალი - 2,” ასევე მუშაობს ფილმზე, რომელიც ამ კონფლიქტს ეძღვნება. არსებული ინფორმაციით, ჰარლინის სცენარი უშიშარ ამერიკელ წყვილზე მოგვითხრობს, რომლებიც მთელი ძალით ცდილობენ ომის ბურუსში სიმართლის გარკვევას. რეჟისორი ამბობს, რომ ის მრავალი წლის განმავლობაში ელოდებოდა შინაარსიან და რეალურ მოვლენებთან დაკავშირებულ პროექტს და აცხადებს, რომ სურს მისი “ბოევიკების” შექმნის უნარი ეკრანიდან ანტი-საომარი შეტყობინების გასაგზავნად გამოიყენოს. თუმცა, ჯერ-ჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს ბრიუს ვილისი, თუმცა უნდა ითქვას, რომ მისი “მაჩო”-ს სტილი ვლადიმერ პუტინის განსახიერებისთვის უფრო გამოდგება.
ერთი ამერიკელი მსახიობი, რომელიც სააკაშვილს ნამდვილად არ ითამაშებს - ნიკოლას კეიჯია. ამ წლის დასაწყისში ხმები დადიოდა, რომ ფილმში ემოციურ ქართველ ლიდერზე, რომელიც თავისი სამშობლოსთვის ბრძოლაში თავის “ჭეშმარიტ სიდიადეს” გამოავლენდა, კეიჯი ითამაშებდა, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ ეს ისტორია ყალბია.
უფრო რეალურია, რომ ომზე ფილმს აბსურდის სერბი ოსტატი ემირ კუსტურიცა გადაიღებს. განცხადებამ მსგავს გეგმებზე თავდაპირველად იმედი გააჩინა, რომ მისი დახვეწილი ბალკანური გონებმახვილობა პროპაგანდისთვის, რომელსაც დღეს სიმართლის კინემატოგრაფისტულ ძიებებად წარმოადგენენ, სატირული შხამსაწინააღმდეგო საშუალება გახდებოდა, მაგრამ როგორც იუწყებიან, ფილმს მხარდაჭერას ოსი ნაციონალისტები უწევენ, ასე რომ ნაკლებად სავარაუდოა რომ ის ფარსი აღმოჩნდება და როგორც სჩანს ქართულ კინოთეატრებში არ იტრიალებს.
ორიგინალი