კარლ რაუსტიალა
ნუთუ შიდა ეკონომიკური კრიზისებით, ჯანდაცვის რეფორმით და ავღანეთის სულ უფრო არაპოპულარული ომით შთანთქმული ობამას ადმინისტრაცია, იმისთვისაა განწირული, რომ რუსეთისა და ჩინეთის ავტოკრატული რეჟიმების სასარგებლოდ ამერიკის განუხრელი დაცემის მოწმე გახდეს?
უკვე ჩვეული გახდა იმის მოსმენა, რომ ამერიკის ეპოქამ ჩაიარა, ხოლო რუსეთი და ჩინეთი აღმავლობის გზას ადგანან. გავლენიანი ნეო-კონსერვატორი რობერტ კაგანი ხმამაღლა გვაუწყებს "ისტორიის დაბრუნებაზე," რაშიც იმას გულისხმობს, რომ სცენაზე ისევ გამოჩნდნენ მოპაექრე იდეოლოგიების მქონე სახელმწიფოები. დღეს ეს ოპოზიცია ასე გამოიყურება: ავტოკრატია დემოკრატიის წინააღმდეგ. ფარიდ ზაქარიამ ამას წინათ, იმავე განწყობით "პოსტ-ამერიკული" სამყაროს მობრძანება გამოაცხადა, ხოლო პარაგ ხანამ "მეორე სამყაროს" დადგომა.
ყველა ეს განცხადება რამდენიმე ურყევ ფაქტს ეფუძნება. ნამდვილად შეიცვალა მსოფლიო წესრიგი. ე.წ. ბრიჩი ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი - სიმდიდრეს აგროვებენ, ხოლო სიმდიდრეს თან მოჰყვება ძალაუფლებაც. იგივე ხდებოდა ერთი საუკუნის წინაც, იმ დროს როდესაც აშშ მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის ქვეყანა იყო, მაგრამ პოლიტიკური - ჯუჯა. შემდეგ კი მისი სიმდიდრე ძალაუფლებად კონვერტირდა და 1945-წლიდან აშშ მსოფლიოში დომინირებს.
მაგრამ ამერიკის ძალაუფლების ლიმიტების გამო დღეს არსებული წუხილის მიუხედავად, ნამდვილად არსებობს ოპტიმიზმის მნიშვნელოვანი საბაბი. მაგალითად, შარშან საქართველოში რუსეთის ინტერვენციის შესაძლო ყველაზე გამაოგნებელი მახასიათებელი ის იყო, თუ რეალურად რამდენადაა შეზღუდული რუსეთის ძალაუფლება. ომის შემდგომმა მოვლენებმა ის დაგვანახა, თუ რას ნიშნავს 21-ე საუკუნის დასაწყისში რეალური ძლიერება.
ამის გასაგებად მნიშვნელოვანი გახდება ორი ომის შედარება, ეს სწორედ ის შედარება იქნება, რომელსაც რუსეთიც ხშირად მიმართავს. 1999 წელს აშშ-მ და ნატო-მ იუგოსლავიის ყოფილ პროვინციაში კოსოვოში, რუსეთის ტრადიციული მოკავშირის, სერბეთის წინააღმდეგ იომეს.
ნატო კოსოვოში ჰუმანიტარული კრიზისის პირისპირ აღმოჩნდა. ის ცდილობდა, მაგრამ ვერ შესძლო ინტერვენციისთვის გაერო-ს თანხმობის მიღება. რუსეთმა, რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭოში ვეტო-ს უფლებას ფლობს, სერბები დაიცვა. ევროპის ზღურბლზე, ეთნიკური წმენდების პირისპირ დარჩენილმა ნატო-მ, აშშ-ს ეგიდით მაინც თავისი გააკეთა. საბოლოოდ ინტერვენცია გაერო-მაც აკურთხა. 9 წლის შემდეგ კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ამას მწარედ აპროტესტებდა, დღეს კოსოვო როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა სამოცმა სახელმწიფომ აღიარა.
ახლა შარშანდელ საქართველოს მივუბრუნდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ომი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, მსგავსებაც არსებობდა. ისევე როგორც კოსოვოში, რუსეთის ინტერვენციაც არც თავდაცვითი იყო და არც გაერო-ს მიერ სანქცირებული. ისევე, როგორც კოსოვოში, ომში სადაო ტერიტორიები იყო ჩართული და ისევე, როგორც კოსოვოში, აქაც ტრადიციულმა დიდმა სახელმწიფომ სცადა საერთაშორისო სისტემაში ახალი სახელმწიფო შეეყვანა.
მაგრამ ამ ორ შემთხვევაში პოლიტიკური შედეგები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა აღიარა სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ერთი წლის მანძილზე მას მხოლოდ ნიკარაგუა დაეთანხმა. მიმდინარე კვირას კიდევ ერთმა სახელმწიფომ სცნო მათი დამოუკიდებლობა, უგო ჩავესის ვენესუელამ (ამ დროს ჩავესი რუსეთთან იარაღისა და ენერგეტიკული შეთანხმებების შესახებ ატარებდა მოლაპარაკებებს). ეს ჭრელი მხარდამჭერები ლათინური ამერიკიდან ნამდვილად ვერ შეცვლიან საერთაშორისო საზოგადოების თანხმობას. გაერო-ს არ უკურთხებია არც რუსეთის ინტერვენცია და არც ახალი სახელმწიფოების სტატუსი და მართლაც უნდობლობა რუსეთის მოტივებისადმი იმდენად დიდი იყო, რომ ის ეკონომიკურადაც კი გახდა საგრძნობი: გასულ წელს, ინტერვენციის შემდეგ, რუსეთის საფონდო ბირჟები დაეცა, ხოლო რუბლმა რყევა იწყო.
მოკლედ რომ ვთქვათ ამ ორ ომს შორის განსხვავება არა ჩვეულებრივი "ხისტი ძალის" გამოყენებაშია, არამედ რაღაც ისეთში, რაც თითქოს უფრო მოუხელთებელი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია - "რბილ ძალასა" და ლეგიტიმურობაში. "ხისტი ძალა" იძულების გზაა. რბილი ძალა მიმზიდველობისა და დაყოლიების.
რუსეთმა საქართველოში იოლად მოიპოვა სამხედრო გამარჯვება, მაგრამ დღემდე იბრძვის ამ გამარჯვების პოლიტიკურ მოგებად გარდასაქმნელად. რუსეთს მართლაც შეუძლია დაგვაყენოს ფაქტის წინაშე, მაგრამ მან მსოფლიო იმაში უნდა დაარწმუნოს, რომ მისი ქმედებები ლეგიტიმური იყო. რუსეთი რბილი ძალის დეფიციტს განიცდის, მას სულ რამდენიმე ქვეყანასთან აქვს კარგი ურთიერთობა და ჩვეულებრივ, მას არ შეუძლია წესების სისტემაში თამაში.
ამერიკას კი პირიქით, ბევრი მოკავშირე ჰყავს, უხვად ფლობს რბილ ძალას, მიუხედავად ბუშის ადმინისტრაციის რიტორიკით მიღებული მემკვიდრეობისა და უნილატერალიზმის მიდრეკილებისა, ის უფრო სისტემის ფარგლებში მოქმედებს, ვიდრე სისტემის საწინააღმდეგოდ და თუმცა მალე შეიძლება პოსტ-ამერიკული სამყარო დადგეს, საბაზისო სტრუქტურებს, გლობალურ მართვასა და გლობალურ ეკონომიკას მაინც ამერიკული არომატი აქვს.
ცივი ომის დასრულებიდან 20 წლის შემდეგ, შესაძლოა ისტორია მართლაც გვიბრუნდება. ამერიკა არ დარჩენილა კონკურენციის გარეშე და მსოფლიოში ბევრმა ავტორიტარულმა ქვეყანამ შემოგვთავაზა მიმზიდველი, სტაბილური ალტერნატიული მოდელი. მათ ისეთი ანალიტიკოსებიც კი მიიზიდეს, როგორიცაა ტომ ფრიდმანი New York Times'-იდან, რომელმაც ამას წინათ ამერიკული დემოკრატია ჩინეთის ავტოკრატიას შეადარა - კეთილგანწყობით.
მაგრამ ახლად აღორძინებულ რუსეთსა და ჯერ კიდევ მზარდ ჩინეთში უფრო ნაკლები რამაა, ვიდრე ეს ერთის შეხედვით სჩანს. 21-ე საუკუნეში აღარ არის საკმარისი მხოლოდ დიდძალი სამხედრო ძლევამოსილების ფლობა, ამ ბოლო დროს ამაში აშშ-ც დარწმუნდა და არც მხოლოდ ეკონომიკური კეთილდღეობაა საკმარისი. იმისთვის, რომ თანამედროვე სამყაროში რეალურად მიაღწიო წარმატებას, უნდა შესძლო საკუთარი ქმედებების კანონიერებაში სხვების დარწმუნება და ეს ობამამაც აღიარა. იძულები გზით და "ხისტი ძალის" გამოყენებით ამის მიღწევა შეუძლებელია.
ორიგინალი