Friday, September 25, 2009

ობამა ირანს ინსპექტორებისთვის ახალი ბირთვული წარმოების გახსნას სთხოვს



პრეზიდენტმა ობამამ დღეს განაცხადა, რომ ირანი უკვე რამდენიმე წელი ურანის გამდიდრების ახალ, ფარულ წარმოებას აშენებს და თეირანი გააფრთხილა, რომ თუ ის არ დაადასტურებს თავის მშვიდობიან განზრახვებს და არ დაუშვებს საეთაშორისო ინსპექტორებს, მას ”პასუხი მოეთხოვება”

მან განაცხადა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან შეუთანხმებლად ირანის მიერ ”კიდევ ერთი” ბირთვული წარმოების გახსნა ”წარმოადგენს გამოწვევას გაუვრცელებლობის რეჟიმის საბაზისო დებულებებისთვის.” ობამამ განაცხადა, რომ ცენტრის მასშტაბები და კონფიგურაცია ”არ შეესაბამება მშვიდობიან პროგრამას,” საფრთხეს უქმნის რეგიონისა და მსოფლიოს სტაბილურობას.

”ირანი არღვევს წესებს, რომელსაც ყველა ქვეყანამ უნდა მისდიოს” - განაცხადა მან და მოითხოვა, რომ ირანმა ყველა მისი ბირთვული პროგრამა სააშკარაოზე გამოიტანოს. ობამას გამოსვლას საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზისა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გორდონ ბრაუნის ასეთივე მკაცრი განცხადებები მოჰყვა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლესმა მონაცემებმა გაამძაფრა პრობლემის სიმწვავე გაერო-ს უშიშროების საბჭოს, გერმანიასა და ირანს შორის შეხვედრის წინ, რომელიც 1 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.

”ამ შეხვედრაზე, ირანი მზად უნდა იყოს სრული და ყოველმხრივი თანამშრომლობისთვის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IAEA), მან უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ტრანსპარენტულობისა და ნდობისაკენ თავის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით და ღია დიალოგითა და კონკრეტული ქმედებებით უნდა დაადასტუროს, რომ მისი განზრახვები მშვიდობიანია” - განაცხადა მან.

”თუ ეს ასე არ მოხდება” - განაცხადა მან, ირანს ”პასუხი საერთაშორისო სტანდარტებისა და საერთაშორისო სამართლის” შესაბამისად მოეთხოვება. ”თეირანს წარმოება თეირანიდან 100 მილის დაშორებით, სამხრეთ-დასავლეთით აქვს და მას ინსპექტორებს უმალავს, მაგრამ აშშ-მ კარგა ხანია იცის მისი არსებობის შესახებ” - დღეს დილით the Associated Press-ს განუცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ოფიციალური პირი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ირანმა შეიტყო დასავლური სადაზვერვო სააგენტოების ინფორმირებულობის შესახებ, ობამა ინფორმაციის საჯაროდ გამოტანას გეგმავს. ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით ილაპარაკა, რადგან ობამას განცხადება ჯერ განხილვის პროცესშია.

ორიგინალი