ევროპის აღმოსავლეთით ატლანტიკური ალიანსი აქტიურობას ამცირებს.
თითქმის ორი ათწლეულის მხურვალე ატლანტიზმის შემდეგ, ყოფილ კომუნისტურ სამყაროში განხიბვლა (ზოგიერთი ამას რეალიზმს უწოდებს) მატულობს.
ამერიკისა და აღმოსავლეთ-ევროპის კავშირს თავის საუკეთესო წუთებში ისეთივე საფუძველი ჰქონდა, როგორც ბედნიერ ქორწინებას - ემოციების ნარევი და ურთიერთმხარდაჭერა რომანტიკული ეპიზოდები ცივი ომის პერიოდიდან: როდესაც დასავლეთ-ევროპა საბჭოთა იმპერიასთან ურთიერთობისას სისუსტეს ამჟღავნებდა, ამერიკა მტკიცედ იდგა, როდესაც რკინის ფარდა დაეცა, ექს-დისიდენტებმა და ცივი ომის გადამდგარმა მეომრებმა ბევრი საერთო გამოძებნეს. ამერიკა, აღმოსავლეთ-ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის ნატო-ს ექსპანსიას შეუდგა. საპასუხოდ, ყოფილი კომუნისტური ქვეყნები ერთგულად უჭერდნენ მხარს ამერიკას, მაგალითად ერაყსა და ავღანეთში თავის ჯარს აგზავნიდნენ.
ახლა ურთიერთობები უფრო მერყევი ჩანს. გერმან მარშალის ფონდის ახალმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ დღეს დასავლეთ-ევროპა უფრო პრო-ამერიკული და პრო-ნატოურია, ვიდრე ექს-კომუნისტური აღმოსავლეთი. ბოლო წლებში აღმოსავლეთის ქვეყნები ჯორჯ ბუშის გამო უკმაყოფილებას ყლაპავდნენ, დასავლეთი კი იმის გამო, რასაც ბევრი ბუშის ადმინისტრაციის არაკომპეტენტურობასა და დესპოტურობას უწოდებდა, ზიზღისგან იკრუნჩხებოდა.
ბარაკ ობამას მოსვლამ, ამერიკის იმიჯი თითქმის ყველა ქვეყანაში წინ წამოსწია, მაგრამ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა მაგალითად პოლონეთი ან რუმინეთი, რეაქცია უფრო მოკრძალებული იყო. აღმოსავლეთ-ევროპის პოლიტიკოსების შეშფოთება ხელშესახებად იგრძნობოდა. 22 ივლისს რეგიონის პატივსაცემმა წარმომადგენლებმა, მათ შორის ვაცლავ ჰაველმა და ლეხ ვალენსამ ღია წერილი დაწერეს, რომელშიც ტრანს-ატლანტიკური კავშირების ჭკნობას დასტიროდნენ.
ასეთი განწყობების ერთი მიზეზი ობამას ადმინისტრაციის მიერ სარაკეტო თავდაცვითი სისტემის გეგმის გადაფასება გახდა. გეგმის მიხედვით კი ირანის სარაკეტო თავდასხმისგან ამერიკისა და ევროპის უმეტესობის დასაცავად, პოლონეთში ათი ინტერცეპტორი, ხოლო ჩეხეთის რესპუბლიკაში სარადარო სადგური უნდა განთავსებულიყო. ამან რუსეთი, რომელიც ბაზებს მის სამეზობლოში თავხედურ შემოჭრად განიხილავდა, აღაშფოთა. სქემის შეცვლა, მაგალითად საზღვაო ინტერცეპტორების გამოყენება ისე გამოიყურება, როგორც რუსების ინტერესებისადმი დათმობა.
პოლონეთიც სწუხს, რადგან დაპირებული საჰაერო-თავდაცვითი ბატარეა "პატრიოტი," რომლის პირველადი დანიშნულება ინტერცეპტორების დაცვაა, ახლა მხოლოდ წვრთნებისთვის გამიზნულ სავარჯიშო დროებით პროექტად იქცა. ამერიკა ამბობს, რომ სამუდამოდ არასდროს აპირებდა აქ რეალური რაკეტების განთავსებას.
პირველ სექტემბერს ადმინისტრაცია, პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დაწყების 70 წლისთავის აღნიშვნასაც უგულისყუროდ მოეკიდა. სხვა ქვეყნებმა, მათ შორის რუსეთმა და გერმანიამ იქ უმაღლესი რანგის ადამიანები გააგზავნეს. ამერიკამ თავიდან კლინტონის ეპოქის გადამდგარი ჩინოვნიკები შესთავაზა. უილიამ პერი, რომელიც იმითაა ცნობილი, რომ ნატო-ს ექსპანსიისადმი სკეპტიკურადაა განწყობილი. ხმამაღალი შეშფოთების შემდეგ პოლონეთში ჯიმ ჯონსი, ნაციონალური უსაფრთხოების მრჩეველი ჩავიდა, მაგრამ პოლონეთმა უდიერი დამოკიდებულება იყნოსა.
მეორე მტკივნეული მომენტი ის გახდა, რომ ამერიკიდან ერთმა ვარაუდმა გამოჟონა - პოლონეთში, რუმინეთში და ლიტვაში ის საიდუმლო ბაზები იყო განთავსებული, რომელთაც ტერორიზმში ეჭვმიტანილების დასაკითხად იყენებდნენ. ეს ვარაუდი სამივემ სასტიკად უარყო, მაგრამ სულ ცოტა ზოგიერთი ამომრჩევლის თვალში, ამერიკული ალიანსი ახლა იმაშია დამნაშავე, რომ ფარულად უწყობდა ხელს ადამიანების წამებასა გატაცებას. ”შემდეგში, როდესაც ამერიკელებს რაიმე სახის საიდუმლო დახმარება დასჭირდება, მათ შეიძლება აღმოაჩინონ, რომ მოკავშირეები ნაკლებად გამოსადეგები არიან” - აღნიშნავს ზოგიერთი ოფიციალური პირი.
ნატო-ს რეპუტაციაც სერიოზული დაკვირვების საგნად იქცა. ახალი წევრები ამბობენ, რომ მათი ამომრჩეველი მხარს არ დაუჭერს უცხოურ ექსპედიციებს, რაზეც ალიანსი სწორედ ახლაა კონცენტრირებული, თუ მათ რუსეთიდან მომავალი საფრთხისგან რიგიანად არ დაიცავენ. საქმეს არც ის შველის, რომ რუსეთმა და მისმა მოკავშირემ ზუსტად ახლა დაიწყეს ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები, რომელსაც დემონსტრატიულად "დასავლეთი" უწოდეს.
ივლისში, ნატო-ს მრჩევლების კონფერენციაზე აღმოსავლეთ-ევროპელები თავზარდაცემით ისმენდნენ ცნობილი გერმანელი აკადემიკოსის განცხადებებს, რომელიც ალიანსის მეხუთე მუხლს, კოლექტიური უსაფრთხოების ფუძემდებლურ გარანტიას "ფიქციას" უწოდებდა. მაგალითად, თუ რუსეთი ბალტიის ქვეყნებს ან პოლონეთს დაემუქრება, ნატო მოქმედებაზე გადავა, თუ მხოლოდ კონსულტაციებით შემოიფარგლება? შეწუხებული აღმოსავლელები ალიანსს "მე-18 საუკუნის პოლონურ პარლამენტს” ადარებდნენ, "თავისი ყველაზე უპასუხისმგებლო წევრების მძევლად" ქცეულ პარლამენტს.
ნატო ცდილობს ეს შიშები ჩააცხროს. კომიტეტმა, რომელიც საფრთხეების შეფასებას აკეთებს, დოკუმენტი რუსეთის გათვალისწინებით გადაწერა. გაუთვალისწინებელი სიტუაციების დაგეგმვა, რომელიც ერთ დროს ტაბუდ იყო ქცეული, ფორმას იძენს. ობამას ადმინისტრაცია თავისი წინამორბედისგან განსხვავებით ამ ფრონტზე უფრო ენერგიულად მოქმედებს, მაგრამ პოლონეთი, მით უფრო თუ სარაკეტო თავდაცვითი ფარი გაუქმდება, პრაქტიკულ სამზადისს ითხოვს - რეგულარულ მანევრებს, საწვავისა და აღჭურვილობის მარაგის შექმნას.
პრობლემას ობამას მიერ რუსეთთან საჯაროდ დეკლარირებული " ურთიერთობათა გადატვირთვაც" ქმნის. აღმოსავლეთ- ევროპაში ეს პრინციპში არავის გაუპროტესტებია, მაგრამ ბევრი იმაზე სწუხს, თუ როგორ იმუშავებს ეს პრინციპი პრაქტიკაში. დახმარების საპასუხოდ მოითხოვს თუ არა რუსეთი მაგალითად ირანის შევიწროვებისთვის, რეგიონში უფრო მნიშვნელოვან გავლენას? სახელმწიფო დეპარტამენტი ცდილობს დაამშვიდოს ამერიკის მოკავშირეები, მაგრამ ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოში, ევროპაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა ლიზ შერვუდ-რენდალს დააკისრეს, ის კი პერისთან მუშაობდა და ნატო-ს გაფართოვებასთან დაკავშირებით მის თვალთახედვას იზიარებს. აღმოსავლეთ-ევროპის წარმომადგენლები მისი სახელის ხსენებაზე, კრთებიან.
ისიც მართალია, რომ ამერიკას ბევრი, სხვა უფრო დიდი პრობლემა აქვს, ვიდრე მისი ურთიერთობა აღმოსავლეთ-ევროპასთან. მედიდურობით და საჯარო პროტესტით ვაშინგტონში დავას ვერ მოიგებ. შესაძლოა აღმოსავლეთ-ევროპა ამერიკასთან დაკავშირებით ბუშის მმართველობისას მიამიტი იყო, მაგრამ ობამას ადმინისტრაციის შიგნითაც კი აღიარებენ, რომ უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა.
ორიგინალი