Saturday, September 12, 2009

უგო ჩავესის მოსკოვური ვაჭრობა




ალექსანდრ ბილეტი

სამხედრო შეიარაღების მიღების სანაცვლოდ, ვენესუელას პრეზიდენტმა საქართველოს ორი სეპარატისტული რესპუბლიკის - აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა

ეს უკვე მესამე შემთხვევაა. რუსეთისა და პატარა ნიკარაგუას პრეზიდენტის დანიელ ორტეგას შემდეგ, ვენესუელამ აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, რაც პირველად 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა გააკეთა. მოსკოვში ვიზიტის დროს პრეზიდენტმა უგო ჩავესმა განაცხადა, რომ - ”კარაკასი მალე ამ ქვეყნებთან დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებს."

პრაგმატული მიზეზი

საქმე ვენესუელას სახელმწიფო მეთაურის რუსეთში მერვე ვიზიტს ეხება, როდესაც ურთიერთობებმა მოსკოვს და კარაკასს შორის საუკეთესო ფაზას მიაღწია და როდესაც ეს უკანასკნელი "მრავალპოლარული მსოფლიოს" შექმნისა და ამერიკელების ბატონობის დასრულებისთვის ძალას არ იშურებს. საკუთარი ჩვევებისადმი ერთგულმა ჩავესმა, მოსკოვის უნივერისტეტში გამოსვლით ისარგებლა, ვაშინგტონი გააკრიტიკა და ვლადიმერ პუტინის რეჟიმი შეაქო. "იანკების იმპერია ამ საუკუნის დასასრულს დაინგრევა" - დარმუწნებით განაცხადა ვენესუელას სახელმწიფოს მეთაურმა.

მაგრამ უგო ჩავესის მოსკოვში ვიზიტის მიზეზი უფრო პრაგმატული იყო. ფინანსური გაჭირვების მიუხედავად, რომელიც მსოფლიო საფინანსო კრიზისითა და ნავთობზე ფასების დაცემითაა გამოწვეული, ბოლივარული რევოლუციის პრინციპების მქადაგებელი რეჟიმი, სამხედრო შეიარაღების, კერძოდ კი ტანკების შეძენის გზებს ეძებს, რომელთა გადაცემაც მისთვის მოსკოვს კრედიტით შეუძლია. ამერიკის კონტინენტზე ჩაუდგა რა ამერიკულ ოპოზიციას სათავეში, უგო ჩავესს მეზობელ კოლუმბიაში კოკაინის წარმოებისა და ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამით განთავსებული ამერიკული ბაზის საპირწონედ, ვენესუელაში თავდაცვითი სამხედრო ბაზის განლაგება სურს.

ამრიგად, ვენესუელას თხოვნის სრულად დაკმაყოფილების სანაცვლოდ, მოსკოვი ვენესუელას წინასწარ, მის ტერიტორიაზე ნავთობის დამუშავებასა და ექსპლუატაციაში მონაწილეობას სთხოვდა. ამ ქმედებების განსახორციელებლად, ხუთშაბათს მხარეებმა მრავალ შეთანხმებას, მათ შორის წლის ბოლომდე საერთო საწარმოს შექმნასაც მოაწერეს ხელი.

თბილისის რეაქცია

ვენესუელას მიერ საქართველოს ორი აჯანყებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარება, შესაძლოა მოსკოვის მხრიდან ამ დიდი სავაჭრო გარიგების სანაცვლოდ იძულება გახლდათ. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღიარების ამ ფაქტს აგდებული მანერით უპასუხეს. უგო ჩავესი "ერთი მარგინალი პოლიტიკოსია" და "ამას მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგები არ მოჰყვება" - განაცხადეს მათ.

ორიგინალი