Saturday, September 12, 2009

პუტინი პრეზიდენტად დასაბრუნებლად კარს ღიად სტოვებს



ჯანეტ მაკბრაიდი

ნოვო-ოგარიოვო, რუსეთი - პარასკევს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა, ხაზგასმით მიანიშნა იმაზე, რომ 2012 წლის არჩევნებით ის შეიძლება პრეზიდენტის თანამდებობას დაუბრუნდეს.


უკვე მას შემდეგ, რაც გასულ წელს პუტინის საპრეზიდენტო ვადა ამოიწურა და მან თავისსავე არჩეულ მემკვიდრეს, მედვედევს გზა გაუხსნა, უკვე ლაპარაკობდნენ რომ ეს ნაბიჯი მან მხოლოდ დროებით გადადგა.

დღეს პუტინი პრემიერ-მინისტრის სტატუსში, მიუხედავად ეკონომიკური დაცემისა ისევ უკიდურესად პოპულარულია რუს ამომრჩევლებს შორის და ძველებურად დომინირებს პოლიტიკურ სცენაზე.

ვალდაის სადისკუსიო ჯგუფის ექსპერტებთან საუბრისას, პუტინმა განაცხადა, რომ 2007-2008 წ.წ. ხელისუფლების გადაცემა უმტკივნეულოდ განხორციელდა და 2012 წელს მასსა და მედვედევს შორის კონკურენცია არ იქნება - "ჩვენ ერთნაირი პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს."

"2012 წელს ჩვენ ერთად ვიფიქრებთ, გავითვალისწინებთ იმ დროისთვის შექმნილ რეალობას, ჩვენს პირად გეგმებს, პოლიტიკურ ლანდშაფტს... და მივიღებთ გადაწყვეტილებას" - განაცხადა მან.

აკადემიკოსებმა, რომლებიც მოსკოვის გარეუბანში პუტინის საზაფხულო რეზიდენციაში სამსაათიან ლანჩს ესწრებოდნენ, განაცხადეს, რომ - ”ის შესაძლო დაბრუნებისთვის საფუძველს იმზადებს და ცხადია, რომ სიტუაციას სწორედ ის აკონტროლებს.”
შემდეგი პრეზიდენტი, იმ საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, რომელიც სასწრაფოდ მიიღეს მედვედევის თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ, 6 წელიწადს იქნება ხელისუფლებაში. პუტინს შეუძლია ორი ვადით მოვიდეს ხელისუფლებაში, რაც იმას ნიშნავს რომ შესაძლოა მან 2024-წლამდე დაჰყოს საპრეზიდენტო პოსტზე.

"ჩემი შთაბეჭდილებით, მისი ლაპარაკი კონკურენციის არარსებობაზე, იმაზე რომ ერთ პოზიციაზე დგანან იმის უტყუარი ნიშანია, რომ ყველა გადაწყვეტილებას პუტინი იღებს" - ამბობს ჯეიმს შერი, Chatham House-ის ბრიტანული კვლევითი ორგანიზაციის რუსეთისა და ევრაზიის პროექტის ხელმძღვანელი.

პუტინმა კრემლი 2008 წლის მაისში, 8 წლის პრეზიდენტობის შემდეგ დატოვა, მაგრამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ის უმაღლეს ფიგურად დარჩა, არადა პრემიერ-მინისტრს აქ ტრადიციულად მეორეხარისხოვანი როლი ენიჭება. ის ასევე მთავარ პოლიტიკურ პარტიას ”ერთიან რუსეთ”-ს უდგას სათავეში.

ანალიტიკოსები იმაზე მიანიშნებენ, რომ თუ პუტინი 2012 წელს, როდესაც ის 59 წლის იქნება, არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, მაშინ ის ალბათ პოლიტიკიდან სამუდამოდ წავა. რუსეთის საერთაშორისო პარტნიორებისთვის, პუტინი პირში მთქმელი და მოლაპარაკებებში მძიმე პარტნიორია. ინვესტორებს მოსწონთ რომ ის პროგნოზირებადია.

აშშ-სთან ურთიერთობა

მისთვის დამახასიათებელი პირდაპირი გამოთქმებით, პუტინი შეერთებულ შტატებთან "ურთიერთობების გადატვირთვის" საკითხს შეეხო და ცხადი გახადა, რომ მისი აზრით ამისთვის ძირითადად ამერიკა უნდა გაისარჯოს.

მან ამერიკას იმაში დასდო ბრალი, რომ მან დაბლოკა რუსეთის გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, თუმცა მუდმივად ჰპირდებოდა ამას.

მან განაცხადა, რომ რუსეთმა დიდი ნაბიჯი გადადგა ქობინების დემონტაჟის განადგურებისკენ მაშინ, როდესაც ამერიკამ განახორციელა თავისი შეირაღების დემონტაჟი და ის შეინახა.

რუსეთმა რატიფიცირება გაუკეთა და მაშინ შეასრულა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები, როდესაც შეერთებულმა შტატებმა თავისი ინტერესები რუსეთის საზღვრების მიმართულებით გააფართოვა.

"წარმოიდგენთ ასეთ შეთანხმებას? მხოლოდ სულელი მოაწერდა მას ხელს, მაგრამ ჩვენ მოვაწერეთ. ბოლოს განვაცხადეთ, რომ ვაჩერებთ ჩვენს მონაწილეობას და ხალხი ბაყაყივით აყაყანდა. გადატვირთვას მივესალმებოდით, რამე რომ გაკეთებულიყო."

პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტთან შეხვედრამ გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველი შექმნა, მაგრამ ის ქმედებებს ელოდება - "არის პოზიტიური სიგნალები, მაგრამ ჩვენ პრაქტიკულ ნაბიჯებს ვარჩევდით."

ორიგინალი