მეტ რობინსონი, ტომი ევანსი
მოსკოვი - რუსეთის სანაპირო დაცვის მმართველმა ორშაბათს განაცხადა, რომ იწყებს საქართველოს სეპარატისტული რეგიონის აფხაზეთის წყლების პატრულირებას. ამ სივრცეებში მეამბოხეთა მიერ მართული ტერიტორიის ქართული ბლოკადის გამო დაძაბულობა მაღალია.
რუსეთთან სამხრეთ-ოსეთის გამო გასული წლის ხუთდღიანი ომის შემდეგ, საქართველომ აკრძალა ეკონომიკური და კომერციული აქტივობები თავის ორ სეპარატისტულ რეგიონთან. ამ აკრძალვის გამო ის შავი ზღვის მეამბოხე რეგიონში მიმავალ და იქიდან მომავალ სატვირთო გემებს აკავებს.
რუსეთმა გასულ კვირას საპასუხოდ განაცხადა, რომ ის დააპატიმრებს უნებართვოდ მოძრავ ყველა ქართულ გემს, თუ ის შევა წყლებში, რომელზეც აფხაზეთს აქვს პრეტენზია, რამაც შესაძლო საზღვაო შეტაკების გამო შეშფოთება გააჩინა.
”რია ნოვოსტი” ფედერალური უშიშროების ბიუროს სასაზღვრო დაცვის მაღალჩინოსნის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ დაახლოებით 8 სამხედრო კატერი აფხაზეთის სანაპირო ზოლს დაიცავს, პირველი მათგანი კვირას დანიშნულების ადგილას მივიდა.
“საპატრულო გემი ”ნოვოროსიისკი” კვირას ნოვოროსიისკის პორტიდან აფხაზეთის სანაპიროსთან მივიდა და რესპუბლიკის საზღვრებისა და ტერიტორიული წყლების დასაცავად პატრულირება დაიწყო” - განაცხადა ჩინოვნიკმა.
რუსეთის სამხედრო გემები, აფხაზეთის სანაპიროზე გასული წლის აგვისტოს ომის შემდეგ დგანან. ამ ომში სამხრეთ-ოსეთზე საქართველოს შეტევა რუსეთმა გაანადგურა.
სანაპირო დაცვა რუსეთსა და ორ ტერიტორიას შორის დადებული უსაფრთხოების პაქტის ფარგლებში გაიგზავნა. ორივე რესპუბლიკა კრემლმა ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.
საქართველომ განაცხადა, რომ ოთხი გემი დააკავა, ცდილობდა რა აფხაზეთთან დაკავშირებით ზომების მიღებას, რამაც ტერიტორიის დე-ფაქტო მმართველების მხრიდან გაავებული პასუხი გამოიწვია. მათ განაცხადეს, რომ ყველა ქართულ გემს გაანადგურებენ.
საქართველო აცხადებს, რომ გემები საქართველოს ტერიტორიულ წყლებში დააკავეს, მაგრამ გასულ თვეს დაკავებული თურქული ტანკერის მფლობელი აცხადებს, რომ გემი იარაღის ძალით საერთაშორისო წყლებში შეიპყრეს.
ორიგინალი