იან პული
მას შემდეგ, რაც ამერიკული ანტი-სარაკეტო ფარის აღმოსავლეთ-ევროპაში განთავსების გეგმები შეიცვალა, ზოგიერთმა პოლონელმა განაცხადა, რომ მათი ქვეყანა რუსეთს მიჰყიდეს. პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრ კვასნევსკი ჟურნალ Spiegel-ს იმაზე სასაუბროდ შეხვდა, თუ რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება მისი ქვეყნისთვის და რატომ უნდა დაუთმოს შეერთებულმა შტატებმა რეგიონს მეტი ყურადღება.
მიუხედავად იმისა, რომ ვარშავამ და პრაღამ ბუშის ადმინისტრაციასთან შეთანხმებას მოაწერეს ხელი, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პოლონეთსა და ჩეხეთში ამერიკული ანტი-სარაკეტო ფარის მშენებლობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. პოლონურმა გაზეთებმა ამას ამერიკის მხრიდან ღალატი უწოდეს. ასეა ეს?
- არა და მე ამ გადაწყვეტილების მსგავს შეფასებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. ჩემთვის და ბევრი სხვა ადამიანისთვის, არაფერი გასაკვირი არ არის იმაში, რომ ამერიკელებმა საკუთარი გეგმები შეცვალეს. ობამას წინასაარჩევნო კამპანიის დროს უკვე საუბრობდნენ იმის თაობაზე, რომ საჭირო იყო საფრთხეების, პროექტის ტექნოლოგიურად განხორციელების შესაძლებლობებისა და ღირებულებების ხელახლა შეფასება.
მაგრამ ეს არ ნიშნავს პოლონეთის პოლიტიკურ მარცხს? ქვეყანას უფრო აქტიური სამხედრო თანამშრომლობის იმედი ჰქონდა, ამერიკული არმიის პოლონეთში განთავსება პოლონეთს ინვესტიციებს მოუტანდა და შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში ქვეყნის მნიშვნელობას გაზრდიდა.
- რა თქმა უნდა, არსებობს ბევრი იმედგაცრუებული ადამიანი, განსაკუთრებით ყოფილი პრემიერ-მინისტრის იაროსლავ კაჩინსკის კონსერვატიულ ბანაკში, თუმცა მე მათ ვურჩევდი თავი დაანებონ ვაშინგტონის გადაწყვეტილების ზედმეტ დრამატიზებას. ამერიკელები უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით სხვა თავდაცვით სისტემას მოიფიქრებენ, რომელიც უკეთესი და უფრო მოქნილი იქნება. პოლიტიკის თვალსაზირისით მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სისტემა ნატო-ს სტრუქტურაში უკეთ ჩაეწეროს, რადგან ჩვენ ალიანსის წევრები ვართ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს.
პოლონეთში ზოგიერთები ამბობენ, რომ მათ ქვეყანას უღალატეს და ის რუსეთს მიჰყიდეს.
- მათ ეს არ უნდა სთქვან. საერთოდ რას ნიშნავს ”გაგვყიდეს?” ჩვენი საზღვრები დაცულია, ჩვენ ნატო-ს და ევროკავშირის წევრები ვართ.
მაგრამ მოსკოვი ამ ნაბიჯით კმაყოფილია.
- რა თქმა უნდა, ობამას გადაწყვეტილება შეიძლება რუსების გამარჯვებად განვიხილოთ, მაგრამ არ არის საჭირო ამ საკითხის მხოლოდ საგარეო კუთხით განსჯა. დღეს საკითხი ასე დგას: რას მიიღებს ამერიკა ამ თავდაცვით ფარზე უარის სანაცვლოდ? თუკი ამის შემდეგ მოსკოვი მეტის გაკეთებას შეეცდება, რომ ირანის ბირთვულ შეიარაღებას ხელი შეუშალოს, მაშინ ეს საერთო უსაფრთხოებისთვის სასარგებლო იქნება და თუკი ფარზე უარის თქმის სანაცვლოდ რუსეთი შეასუსტებს ზეწოლას საქართველოსა და უკრაინაზე მათი დასავლეთისკენ სწრაფვის გამო, ესეც ძალიან კარგი ამბავი იქნება.
ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მირეკ ტოპოლანეკი ღელავს, რომ ეს გადაწყვეტილება იმის დამატებითი ნიშანია, რომ ვაშინგტონისთვის მთელი რეგიონი მნიშვნელობას კარგავს. იზიარებთ მის შეშფოთებას?
- რა თქმა უნდა, ამას ვიზიარებ. გარკვეული ხნის წინ სახელმწიფოთა ყოფილმა მეთაურებმა, მათ შორის ვაცლავ ჰაველმა (ჩეხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა) და მე ღია წერილი გამოვაქვეყნეთ, სადაც ამ საფრთხეზე ვსაუბრობდით. აზრი არა აქვს იმის უარყოფას, რომ პოლონეთი და ჩეხეთი ნაკლებ მნიშვნელოვნები გახდნენ. აშშ-ს სტრატეგიული ინტერესები სხვაგანაა - წყნარი ოკეანის რეგიონისა და ჩინეთისკენ. ევროპაში ამერიკელებს მთლიანად ევროკავშირი აინტერესებთ და არა ცალკეული ქვეყნები. ამერიკელები თავის თავს ეუბნებიან: 20 წლის წინ ეს ქვეყნები თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის იბრძოდნენ, მაგრამ დღეს შეშფოთების საფუძველი არ არსებობს, მაგრამ მე ამას არ ვეთანხმები. უკრაინა, ბელორუსი, კავკასიის რეგიონის ქვეყნები - ვერ ვიტყვით, რომ იქ ყველა სტანდარტის მიღწევა მოხერხდა, რომ ჩვენ ეს ქვეყნები დემოკრატიული ერების ოჯახში უნდა მივიღოთ ან თითქოს ჩვენ ყველაფრის წინასწარ გათვლა შეგვიძლია, თუ როგორი იქნება ამ ქვეყნების პოლიტიკური მომავალი. ამიტომ ევროპელი პოლიტიკოსების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანად იმ გარანტიის გაცემის აუცილებლობა რჩება, რომ რეგიონი ამერიკელების ყურადღების ცენტრში დარჩება.
აღმოსავლეთ-ევროპის ქვეყნები ყოველთვის ცდილობდნენ შეერთებულ შტატებთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას. მაგალითად, მათ ამერიკელებს ერაყის ომში სასწრაფოდ დაუჭირეს მხარი. იმ დროს დონალდ რამსფელდი (აშშ-ს თავდაცვის ყოფილი მინისტრი) “ძველ” და “ახალ” ევროპაზე საუბრობდა. როგორ ფიქრობთ, მოვიდა ის დრო, როდესაც შეიძლება ამ სხვაობების გადალახვა მოხდეს?
- მე რამსფელდის ეს კლასიფკაცია განსაკუთრებით სასარგებლოდ არ მიმაჩნდა. პოლონეთი ყოველთვის ევროპის ნაწილი იყო. დღეს საუბარი ევროკავშირის, როგორც ერთი მთლიანის გაძლიერებაზეა. ჩვენ ერთიანი პოზიცია უნდა დავიკავოთ ენერგეტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ეს ამერიკას, რუსეთს და ჩინეთს უკავშირდება. რაც უფრო ძლიერი იქნება ევროპა, ჩვენთვის უკეთესია.
ორიგინალი