ბერნარ გეტა
იქნებ ახლა ჩვენს თვალწინ მორიგი ისტორიული ციკლი სრულდება, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ამას ვერ ვამჩნევთ? საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამერიკამ ჩათვალა, რომ მსოფლიო უსიტყვოდ გაიზიარებდა მის მოდელს და განუყოფელ მმართველობას. 11 სექტემბრის შემდეგ, ის საჭირო რეგიონებში დემოკრატიის დამყარებას და სამხედროების საშუალებით ყველასთვის თავისი ძლიერების შეხსენებას შეეცადა
ეს აბსოლუტური კრახით დასრულდა, რაც როგორც სჩანს მისი, როგორც ზესახელწმიფოს სტატუსს საბოლოოდ გაანადგურებს. ახალი ლიდერი კარდინალური ცვლილებებისკენ მიისწრაფვის, რუსეთისგან მხარდაჭერის მიღებას იმედოვნებს, ირანთან მოლაპარაკებას და მსოფლიოს ქვეყნების სხვაობების გათვალისწინებას ცდილობს. როგორც სჩანს ის დათმობაზე მიდის, რაზეც Newsweek-ის მთავარი რედაქტორი ფარიდ ზაქარია თავის წიგნში - ”პოსტ-ამერიკულ მსოფლიო”-ში წერს (The Post-American World).
ეს სიტყვები შესაძლოა წინასწარმეტყველური გახდეს. ხუთშაბათს, ჯორჯ ბუშის პროექტის (პოლონეთსა და ჩეხეთში ანტი-სარაკეტო ფარის განთავსება) დაკრძალვით, ობამამ რაღაც უფრო მეტი მიიღო, ვიდრე მოსკოვთან უთანხმოების ძირითადი მიზეზების გაუქმებაა.
რუსებს ყოველთვის მიაჩნდათ (და არც თუ უსაფუძვლოდ), რომ რადარისა და ანტი-რაკეტების დაყენების მიზანი არა ირანის შორ რადიუსზე მოქმედი რაკეტების საწინააღმდეგო საშუალება იყო, არამედ ცივი ომისგან მემკვიდრეობით მიღებული სტრატეგიული წონასწორობის საბოლოო ნგრევა. აქ მათ საერთაშორისო არენაზე მათი პოზიციების მოშლის მცდელობა დაინახეს. 90-იან წლებში მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის არსებული დიპლომატიური თანამშრომლობა საბოლოოდ დაინგრა. კალინინგრადის რაკეტები მთელს ევროპას უმიზნებდა. ბარაკ ობამას გადაწყვეტილებით კი, რომელსაც კრემლმა ”პასუხისმგებლიანი” უწოდა, ისტორიის ეს გვერდი გადავშალეთ.
შეერთებულმა შტატებმა რუსეთის დამცირება შეწყვიტა და ისეთად აღიარა, როგორიც უნდა რომ იყოს: აუცილებელ და გარდაუვალ პარტნიორად. ეს, რა თქმა უნდა, ცოტა არ არის, თუმცა ანტი-სარაკეტო ფარზე უარის თქმის სხვა შედეგები შეიძლება უახლოეს მომავალში არანაკლებ მნიშვნელოვანი გახდეს. იმ დროს, როდესაც რუსეთის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის გამონათქვამებში სულ უფრო მეტი სხვაობა ჩნდება და ისინი 2012 წლის არჩევნებზე საუბრობენ, ამან დიმიტრი მედვედევის მიერ წარმოდგენილი რუსეთის ხელისუფლების უფრო მოდერნიზატორული მიმდინარეობები შესაძლოა უფრო გაძლიერდეს სამხედროების და სპეცსამსახურების ხარჯზე, რომლებსაც ვლადიმერ პუტინი აკონტროლებს. გარდა ამისა, ბარაკ ობამას შეუძლია გზა ისეთ ევროპულ სახელმწიფოებს გაუხსნას, რომლებიც ევროპის კონტინენზე სტაბილურობისკენ ილტვიან, რაც ევროკავშირსა და რუსეთის ფედერაციას შორის სტრატეგიულ და ეკონომიკურ თანამშრომლობას ეფუძნება. ევროპული სახელმწიფოები, საფრანგეთის და გერმანიის ხელმძღვანელობით, როგორც ანტი-სარაკეტო ფარში, ასევე რუსეთის საზღვრებისკენ ნატო-ს გაფართოვების იდეაში, მხოლოდ უსარგებლო დაბრკოლებებს ხედავენ. ბარაკ ობამას გადაწყვეტილების შედეგი შეიძლება ასევე თავად ევროკავშირის შიგნით ერთიანობის განმტკიცება გახდეს, რადგან ამით ის ცენტრალური ევროპის ქვეყნებისთვის გასაგებს ხდის, რომ ამიერიდან მათი უსაფრთხოების დაფუძნება მხოლოდ შეერთებული შტატების მხარდაჭერაზე შეუძლებელია. ხუთშაბათს, ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა თავი ამერიკისგან ბედის ანაბარად მიტოვებულებად იგრძვნეს. ადრე ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ევროპაზე საფრანგეთის ხედვას, ეშინოდათ რა, რომ პოლიტიკურად ერთიანი ევროპა შეიძლება რუსეთის პირისპირ ამერიკისგან დაცვის დაკარგვას ნიშნავდეს. ახლა კი ვაშინგტონმა ისინი უფრო მაღალ ინტერესებს შესწირა და ისინიც გაცილებით კეთილგანწყობილები გახდნენ იმ იდეის მიმართ, რომ ევროკავშირი საერთაშორისო არენაზე სრულუფლებიან მოთამაშედ უნდა გადაიქცეს, რომელსაც საკუთარი თავის დაცვის პოტენციალი ექნება. რაც შეეხება უახლოეს მომავალს, ობამამ შეამსუბუქა რუსეთის და ამერიკის პოზიციების დაახლოება ორ უმნიშვნელოვანეს თანამედროვე პრობლემაზე: ირანზე, რომელთან მოლაპარაკებებიც პირველ ოქტომბერს იწყება და ავღანეთზე, სადაც თალიბების გამარჯვება რუსეთისთვის არანაკლები პრობლემაა, ვიდრე შეერთებული შტატებისთვის.
შესაბამისად: ამერიკა მოკავშირეებს ეძებს, აძლევს მათ გარანტიებს, ევროპელებს ნებას რთავს საკუთარი კონტინენტი საკუთარი სურვილისამებრ აშენონ, რუსეთთან ურთიერთობისას დაფიქრდნენ მათი პოლიტიკის შედეგებზე და ცდილობს მოლაპარაკებების წარმოებას ისეთ რთულ ქვეყანასთანაც კი, როგორიც ირანია. აშშ სამყაროს აღქმას ისეთად იწყებს, როგორიც ის რეალურადაა ”პოსტ-ამერიკული” და არა გამორჩეულად ამერიკის კუთვნილება.
ორიგინალი