Tuesday, September 15, 2009

საქართველო: თეთრი სახლის წარმომადგენელი კავკასიაში საქართველოში ვიზიტით იმყოფება


აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, კავკასიაში და სამხრეთ-ევროპაში ვაშინგტონის წარმომადგენლის თანამდებობაზე ახლად დანიშნული თინა კაიდანოუ 14 სექტემბერს საქართველოს საკვანძო პოლიტიკურ ფიგურებთან შესახვედრად და რუსეთთან, აფხაზეთთან და სამხრეთ-ოსეთთან საქართველოს ჟენევის მოლაპარაკებების სტატუსის განსაახლებლად თბილისს ვიზიტით ეწვია.
კაიდანოუ საკადრო დიპლომატი, სულ ბოლო დრომდე კოსოვოს რესპუბლიკაში აშშ-ს ელჩად მსახურობდა და ამ თანამდებობაზე მეთიუ ბრაიზა შეცვალა, კავკასიაში ბუშის ადმინისტრაციის ძველი სახე, რომელიც ბევრი ქართველისთვის პოპულარული ადამიანია, მაგრამ 2008 წლის რუსულ-ქართული ომის შემდეგ, ბრაიზამ ოპონენტებისგან ქვეყნის შიგნით და საქართველოს ოპოზიციისგანაც, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და მის ახლო გარემოცვასთან პირადი კავშირების დამყარების გამო დარტყმა მიიღო.

მისგან განსხვავებით სამხრეთ-კავკასიაში კაიდანოუ ახალი სახეა. ”მისი კარიერის ძირითადი ნაწილი ბალკანეთს, ბელგრადს, სარაევოს, სკოპიეს და ვაშინგტონში სახელმწიფო დეპარტამენტსა და უშიშროების საბჭოში ევროპასთან დაკავშირებულ თანამდებობებს უკავშირდება” - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ მის ბიოგრაფიაში.

ორიგინალი