კლაუს ჰელგე დონატი
”გთხოვთ, ჩვენ მოგვმართოთ” - ამბობს ტელეფონზე საუბრისას ოდნავ ჩახლეჩილი ხმით სერგეი შამბა. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთი საჩივარი შევიდა, თუმცა შემოვლითი გზით მოსკოვიდან. ევროპის დელეგაცია შავი ზღვის სანაპიროს ამ ზოლზე სტუმრობის უფლებას ითხოვს

”ვიზაზე განაცხადი დელეგაციის წევრებმა მოსკოვში შეიტანეს. ევროპელები ისე იქცევიან, თითქოს ჩვენ არ ვარსებობთ, ისინი ვიზებისთვის ხან მოსკოვს, ხან კი თბილისს მიმართავენ” - ამბობს გაღიზიანებული საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა. ასეთი მოთხოვნები აფხაზეთის რესპუბლიკის ვიზების განყოფილებაში უპასუხოდ დევს.
ეს ახალი სახელმწიფო წარმონაქმნი, რომელსაც ადგილობრივ ენაზე ”აფსნი” ჰქვია, უკვე დიდი ხანია, რაც სახელმწიფოთა საერთაშორისო სისტემის სუბიექტია. ერთი წლის წინ საქართველოსგან გამოყოფილ ამ მზიან სანაპირო ტერიტორიას რუსეთმა დამოუკიდებლობა აჩუქა. რუსეთის მაგალითს სასწრაფოდ მიბაძა ნიკარაგუამ. დიდ ხანს არ უფიქრია არც მოძრაობა ”ჰამასს” ღაზას სექტორში. ბოლოს მანდარინის რესპუბლიკას ვენესუელას ლიდერი უგო ჩავესიც მიესალმა. ამგვარად აღიარებების რიცხვი იზრდება, მაგრამ ამას დიდი სარგებლობა არ მოაქვს. შამბა აღიარებს, რომ მეზობლებთან საზღვაო ურთიერთობა ფაქტობრივად არა აქვთ.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მინისტრთა საბჭოს შენობის ფლიგელშია განთავსებული და ერთ სართულზე მხოლოდ რამდენიმე ოთახი უკავია. ახალგაზრდა სახელმწიფო თავს არ აძლევს ფუფუნების უფლებას. ღარიბი ინტერიერი აქ საბჭოთა დაწესებულებიდან შემორჩა. ასეთია, აგერ უკვე 17 წლის განმავლობაში, საკუთარი სურვილით სუვერენული სახელმწიფოების შემადგენლობიდან გარიცხვის ფასი. 1992-1993 წლების საქართველოსთან ომის შემდეგ, ისტორიამ მოულოდნელი მანევრი გააკეთა და ლამაზი ბუნებით განებივრებული სანაპირო ზოლის ცხოვრება განსხვავებულად წარიმართა.
ყველაფრის მიუხედავად აფსნის სახელმწიფომ თავისთვის პარალელური სამყარო შექმნა, რომლის არსებობაზეც საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა სახელმწიფოებისთვის ცოტა რამ თუა ცნობილი. არაღიარებული ხალხების და ერების ორგანიზაციის (ახეო) საშუალებით, აფხაზეთმა გარე სამყაროსთან კონტაქტი დაამყარა. გაერო-ს მსგავსად ”არაღიარებული ხალხების და ერების ორგანიზაცია”-ს თავისი გენერალური მდივანი და უშიშროების საბჭო აქვს. ისეთი წარმონაქმნების, როგორებიცაა რეჰობოტ ბასტერი ნამიბიიდან, დენეს სახელმწმიფო მდინარე ბუფალოს სანაპიროდან, ლაოსის ხმონის ან პაკისტანისა და ქაშმირის საზღვარს შორის მდებარე გილგიტ-ბალტისტანის საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებელ წარმომადგენელთა შეხვედრები პლენარულ სხდომებზე რეგულარულად იმართება. შამბას მოადგილე მაქსიმ ღვინჯია ახეო-ს ერთ-ერთი თანადამფუძნებელია.
სახიფათო მფარველი
ამ სახელმწიფოს დაბადებას რუსეთმა შეუწყო ხელი და მისი გარანტია, რაც ასევე გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. წვეთოვანზე მიერთებული დამოუკიდებელი სახელმწიფოდან პროტექტორატად გადაქცევამდე მოკლე მანძილია. იმავდროულად, აფხაზეთის და მისი დამცველი ქვეყნის საერთო ისტორია სულაც არ ჰგავს იღბლიანი შეყვარებულების ურთიერთობას. მე-19 საუკუნეში კავკასიაში ომის შემდეგ, ასობით-ათასი აფხაზი თურქეთში გაიქცა. ისინი რუს კოლონიზატორებს გაურბოდნენ. დღეს სოხუმი ამ ადამინების შთამომავლებთან მუშაობს. ომის კვალი ქალაქის პანორამას დღემდე განსაზღვრავს, თუმცა რეპატრიაციის დაწესებულება, რომელიც სახაროვის ქუჩაზე მდებარეობს აღდგენილია.
შენობის თეთრ ფასადს კარგად გაპრიალებული აბრა ამშვენებს, მის თავზე კი აფხაზეთის დროშა ფრიალებს. ”ბევრი ჩვენი თანამემამულე თურქეთიდან ინტერესს ამჟღავნებს და შეკითხვებიც აქვს” - ჰყვება დენისი, რომელიც 17 წლის წინ დიასპორას გამოეყო და რესპუბლიკის დამოუკიდებლობისთვის ომში მოხალისედ ჩაერთო. ცოტა თუ ბედავს თავისი წინაპრების მიწაზე დაბრუნებას. დენისს მიაჩნია, რომ უმრავლესობას აფხაზეთის ეკონომიკური ჩამორჩენილობა და გაურკვეველი პოლიტიკური მომავალი აშინებს. შესაძლოა არ სურთ აქ დარჩენა, მაგრამ ინვესტორები მაინც გახდნენ, იმისთვის რომ რუსული კაპიტალი დააბალანსონ, რომელიც ყოფილ საბჭოთა სანაპიროს სიამოვნებით შეისყიდის. აფხაზები არ ივიწყებენ პუტინის უხეშ ხუმრობას, რომლის არსიც ასეთი იყო: დასავლეთი თქვენს იგნორირებას ახდენს, ჩვენ აქ ყველაფერს ვიყიდით, ხოლო ისინი როცა გაიღვიძებენ, ჩვენ მათ ყველაფერს გაცილებით ძვირად მივყიდით. მადლობა პუტინს გულწრფელობისთვის, მაგრამ ჩვენთვის ეს სახუმარო საქმე არ არის, ამბობს ”ჩეგემსკაია პრავდა”-ს მთავარი რედაქტორი ინალ ხაშიგი.
”უცხოელებს აქ უძრავი ქონების ყიდვა ჯერ არ შეუძლიათ. ჩვენ რუსეთის მადლიერები ვართ, რომ მხარი დაგვიჭირეს, თუმცა იყო კი ეს მხარდაჭერა უანგარო?” - კითხულობს ხაშიგი - ”ჯერ-ჯერობით ჩვენი ინტერესები ეთმანეთს ემთხვევა, თუმცა რუსეთთან ურთიერთობები იურიდიულად რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაფორმდეს. ვინ იცის რუსეთი ჩვენს დამოუკიდებლობას როგორ მოეპყრობა?”
ჩეგემს, რომლის სახელიც გაზეთს ჰქვია, ვერც ერთ რუკაზე ვერ იპოვით. მწერალმა ფაზილ ისკანდერმა პატარა მთიანი სოფლის ჩეგემის მკვიდრი სანდროს ისტორია მეოცე საუკუნის თანამედროვე აფხაზურ ეპოსად აქცია. სანდრო - სოფლის გმირი - დონ-კიხოტის და მამაცი ჯარისკაცის შვეიკის ერთგვარი ნაზავია. მისი ისტორიები - ნგრევის ისტორიებია. ისკანდერი აღწერს, თუ როგორ გაანადგურა საბჭოთა მთავრობამ მთიანი სოფლის კულტურა და როგორ აიძულებდა ის მთის მცხოვრებლებს ბარში დაშვებას. აქ, ამ ეთნიკურ ქვაბში ისინი აღარ იყვნენ საკუთარი სახლის მეპატრონეები. ამ ფონზე ქართველებთან კონფლიქტიც, როგორც ამ ისტორიის გარდაუვალი გაგრძელება, ისე წარმოიქმნა.
ხაშიგი ახალგაზრდა ინტელიგენციის წარმომადგენელია და მას აქ ყველა იცნობს. საუბრის დროს ის ხელებს აქტიურად იყენებს. ისეთმა ადამიანებმა როგორიც ის და უფლებადამცველი ბართალ კობახიაა, ბევრი გააკეთეს იმისთვის, რომ ომის შემდეგ აფხაზეთი გაურკვეველი გლეხური ილუზიების ტყვეობაში არ დარჩენილიყო. იზოლაციის მიუხედავად, ინტელექტუალებმა აქ სამყაროს მიმართ საოცარი გახსნილობა შეინარჩუნეს. ხაშიგის საყვარელი კაფე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ახლოს მდებარეობს. ეს დაწესებულება ინფორმაციის გაცვლის მნიშვნელოვანი ადგილია. ვისაც სურს, რომ ინფორმირებული იყოს, ამ თურქულ ყავა-ხანაში ერთხელ მაინც უნდა შემოიხედოს. მას აქ ”აღმოსავლურ კაფეს” ეძახიან, რომელსაც ადრე ხშირად რესპუბლიკის პრეზიდენტი ბაღაფშიც სტუმრობდა ხოლმე. სუვერენიტეტის გამოცხადების შემდეგ ატმოსფერო უფრო მკაცრი გახდა, თუმცა უცხო თვალს ეს ყველაფერი ოჯახურ ზეიმზე, შორეული ნათესავების შეკრებას მოაგონებს. რა თქმა უნდა, ვიზუალი მატყუარაა. ბოროტი ხმები აქაც მრავლადაა და პრობლემებიც ჰყოფნით.
ჩახლართული ურთიერთობები
ქებას კამათი მოსდევს. ოპონენტები პრეზიდენტს იმაში ადანაშაულებენ, რომ მან მეზობლისთვის მადლობის თქმა იჩქარა და მადლიერების ნიშნად მას ზედმეტიც გადაუხადა. ნავთობის კონცერნ ”როსნეფტ”-ს აფხაზეთის რკინიგზა ხანგრძლივი გამოყენების უფლებით გადაეცა, გარდა ამისა მას ადგილობრივი ნავთობის საბადოების ექსკლუზიურ დამუშავებაზეც მისცეს ლიცენზია, თანაც ისე რომ ეკოლოგიური შედეგები არავის გაუთვალისწინებია, ამბობენ უკმაყოფილო ოპონენტები. აფხაზეთისთვის, რომელიც ტურიზმზეა დამოკიდებული და რუსეთის დოტაციისგან გათავისუფლება სურს, ეს გამორჩეულად მნიშვნელოვანი საკითხია. ყურადღების ცენტრში ასევე მოექცა სამხედრო ბაზების განთავსების ხელშეკრულებაც. რუსული არმია უსაფრთხოების გარანტორის როლშია და ამას ყველა პოლიტიკური მიმართულების წარმომადგენელი მიესალმება. ჩვენ ახლა შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, აღარ გვეშინია და შენებას დავიწყებთ. ეს არ არის ცარიელი სიტყვები, თუმცა ამ საკითხს სწორედ ყოფილი პრემიერ-მინისტრი რაულ ხაჯიმბა აპროტესტებს. ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე ვლადიმერ პუტინმა ის დამოუკიდებელ ბაღაფშს ზედამხედველად დაუნიშნა. როგორც თავად ხაჯიმბა ხუმრობს, პროფესიით ის იურისტია, მაგრამ მოწოდებით ”კაგებეშნიკი.” ”არმია სახელმწიფოში სახელმწიფოს ქმნის” - ამბობს იგი და ეს არის სუვერენიტეტი, როდესაც რუსეთის შეიარაღებული ძალები არ იცავენ აფხაზური თამაშის წესებს? ეს კავკასიაა, ადგილი სადაც სიტუაცია ბოლომდეა დახლართული.
ეს წინააღმდეგობები ძირითად არ ცვლის საზოგადოებრივ პოზიციას: რუსეთი - გარანტიაა, უკან საქართველოსთან დაბრუნება კი არ მოხდება. ტაბუდადებულია ასევე 250 000 ქართველი დევნილის დაბრუნების თემაც და არა აქვს მნიშვნელობა საერთაშორისო საზოგადოება ამაზე რას იფიქრებს.
პოლიტიკა დღეს აქ მთავარი თემა არ არის. თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონი აფხაზი დენის ცარგუში გახდა, თანაც სწორედ საქართველოზე გამარჯვების 16 წლის თავზე. თავისუფლების მოედანზე გაზეთების გამყიდველი თავის თანამემამულეს აქებს. ამ ტრიუმფს ერთადერთი ფაქტი აფუჭებს, აღიარებს სპორტსმენი. მან ამ ბრძოლაში რუსეთის და არა აფხაზეთის სახელით გაიმარჯვა.
აფხაზები ხანგრძლივი დროის კატეგორიებით აზროვნებენ. იმით, რომ ათასწლიანი შესვენების შემდეგ ისინი კვლავ საკუთარ სახელმწიფოში ცხოვრობენ, მათი რწმენა კიდევ უფრო მყარდება და სჯერათ, რომ ბოლოს და ბოლოს ისტორია მათი ბუნებრივი მოკავშირე გახდა და ის ახლა მათ მხარესაა. რაც შეეხება ისტორიას, ის და არქეოლოგია აფხაზეთში სამეფო მეცნიერებათა რანგშია აყვანილი. წარსულის საკითხებზე ოთხი ინსტიტუტი მუშაობს. ისტორიის ცოდნა პოლიტიკური კარიერის შექმნაშიც ეხმარებათ. სერგეი შამბა - ერთ-ერთია იმ ბევრ პოლიტიკოსს შორის, რომელსაც არქეოლოგიაში სამეცნიერო ხარისხი აქვს. როდესაც იგი თავისი სამუშაო მაგიდიდან ერთ სამეცნიერო შრომას იღებს, რომელიც არქეოლოგიური და ნუმიზმატური კვლევების საფუძველზე ანტიკურ და შუა საუკუნეებში აფხაზეთის პოლიტიკურ და კულტურულ სიტუაციას ეძღვნება, მას თვალები უბრწყინდება. ატმოსფერო უფრო მსუბუქი ხდება. ”დამიჯერეთ, ჩვენ მრავალშრიანი საგარეო პოლიტიკის მომხრენი ვართ” - ამბობს ის დამშვიდობებისას. გამოსვლისას მინისტრთა საბჭოს დაცვის თანამშრომელი წამით შემხედავს. ის ”ჩეგემსკაია პრავდა”-ს კითხულობს - ხაშიგის ოპოზიციურ გაზეთს. სოხუმში, მოსკოვისგან განსხვავებით სხვა ნიავი უბერავს.
ორიგინალი