Monday, September 28, 2009
შავი ზღვის ომები
პეტ ბუიკენენი
აგვისტოში, საქართველოს ფლოტმა აფხაზეთისკენ, საქართველოს ყოფილი რეგიონისკენ მიმავალი თურქული სატვირთო გემი დააკავა. აფხაზეთის დამოუკიდებლობა ერთი წლის წინ რუსეთმა აღიარა, დასავლეთმა - არა. გემის თურქ კაპიტანს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, როდესაც ანკარამ ეს გააპროტესტა, ის გაათავისუფლეს
აფხაზეთი დაიმუქრა, რომ ნებისმიერ ქართულ გემს გაანადგურებს, რომელიც მის ”ტერიტორიულ წყლებს” გადაკვეთს. აფხაზეთს ფლოტი არა აქვს, თუმცა რუსეთი რომელსაც შავი ზღვის ფლოტი და აფხაზეთთან მეგობრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული, თბილისი გააფრთხილა რომ რუსეთის სანაპირო დაცვა აფხაზეთის მშვიდობიანი საზღვაო ვაჭრობის გარანტიას საკუთარ თავზე იღებს.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც 2008 წელს სამხრეთ- ოსეთისთვის ომი დაიწყო და 48 საათში დამარცხდა, ფარ-ხმალს არ ყრის და აფხაზეთის ბლოკადის შესახებ განაცხადა, რომელსაც ის საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიად მიიჩნევს და ახლახანს მან თავდაცვის მინისტრად პენიტენციალური სისტემის 29 წლის ყოფილი ბოსი დანიშნა, რომლის მიმართაც ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით სერიოზული კითხვები არსებობს და რომელსაც ნატო-სთან კავშირების განმტკიცება სურს. ჩვენ აქ საქმე გვაქვს საზღვაო-სამხედრო შეტაკების ნიშნებთან, რომელშიც საქართველო, შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული რუსეთის საჰაერო, საზღვაო და ქვეითი ძალების გათვალისწინებით დამარცხდება.
რას ფიქრობს სააკაშვილი? როგორც სჩანს ის ახალი კრიზისის პროვოცირებას გეგმავს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ნატო-ს ძალები და მასთან ერთად შეერთებული შტატები მოიმხროს. საბოლოო მიზანი: თავისი დაკარგული პროვინციების აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის მიმართ მსოფლიოს ყურადღების კვლავ წინა პლანზე წამოწევაა.
მაშინ როდესაც სააკაშვილი და მისი რუსოფობი ამერიკელი ნეო-კონსერვატორი მხარდამჭერები მსგავსს კრიზისში არიან დაინტერესებულები, ეს აშშ-ს ეროვნულ ინტერესებში ყველაზე ნაკლებად შედის. პრეზიდენტმა ობამამ ჯო ბაიდენს სააკაშვილის მეგობარს, მასთან დარეკვა და შემდეგი ინსტრუქციის გადაცემა უნდა დაავალოს:
”მიხეილ, თუკი შენ აფხაზეთის საზღვაო ვაჭრობის საქმეს თავს არ დაანებებ და რუსეთთან შავი ზღვის ომის პროვოცირებას მოახდენ, იბრძოლებ მარტო. მეგობარო, მეექვსე ფლოტი შავ ზღვაში ბრძოლას და თქვენს დახმარებას არ აპირებს. ეს თქვენი ომი იქნება და არა ჩვენი.”
აფხაზეთის კრიზისი შავ ზღვაზე ერთადერთ პრობლემას არ წარმოადგენს.
გასულ თვეში, რუსეთის საზღვაო ძალებმა უკრაინელი სასამართლო აღმასრულებლები დაბლოკეს, რომლებიც სევასტოპილის მიღმა საზღვაო შუქურის ნავიგაციური აღჭურვილობის ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ. სევასტოპოლში, ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ორი საუკუნის განმავლობაშია განთავსებული, თუმცა 2017 წელს სევასტოპოლის საიჯარო ხელშეკრულებას ვადა გასდის და კიევმა მოსკოვს უკვე აცნობა, რომ ის ამ შეთანხმების გაგრძელებას არ აპირებს. რუსეთს სევასტოპოლის და ყირიმის დატოვება მოუწევს, რომელიც რუსეთს ეკუთვნოდა, ვიდრე 1954 წელს ნიკიტა ხრუშჩოვმა მთელი ნახევარკუნძული უკრაინას არ გადასცა, რომელიც მაშინ საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო.
რუსეთი ასევე სერიოზულად ვერ იტანს უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იუშჩენკოს, რადგან ის ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას ცდილობს. იუშჩენკო, რომლის რეიტინგიც ერთნიშნა ციფრებით განისაზღვრება, აშშ-ს მიერ მხარდაჭერილი 2004 წლის ”ნარინჯისფერი რევოლუცი”-ის შემდეგ, რომელმაც ის ხელისუფლებაში მოიყვანა, კიევში ამერიკის კაცად აღიქმება. მეტიც, რადგან რელიგიური, კულტურული, ეთნიკური და ისტორიული კავშირები კიევს და მოსკოვს შორის საუკუნეების განმავლობაში არსებობს, რუსეთს არ სურს შეეგუოს იმის დაკარგვას, რასაც ის თავისი ქვეყნის აკვანს უწოდებს.
რა ინტერესი აქვს მთელს ამ დაპირისპირებებში ამერიკას? არანაირი. იდეა, გამოთქმული ქორების წრეში, რომ მეექვსე ფლოტმა თავის თავზე უნდა აიღოს სევასტოპოლის სამხედრო ბაზის გათავისუფლება, ისეთივე უგუნური და პროვოკაციული აქტი იქნებოდა, როგორიც ჩინეთის სამხედრო გემების გუანტანამოსკენ დაძვრა, ჰავანას შეერთებული შტატებისგან გათავისუფლების მიზნით.
მაგრამ საეჭვოა ეს მოხდეს. რადგან როგორც სჩანს ობამა, ამცირებს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ნატო-ს გაფართოვებასთან დაკავშირებულ ჯორჯ ბუშის პოლიტიკას. ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ნატო-ს წევრები უკვე არიან და ბუში და მაკკეინი ძალიან მონდომებულები იყვნენ ალიანსში საქართველო და უკრაინაც შეეყვანათ, მაგრამ როგორც ეს რუსეთ-საქართველოს ომში ბუშის პასიურობით გამოჩნდა, ამერიკა არ აპირებს რუსეთთან ბრძოლას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თუ ვინ მართავს აფხაზეთს, ჩრდილოეთ თუ სამხრეთ-ოსეთს, დაღესტანს, ინგუშეთს, ჩეჩნეთს ან საქართველოს. ეს ყველაფერი შეერთებული შტატების სასიცოცხლო ინტერესების და გავლენის ლეგიტიმური სფეროების მიღმაა. პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში ამერიკული ანტი-სარაკეტო თავდაცვის ფარის გაუქმებით, რომელიც თითქოს ირანული რაკეტებისგან თავდაცვისთვის შემუშავდა, ობამამ მოსკოვს ორი შეტყობინება გაუგზავნა.
პირველი, ობამას სჯერა რომ რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა აღმოსავლეთ-ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ყველა ამერიკულ იარაღზე უფრო მყარი გარანტიაა. მეორეც, ობამა ვაშინგტონის და მოსკოვის კავშირებს აღმოსავლეთ-ევროპაში ნატო-ს ყველა მოკავშირესთან არსებულ სამხედრო კავშირებზე მაღლა აყენებს, რაც ნიშნავს, რომ ნატო ეგზისტენციალურ კრიზისს უახლოვდება.
ნატო-ს ყველა ჯარმა აშშ-ს არმიის გარდა, ერაყი დატოვა და ალიანსის მინიმალური ვალდებულება ავღანეთთან დაკავშირებით გამარჯვების გარეშე სრულდება. ნატო-ს აღმოსავლეთით ექსპანსია შეჩერდა. უკრაინა და საქართველო ალიანსს არ უერთდებიან და შეერთებული შტატები არ აპირებს მისი ძალების, სამხედრო გემების ან რაკეტების რუსეთის საზღვრებთან არსებულზე ახლოს განლაგებას.
”ნატო-მ რეგიონი უნდა დატოვოს თორემ ის გაკოტრდება” - განაცხადა სენატორმა რიჩარდ ლუგარმა, როდესაც ცივი ომი დასრულდა. ნატო-მ დატოვა რეგიონი, მაგრამ უკან კუდამოძუებული ბრუნდება. ალტერნატივა ჩნდება.
პატრიკ ბიუკენენი ახალი წიგნის ”ჩერჩილი, ჰიტლერი და ”უსარგებლო ომი” ”-ს ავტორია. მასზე დამატებითი ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ ვებ-გვერდზე - www.creators.com
ორიგინალი