Saturday, September 12, 2009

ტრანს-ატლანტიკური საკითხებისადმი განსხვავებულმა მიდგომებმა ევროპაში ”ობამას ეფექტი” ვერ დაჩრდილა



ნატალი ნუგაირედი

თანადგომა რომელიც ამერიკელებს საზოგადოებრივი აზრის მეოხებით ძველი კონტინენტიდან მისმა მოკავშირეებმა გამოუცხადეს, იანვარში ხელისუფლების სათავეში დემოკრატი პრეზიდენტის მოსვლის დღიდან ოთხჯერ გაიზარდა. ევროპელებში ჩატარებული მრავალი გამოკითხვის შედეგად, ახალ პრეზიდენტს ნდობა 77%-მა გამოუცხადა, მაშინ როდესაც 2008 წელს ჯორჯ ბუშის მოღვაწეობის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ 19%-ს გააჩნდა
.

ეს ივნისში ევროკავშირის თერთმეტ ქვეყანაში, მათ შორის თურქეთსა და შეერთებულ შტატებში, ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებია, რომელთა ორგანიზებაც გერმანიის მარშალის ფონდის - იმ ორგანიზაციის ინიციატივით მოხდა, რომელიც ამ ფორმით ტრანს-ატლანტიკური ურთიერთობების მაჯის ცემას ყოველწლიურად თვალს ადევნებს და რომელმაც სულ ახლახანს 9 სექტემბერს 2009 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

ბოლო რვა 8 წლის განმავლობაში ჩატარებულ მსგავსს კვლევებში, როდესაც ერაყში დაწყებული ომის გამო, ევროპელებში თეთრი სახლის რეპუტაცია უპრეცედენტოდ დაეცა, საზოგადოებრივი აზრის მსგავსი შემობრუნება, არასდროს დაფიქსირებულა.

აღმასვლა განსაკუთრებით თვალსაჩინოა გერმანიაში. ბატონ ობამას 2009 წლის მოღვაწეობას გამოკითხულთა 92% უჭერს მხარს, მაშინ როდესაც 2008 წელს, ბუშის სასარგებლოდ მხოლოდ 12% დაფიქსირდა. საფრანგეთში ეს ციფრები შესაბამისად 88% და 11%.

ცენტრალური და აღმოსავლეთ-ევროპის შედეგები შედარებით მოკრძალებულია. პოლონელები, რომლებიც ჯორჯ ბუშის ყველაზე თავგამოდებულ მომხრეებად ითვლებოდნენ (2008 წელს მის მოღვაწეობას 44% იწონებდა), ევროკავშირის ქვეყნებიდან ობამას დიპლომატიის მიმართ ყველაზე ნაკლებ ენთუზიაზმს გამოხატავენ (მხოლოდ 55% უჭერს მხარს), თუმცა, კავშირის ყველაზე ახალი წევრები, რომლებიც თითქოს ამერიკელ პრეზიდენტს ნაკლებად ენდობოდნენ, ახლა კონტინენტის საქმეებში ამერიკელების ჩარევას სულ უფრო მეტად მოითხოვენ. აპრილში თურქეთში ამერიკის პრეზიდენტის წარმატებული მოგზაურობის მიუხედავად, მხოლოდ ამ ქვეყანაში აქვს ობამას ყველაზე სუსტი მხარდაჭერა (50%), თუმცა ჯორჯ ბუშის რეიტინგთან შედარებით (2008 წელს მას მხოლოდ 8% უჭერდა მხარს) ეს საოცარი აღმასვლაა.

ტრანს-ატლანტიკურ ურთიერთობებში მგრძნობიარე საკითხებისადმი განსხვავებული მიდგომების არსებობა, ევროპაში ბატონი ობამას დაფიქსირებულ მიღწევებს მაინც ვერ აუფერულებს. ევროპელების 63% ავღანეთში ამერიკელების წარმატებებს სკეპტიკურად აფასებს (ამ მხრივ გერმანელების დამოკიდებულება ყველაზე ნეგატიურია - 75%), მაშინ როდესაც ამერიკელების უმრავლესობა (56%) ოპტიმისტურადაა განწყობილი. ევროპელების დიდი ნაწილი ავღანეთში ჯარების შემცირების და იქიდან მათი საბოლოოდ გამოყვანის მომხრეც კია, მაგრამ ამერიკელების შემთხვევაში ეს პირიქითაა.

ცენტრალური, აღმოსავლეთ-ევროპა (69%) და დასავლეთ-ევროპა (55%) ავღანეთიდან ჯარების ევაკუაციის მომხრეა.

ევროპელების და ამერიკელების აზრის თანხვედრა, არც ირანისა და მისი ბირთვული ამბიციებისადმი დამოკიდებულებაში ხდება. იქიდან მომდინარე საფრთხეებისადმი ორივე მხარის განწყობა ერთნაირია, მაგრამ მათი გადაჭრის გზებს სხვადასხვაგვარად უყურებენ. მართლაც ევროპელების 53%, თეირანისთვის უმაღლესი კატეგორიის იარაღის მიღებაში ხელის შეშლის მიზნით, სამხედრო ოპერაციის გამოყენების კატეგორიული წინააღმდეგია. ამერიკელების (47%) ამ ოპერაციაზე თავის შეკავებას მხოლოდ იმ მომენტამდე ამჯობინებს, ვიდრე დიპლომატიურ ზეწოლას შედეგი არ მოჰყვება.

კვლევების თანახმად, 2008 წლის აგვისტოში საქართველოსთან წარმოებული ომის შემდეგ, რუსეთის დამოკიდებულება მისი მეზობელი ქვეყნების მიმართ მთელ მსოფლიოს აღელვებს. გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა "უსაფრთხოების საკითხებში" ისეთი ქვეყნების დახმარებას, როგორებიც უკრაინა და საქართველო არიან, დადებითად უყურებენ (მაგრამ დახმარების ფორმების დაზუსტების გარეშე). რუსეთის აირზე დამოუკიდებულების გამო, ყველაზე დიდ შეშფოთებას პოლონელები (78%), ყველაზე ნაკლებს კი - თურქები (50%) გამოხატავენ.

კლიმატის საკითხებზე ევროპელების მობილიზების დონე უფრო მაღალია, ვიდრე ამერიკელების. ევროპელები გლობალური დათბობის პროცესის შენელებისთვის მზად არიან, მაგრამ ატლანტიკური სივრცის გარეთ ამ იდეას არ იზიარებენ.

და ბოლოს, მსოფლიოში ამერიკის ლიდერობის თემა კვლავ აქტუალური გახდა. ევროპელებსა და თურქებში (49%) ამ საკითხისადმი კეთილგანწყობაა (2008 წელს ეს ციფრი 33% იყო). საოცარი ფაქტია, მაგრამ ხელისულებაში ობამას მოსვლის შემდეგ, ფრანგების აზრი მსოფლიოში ამერიკის შეერთებული შტატების ამგვარი როლის მიმართ დადებითი გახდა. სხვათა შორის საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფოს გარდა, ის ერთადერთი ქვეყანაა სადაც შეერთებული შტატებისადმი (74%) ნდობა უფრო მაღალია, ვიდრე ევროპული ინსტიტუციების მიმართ (66%).

ორიგინალი