თბილისი - ”საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ-ოსეთში მისი ქმედებებისთვის გააკრიტიკა, რასაც რუსეთთან სამხედრო კონფლიქტი მოჰყვა” - იუწყება ”რადიო თავისუფლებ”-ის ქართული სამსახური
დამოუკიდებელმა სატელევიზიო სადგურმა ”მაესტრო”-მ გადასცა პატრიარქ ილია მეორის შეხვედრა პედაგოგებთან 16 ოქტომბერს, სადაც მან განაცხადა, რომ შარშან რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის თავიდან აცილება საქართველოს აჯანყებული რეგიონის სამხრეთ- ოსეთის გამო, შესაძლებელი იყო.
მისი თქმით - ”ჩვენ ყოველთვის დავეჯახებით კედელს, ვიდრე ვერ ვისწავლით ამ კედელზე კარის პოვნას, გემის კაპიტანი თავის ხომალდს ისე უნდა უძღვებოდეს, რომ შეეძლოს მანევრირება და კლდეებისთვის თავის არიდება.”
ქართული ოპოზიცია ილია მეორის განცხადებას მიესალმა, მაშინ როდესაც პარტია ”გაერთიანებულმა ნაციონალურმა მოძრაობა”-მ ამ ფაქტით უკმაყოფილება გამოხატა.
პრო-სამთავრობო პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ვიდრე პატრიარქი ილია მეორე სააკაშვილს გააკრიტიკებდა, მას ისიც უნდა შემოეთავაზებინა, თუ რა უნდა გაეკეთებინა პრეზიდენტს კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.
ილია მეორის განცხადება საქართველოს უახლოეს ისტორიაში პირველი ასეთი განცხადებაა, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია და მთავრობა ერთმანეთს არ ეთანხმებიან.
შარშან რუსული და ქართული სამხედრო ძალები ერთმანეთს ხუთდღიან ომში ებრძოდნენ, რასაც სამხრეთ-ოსეთის მხრიდან დამოუკიდებლობის აღიარება მოჰყვა და რაც მოსკოვმა აღიარა.
ორიგინალი