ატო ლობიაკი
ბრიუსელი - ევროკავშირი სამხრეთ-კავკასიისთვის ახალი სტრატეგიის შემუშავებაზე ფიქრობს. როგორც მოსალოდნელია, 14 სექტემბერს ბრიუსელში შეხვედრისას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რეგიონში ბლოკის ამოცანების განახლების გზებს განიხილავენ.
სამხრეთ-კავკასიაში ახალ სტრატეგიასთან დაკავშირებით დებატების დაწყება ფაქტობრივად იმის აღიარებაა, რომ ვერც ევროპის სამეზობლო პოლიტიკამ (ENP) და ვერც ”აღმოსავლურმა პარტნიორობა”-მ (EP) გრძელვადიანი და ნათელი პროექტის შექმნა ევროკავშირის მეზობლებთან დაკავშირებით ვერ უზრუნველყო.
ევროპელი ჩინოვნიკები, რომლებიც ბლოკის ფარგლებში ბოლოდროინდელ დებატებს იცნობენ, აცხადებენ, რომ შვედეთის ევროკავშირის პრეზიდენტობას, მის სომხეთთან, აზერბაიჯანთან და საქართველოსთან თანამშრომლობის დეტალური მიზნების სახელმძღვანელო დოკუმენტის შედგენა ეთხოვა.
პირველი სქემების მიხედვით, როგორც სჩანს ახალი სტრატეგია, ევროკავშირის ძირითადი პოლიტიკისგან მკვეთრ გამიჯვნას არ გულისხმობს. ევროკავშირის მიზანი ამ სამი ქვეყნის კანონმდებლობისა და პოლიტიკის მის კანონმდებლობასა და პოლიტიკასთან მაქსიმალური დაახლოება იქნება.
ევროკავშირი აღიარებს, რომ სამხრეთ-კავკასია რეგიონში სტაბილურობის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის თვალსაზირისით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. სამივე ქვეყნისთვის თანამშრომლობის ხელშეკრულებების შეთავაზება მოხდა, რასაც თავის მხრივ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი და ვიზების ლიბერალიზაცია უნდა მოჰყვეს, მაგრამ ევროკავშირის წევრობის შეთავაზება, როგორც ეს მანამდე იყო არ მოხდება.
ბრიუსელის ჩინოვნიკების თქმით, ევროკავშირისა და სამხრეთ-კავკასიის მომავალ ურთიერთობებს საფუძვლად სამი პრინციპი დაედება - ღიაობა, დიფერენციაცია და პირობები - რაც ასევე მოკრძალებულია თავისი მასშტაბით. თითოეულ ქვეყანას, რომელიც თანამშრომლობაში დაინტერესებულია შანსი უნდა მიეცეს, ვერც ერთი მეორეს ვერ შეაფერხებს და პროგრესი შედეგებით განისაზღვრება.
საქართველოს დაქვეითება
”ახალი ის არის, რომ ევროკავშირი კვლავ რეგიონზე ფიქრს უბრუნდება, მისი მხარდაჭერა და წინადადებები სამივე ქვეყნის მიმართ ერთნაირი იქნება” - აცხადებენ ჩინოვნიკები.ეს უხმოდ ასრულებს საქართველოს ამბიციებს საკუთარი თავი უკრაინასთან პარიტეტულ სტატუსამდე აამაღლოს. სანაცვლოდ, მისი ადგილი მყარად განისაზღვრა სომხეთის და აზერბაიჯანის გვერდით, რომელთაგანაც უახლოეს მომავალში არც ერთს ევროკავშირში ან ნატო-ში გაწევრიანების განსაკუთრებული სწრაფვა არა აქვს. სომხეთს და აზერბაიჯანს, ევროკავშირი პირველ რიგში რუსეთის საპირწონედ აინტერესებთ, რომლის ინტერესებსაც ორივე აღიარებს.
ევროკავშირის დიპლომატების მშრალი ენა იმას ადასტურებს, რომ უკვე რამდენიმე თვეა რაც განწყობა შეიცვალა. კავკასიაში საქართველოს სხვა ქვეყნების დონემდე დაქვეითება არ მიუთითებს ევროკავშირის წარუმატებლობაზე, რომელიც საქართველოს მიმართ ყოველთვის ძალიან ფრთხილ “დრო გვიჩვენებს”-ს პოლიტიკას ატარებდა. ეს თბილისის უუნარობას უფრო ასახავს, რომელმაც ვერ შესძლო ევროკავშირის დარწმუნება იმაში, რომ ღირდა მისი ამბიციების ღირდა.
რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომმა და ოპოზიციასთან ჩიხურმა სიტუაციამ, რასაც ადგილი ჰქონდა როგორც კონფლიქტამდე, ასევე კონფლიქტის შემდეგაც, ევროკავშირის ფარგლებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური რესურსი რადიკალურად შეამცირა. დიპლომატები ამბობენ, რომ საქართველოს ლიდერს ახლა ევროკავშირის ყველაზე მეგობრული დედაქალაქებიდანაც კი მოწვევის მისაღებად უზარმაზარი ძალისხმევა სჭირდება.
ერთი ირიბი მაგრამ უდაოდ მტკივნეულად საგრძნობი ინდიკატორი საქართველოს ბედის ცვლილებისა არის ის, რომ ევროკომისიის ტონი 14 სექტემბრის მინისტრების დისკუსიის წინ მტკიცეა და სამხრეთ-კავკასიის ქვეყნებმა ევროკავშირთან უფრო მჭიდრო კავშირები საკმარისი პოლიტიკური ნების დემონსტრირებით უნდა “მოიპოვონ.”
კომისია აცხადებს, რომ ამ ქვეყნებზე სწრაფი და დაუმსახურებელი ავანსების გაცემით, სხვა აღმოსავლეთ-ევროპელი პარტნიორების მიღწევების “გაუფასურება” ხდება.
ორიგინალი