როდესაც ციურიხში თურქეთსა და სომხეთს შორის ხელმოწერის ცერემონიაზე ბოლო წუთს კრიზისი წარმოიქმნა, თავიდან ითქვა, რომ ის აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გადაჭრა - მან ორივე მხარეს უამრავჯერ დაურეკა. მოგვიანებით გაირკვა, რომ რეალური ნაბიჯი, რომლის მეშვეობითაც კრიზისის მოგვარება მოხერხდა, რუსეთმა გადადგა
რუსული გაზეთის ”კომერსანტი"-ს ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ნალბანდიანს განუცხადა, რომ - ”მოაწერე პროტოკოლს ხელი მშვიდად და წადი.”
თუ ეს სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ამ ჭორის მნიშვნელობა ერთეული პოლემიკის ფარგლებს სცდება. სომხური ინიციატივის დაწყების შემდეგ, ბევრს აინტერესებს ამ ინიციატივას რატომ უჭერს მხარს რუსეთი. ფაქტია, რომ თურქეთთან და აზერბაიჯანთან სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაცია ერთ რამეს ნიშნავს - სომხეთი აზერბაიჯანისა და საქართველოსავით პრო-დასავლურ პოზიციას დაიკავებს, რაც რუსეთს რეგიონში კიდევ უფრო მეტ იზოლაციას მოუტანს. უფრო მეტიც, რუსეთი აზერბაიჯანულ-სომხური დავის ნაწილი იყო. იმ დროს, როდესაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული შეტაკება მიმდინარეობდა, თურქეთმა საზღვართან სამხედრო წვრთნების ჩატარება გადაწყვიტა, მაგრამ ასეთმა სიმბოლურმა ნაბიჯმაც კი ძალიან შეაშფოთა რუსეთი, რომელმაც ერევანში თავისი გენერალური შტაბის უფროსი გააგზავნა, რათა იქ ეს მკაცრად ფორმულირებული გზავნილი ჩაეტანა: თუ თურქეთი კრიზისის მხარედ იქცევა, მესამე მსოფლიო ომი დაიწყება. გარდა ამისა, თუ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ და სამხედრო შეთანხმებებს, ასევე მათ ისტორიულ და ეკონომიკურ ურთიერთობებს გავითვალისწინებთ, ცხადი გახდება, რომ კრემლს სომხეთზე დიდი გავლენა აქვს. როდესაც აშშ-ს წარმომადგენელს, რომელიც კარგად იცნობს რეგიონს, ცოტა ხნის წინ ვთხოვე შეედარებინა ვაშინგტონისა და კრემლის გავლენა სომხეთზე, მან ეს ჩემი მოსაზრება დამიდასტურა. მართლაც მან აღიარა, რომ რუსეთის გავლენა ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე აშშ-სი. ამიტომ ცხადი იყო - ინიციატივის, ანუ სომხეთისა და თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის წარმატებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა რუსეთს ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ციურიხში 10 ოქტომბერს ხელმოწერილ პროტოკოლებში ეს სპეციალურად განცხადებული არ ყოფილა, მაგრამ სომხეთს სიცოცხლისუნარიანი მოწესრიგების მისაღწევად აზერბაიჯანის ტერიტორიებიდან გამოსვლა უნდა დაეწყო (თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ), ადამიანებს ლეგიტიმურად გაუჩნდათ კითხვა: ”გამოიყენებს კი რუსეთი თავის გავლენას კონფლიქტის მოგვარებისთვის?” ეს იმის მიუხედავად, რომ თურქულ-რუსული ურთიერთობები ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. როდესაც ეს კითხვა რუსეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, თურქეთში თავისი წიგნის (”რუსეთი და არაბები: ახლო-აღმოსავლეთის კულუარები ცივი ომიდან დღემდე”) გასავრცელებლად ჩამოსულ ევგენი პრიმაკოვს დავუსვი, მან ძალიან ოპტიმისტური პასუხი გამცა. პრიმაკოვმა იმაზე მიუთითა, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანთან და თურქეთთან სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაცია რუსეთის ინტერესებში არ შედის. ”კი, ჩვენ ერევანთან შესანიშნავი კავშირები გვაქვს, მაგრამ ჩვენი ურთიერთობები თურქეთთან უკეთესია. თურქულ-სომხური დაძაბულობა ჩვენთვის საზიანოა” - მითხრა მან. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვიქნებით, თუ დავა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გადაწყდება. ეს შესაძლებელია, მაგრამ ძალიან რთული და ამაზე ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ” - განაცხადა მან.
იგივე საკითხი განიხილებოდა თურქულ-რუსულ ვორქშოფზე, რომელიც პილიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კვლევების ფონდმა (SETA) ჩაატარა. Fatih Рzbay-მ სტამბოლის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა კითხვას: ”რუსეთი რატომ უჭერს მხარს ამ პროცესს?” სამი ასეთი პასუხი გასცა:
1. საერთაშორისო სისტემა კავკასიაში status quo-ს შეცვლას ემხრობა. რუსეთს არ უნდა ამ ცვლილებების მიღმა დარჩეს;
2.რუსეთი მხარს არ დაუჭერს ერევნის მონაწილეობას ნებისმიერ კონფლიქტში, რადგან ამან შეიძლება კონფლიქტში რუსეთის ჩართვა მოითხოვოს.
3. საქართველოში ომმა სომხეთი, კრემლის სტრატეგიული პარტნიორი, კიდევ უფრო დიდ იზოლაციაში მოაქცია.
ერევანმა გარკვეული შვება შეიძლება თურქეთის მეშვეობით მიიღოს. აზერბაიჯანელმა პროფესორმა აკიფ ფაზალიევმა, რომელიც პეტერბურგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობს, გაუსვა ხაზი ამ მომენტს და განაცხადა - ”ფაქტია, რომ არსებული სიტუაცია ბაქოსთვის უფროა სასარგებლო. სომხეთის დასუსტებით, აზერბაიჯანი ძლიერდება. მე ჩემი სომეხი სტუდენტებისგან შევიტყვე, რომ იქ სიტუაცია გაუარესდა. მოსახლეობის 70%-მა დატოვა ქვეყანა. რუსეთი მიმდინარე პროცესს იმიტომ უჭერს მხარს, რომ ეს ქვეყანა შემდგომი დასუსტებისგან დაიცვას.”
იმიტომ, რომ ის საზღვრების გახსნას მთიანი-ყარაბახის ოკუპაციის გაბათილების საპასუხო ქმედებად განიხილავს, აზერბაიჯანელი პროფესორის თქმით, რუსები ამ საჭადრაკო დაფაზე დიდოსტატებად რჩებიან. ის გვაფრთხილებს, რომ თუ ნებისმიერი ნაბიჯი საკითხის დარეგულირების გარეშე გადაიდგმება, კრემლმა შეიძლება ბაქო თავის მხარეს გადაიბიროს. სანამ შეთანხმებების იმპლიმენტაცია აზერბაიჯანისა და სომხეთის ურთიერთობებში პროგრესზეა დამოკიდებული, რუსეთი საკითხის გადაწყვეტაში საკვანძო როლს ასრულებს. გიფიქრიათ, რომ ლავროვი სომხეთს ბარათს გაუგზავნის და ოკუპირებული აზერბაიჯანული ტერიტორიებიდან გამოსვლას მოსთხოვს?
ორიგინალი