Saturday, October 31, 2009

თურქეთს თეირანთან ფლირტი აქვს



სარედაქციო წერილი

ნატო-ს ერთადერთი მუსულმანური ქვეყანა ირანთან ვაჭრობის გაფართოვებით დასავლეთის იმ ძალისხმევას უთხრის ძირს, რომელიც ირანს ბირთვულ იარაღს არიდებს

მიუხედავად იმისა, რომ კონგრესმა შეიძლება ის კანონი მიიღოს, რომელიც უცხოურ კომპანიებს ირანისთვის ნავთობის მიყიდვის გამო დასჯის, ხოლო გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ბირთვული მოლაპარაკებების მიმდინარე რაუნდის ჩაშლის შემთხვევაში, ამ ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დასაწესებლად ემზადება, ირანელი ლიდერები ამ კვირას ამაღლებულ განწყობაზე იყვნენ, რადგან ისინი ახლო-აღმოსავლეთის საკვანძო სახელმწიფოსთან ვაჭრობის გასამმაგებას გეგმავენ.

მაშ რომელია ის ყალთაბანდი ქვეყანა, რომელიც დასავლეთის ძალისხმევას არ დაუშვას თეირანის მიერ ბირთვული იარაღის მიღება, ძირს უთხრის? სირია, ან იქნებ არაპროგნოზირებადი საუდის არაბეთი? სინამდვილეში ეს თურქეთია, ნატო-ს წევრი, პერსპექტივაში ევროპის კავშირისაც და შეერთებული შტატების სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი მუსულმანი მოკავშირე.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ოთხშაბათს გამოამზეურა გეგმა, რომლის თანახმადაც ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა დღეს არსებული დონიდან, რაც $7 მილიარდს უტოლდება, 2011 წლისთვის $20 მილიარდამდე გაიზრდება. როგორც იტყობინებიან, თურქეთი და ირანი ელექტროსადგურების, ბანკების და ბუნებრივი აირის მოპოვების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ, რაც ირანს იმ ეკონომიკურ ტკივილს შეუმსუბუქებს, რომელიც შეიძლება გაერთიანებული ერების მიერ დაწესებულ მკაცრ სანქციებს გამოეწვია. ამ შეთანხმებამ ცეცხლი შეუნთო შფოთს იმის თაობაზე, რომ თურქეთი, დემოკრატიული მუსულმანური ქვეყნის მოდელი, ევროპასა და არაბულ სამყაროს შორის სასიცოცხლო ხიდს, ზურგს აქცევს დასავლეთს და აღმოსავლურ ისლამისტურ რეჟიმებს იხუტებს გულში.

ზოგიერთი ამ შიშთაგან, ალბათ გაზვიადებულია. ამ ვითარებაში დიდი წვლილი თურქეთისა და ისრაელის ურთიერთობების გაუარესებამაც შეიტანა. ეს ურთიერთობები, ერთ დროს ნელ-თბილი, 2008 წლის ღაზაში შეჭრის შემდეგ ერთიანად გაცივდა, მაგრამ ეს მხოლოდ ახლო-აღმოსავლეთის პოლიტიკაა, მაშინ ერდოღანი ღაზასთან დაკავშირებულ აღშფოთებას ირეკლავდა და ისრაელზე თავდასხმით შინ თავის სტატუსს განამტკიცებდა. ცოტაა იმის შანსი, რომ თურქეთი ისრაელთან ურთიერთობების შეწყვეტით საფრთხეს შეუქნის თავის კავშირებს შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან.

მაგრამ თეირანტან ანკარას მზარდი ურთიერთობა შემაშფოთებელია. ამაში ბრალი ნაწილობრივ ისეთ ევროპელ ლიდერებს მიუძღვით, როგორიცაა საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, რომლის წინააღმდეგობაც ევროპის კავშირში თურქეთის გაწევრიანებისადმი, თურქეთში ანტი-დასავლური განწყობების გამწვავების მიზეზი გახდა. კიდევ ერთი ფაქტორი ქვეყნის ახლად აღმოჩენილი თვითდარწმუნებაა. მისმა ეკონომიკურმა და გეოპოლიტიკურმა მნიშვნელოვნებამ თურქეთი ისეთ პოზიციაში ჩააყენა, როდესაც მას შეუძლია დიდი ხნის ნანატრი სურვილი აისრულოს და მსოფლიო დიპლომატიურ არენაზე მნიშვნელოვან მოთამაშედ იქცეს. ირანთან ფლირტი ის გზაა, რომლის მეშვეობითაც თურქეთს გლობალური ძალაუფლების მფლობელთაგან მისი დამოუკიდებლობის დემონსტრირების საშუალება ეძლევა.

ეს თვითდარწმუნება, ალბათ ყველაზე სრულად 7 დეკემბერს გაცხადდება, მაშინ როდესაც ერდოღანი ვაშინგტონში პრეზიდენტ ობამასთან სტუმრად ჩავა. მისგან შემტევ პოზიციას ელიან, მაგრამ ობამამაც პატარა გაკვეთილი უნდა ჩაატაროს. ბირთვული ირანი თურქეთის ინტერესებში არ არის და ერდოღანის არაერთი განცხადება იმის შესახებ, რომ თეირანი მხოლოდ ენერგეტიკული პროგრამითაა დაინტერესებული ან სასაცილომდე მიამიტურია, ან სახიფათოდ ცინიკური.

ორიგინალი
Click Here to Read More..

გაერო-ს ექსპერტთა ჯგუფი რუსეთს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით ადანაშაულებს



დუგლას ბირჩი, ელეინ ენგელერი

მოსკოვი - რუსეთის ჩრდილო-კავკასიის რეგიონიდან დაწყებული მოსკოვის ქუჩებით დამთავრებული, ისინი ვისაც ხელისუფლებასთან უთანხმოება აქვს, შეიძლება სასიკვდილო ძალადობის ობიექტად იქცნენ, ამიტომ სულ უფრო ხშირად ხდება ისე, რომ ზოგიერთი უფრო უხმაუროდ არჩევს მუშაობას, ხოლო ზოგიერთი საერთოდ უარს ამბობს ყველა თავის ძალისხმევაზე


პარასკევს გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომისიის ახალი ანგარიში რუსეთს ფართო საკანონმდებლო რეფორმებისკენ მოუწოდებდა და აცხადებდა, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს ბრძოლა ზოგიერთი, ყველაზე საბაზისო უფლების უზრუნველსაყოფად, მათ შორისაა სამართლიანი სასამართლო, სიტყვისა და პრესის თავისუფლება.

ამავე დროს მკვლელობათა მთელმა ნაკადმა რუსეთის ერთ-ერთი წამყვანი უფლებადაცვითი ორგანიზაცია ”მემორიალი” და გაზეთი ”ნოვაია გაზეტა” აიძულა, რუსული რეგიონი, ჩეჩნეთი დაეტოვებინა. ”ახალგაზრდები ახლა კარგად დაფიქრდებიან, სანამ უფლებადაცვით ჯგუფებში ნებაყოფლობით დაიწყებენ თანამშრომლობას” - ამბობს ლევ პონომარიოვი, ადამიანის უფლებების დაცვის ჯგუფის ხელმძღვანელი.

”მიმდინარეობს უფლებადაცვითი მოძრაობის მარგინალიზაცია” - აცხადებს პონომარიოვი.

”აქტივისტების გადინება იმ დროს დაემთხვა, როდესაც პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დაბეჯითებით ლაპარაკობდა კანონის უზენაესობისა და დემოკრატიულ თავისუფლებათა დაცვაზე, მაგრამ მისი ოპონენტების განცხადებით, მან ძალიან ცოტა რამ გააკეთა თავისი რიტორიკის მხარდასაჭერად”.

პარასკევის გაერო-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთი ჯერ კიდევ ვერ იცავს ჟურნალისტებს, აქტივისტებს, პატიმრებს და სხვა ჯგუფებს მათი უფლებების შელახვისგან, მკვლელობებისა და წამებისგან.

ანგარიშის ავტორები, 18 დამოუკიდებელი ექსპერტი კრემლსა და პარლამენტს ფართომასშტაბიანი საკანონმდებლო ცვლილებების გატარებას სთხოვს, მათ შორის ტერორიზმისა და ექსტრემიზმის მოქმედი ფართო დეფინიციის დაკონკრეტებას, ჟურნალისტების წინააღმდეგ აღძრული დეფამაციის საქმეების დეკრიმინალიზაციას და სასამართლოს გადაწყვეტილებით ფსიქიატრიულ კლინიკებში იძულებით მოთავსებული ადამიანებისთვის აპელაციის შეტანის უფლების მინიჭებას.

დიმიტრი პესკოვმა, რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის სპიკერმა პარასკევს განაცხადა, რომ ანგარიში არ უნახავს და ამიტომ კომენტარს ვერ გააკეთებს.

ანგარიშის ყველაზე მკაცრი კრიტიკა მაინც ჩეჩნეთში და ჩრდილო-კავკასიის სხვა რეგიონებში მოქმედი სასამართლო სისტემის წინააღმდეგ იყო მიმართული.

ჯგუფმა ამ რეგიონში წამების, იძულებითი გაუჩინარების, უკანონო დაპატიმრებების, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე აღსრულებული მკვლელობების შესახებ ცნობები დაიმოწმა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ ქმედებებს, სავარაუდოდ სამხედრო და უსაფრთხოების სამსახურები ახორციელებენ, ხოლო ”დამნაშავეები, როგორც სჩანს, მათ მიერ ჩადენილ ქმედებების მიუხედავად ფართოდ სარგებლობენ დაუსჯელობით”.

მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშში არ არის მოყვანილი კონკრეტული შემთხვევები და სტატისტიკა, მასში ნახსენებია ბევრი ჟურნალისტის და უფლედამცველი აქტივისტის მკვლელობის ფაქტი, მათ შორისაა 2006 წელს ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაც. ანა პოლიტკოვსკაია, კრემლის მოწინააღმდეგე, ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებსა და კორუფციას ამხელდა.

წელს ივლისში, ნატალია ესტემიროვა, რომელიც ხანდახან პოლიტკოვსკაიას გამოცემაში ”ნოვაია გაზეტა”-ში იბეჭდებოდა, ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში თავისი საცხოვრებელ სახლთან ოთხმა კაცმა გაიტაცა. მოგვიანებით, მისი ტყვიით დაცხრილული ცხედარი მინდორში იპოვეს. ამ საქმესთან დაკავშირებით არავინ დაუპატიმრებიათ.

ესტემიროვას მკვლელობის შემდეგ ”ნოვაია გაზეტა” ფიქრობს, რომ არა აქვს უფლება ჩეჩნეთში მივლინებით, ვინმე ასეთი რისკის ქვეშ დააყენოს, ამას წინათ ჟურნალისტებს განუცხადა გაზეთის რედაქტორის მოადგილემ სერგეი სოკოლოვმა.

ამავე დროს ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა და PEN American ცენტრმა, ხუთშაბათს მედვედევს წერილით მიმართა და მას ესტემიროვას მკვლელობაში დამნაშავე პირების გასამართლება მოსთხოვა.

წერილში ნათქვამია, რომ ესტემიროვამ ”თავი მოუყარა ბევრ დასაგმობ შემთხვევას, რომლებიც ჩეჩენ ხელისუფალთა, კონკრეტულად კი ადგილობრივი პრეზიდენტის რამზან კადიროვის შეიარაღებული რაზმების მიერ ჩადენილ დანაშაულებებს უკავშირდება”. ანგარიშში ნათქვამია, რომ ესტემიროვა 2000 წლის შემდეგ რუსეთსი მე-18 ჟურნალისტია, რომელიც ”უშუალოდ მათ მიერ გაწეული საქმიანობის საპასუხოდ” მოკლეს. აქვეა ნათქვამი, რომ ყველა ასეთ შემთხვევაში, ისინი ვინც მკვლელობის განკარგულება გასცა, გაექცა მართლმსაჯულებას.

ჩრდილო-კავკასიის გარეთ, დანარჩენ რუსეთში ჟურნალისტებისა და აქტივისტების მკვლელობათა ფაქტების რაოდენობა ნაკლებია, თუმცა მაინც მნიშვნელოვანი. ”ვეტერან უფლებადამცველ აქტივისტთა უმეტესობა ისევ მუშაობს” - ამბობს პონომარიოვი, მაგრამ ძალადობის შიშმა ბევრ ახალგაზრდა ვოლონტიორს აიძულა წასულიყო, არადა ოდესღაც ისინი ხელს უწყობდნენ მოძრაობის განვითარებას.

”ჩვენ ვერ ვზრდით მოხალისეთა რაოდენობას, რადგან მშობლებმა შეიძლება ამ ახალგაზრდა ადამიანებს უთხრან - ეს საშიშია, არ გააკეთო” - ამბობს პონომარიოვი.

მწერალი და ჟურნალისტი იულია ლატინინა ამბობს, რომ ბოლოდროინდელი მკვლელობები უფლებადაცვითი აქტივისტებისა და ჟურნალისტებისთვის ”მართლაც კატასტროფული იყო”, მაგრამ მისი თქმით, ძალადობრივ შემთხვევებში არ იყო სწორი კრიმინალური ბანდებისა და ძლევამოსილი რეგიონალური პოლიტიკოსების ნაცვლად, რომლებიც სახელმწიფოს კონტროლიდან გამოსულები არიან, რუსეთის ფედერალური მთავრობის თანამონაწილეობაზე ეჭვის მიტანა.

”მკვლელობათა ნაკადს თავისთავად არაფერი აკავშირებს სახელმწიფოსთან, მაგრამ საქმე იმ ადამიანებს ეხება, რომლებიც შეიძლება გაექცნენ მკვლელობისთვის პასუხისმგებლობას”.
ლატინინას მაგალითად ჟურნალისტისა და აქტივისტის მაქშარიფ აუშევის სულ ბოლოდროინდელი მკვლელობა მოჰყავს, რომელსაც ინგუშეთის, ძალადობით დაღდასმული რუსული რეგიონის დღევანდელ პრეზიდენტთან ახლო კავშირები ჰქონდა. კავკასიის მთავარ სატრანსპორტო მაგისტრალზე მანქანით მიმავალი აუშევი მეორე მანქანიდანჩაცხრილეს.

ლატინინას თქმით ის სატელევიზიო გამოსვლიდან რამდენიმე საათში მოკლეს. რუსეთის ტელევიზიით ამ გამოსვლისას ის ინგუშეთის წარსულ ადმინისრაციას კორუფციაში სდებდა ბრალს და ლატინინას ეჭვით, სწორედ ეს შენიშვნები შეიძლება გამხდარიყო მისი მკვლელობის გამომწვევი მიზეზი.

გაერო-ს ანგარიშს მხოლოდ ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმებზე არ შეუჩერებია ყურადღება. ჯგუფი რუსეთს, საქართველოსთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სამხრეთ-ოსეთში მშვიდობიან მოქალაქეებზე შეიარაღებულ ადამიანთა ჯგუფების თავდასხმების გამოც აკისრებს პასუხისმგებლობას. ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთს შეეძლო ამ თავდასხმების შეჩერება და მოსკოვს მოსთხოვა გამოძიება.

ანგარიში მთავრობას მოუწოდებს, სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულების და რასობრივად მოტივირებული თავდასხმების გამოც მიიღოს კონკრეტული ზომები.

ექსპერტთა ჯგუფი აცხადებს, რომ შეშფოთებულია ლესბოსელებზე, ჰომოსექსუალებსა და ბისექსუალებზე განხორციელებული თავდასხმების გამო, არსებობს ინფორმაცია, რომ მათ დევნაში პოლიციაც მონაწილეობს. ანგარიში შეშფოთებას გამოსთქვამს რუსეთში ”სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე სხვადასხვა პირთა სისტემატური დისკრიმინაციის გამო”.

1990-იანი წლებიდან რუსეთში ჰომოსექსუალიზმი დეკრიმინალიზებულია, მაგრამ ბევრი რუსი მთელი ძალით უპირისპირდება ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველ დემონსტრაციებს. მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი ჰომოსექსუალთა უფლებების დაცვის ცნობილი მტერია და ყოველთვის ბლოკავს დედაქალაქში გეი-მარშების ჩატარების მცდელობას.

გაერო-ს საექსპერტო ჯგუფმა ხუთ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში შეაფასა ის, თუ რამდენად შეესაბამება ქვეყანაში არსებული ვითარება სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო შეთანხმებას. ჯგუფმა ინფორმაცია გაერო-ს სხვადასხვა სააგენტოებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მიიღო.

ორიგინალი
Click Here to Read More..

სამხრეთ-ოსეთმა 21 ქართველი გაათავისუფლა



საქართველომ განაცხადა, რომ პრო-რუსულმა სეპარატისტულმა რეგიონმა სამხრეთ-ოსეთმა ამ კვირის დასაწყისში სადაო სასაზღვრო ზონაში დაპატიმრებული 21 ქართველი გაათავისუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ რუსი მესაზღვრეების მიერ დაპატიმრებული 16 ადამიანი პარასკევს გაათავისუფლეს, ხოლო სამხრეთ-ოსეთის მილიციის მიერ დაპატიმრებული 5 მამაკაცი ხუთშაბათს ღამით გამოუშვეს ციხიდან.

21 ქართველი ორშაბათს იყვნენ აყვანილები. ქართული მხარე აცხადებს, რომ ისინი შეშის შეგროვებისას გაიტაცეს.

სამხრეთ-ოსეთი კი ამბობს, რომ ისინი მას შემდეგ დააკავეს, რაც უკანონოდ გადალახეს საზღვარი და შეშასაც უკანონოდ ჭრიდნენ.

რუსეთსა და საქართველოს შორის გასული წლის ხანმოკლე ომი იმით დასრულდა, რომ რუსეთმა სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. სამხრეთ-ოსეთმა საზღვრებთან იმ ტერიტორიებზე დააწესა კონტროლი, რომელსაც ომამდე საქართველო აკონტროლებდა.

ორიგინალი
Click Here to Read More..

Friday, October 30, 2009

რუსეთი ინტერნეტ შეტევაზე გადადის


ანა დუნინი

მართალია, რუსი ჰაკერების მასშტაბური შეტევები ცენტრალური და აღმოსავლეთ- ევროპის სახელმწიფო ორგანიზაციებზე (რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია) ძალიან იშვიათია, თუმცა მათი ბოლოდროინდელი გააქტიურება იმაზე მეტყველებს, რომ უახლოეს მომავალში უსაფრთხოების თვალსაზრისით მათ სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლიათ


სექტემბრის კიბერ-თავდასხმა პოლონეთზე, რომელსაც რუსეთთან კონფლიქტი აქვს, ამ ქვეყნის წინააღმდეგ მორიგი გამოხტომა იყო. ამას წინ უძღოდა 2007 წელს ქსელში ესტონეთის და 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები. აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ რუსეთის დავა მეზობლებთან მომავალშიც გადაიზრდება კიბერ-ინციდენტებში, როგორც ეს ბოლო წლებში იყო, განსაკუთრებით იმ ფაქტს თუ გავითვალისწინებთ, რომ ინტერნეტ-მომსახურებაზე სულ უფრო მზარდი დამოკიდებულება სამოქალაქო ქსელური ინფრასტრუქტურის მოწყვლადობას აძლიერებს.

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ქმედებები არ არის სრულმასშტაბიანი ომი, აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ისინი ერთგვარი გაფრთხილება და სხვა სახელმწიფოების კიბერნეტიკული უსაფრთხოების სისტემის შემოწმების მცდელობა იყო. აბსოლუტურად შესაძლებელია ისიც, რომ ნაციონალურ მთავრობებს, ასევე საერთაშორისო ალიანსებს, მაგალითად ისეთებს როგორიცაა ნატო, მალე მასშტაბური კიბერ-თავდასხმებისგან დასაცავად თავიანთი მეთოდების სრულყოფა მოუხდეთ, ისე როგორც ეს ამერიკის ადმინისტრაციამ გააკეთა. მან უკვე ჩაატარა საკუთარი კიბერნეტიკული უსაფრთხოების დამცავი სისტემის ანალიზი, ამჟამად კი იმაზე ფიქრობს, რომ კიბერ-თავდასხმებთან დაკავშირებული მდგომარეობა ომის კანონებში და საკუთარი ალიანსების ფარგლებში დადებულ შეთანხმებებში მოაქციოს.

პოლონეთი

2009 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში, პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტომ (ABW) საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ ერთი თვით ადრე ქვეყნის წინააღმდეგ ჰაკერების მასშტაბურ თავდასხმას ჰქონდა ადგილი, რაც რუსეთიდან იყო ინიცირებული. თავდასხმის ობიექტი პოლონეთის მთელი რიგი სამთავრობო ვებ-გვერდები იყო. შეტევა რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის პოლონეთში ვიზიტის დასრულებისთანავე განხორციელდა, სადაც ის მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობდა. ეს პოლონეთის პარლამენტში 1939 წლის რუსულ აგრესიასა და კატინში მასობრივ დახვრეტებზე გამართული მწვავე დებატების ფონზე მოხდა.

ამ შეტევამდე ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე, როდესაც პოლონეთმა და ჩეხეთმა შეერთებულ შტატებთან ანტი-სარაკეტო თავდაცვაზე შეთანხმებას მოაწერა ხელი, კრემლი ამ ორ ქვეყანას ანტი-სარაკეტო ფარის ელემენტების განთავსებისთვის ”ასიმეტრიული პასუხით” დაემუქრა. მართალია ამ თავდასხმის დეტალები გასაიდუმლოებულია, თუმცა ABW-ს პოლკოვნიკმა პაველ ბიალეკმა მოჰყვა, რომ მისი უწყების კიბერ-პატრულმა, რომელიც პასუხისმგებელია დაიცვას ორმოცდაათზე მეტი სახელმწიფო და ადგილობრივი სახელისუფლო ორგანოების კიბერ-სივრცე, წარმატებით გაუმკლავდა ჰაკერების შეტევებს და მოსახლეობას ამ მხრივ პრობლემები არ უგრძვნია.

ეს შეტევა ისეთი სერიოზული არ ყოფილა, როგორც ეს ორი წლით ადრე ესტონეთის წინააღმდეგ განხორციელებული კიბერ-თავდასხმა იყო, მაგრამ აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ეს პოლონური კიბერ-უსაფრთხოების სისტემის ეფექტურობის შემოწმება გახლდათ. მართალია სხვადასხვა ინტერნეტ-სერვერებსა და ვებ-გვერდებზე, მათ შორის ისეთებზეც, რომლებიც სახელმწიფო უწყებებს ეკუთვნით, უმნიშვნელო თავდასხმები საკმაოდ ხშირია, მაგრამ მასშტაბებით და სიძლიერით ისინი პოლონეთის წინააღმდეგ სექტემბერში განხორციელებულ შეტევაზე გაცილებით მცირეა.

საქართველო

2008 წლის აგვისტოში სამხრეთ-ოსეთში ომის დროს რუსმა ჰაკერებმა ქართული ვებ-გვერდების წინააღმდეგ თავდასხმების მთელი სერია მოაწყვეს. ამით მათ სერიოზული ზიანი მიაყენეს საქართველოს კავშირგაბმულობის სისტემას და სერიოზულად დაეხმარნენ სამხედროებს. კვირაზე მეტ ხანს დაბლოკილი იყო ოცზე მეტი ვებ-გვერდი, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის, თავდაცვის სამინისტროს, ბანკების, ასევე საინფორმაციო ვებ-გვერდები. ამერიკულმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ US Cyber Consequences Unit საქართველოში ჩაატარა გამოძიება და კრემლსა და განხორციელებულ შეტევას შორის პირდაპირი კავშირი ვერ აღმოაჩინა, თუმცა ის რომ საომარი ოპერაცია ქსელში განხორციელებულ ოპერაციას დროში დაემთხვა, ამ ქმედებების შესაძლო კოორდინაციას მოწმობს. რუსული და თურქული სერვერებიდან მოხდა ”ბოტნეტ” შეტევის ორგანიზება, რომლის დროსაც ათასობით მავნე პროგრამით დავირუსებული კომპიუტერი ერთდროულად გზავნიდა მოთხონას თავდასხმისთვის შერჩეულ ქართულ ვებ-გვერდებზე, რასაც საბოლოო ჯამში მათი ბლოკირება მოჰყვა.

ესტონეთი

2007 წლის აპრილსა და მაისში ესტონეთის წინააღმდეგ განხორციელებული თავისი მასშტაბებით უპრეცედენტო კიბერთავდასხმების სერია, რომელიც სამ კვირას გაგრძელდა სახელმწიფოზე მსგავსი ტიპის პირველი თავდასხმა იყო. ესტონეთი კიბერნეტიკული თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე საზოგადოებაა ევროპაში, სადაც ქსელის საშუალებით უამრავი ოპერაციის განხორციელება შეიძლება, დაწყებული ელექტრონული ხმის მიცემის სისტემით - გამოცდების შედეგების მიღებით დასრულებული. იმის გამო, რომ ეს ქვეყანა ამდენად სერიოზულად არის დამოკიდებული კომპიუტერსა და ინტერნეტზე, ის ჰაკერული თავდასხმებისთვის სხვა ევროპულ სახელმწიფოებთან შედარებით ყველაზე მოწყვლადი აღმოჩნდა.

2007 წლის აპრილის ბოლოს, რუსეთის და ესტონეთის ურთიერთობები საგრძნობლად დაიძაბა. ესტონეთის დედაქალაქის ტალინის ცენტრიდან საბჭოთა ჯარისკაცების ქანდაკების გადატანასთან დაკავშირებულ დავას მასშტაბური კიბერშეტევა მოჰყვა, რამაც ესტონეთის სახელმწიფო უწყებების, პოლიტიკური პარტიების, ბანკების, გაზეთებისა და კომპანიების ვებ-გვერდების გათიშვა, ასევე სამაშველო სამსახურის ნომრის ბლოკირება გამოიწვია. ქვეყნის ინტერნეტ-საბანკო სისტემის პარალიზებამ ესტონეთის სახელმწიფო 750 მილიონი ევროთი დააზარალა, რაც ქვეყნის მშპ-ს 3%-ია. ამ შეტევის მაპროვოცირებელი აშკარა საბაბი 27 აპრილს სამხედრო ქანდაკების გადატანა გახდა, რამაც რუსულენოვანი უმცირესობის მასობრივი პროტესტი გამოიწვია და რაც დაპატიმრებებითა და პოლიციასთან სასტიკი შეტაკებებით დასრულდა.

ამ ოპერაციას, რომლის დროსაც თავდასხმისთვის შერჩეულ ვებ-გვერდებზე ყალბი მოთხოვნების ნაკადი შეიქმნა, სერვერების გადატვირთვა მოჰყვა, რის შედეგადაც ეს ვებ-გვერდები დაიბლოკა და ფაქტობრივად მწყობრიდან გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნები მთელი მსოფლიოდან იგზავნებოდა, ესტონეთის უსაფრთხოების სამსახურებმა შეტევის საწყის ეტაპზე ინტერნეტში რამდენიმე მისამართის დაფიქსირება შესძლეს. აღმოჩნდა, რომ ბევრი თავდასხმა რუსული ვებ-გვერდებიდან ხდებოდა, თანაც ამ ვებ-გვერდების ნაწილი რუსეთის ფედერალურ უწყებებს ეკუთვნოდა.

ნატო-ს ექსპერტებმა ვარაუდი გამოსთქვეს, რომ ამ მასშტაბის თავდასხმას ჰაკერების მცირერიცხოვანი ჯგუფი ვერ განახორციელებდა და მათი მართვა და კოორდინაცია უფრო მაღალი დონიდან ხდებოდა. თავდასხმები 27 აპრილს, საბჭოთა ძეგლის გადატანის დღეს დაიწყო, პიკს კი 9 მაისს მიაღწია, როდესაც რუსეთი ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღეს აღნიშნავდა. ამ დღეს პუტინი სიტყვით გამოვიდა და ესტონეთი გააკრიტიკა.

ამ შეტევამ ნატო-ს რიგებში შეშფოთება გამოიწვია. ასეთ თავდასხმას ალიანსის ერთ-ერთ წევრზე შეიძლება ბლოკის ყველა ქვეყნისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვეს. მართალია ესტონეთმა ეს საკითხი ევროკავშირშიც და ნატო-შიც დააყენა, მაგრამ კიბერ-ომი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი წევრის წინააღმდეგ, ვერ გახდება ორგანიზაციის მეხუთე მუხლის ამოქმედების საფუძველი, რადგან საერთაშორისო შეთანხმებებში ასეთი ქმედებები განსაზღვრული არ არის და იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო აპარატის მუშაობას ისეთივე ზიანი მიადგა, როგორიც საომარი ქმედებების დროს.

ამ კიბერ-თავდასხმებთან რუსეთის ხელისუფლების კავშირის დამტკიცება ძალიან რთულია, მაგრამ ის მტკიცებულებები, რომლებიც ნატო-ს და ევროკავშირის გამოძიების პროცესში აღმოჩნდა, ასევე ესტონეთის უსაფრთხოების ძალთა წარმომადგენლების ვარაუდები, ამ საქმეში რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობაზე, ყველაზე ცოტა ამგვარი ქმედებების კოორდინაციაზე მიანიშნებს. კიბერ-უსაფრთხოების ზოგიერთი სპეციალისტი აცხადებს, რომ ესტონეთზე თავდასხმის დროს გამოყენებული მეთოდების და ხერხების ნაწილი, ჩვეულებრივი ჰაკერების შესაძლებლობებს აშკარად აღემატებოდა.

საბოლოოდ ესტონეთმა ვერ შესძლო იმის დადასტურება, რომ ამ თავდასხმების უკან რუსეთის სახელმწიფო იდგა, მაგრამ რუსეთის უარი თანამშრომლობასა და იმ რუსული ვებ-გვერდების საქმიანობის გამოძიების საქმეში, რომლებსაც ჰაკერების შეტევებთან კავშირი ჰქონდა, იმაზე მიუთითებს რომ რუსული მხარე ამ ქმედებებთან გარკვეულწილად მაინც დაკავშირებულია.

რუსეთის ახალგაზრდობა ჰაკერული უნარებითა და ცოდნით სახელგანთქმულია, რაც შეიძლება ქვეყანაში მასობრივი უმუშევრობისა და ინტერნეტის განვითარების შედეგი იყოს. რუსეთში ჰაკერული აქტივობის ბოლოდროინდელი გააქტიურება დიდწილად კიბერნეტიკული ვანდალიზმის უმნიშვნელო შემთხვევებს იწვევს, მაგრამ გაცილებით მასშტაბური ოპერაციებიც შეიმჩნევა. 1999 წელს რუსეთის ჰაკერების თავდასხმების სერიის შედეგად, პენტაგონის და ნატო-ს ვებ-გვერდების მუშაობა შეფერხდა, რომ აღარაფერი ვთქვათ, საკრედიტო ბარათების ”რეგულარულ” ძარცვაზე, ე.წ. ”ფიშინგ”-ზე (phishing activity) და რუსეთის პრო-ჩეჩნური, უფლებადამცველი და ოპოზიციური ვებ-გვერდების მუშაობის მოშლაზე. ზოგიერთი რუსული უწყება, უშიშროების ფედერალური სამსახურის ჩათვლით, ხშირად სარგებლობს იმ ჰაკერების მომსახურებით, რომლებიც მსოფლიოში ამ საქმის საუკეთესო სპეციალისტებად ითვლებიან. უშიშროების ფედერალური სამსახური ხშირად ამგვარ ხერხს იყენებს: ის ჰაკერს თანამშრომლობას სთავაზობს და სანაცვლოდ ჩადენილი კიბერ-დანაშულის გამო სამართლებრივი დევნისგან გათავისუფლებას ჰპირდება.

სახელმწიფო სპეც-სამსახურებისთვის ჰაკერების საქმე ძალიან კომფორტული და სასარგებლოა, რადგან მათ სერიოზული შეფერხებების შექმნა და დეზორგანიზაციის გამოწვევა შეუძლით, ხოლო მათი ბრალის დამტკიცება ძალიან რთულია. რუსი კიბერ-ექსპერტები დასავლურ პრესას ხშირად ადანაშაულებენ იმაში, რომ ის ამ პრობლემის გაშუქებისას სიტუაციას ძალიან აბუქებს, მაგრამ საუბარი იმ საფრთხეებზე, რომლებსაც ჰაკერები სხვა სახელმწიფოებს უქმნიან, უსაფუძვლო არ არის.

ორიგინალი
Click Here to Read More..

Thursday, October 29, 2009

ლიბერალები მედვედევის იმედს კარგავენ, რადგან პუტინის დაბრუნების მოლოდინი გაჩნდა



ტონი ჰალპინი

თვრამეტი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ის პრეზიდენტი გახდა. რუსები კი დღემდე ეძიებენ ერთი რამის დასტურს - დიმიტრი მედვედევს ცოტა უფრო მეტი რამ ევალება, ვიდრე მხოლოდ პუტინისთვის ადგილის თბილად შენახვაა იმ დროისთვის, როდესაც 2012 წელს ის კრემლში დაბრუნდება

იმედგაცრუებულმა ლიბერალებმა მედვედევში მოდერნიზატორი დაინახეს, ისეთი, რომელიც რუსეთს პუტინის ძალაუფლების ავტოკრატული ვერტიკალიდან დაიხსნიდა. ახლა ისინი იმედით ელიან მედვედევის მეორე ყოველწლიურ გამოსვლას, რომელიც მომავალ თვეში უნდა გაიმართოს. ეს ოპტიმიზმი იმ ფაქტმა წააქეზა, რომ მედვედევმა ერთი ვარაუდი გამოსთქვა - ამ გამოსვლაში ის თავის ვრცელ წერილში ”წინ, რუსეთო” გამოთქმულ იდეებს განავითარებს.

მედვედევი ნებისმიერი საზომით, როდესაც იმ პრობლემებზე ლაპარაკობდა, რომლის წინაშეც მისი ქვეყანა აღმოჩნდა, უჩვეულოდ პირდაპირი იყო. მან დაგმო ის, რომ რუსეთი ”დამამცირებლადაა დამოკიდებული” ნედლეულზე და მისი ქვეყნის ეკონომიკა ”უკიდურესად დაბალკონკურენტიანია”. ალკოჰოლიზმი და ცუდი ჯანდაცვის სისტემა მილიონობით მოქალაქეს კლავს, ”საუკუნეების მანძილზე ფეხმოკიდებულმა კორუფციამ” და დასუსტებულმა სამოქალაქო საზოგადოებამ ადამიანები პასიური და პირქუში გახადა.

რუსებს უამრავი აღსაფრთოვანებელი თვისება აქვთ, მაგრამ ”ქრთამი, ქურდობა, ინტელექტუალური და სულიერი სიზარმაცე, ლოთობა...ის მანკიერებებია, რომლებიც შეურაცხყოფენ ჩვენს ტრადიციებს” - განაცხადა მედვედევმა და განახლებული ძალისხმევა მოითხოვა, რათა ეს მანკიერებები საჯარო სივრციდან აღმოიფხვრას.

რუსების უმრავლესობა ადვილად დაეთანხმებოდა საკუთარი ქვეყნის ასეთ შეფასებას. ლიბერალები კი იმან წაახალისა, რომ მედვედევმა რუსეთს სნეულებების სამკურნალოდ ”ექსტრემალურად ღია” და კონკურენტუნარიანი პოლიტიკური კულტურის განვითარება გამოუწერა, ისეთი რომელსაც ”ქვეყნის კორუფციისგან გაწმენდით” მოტივირებული სასამართლო გაუმაგრებს ზურგს, რამაც სამეწარმეო ტალანტების გაფურჩქვნის შესაძლებლობა უნდა გააჩინოს.

პრეზიდენტს მიმდინარე კვირას ამ პრინციპებისადმი თავისი ერთგულების დემონსტრირების საშუალება მიეცა, მაგრამ როგორც ეს ხშირად ხდება, მან ეს გამოცდაც ჩააფლავა. რუსეთის პარლამენტის, დუმას ოპოზიციურმა პარტიებმა, თავხედურად გაყალბებული რეგიონალური არჩევნების გამო, რომელშიც პუტინის მმართველმა პარტიამ ”ერთიანი რუსეთი” ხმების 80% მოიპოვა, სხდომათა დარბაზი დატოვეს და შემდეგ პრეზიდენტთან შეხვედრა მოითხოვეს.

მედვედევს უკვე მიცემული ჰქონდა მაღალი შეფასება ”ერთიანი რუსეთი”-ს გამარჯვებისთვის, რამაც მისი თქმით პარტიას მართვის ”მორალური და კანონიერი” ძალაუფლება მიანიჭა. ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის დროს, რაც ტელევიზიითაც გადაიცა, მან განაცხადა, რომ ”ღიაა დიალოგისთვის”, მაგრამ როდესაც კამერები გამოირთო, მედვედევმა ცხადი გახადა - შედეგები არ შეიცვლება.

თავის მიმართვაში ”წინ, რუსეთო” მედვედევი წერდა - ”ჩვენ მართლაც უნიკალურ დროში ვცხოვრობთ. ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა ავაშენოთ ახალი, თავისუფალი, წარმატებული და ძლიერი რუსეთი. მე, როგორც პრეზიდენტი ვალდებული ვარ, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ სრულიად დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ჩვენ ამ შესაძლებლობას მთლიანად გამოვიყენებთ”.

ნეტა შეეძლოს. მის ბევრ პოტენციურ მხარდამჭერს სწორედ მედვედევის რიტორიკასა და ქმედებებს შორის გაწოლილი უზარმაზარი უფსკრული უცრუებს იმედს. დანაპირების შესრულების უუნარობა, ამბობენ ისინი, იმის დასტურია, რომ ძალაუფლება მთლიანად რჩება პრემიერ-მინისტრის, პუტინის ხელში, ხოლო მედვედევი, მათ ე.წ. სახელისუფლებო ”ტანდემში”, მუდმივად შეასრულებს უმცროსი პარტნიორის ფუნქციას.

მას შეუძლია თავის ყოველწლიურ გამოსვლაში რაიმე ისეთზე ილაპარაკოს, რაც მსმენელებს ერთ რამეში დაარწმუნებს - ის ცოტა უფრო მეტია, ვიდრე უბრალო სათამაშო პუტინის ხელში, როგორც პრეზიდენტს დანაპირების რეალიზება ძალუძს და არა მხოლოდ წინასწარ დაწერილი სცენარის გახმოვანება? თუ მას არ უნდა, რომ უძლურ პრეზიდენტებს შორის ყველაზე უძლური აღმოჩნდეს, მან თავისი საპრეზიდენტო ვადის ბოლო ორ წელიწადს, 2010-წლამდე დამოუკიდებელი პოლიტიკური იდენტობის დემონსტრირება უნდა მოახერხოს.

მაგრამ მიუხედავად პრეზიდენტ ობამას ძალისხმევისა, მედვედევი შეერთებული შტატებისთვის უფრო სასურველ პარტნიორად წარმოედგინა, გარემოებები მტკიცედ უპირისპირდება ზემოთ თქმულს. რუსების უმეტესობა, პუტინის დაბრუნებას პასიურად ელოდებიან, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ 2012 წელს მედვედევს ეტყვიან - წადი.

ორიგინალი
Click Here to Read More..

თურქეთს და დასავლეთს შორის დაძაულობა მატულობს


დენ ბილეფსკი

სტამბული - თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა სულ უფრო ბუნდოვანი ხდება, მაშინ როდესაც ეს ქვეყანა აქამდე არნახული ენერგიით აფართოვებს საკუთარ კონტაქტებს უმეტესად მუსულმანურ ქვეყნებთან. ამ ფონზე შეერთებულ შტატებსა და ევროპაში შეშფოთებას იწვევს უკვე დიდი ხნის განმავლობაში არსებული კითხვა - ხომ არ იხრება ეს მასშტაბური საერო მუსულმანური სახელმწიფო უფრო აღმოსავლეთისკენ, ვიდრე დასავლეთისკენ?


როდესაც პრეზიდენტი ობამა ამ წლის აპრილში თურქეთს სტუმრობდა - ამ სიმბოლურმა ჟესტმა თურქეთის გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას ხაზი გაუსვა - მან განსაკუთრებით აღნიშნა ამ ქვეყნის, როგორც ხიდის როლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, აღიარა მისი შუამავლის როლი არაბულ-ისრაელურ კონფლიქტში, ასევე მთელი თავისი პოლიტიკური წონით აშკარად მხარი დაუჭირა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას.

ახლა, ექვსი თვის შემდეგ, ზოგიერთი ექსპერტი ვაშინგტონსა და ბრიუსელში თურქეთის, როგორც პარტნიორის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს, ბევრი თურქი კი საკუთარ თავს ეკითხება, ხომ არ ღირს მათ თავად სთქვან უარი ევროკავშირზე, ვიდრე ამას პირველი ბლოკი გააკეთებს.

შიში იმის თაობაზე, რომ თურქეთმა ხიდების მშენებლის როლზე უარის თქმა გადაწყვიტა ამ თვეში გაძლიერდა, როდესაც ამ ქვეყანამ ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების მანევრებში მონაწილეობაზე უარი სთქვა. ამან კიდევ უფრო დაძაბა ურთიერთობა, რომელიც მანამდე უკვე საკმარისად შელახული იყო, როდესაც შვეიცარიის დავოსში მსოფლიოს ლიდერების წინაშე გამოსვლისას თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოგანმა ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი ღაზას სექტორში სამხედრო ქმედებების გამო გააკრიტიკა.

მაღალჩინოსანი თურქი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ ბატონმა ერდოგანმა, რომელიც ისრაელსა და სირიას შორის შუამავლის როლს ასრულებდა ღაზას სექტორში კონფლიქტის დაწყებამდე სულ რაღაც რამდენიმე კვირით ადრე, ჩათვალა რომ მას უღალატეს, როდესაც ისრაელმა აგრესია წამოიწყო და რაც მისი აზრით უდანაშაულო მუსულმანების უაზრო მკვლელობით დასრულდა.

იმავდროულად, ზოგიერთ დასავლელ დიპლომატს მიაჩნია, რომ თურქეთმა მათი აზრით ირანთან დაკავშირებული ქმედებებით შეშფოთების საფუძველი შექმნა.

როდესაც ამ წლის ივნისში ირანის სადაო საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები გამოქვეყნდა, თურქეთი იმ ქვეყნების რიგში აღმოჩნდა, ვინც პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადს ხელახალი არჩევა მიულოცა. სამშაბათს, თეირანში ვიზიტის დროს, ბატონმა ერდოგანმა განაცხადა, რომ დასავლეთი ორმაგი სტანდარტების პრაქტიკას მიმართავს, როდესაც ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ამ ქვეყანაზე ზეწოლას ახდენს. ”ისინი ვინც ბირთვული განიარაღებისკენ მოწოდებებს აკეთებენ, პირველ რიგში ეს პროცესი საკუთარ ქვეყნებში უნდა დაიწყონ” - ხაზგასმით აღნიშნა მან.

საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ხმამაღლა აპროტესტებს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებას და ამტკიცებს რომ ეს ქვეყანა გეოგრაფიულად ევროპას არ განეკუთვნება. ამ საკითხზე ასევე ეჭვი გამოსთქვა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმაც. ბევრმა თურქმა მიიჩნია, რომ ევროკავშირში მათი ქვეყნის მიღება მუსულმანების დიდი რაოდენობის გამო არ სურთ.

გასულ კვირას სტამბულის შეხვედრაზე, სადაც თურქეთის მეზობლებთან ურთიერთობის საკითხი განიხილებოდა, წარმომადგენლობითი პალატის წევრმა და კონგრესში ევროპის საკითხების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე რობერტ უექსლერმა განაცხადა, რომ - ”თქვენ კითხულობთ რატომ დაინტერესდა თურქეთი სხვა მიმართულებებით? ევროპა, დააკვირდი საკუთარ ქმედებებს და საკუთარ მოსაზრებებს”.

სხვა ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ თურქეთს ამ მიმართულებით კულტურული და ეკონომიკური ფაქტორები უბიძგებს.

Sabanci-ს უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორმა ერსინ კალაიჩიოგლუმ აღნიშნა, რომ გლობალურ ფინანსურ კრიზისს ევროპული ეკონომიკის შემცირება მოჰყვა, რამაც თურქეთს - მსხვილ ექსპორტიორს - ახალი ბაზრების მოძიების დაწყება აიძულა. ამ პოლიტოლოგსაც და მის სხვა კოლეგებსაც მიაჩნიათ, რომ მმართველი ”სამართლიანობისა და განვითარების” პარტიის, როგორც მუსულმანური ფესვების მქონე სოციალურად კონსერვატიული პარტიის ლიდერები თავს გაცილებით კომფორტულად ელ-რიადში, დამასკოსა და ბაღდადში გრძნობენ, ვიდრე პარიზში, ლონდონსა და რომში.

ვეროკავშირთან მოლაპარაკებების ნაწილობრივ ჩავარდნასაც კი შორს მიმავალი შედეგები მოჰყვება. თურქეთი - შეერთებული შტატებისა და ევროპისთვის შეუცვლელი პარტნიორია. როგორც ქვეყანა, რომელიც ირანს, ერაყს და სირიას ესაზღვრება, თურქეთი დემოკრატიის, კაპიტალიზმისა და ისლამის ერთობლიობის უზარმაზარი სიმბოლოა. ახლო-აღმოსავლეთსა და საბჭოთა კავშირს შორის მდებარე ამ სატრანზიტო ქვეყანას, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მას ასევე ძლიერი გავლენა აქვს ავღანეთზე და გარდა ამისა ის კავკასიაში რეგიონალური ლიდერია.

მიუხედავად ამისა, ამ ქვეყნის ევროკავშირთან მოლაპარაკებები ძალიან გაურკვეველ მდგომარეობაშია. კვიპროსთან ძველი კონფლიქტის გამო მთელი რიგი საკითხების განხილვა დაბლოკილია. პირველად მრავალი წლის განმავლობაში საქმიანი წრეების წამყვანმა წარმომადგენლებმა, რომლებიც ყოველთვის ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერები იყვნენ, ახლა ეჭქვეშ აყენებენ მოლაპარაკებათა გაგრძელების მიზანშეწონილობას, რომლის დასრულებაც, როგორც სჩანს ჯერ-ჯერობით არ განიხილება.

”ჩვენ თურქები - ამაყი ხალხი ვართ და არ გვინდა იმ სახლში შესვლა, სადაც ჯერ დაგვპატიჟეს, მაგრამ შემდეგ ყოველ ჯერზე მასპინძელი ცხვირწინ კარს გვიკეტავს” - ამბობს ერთ-ერთი უმსხვილესი თურქული დეველოპერული კომპანიის ხელმძღვანელთა წარმომადგენელი ჰასან არატი.

ქვეყნის შელახული თავმოყვარეობის მიუხედავად, თურქეთის ოფიციალური წარმომადგენლები და ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ თურქეთი დასავლეთის მიტოვებას არ აპირებს. თურქეთის მინისტრი ევროპის საკითხებში ეჯემენ ბაჯისი არ ეთანხხმება იმ მოსაზრებას, რომ თურქეთის პოლიტიკა აღმოსავლეთისკენ იცვლის ორიენტაციას. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მისი ქვეყნის მხრიდან მეზობლებთან კონტაქტების გააქტიურება, სირიასთან საზღვრის გახსნა, სომხეთთან დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზებაზე ისტორიული შეთანხმების ხელმოწერა, ასევე ირანთან ურთიერთქმედებათა გაფართოვება - ეს ყველაფერი თურქეთს მისი დასავლელი მოკავშირეებისთვის უფრო ეფექტურ შუამავლად აქცევს.

”ნებისმიერი ხიდი, თუკი მას ერთი საყრდენი მყარი აქვს, მეორე კი სუსტი, დიდხანს ვერ იარსებებს” - აღნიშნა ბატონმა ბაჯისმა.

ბატონი ერდოგანის მთავარი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში იბრაჰიმ კალინი ამბობს, რომ თურქეთის ახალი უფრო გახსნილი საგარეო პოლიტიკის დასავლელი კრიტიკოსები ორმაგ სტანდარტებს იყენებენ. ”როდესაც შეერთებული შტატები რუსეთს წინადადებებს სთავაზობს, ამას ყველა ადიდებს და დიპლომატიის ახალი ეპოქის დასაწყისს უწოდებს, მაგრამ როდესაც თურქეთი ირანთან საკუთარი კავშირების გაფართოვებას ცდილობს, ყველა კითხულობს, ეს ხომ არ ნიშნავს ორიენტაციის შეცვლას”.
ბატონმა კალიმმა აღნიშნა, რომ ანტი-თურქული განცხადებები, რომლებიც მთავარი ევროპული დედაქალაქებიდან გაისმის, ართულებს იმ ამოცანას, რასაც თურქი ხალხის ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებლობაში დარწმუნება ჰქვია.

”თურქეთის აღმოსავლეთისკენ მოძრაობაზე ნერვიულობის ნაცვლად, დასავლეთი იმას უნდა უფრთხოდეს, რომ ნაწყენი თურქეთი რუსეთისკენ არ მიბრუნდეს” - ამბობს ევროკავშირის საკითხებში წამყვანი ექსპერტი ჩენგიზ აქტარი. რუსეთი ყველანაირად ეფერება ამ ქვეყანას, რომელიც მისთვის ენერგეტიკული მიწოდებების თვალსაზრისით საკვანძო გამანაწილებელია, ხოლო რუსეთში თურქული ინვესტიციები სულ უფრო იზრდება.

”ამ მთავრობას თავისუფლად შეუძლია ევროპას უთხრას ”გმადლობ, არ გვინდა” და სანაცვლოდ რუსეთთან დაიწყოს დაახლოვება” - აღნიშნა ბატონმა აქტარმა.

ორიგინალი
Click Here to Read More..

ტალიავინის კომისიის დასკვნამ საქართველოში პროტესტის მიძინებული ვულკანი გააღვიძა


კობა ლიკლიკაძე

შვეიცარელი დიპლომატის, ჰაიდი ტალიავინის სახელი შესაძლოა სულ მალე საქართველოში ახალი საპროტესტო მოძრაობის დროშად იქცეს. საქართველოს პრეზიდენტის შეურიგებელმა ოპოზიციურმა ძალებმა, რომლებიც აპრილიდან მოყოლებული სამი თვის განმავლობაში მართავდნენ მრავალათასიან დემონსტრაციებს, კვლავ განაცხადეს, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები უნდა დანიშნოს (www.civil.ge, 2 ოქტომბერი)


ნინო ბურჯანაძემ, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და პარტია ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და ოპოზიციურ პარტიებს კონსულტაციებისკენ მოუწოდა თემაზე: თუ როგორ უნდა ”გათავისუფლდეს საქართველო სააკაშვილის რეჟიმისგან, რომ ხალხმა შესძლოს ნამდვილად ეროვნული, ანგარიშვალდებული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელმძღვანელობის არჩევა” (”ინტერპრეს-ნიუსი”, 2 ოქტომბერი).

ტალიავინის დასკვნის კვალდაკვალ, სააკაშვილის გადადგომას ითხოვს ”ლეიბორისტული პარტი”-ის ლიდერი შალვა ნათელაშვილი. მისი თქმით, დასკვნაში ომის დაწყება საქართველოს ბრალდება და ქვეყანას მხოლოდ მაშინ ეშველება, თუკი ”ამ ავანტიურის ავტორი და შერცხვენილი მთავარსარდალი სააკაშვილი გააკეთებს განცხადებას გადადგომის შესახებ”. (”პრაიმ-ნიუსი”, 2 ოქტომბერი) მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით ერთიანი ფრონტის შექმნის იდეას მხარი დაუჭირა საფრანგეთში პოლიტიკური დევნილის სტატუსით მყოფმა, საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა. საქართველოს სააკაშვილის რეჟიმისგან გამიჯვნაზე განცხადება გააკეთა მოძრაობამ “დაიცავი საქართველო”, რომლის ლიდერიც პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძეა. (”ინტერპრეს-ნიუსი”, 3 ოქტომბერი); ქართულ ოპოზიციურ სპექტრში ერთ-ერთი პოპულარული ძალის “ეროვნული ფორუმი”-ს ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე კი ღიად აცხადებს, რომ “დადგა დრო სააკაშვილი მოვიცილოთ ნებისმიერი ხერხით, ნებისმიერი იარაღით, რაც ხელში მოგვხვდება”. (გაზეთი “ასავალ-დასავალი”, 5-11 ოქტომბერი)

თუმცა, რადიკალური მეთოდებით ხელისუფლების შეცვლის იდეას საქართველოში ყველა ოპოზიციური ძალა მხარს არ უჭერს. ამ ბანაკშია “ახალი ალიანსი”-ს ლიდერი ირაკლი ალასანიაც, რომელიც მომავალ შემოდგომაზე აპირებს ბრძოლას თბილისის მერობისათვის. ალასანია ასევე უერთდება მოსაზრებას, რომ ევროკავშირის კომისიის დასკვნა უმძიმესია საქართველოს პრეზიდენტისთვის. ”ჩვენ გვჯერა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკურად უპასუხისმგებლო და არაგონივრულმა გადაწყვეტილებამ ცეცხლი გაეხსნა ცხინვალისთვის, საქართველოს სახელმწიფოებრიობა და მისი როგორც თავისუფალი ქვეყნის განვითარება საფრთხის ქვეშ დააყენა” - განაცხადა პირველ ოქტომბერს ”ალიანსმა საქართველოსთვის”, რომელსაც ირაკლი ალასანია უძღვება. გაერთიანებამ ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის შექმნილი ანგარიში ”შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგს არ ცვლის”.

”მთავრობა უახლოეს მომავალში უნდა შეიცვალოს მშვიდობიანად და კონსტიტუციურად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით” - დასძინა მან (www.civil.ge, 2 ოქტომბერი).

თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი ცდილობს პირადად არ უპასუხოს ოპოზიციის ბრალდებებს. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ტალიავინის კომისიის დასკვნა ქართული დიპლომატიის გამარჯვებაა, რომელმაც დაადასტურა, რომ “ომი რუსეთმა 7 აგვისტომდე ბევრად უფრო ადრე დაიწყო, ხოლო საქართველომ სამხედრო მოქმედებების გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც დაქირავებულმა მეომრებმა და რუსეთის რეგულარულმა ნაწილებმა საქართველოს ტერიტორია გადაკვეთეს. (”ინტერპრეს-ნიუსი”, 3 ოქტომბერი). საქართველოს მოსახლეობისადმი გაკეთებულ მიმართვაში, რომელიც ტალიავინის კომისიის დასკვნას მოჰყვა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი კვლავ გააკეთებდა იმას, რაც შარშან 7 აგვისტოს გააკეთა, როდესაც ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა. “რადგან ის ქვეყნები, რომლებმაც არ გაისროლეს, რუკიდან გაქრენ. ერთი წამითაც არ ვნანობ და ვამაყობ იმით რაც მოხდა. ასე რომ, ჩვენ არავის ჭკუის სასწავლებელი არ გვჭირს არაფერი. ჩვენ მოვიქეცით ისე, როგორც მოიქცეოდა საფრანგეთი, ინგლისი და გერმანია. ჩვენ არასდროს არ დავნებდებით და არასოდეს შევწყვეტთ ჩვენს ბრძოლას” - 2 სექტემბერს სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. (“იმედი”, 2 ოქტომბერი).

ოპოზიციის პასუხად, რომელიც კვლავ ითხოვს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომას და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას, საქართველოს ხელისუფლება ”პიარს” აძლიერებს და სულ უფრო მეტს საუბრობს დემოკრატიულ რეფორმებზე, ოპოზიციასთან დიალოგზე და ეკონომიკურ რეფორმებზე. საქართველოს პრეზიდენტმა განაახლა ოპიზიციის ნაწილთან უშიშროების საბჭოს გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რომელიც მხოლოდ ერთხელ, 2 თვის წინ ჩაატარა. (”ინტერპრეს-ნიუსი”, 11 სექტემბერი).

საქართველოს კონტროლირებადი ტელე-არხები კი უფრო დიდ დროს უთმობენ მთავრობის ანტი-კრიზისულ საქმიანობას, რომლის ცენტრშიც ყოველთვის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დგას. ოპოზიცია ჩივის, რომ ნაციონალური ტელეარხები მიზანმიმართულად ახდენენ ოპოზიციის ლიდერების დისკრედიტაციას და მას რუსეთის “მეხუთე კოლონად” წარმოაჩენენ (The Guardian 7 ოქტომბერი).

და არა მხოლოდ ოპოზიციას. ჰაიდი ტალიავინის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, რომელმაც ომის დამწყებად საქართველოს ხელისუფლება დაასახელა, საქართველოში კონტროლირებადმა ტელე-არხებმა არა ერთი სიუჟეტი მიუძღვნეს კომისიის წევრ, გერმანელ პროფესორ ოტო ლუჰდენჰარდტს, რომელმაც არაობიექტურ დასკვნაში თურმე ”გაზპრომი”-საგან დიდი ჰონორარი მიიღო (”ექსპრეს-ნიუსი”, 6 ოქტომბერი).

საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებადმა მედია-საშუალებებმა გასულ კვირაში ”გაზპრომ”-თან გარიგებაში დაადანაშაულეს არა მხოლოდ ევროკავშირის კომისიის გერმანელი წევრი, არამედ საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვალტერ შტაინმაიერიც (”ექსპრეს-ნიუსი”, 6 ოქტომბერი) ამას კინაღამ დიპლომატიური სკანდალი მოჰყვა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ორი ქვეყნის ურთიერთობაში პირველად, საქართველოს საინფორმაციო საშუალებებს კატეგორიულად მოსთხოვა “უარეყოთ სპეკულაციები” და “გაესწორებინათ ყალბი ინფორმაცია” (www.civil.ge, 7 ოქტომბერი).

თუმცა, გერმანია და ევროკავშირის სხვა ქვეყნები აღორძინებისა და რეფორმებისთვის კვლავ განაგრძობენ საქართველოს ეკონომიკურ მხარდაჭერას. საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან საქართველომ რუსეთთან ომის შემდეგ 900 მილიონი დოლარის კრედიტი მიიღო. (”თავისუფლება”, 8 ოქტომბერი) საქართველოს ოპოზიცია მიესალმება ევროპისა და ამერიკის უხვ ფინანსურ დახმარებას, მაგრამ ერთი დათქმით - ”დროა დასავლელმა გადასახადის გადამხდელებმა განაცხადონ, რომ მათ არ სურთ მათი ფული ავტორიტარიზმის მხარდაჭერისთვის იხარჯებოდეს. დროა სააკაშვილმა იმ ქმედებებისთვის გადაიხადოს, რაზეც ის პასუხისმგებელია და წავიდეს” (The Guardian 7 ოქტომბერი).

ორიგინალი

Click Here to Read More..

ქართველი ოპოზიციური პოლიტიკოსი რუსეთთან ”დიალოგისკენ მოუწოდებს



მოსკოვი - ქართველმა ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა ზურაბ ნოღაიდელმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა, სამშაბათს, მოსკოვში შეხვედრაზე ”რუსულ-ქართული ურთიერთობების სირთულეები” და ”ამიერკავკასიის რეგიონის პრობლემები განიხილეს” - ოთხშაბათს განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ

მანამდე ნოღაიდელი, რომელიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრია, ხოლო დღეს მოძრაობას ”სამართლიანი საქართველოსთვის” ხელმძღვანელობს, წინაპირობებისა და საქართველოსთან აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის შემოერთების გარეშე რუსეთთან დიალოგს დაუჭირა მხარი.

”საქართველოს გაერთიანება - ყველაფერი ამ მთავარ ამოცანს ემსახურება, ყველაფერი დანარჩენი უბრალოდ მექანიზმებია” - პრეს-კონფერენციაზე განაცხადა ნოღაიდელმა, სადაც ის მოსკოვში თავისი ვიზიტის შედეგებზე ლაპარაკობდა.

”არ არსებობს ამ საკითხის სამხედრო გაადაწყვეტის საშულება და ვერც იარსებებს, განსაკუთრებით გასულის წლის მოვლენების შემდეგ, ასე რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ დიალოგი, მაგრამ ეს დიალოგი ჯერ არ უნდა ეხებოდეს სტატუსს” - განაცხადა მან.

”ჩვენ მოლაპარაკებები საქართველოს გაერთიანებაზე სამხრეთ-ოსეთთან და აფხაზეთთან უნდა გავმართოთ და არა რუსეთთან, მაგრამ ნებისმიერი დიალოგი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიტანს შედეგს, თუ არ იარსებებს მწვავე კონფრონტაცია საქართველოსა და რუსეთს შორის და მოლაპარაკებების დასაწყებად წინასწარი პირობები არ უნდა დაითქვას” - განაცხადა ნოღაიდელმა.

”საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოლაპარაკებების დასაწყებად ძალიან ბევრ ისეთ წინაპირობას აყენებს, რომელიც ვერ შესრულდება და ჩვენ ვერც ვხედავთ, რომ სააკაშვილს რეალურად აქვს სურვილი დიალოგის დაწყებისა”.

რაც შეეხება კონტაქტებს, ერთის მხრივ საქართველოსა და მეორეს მხრივ, აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთს შორის ”პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს სამხედრო კონფლიქტი და მეორე რიგში, უნდა აღდგეს ურთიერთობები, ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირები საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის მოსახლეობას შორის, ასევე უნდა აღდგეს ავტობუსებისა და სარკინიგზო მიმოსვლა”.

ორიგინალი
Click Here to Read More..

Wednesday, October 28, 2009

საქართველო: 5 ქართველი მამაკაცი სამხრეთ ოსეთში გაიტაცეს



”პრო-რუსულ რეგიონში, სამხრეთ-ოსეთში შეიარაღებულმა რაზმებმა 5 ქართველი მამაკაცი გაიტაცეს” - ოთხშაბათს განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ

”ისინი ორშაბათს საღამოს დააკავეს მაშინ, როდესაც სადაო სასაზღვრო რაიონში შეშას ჩეხდნენ” - განაცხადა სამინისტროს სპიკერმა შოთა უტიაშვილმა, რომელმაც ამ ქმედებას გატაცება უწოდა.

რუსმა მესაზღვრეებმა კიდევ 16 ქართველი დააპატიმრეს ორშაბათს და მათ საზღვრის უკანონოდ გადალახვაში დასდეს ბრალი.

ოთხშაბათს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა და თექვსმეტივეს დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვა. ნოტა თბილისში შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით გაიგზავნა, რადგან საქართველოს დედაქალაქში ეს საელჩო წარმოადგენს რუსეთის ინტერესებს.

ოფიციალურ პირებთან სამხრეთ-ოსეთიდან და რუსეთიდან სწრაფად დაკავშირება ვერ მოხერხდა.

რუსეთმა და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობა შარშანდელი ხანმოკლე ომის შემდეგ გაწყვიტეს.

2008 წლის აგვისტოს ომი იმით დასრულდა, რომ რუსეთმა სამხრეთ-ოსეთი და მეორე სეპარატისტული პროვინცია აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად (და არა საქართველოს ნაწილად) აღიარა. რუსეთმა ორივე რეგიონში ათასობით სამხედრო განათავსა.

საქართველო ამტკიცებს, რომ ოსებმა საქართველოს რამდენიმე რაიონის ოკუპირება მოახდინეს და სამხრეთ-ოსეთიდან ათობით-ათასი ეთნიკური ქართველი გამოაძევეს.
2008 წლის ომის შემდეგ, ათეულობით ადამიანი იქნა გატაცებული ორივე მხრიდან და რამდენიმე დაიჭრა ან მოკლეს საზღვართან მიმდინარე სროლებისას. გატაცებულთა უმრავლესობა სახლებს დაუბრუნდა, მაგრამ ზოგიერთი დღესაც დაკარგულია.

”ეთნიკურ ქართველებს იტაცებენ, რათა შემდეგ ისინი ან პატიმარ კრიმინალ ოსებში გაცვალონ, ან გამოსასყიდისთვის და შურისსაძიებლად - ომში დაჭრილი და მოკლული ნათესავების გამო” - განაცხადეს საქართველოს ოფიციალურმა პირებმა.

ორიგინალი
Click Here to Read More..

Facebook-ი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებული სკანდალის ეპიცენტრი


სარა მარკუსი

საქართველოში და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გასართობი და ახალი ფორუმი ის ადგილი გახდა, რომელსაც დღეს აქ საქართველოს ერთ-ერთ უძველეს და საპატივცემულო ინსტიტუტზე მიუტევებელი თავდასხმის ადგილად აღიქვამენ


Facebook-ი რომელიც ახალგაზრდა ქართველებში ძალიან პოპულარულია და სადაც ხშირად ქვეყნის პოლიტიკაზე, ისტორიასა და საზოგადოებრივ თემებზე აქტუალური და მრავალფეროვანი დებატები იმართება, იმ ვიდეოების სერიის გამოქვეყნების ადგილი გახდა, რომლებშიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ფართოდ აღიარებულ და პატივცემულ ლიდერს, კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს დასცინეს. ქართველების 80%-ზე მეტი ამ ეკლესიის მიმდევარია.

ერთ-ერთ ვიდეოში მოხუცი პატრიარქი მასთან მიმსგავსებული ხმით ამბობს - ”მოდით გავერთიანდეთ და დედა მო... სააკაშვილს”. ორ დანარჩენ ვიდეოს განსხვავებული ხმა ადევს, აქედან ერთი საბავშვო სიმღერას მღერის, მეორეგან კი თბილისის ღამის კლუბში პატრიარქის დაბადების დღის აღსანიშნავი კონცერტის სარეკლამო ფოტოა ნაჩვენები.

YouTube-ზე ვიდეოები რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა, მაგრამ ამ ფაქტმა ძირითადად შეუმჩნევლად ჩაიარა. აურზაური სატელევიზიო პროგრამის შემდეგ ატყდა, რომელშიც ითქვა, რომ ვიდეოებს Facebook-ზე თანმიმდევრულად თეა თუთბერიძე (რომელსაც ვიდეოები თავად არ დაუმზადებია) აქვეყნებდა, საქართველოს ლიბერალური კვლევითი ორგანიზაციის ”თავისუფლების ინსტიტუტი”-ს ანალიტიკოსი.

ეს ორგანიზაცია საქართველოს დღევანდელი მთავრობის ერთ-ერთმა წამყვანმა ფიგურამ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ შექმნა და ის ”ვარდების რევოლუცი”-ის 2003 წლის ქუჩის საპროტესტო აქციების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობდა, რომელმაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოიყვანა. დღემდე ფიქრობენ, რომ ის მთავრობასთან დაახლოებული ინსტიტუტია.

არსებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა სწორედ ამ კავშირებმა ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას აფიქრებინა, რომ ვიდეოები მთავრობამ პატრიარქის დისკრედიტაციისთვის გაავრცელა. იგივე მოსაზრებას იმეორებდა სატელევიზიო პროგრამა, რომელმაც Facebook-ზე ამ ვიდეოების გავრცელების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია და აღნიშნა რომ ”თავისუფლების ინსტიტუტი” ”მთავრობის მთავარი იდეოლოგია” და პატრიარქის წინააღმდეგ ”ინტერნეტ-ომი” გამოცხადდა, მაგრამ ბევრმა ქართველმა ამ ვიდეოებთან მთავრობის კავშირის შესახებ არ დაიჯერა.

რამდენიმე კვირის წინ პატრიარქმა თავის ერთ-ერთ გამოსვლაში სააკაშვილი ირიბად გააკრიტიკა იმისთვის, რომ ის 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ომში ჩაება. ამ კომენტარებმა ზოგიერთს აფიქრებინა, რომ მთავრობა რელიგიური ლიდერისთვის სამაგიეროს გადახდას ცდილობს. ვიდრე ამ სადაო ვიდეოებს Facebook-ზე გამოაქვეყნებდა, თუთბერიძემ განაცხადა, რომ მისთვის პატრიარქის ეს კომენტარი ”ანტი- სახელმწიფოებრივი” იყო და იგი რუსეთის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

სატელევიზიო არხი, რომელმაც თავის სიუჟეტში ვიდეოები ხელისუფლებას დაუკავშირა დიდწილად პრო-ოპოზიციურად აღიქმება. ლევან გაჩეჩილაძემ, დამოუკიდებელმა ოპოზიციურმა ლიდერმა (და ქვეყანაში სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული მოძრაობის ყველაზე ევანგელისტურმა მიმდევარმა) ქართულ გაზეთს განუცხადა, რომ მისი აზრით ამ ვიდეოების ამბავს ორი მიზანი ჰქონდა: იმის ჩვენება, რომ საქართველოს საზოგადოების ნაწილი ეკლესიას სასაცილოდ აღიქვამს და მთავრობას ”შესანიშნავი ურთიერთობა” აქვს ეკლესიასთან.

სინამდვილეში საქართველოს მთავრობა საკმაოდ დამოკიდებულია ეკლესიაზე, მიუხედავად იმისა რომ ეს ის მთავრობაა, რომელმაც საკმაოდ აქტიურად და წარმატებულად იმუშავა რელიგიური დევნის დასრულებისა და რელიგიური გამოხატვის თავისუფლებისთვის გარანტიების შექმნისთვის, თუმცა მას მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობაში ძალიან ფრთხილი მოქმედება უწევს, რადგან 2008 წელს ჩატარებული გამოკითხვებით რესპოდენტთა 87%-ს ეკლესია ყველაზე სანდო ინსტიტუტად მიაჩნია და რომლის ლიდერიც, კათოლიკოს-პატრიარქი ერთ-ერთი სტატიის თანახმად სხვა რელიგიურ ჯგუფებს აღწერს როგორც ”ურწმუნოებს, რომლებიც მისი ავტორიტეტის შელახვას ცდილობენ”.

მართლმადიდებელი ეკლესია გადასახადებისგან გათავისუფლებულია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით დოლარის დაფინანსებას იღებს.

როდესაც მიმდინარე დისკუსია გაჩაღდა, პრეზიდენტი იძულებული გახდა განცხადება გამოექვეყნებინა, სადაც ის გმობს ვიდეოების გამოქვეყნებას, როგორც ”უმსგავსო ქმედებას, რომლის მიზანიც საზოგადოებაში განხეთქილების შეტანაა” და ადიდებს პატრიარქის პოპულარობას და მის ავტორიტეტს საქართველოში.

პატრიარქს დამცველები არ სჭირდება. ოპოზიციური ლიდერების უმრავლესობამ ასევე ძალიან მკაცრად გააკრიტიკა ვიდეოები. ერთ-ერთმა მათგანმა ”კონსერვატიული პარტი”-იდან ზვიად ძიძიგურმა ისიც კი მოითხოვა, რომ ”თავისუფლების ინსტიტუტი” უკანონოდ გამოცხადდეს. სასწრაფოდ შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია ”ჩვენი ღირსების დამცველი მოძრაობა” რომელმაც გამოაცხადა, რომ ის პატრიარქის რეპუტაციის დასაცავად შეიქმნა.

თუთბერიძემ, რომელმაც ეს პრობლემური ვიდეოები Facebook-ზე ატვირთა, განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ სოციალურ ქსელში მის გვერდზე გამოქვეყნებულ მასალას არაფერი არა აქვს საერთო არც ერთ ”უნივერსტეტთან, ინსტიტუტთან და განსაკუთრებით ხელისუფლებასთან”, რომ არ არის აუცილებელი საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ყველა მასალას ეთანხმებოდეს, თუმცა მან უკან არ დაიხია, თავი არ დაიმცირა და სთქვა, რომ ვიდეოს გამოქვეყნების დროს არავის შეურაცხყოფა არ სურდა, მაგრამ კანონის ფარგლებში ის კვლავაც მხარს უჭერს ნებისმიერი ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას.

პატრიარქის დაცინვა ან კრიტიკა, მით უფრო ისეთ ვულგარულ სტილში, როგორც ეს ამ ვიდეოებით მოხდა, ბევრი ქართველისთვის ძალიან მიუღებელი აღმოჩნდა და თუთბერიძეს უამრავი შეურაცხყოფის და მუქარის ტექსტი გაუგზავნეს, თუმცა, Facebook-ზე გამართულ დებატებში ორივე მხარეს ბევრი ადამიანი აღმოჩნდა, როგორც ”პოსტ”-ების კრიტიკოსთა, ასევე სიტყვის თავისუფლების დამცველთა შორის.

ორიგინალი
Click Here to Read More..

ესპანეთი საქართველოსთან განამტკიცებს ურთიერთობებს, როდესაც ევროკავშირის თავმჯდომარე გახდება



მადრიდი - ”ესპანეთი განამტკიცებს ურთიერთობებს ევროპის კავშირსა და სამხრეთ-კავკასიის ქვეყნებს შორის, როდესაც 2010 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის პრეზიდენტი გახდება” - მადრიდში ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიგელ ანხელ მორატინოსმა განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნიკოლოზ გილაურს

”მორატინოსმა და გილაურმა სამშაბათს, სადილის დროს განიხილეს ევროკავშირის ესპანური მმართველობა და ორმხრივი ურთიერთობები” - ოთხშაბათს განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ესპანეთი ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში შეინარჩუნებს ევროკავშირის პოლიტიკას და საქართველოსთან უფრო ახლო ურთიერთობების დამყარებას შეეცდება, განაცხადა მორატინოსმა და გამოხატა იმის რწმენა, რომ ქვეყანა განაგრძობს პრო-დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს.

მორატინოსმა ასევე ხაზი გაუსვა ესპანეთის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და ევროკავშირის ერთგულებას რეგიონის უსაფრთხოებისადმი.


ორიგინალი
Click Here to Read More..

სააკაშვილი პოლონეთს მხარდაჭერისთვის მადლობას ეუბნება



საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც სამშაბათს ვარშავას ვიზიტით ეწვია, საჯაროდ უთხრა მადლობა პოლონელ ხალხს პოლიტიკური მხარდაჭერის გზავნილისთვის, რომელიც მისმა ქვეყანამ 2008 წლის რუსულ-ქართული ომის დროს მიიღო

”მე აქ არ უნდა ვიყო ახლა და ჩემი ქვეყანა არ უნდა არსებობდეს” - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს არსებობა მაგალითია იმისა, თუ როგორ ვერ დაამარცხა ის რუსეთმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პოლონეთს მისი ქვეყნის ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერის გამო და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა პატარაა, მაგრამ ”რეგიონში უზარმაზარი გავლენა” აქვს და მისთვის სასარგებლოა პოლონურ-შვედური ინიციატივა და ”აღმოსავლეთ პარტნიორობ”-ის პროექტი.

”ჩვენ მხარს ვუჭერთ ურყევ კანონს, იმას რომელიც ინარჩუნებს მშვიდობას და სტაბილურობას რეგიონებში, სადაც ის დაკარგულია, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის კანონს ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა” - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ ორი ლიდერის ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე.

კაჩინსკიმ გამოხატა მოსაზრება, რომლის თანახმადაც პოლონეთმა მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს გაწევრიანებას ნატო-სა და ევროკავშირში და დასძინა, რომ ქვეყნის გაწევრიანება ასეთ ორგანიზაციებში არავისთვის არ წარმოადგენს საფრთხეს, პირიქით ეს რეგიონის სტაბილურობას ემსახურება.

სააკაშვილი ვარშავაში ხანმოკლე სამუშაო ვიზიტით ჩავიდა, შეხვდა პრემიერ-მინისტრს დონალდ ტუსკს და საგარეო საქმეთა მინისტრს რადოსლავ სიკორსკის. სამშაბათს, დაახლოებით შუა ღამეს პრეზიდენტის კანცელარიამ განაცხადა, რომ საქართველოს მეთაური თავის ვიზიტს ოთხშაბათ დილამდე გააგრძელებს, რათა შესძლოს სოლიდარობის წევრის, სასულიერო პირის, მოკლული ერჟი პოპელუშკოს საფლავზე მისვლა და მისთვის პატივის მიგება.

ორიგინალი
Click Here to Read More..

ველ კილმერი ფილმში, რომელიც საქართველოს ომს ეძღვნება, ჟურნალისტს ითამაშებს



თბილისი - ამერიკელი მსახიობი ველ კილმერი საქართველოში ჩამოვიდა - მან, კონფლიქტისადმი მიძღვნილ ჰოლივუდურ ფილმში ის ჟურნალისტი უნდა განასახიეროს, რომელიც გასული წლის რუსულ-ქართულ ომს აშუქებდა, სამშაბათს განაცხადა ფილმის თანაპროდიუსერმა

”ის მონაწილეობას მიიღებს გადაღებებში (ქართულ ქალაქ) გორში და იმ ჟურნალისტის როლს შეასრულებს, რომელიც გასული წლის ომს აშუქებს” - უთხრა AFP-ს თანაპროდიუსერმა პაპუნა დავითაიამ.

დავიათიამ უარი სთქვა როლთან დაკავშირებული დეტალების დაზუსტებაზე და განაცხადა, რომ კილმერი საქართველოში გადაღებებზე ერთი კვირით დარჩება.
ქართული მედია სამშაბათს კილმერისა და გორში დაბომბვის დროს მოკლული, საინფორმაციო არხის RTL-ის ჰოლანდიელი ოპერატორის სტენ სტორიმანსის მსგავსებაზე ლაპარაკობდა და ვარაუდს გამოსთქვამდა იმის თაობაზე, რომ კილმერის პერსონაჟი სტორიმანსს დაეფუძნება.

გაზეთმა ”24 საათ”-მა პირველ გვერდზე ორივე მამაკაცის სურათი შედარებისთვის გამოაქვეყნა.

კილმერი, რომელიც ცნობილია თავისი როლებით ფილმებში ”საუკეთესო მსროლელი” და "The Doors”, სადაც ის მომღერალ ჯიმ მორისონს თამაშობდა, ამ თვეში თბილისში გადაღებებისთვის ჩამოსული მეორე ჰოლივუდელი მსახიობია.

ამერიკელმა მსახიობმა ენდი გარსიამ, რომელიც თავისი როლისთვის ფილმში ”ნათლია, ნაწილი მესამე”, 1991 წელს ოსკარზე იყო ნომინირებული, გასულ კვირას რამდენიმე დღე თბილისში გაატარა, რათა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განესახიერებინა.

მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ფინელ-ამერიკელმა რეჟისორმა რენი ჰარლინმა აგვისტოში განაცხადა, რომ ფილმს იღებს.

საყოველთაოდ ცნობილი ისეთი მძაფრსიუჟეტიანი ფილმებით, როგორიცაა ”კერკეტი კაკალი 2” და ”მთამსვლელი”, ჰარლინმა სხვადასხვა ჟურნალს გასულ კვირას განუცხადა, რომ ის კონფლიქტის საფუძველზე სერიოზულ ფილმს იღებს.

ჰარლინის ფილმი ამერიკელ ჟურნალისტსა და ოპერატორზე მოგვითხრობს, რომლებიც ომში აღმოჩნდნენ. ჰარლინმა ასევე აღნიშნა, რომ ფილმი ”ძლიერი ანტი-საომარი განცხადება” იქნება.

საქართველოს მედიამ ფილმის მიუკერძოებლობის შესახებ კითხვები დასვა და იმაზე მიუთითა, რომ თანაპროდიუსერი დავითაია სააკაშვილის მხარდამჭერი პარლამენტარია.
საქართველო და რუსეთი ომის საკუთარი ვერსიების გავრცელებაში ეპაექრებიან ერთმანეთს. კონფლიქტის დროს რუსული ჯარი საქართველოში შეიჭრა, რათა მოეგერიებინა სეპარატისტულ რეგიონზე სამხრეთ-ოსეთზე ქართველების კონტროლის აღდგენის სამხედრო მცდელობა.

რუსეთის ჯარმა მოახდინა ქართული ტერიტორიების ოკუპირება, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე სამიზნეებს ბომბავდა მანამ, სანამ თავის ჯარის ძირითად ნაწილს სამხრეთ- ოსეთში და მეორე ქართულ მეამბოხე რეგიონში, აფხაზეთში გაიყვანდა. ეს ორი რეგიონი მოსკოვმა მოგვიანებით დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.
თბილისი ამტკიცებს, რომ სანამ სამხრეთ-ოსეთზე შეტევას მიიტანდა, ის რუსების ფართომასშტაბიანი შემოჭრის პირისპირ აღმოჩნდა, ხოლო მოსკოვი აცხადებს, რომ ის უკანონო ქართული შეტევისგან, რეგიონში რუსეთის მოქალაქეებს და მშვიდობისმყოფელებს იცავდა.

ორიგინალი
Click Here to Read More..

Tuesday, October 27, 2009

ევროკავშირი სამხრეთ-კავკასიასთან თანამშრომლობას განიხილავს


ატო ლობიაკი

ბრიუსელი - სამხრეთ-კავკასიის ქვეყნებთან წლების განმავლობაში ორმხრივი კავშირების განვითარების შემდეგ, ევროკავშირი დღეს ამ ურთიერთობებში ახალი რეგიონალური დინამიკის შეტანას ცდილობს


შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა, რომელიც ევროკავშირის დღევანდელი პრეზიდენტობის სახელით საუბრობს, განაცხადა რომ ბლოკს რეგიონთან დაკავშირებით ”საერთო მიდგომა” აქვს და ის ცალკეული ქვეყნების ”ინდივიდუალურ მზადყოფნას” ეფუძნება.

მას შემდეგ რაც დღეს ევროკავშირსა და სამ საგარეო საქმეთა მინისტრს შორის შეხვედრების სერია გაიმართა, რომლის კულმინაციაც ერთობლივი პრეს-კონფერენცია იყო, ბილდტის შენიშვნებში აქცენტი მკაფიოდ ზოგადად რეგიონზე გაკეთდა და არა ინდივიდუალურად ცალკე აღებულ ერთ ქვეყანაზე.

”ვფიქრობ, ზოგადად ძალიან კარგი ატმოსფერო სუფევს ევროკავშირსა და რეგიონს შორის” - სთქვა ბილდტმა.

რაც პრაქტიკაში იმას ნიშნავს, რომ ამ სამ ქვეყანას ერთნაირი სასტარტო პოზიციები უკავია. ევროკავშირი მათთან ახალ შეთანხმებებზე მოლაპარაკებების დაწყებას ნოემბერში გეგმავს. უახლოეს მომავალში ვერც ერთი მათგანი ევროკავშირის წევრობაზე რეალურად ვერ იოცნებებს, მაგრამ სამივეს თავისუფალი ვაჭრობისა და სავიზო რეჟიმის გამარტივების სფეროში ბლოკთან თანამშრომლობა ხანგრძლივ პერსპექტივაში შეუძლია.

ყველა მათგანი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის და მისი აღმოსავლური პარტნიორობის პროგრამის წევრია. ეს პროექტები ტექნიკური თანამშრომლობისა და პოლიტიკური კონტაქტების განვითარებისკენაა მიმართული.

ლიდერობის გარეშე

კულისებში, ევროკავშირის ჩინოვნიკები მკაფიოდ აცხადებენ, რომ საქართველო რეგიონში ლიდერის სტატუსით აღარ სარგებლობს. სამივე მთავრობას საკუთარ ქვეყანაში დემოკრატიული სტანდარტების მხრივ სერიოზული პრობლემები აქვს, ჰყავთ სინდისის პატიმრები და კონტროლირებადი მედია.

თუმცა, სამივე ქვეყანას ძალიან განსხვავებული პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს და ამაში ევროკავშირის დარწმუნებას ისინი დღევანდელი შეხვედრების განმავლობაში ცდილობდნენ.

სომხეთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც ბილდტს და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებზე პასუხისმგებელ კომისარს ბენიტა ფერერო-ვალდნერს შეხვდა. მისი ამოცანების სია შეზღუდულია, როდესაც საქმე ბლოკთან პოლიტიკურ თანამშრომლობას ეხება. ქვეყანა რეგიონში რუსეთის ყველაზე ახლო მოკავშირეა და ის ევროკავშირისგან დიდწილად ტექნიკური თანამშრომლობისა და ფინანსურის დახმარების მიღებისკენ მიისწრაფვის.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედუარდ ნალბანდიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერევნისთვის ევროკავშირთან თავისუფალი სავიზო რეჟიმის არსებობა ძალიან მიმზიდველია.

”ჩვენი დისკუსიის დროს, მე ასევე პირველ პლანზე წამოვწიე იმ საკითხის მნიშვნელობა, რასაც ჩვენ ადამიანებს შორის უშუალო კონტაქტის გამარტივებას და ჩვენი მოქალაქეებისთვის ამ თავისუფალ მიმოსვლას ვანიჭებთ” - განაცხადა მან.

ევროკავშირი მიესალმება იმ შეთანხმებას, რომელიც თურქეთს და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ამ ორ ქვეყანას შორის გაფორმდა, მაგრამ ევროკავშირს ურთიერთობების აღდგენაში პირდაპირი მონაწილეობა არ მიუღია, ეს პროცესი დიდწილად შეერთებული შტატებისა და რუსეთის ინიცირებული იყო.

არსებობს ევროკავშირის ექსპერტების პატარა ”საკონსულტაციო ჯგუფი”, რომელიც რამდენიმე სომხურ სამინისტროსთან მუშაობს, მაგრამ როგორც მოსალოდნელია, მათი გავლენა უმნიშვნელო იქნება. მას შემდეგ, რაც 2004 წელს საქართველოს სასამართლო სისტემისთვის ევროკავშირის მნიშვნელოვანმა დახმარებამ ძალიან მცირე შედეგი გამოიღო, ბლოკში რეგიონის მთავრობების გარდაქმნის შესაძლებლობაზე პესიმისტურმა განწყობამ იმატა.

”ცენტრალური საკითხი”

აზერბაიჯანი სერიოზულადაა შეშფოთებული იმით, რომ სომხეთის ჯარები მთიანი- ყარაბახის და მის მიმდებარე აზერბაიჯანულ ტერიტორიებზე დგანან. ელმარ მამადიაროვმა, ქვეყნის საგარო საქმეთა მინისტრმა ეს საკითხი დღევანდელ პრეს-კონფერენციაზეც დააყენა.

”ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ თუკი რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა გვსურს, სომხეთის ჯარების ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაყვანა ცენტრალური თემაა. ეს არის ძირითადი თემა, თუკი ჩვენ გვსურს რეგიონში რეალურ მშვიდობას და განვითარებას მივაღწიოთ” -სთქვა მან.

აზერბაიჯანს ევროკავშირთან კარგი ურთიერთობები აქვს. ბრიუსელი თავისი ენერგეტიკული დივერსიფიკაციის გეგმებში, რაც ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირს ემყარება, ბაქოს უმნიშვნელოვანეს სუბიექტად აღიქვამს.

მაგრამ ბაქო სომხურ-თურქული ურთიერთობებით შოკირებულია და დღეს მამადიაროვს, რომელიც ევროკავშირის ბაზრებზე გაზის მიწოდების ”სხვადასხვა ვარიანტებზე” საუბრობდა, ერთხელაც არ უხსენებია ევროკავშირის ”ნაბუქო”-ს მილსადენი, რომელმაც როგორც მოსალოდნელია 2015 წლისთვის აზერბაიჯანი თურქეთის გავლით ავსტრიის მილსადენთან უნდა დააკავშიროს.

ევროკავშირი ძალიან მონდომებულია, რომ აზერბაიჯანი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანდეს და ამაში ის ქვეყანასთან ენერგეტიკული თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობასაც ხედავს.

იმავდროულად, საქართველო შეშფოთებულია რუსეთის მხრიდან სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის ანექსიის ფაქტით, რაც ამ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოხდა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ხაზგასმით აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევს მისი მთავრობა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას ამ პრობლემასთან დაკავშირებით.

”ჩვენ მადლიერები ვართ ევროკავშირის, მისი ძლიერი მხარდაჭერის გამო ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტისადმი” - განაცხადა ვაშაძემ - ”ჩვენ ჩვენი კოლეგების ყურადღება იმ ფაქტს მივაპყრეთ, რომ რუსეთი არ ასრულებს არც ერთ ვალდებულებას, რომელიც მან ნებაყოფლობით 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით აიღო” (ე.წ. სარკოზი-მედვედევის შეთანხმება).

ევროკავშირი საკვანძო შუამავალია ჟენევის მოლაპარაკებებში თბილისს, მოსკოვს და ორ დე-ფაქტო სეპარატისტულ მთავრობას შორის. როგორც სომხეთმა, ასევე საქართველომაც, ევროკავშირთან დაკავშირებულ სურვილებში თავისუფალ ვაჭრობას და თავისუფალ სავიზო რეჟიმს პრიორიტეტული პოზიციები მიუჩინა. პოლიტიკურმა რეფორმებმა მეორე პლანზე გადაიწია, რადგან ქვეყნის სულ უფრო შეზღუდულმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, 200-მდე პოლიტიკური პატიმარი დააგროვა და ქვეყნის ყველაზე გავლენიანი მედია-საშუალებები კონტროლს დაუქვემდებარა.

დღეს ვაშაძემ ევროკავშირს მისი ”იდეებისა და წინადადებებისთვის” რომელთა მიზანიც ”საქართველოს დემოკრატიის ხარისხის გაზრდაა” დიდი მადლობა გადაუხადა და პირობა დადო, რომ თბილისი ამ სფეროში ბლოკის ექსპერტულ რჩევებს მაქსიმალურად გამოიყენებს.

ორიგინალი
Click Here to Read More..

ინტერვიუ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან



”რადიო თავისუფლებ”-ის კორესპონდენტებთან ბრაიან ვაითმორთან და აბუბაქარ სიდიკთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ს ადმინისტრაციის იმ პოლიტიკაზე ილაპარაკა, რომელიც რუსეთს, კავკასიას, ავღანეთს, პაკისტანს და ირანს უკავშირდება. ბაიდენმა ცენტრალური და აღმოსავლეთ-ევროპელები რეგიონისადმი აშშ-ს ერთგულებაში დაარწმუნა და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანთან ურთიერთობისას ამ ქვეყნის ბირთვული პროგრამის საკითხის გადაწყვეტისას არ უგულვებელყოფს დემოკრატიას

RFE/RL: ვიცე-პრეზიდენტო, გმადლობთ შეხვედრისთვის. სულ რამდენიმე თვის წინ თქვენ თბილისში და კიევში არწმუნებდით უკრაინელებს და ქართველებს, რომ რუსებთან ”გადატვირთვა” მათ ხარჯზე არ მოხდება. ახლა თქვენ ცენტრალურ ევროპაშიც იმავეს აკეთებთ. მიუხედავად ყველა ამ დამამშვიდებელი სიტყვისა, რომელსაც ადმინისტრაცია სწორედ ახლა წარმოსთქვამს, უამრავი ადამიანი შიშობს, რომ ”გადატვირთვა” რეგიონში დაშოშმინების პოლიტიკად შეიძლება იქცეს.

- კეთილი, ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა უკვე მოგვარდა. არ მგონია, რომ ახლა საკითხი ასე იდგას. ვფიქრობ, რომ სრულიად გასაგებია, განსაკუთრებით ჩემი თაობის ადამიანებისთვის, რომლებმაც საჯარო ცხოვრების ნახევარი, როგორც ახალგაზრდებმა ”ცივი ომი”-ს დროს გავატარეთ, ხოლო დანარჩენი ნახევარი ახალ რეალობაში - ჩვენთვის გასაგებია, რომ თუ სადმე აქ ხარ, ცენტრალური ევროპის ან აღმოსავლეთ-ევროპის დედაქალაქებში, შენ ხედავ დაუჯერებელ, უნივერსალურ ვალდებულებას, რომელიც შეერთებულ შტატებს აქვს ნაკისრი და ამბობ: ”ახლა ერთი წუთი დამაცადე. როგორ უნდა შესძლონ კორეის ნახევარკუნძულზე ფოკუსირება? როგორ მოახდნენ ფოკუსირებას ჩინეთზე, ინდოეთზე, პაკისტანზე, ირანზე ისე რომ ჩვენც არ დაგვივიწყონ?” ჩემი გზავნილი კი მარტივია: ჩვენ ზუსტად რომ ევროპაში უნდა შევინარჩუნოთ ინტენსიური ჩართულობა. იმისთვის, რომ ამ ვალდებულებებს გავუმკლავდეთ, ჩვენ გვჭირდება დაცული, ერთიანი, თავისუფალი ევროპა, რომელიც ფართოვდება, სხვანაირად ვერაფერს ვერ გავაკეთებთ... როდესაც მე მოსკოვში სიტყვით გამოვედი, ბოდიში მიუნჰენში, მოსკოვში გაიგეს რასაც ვამბობდი.

ჩვენ გადატვირთვის ღილაკის ამოქმედება გვინდა, მაგრამ ჩვენ წაშლის ღილაკისთვის არ დაგვიჭერია ხელი, მეხსიერების წაშლის ღილაკისთვის. ჩვენ ეს სრულიად ცხადი გავხადეთ. მე სრულიად ცხადად ვთქვი, რომ არსებობს ორი რამ, ორი პრინციპი, რომელიც დისკუსიის საგანი ვერ გახდება: ჩვენ ვერ ავიტანთ გავლენის სფეროებს და არ გავხდებით რომელიმეს ნაწილი, ეს ერთი და მეორე ევროპის ნებისმიერ კუთხეში, ან სადმე მსოფლიოში ვერავინ დაადებს ვეტო-ს რომელიმე ქვეყნის უფლებას გადაწყვიტოს რომელ ალიანსს, რომელ კავშირს მიუერთდეს. ასეთია პროცესი, მაგრამ გასაგებია, რომ იმდენი რამე ხდება, ეს ახალი ადმინისტრაციაა და იმედი მაქვს, რომ გაგვიგებენ და ირწმუნებენ.

RFE/RL: შევჩერდეთ რუსეთის საკითხზე, ”ბანკები და არა ტანკები” ეს ის ფრაზაა, რომელსაც რუსული სტრატეგიის აღსაწერად გაუთავებლად იმეორებენ. ამ სტრატეგიით რუსეთი აღმოსავლეთ-ევროპაში სტრატეგიულ კაპიტალს ყიდულობს, კონკრეტულად იმისთვის, რომ რეგიონში პოლიტიკური გავლენა მოიპოვოს. არის, თუ არა ადმინისტრაცია ამის გამო შეშფოთებული?

- არა, მისმინეთ, ჩვენ არ ვუყურებთ რუსეთს, როგორც ნულოვანი შედეგის თამაშს. ჩვენ ასე არ განვიხილავთ ჩვენს ურთიერთობებს. სიმართლე ისაა, რომ ევროპული ქვეყნები, აღმოსავლეთ-ევროპის, ცენტრალური და დასავლეთ-ევროპის, ყველას იმავე რეალობასთან აქვს საქმე, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ვერ მივაღწევთ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, აბსოლუტური დამოკიდებულებიდან მაინც უნდა გამოვიდეთ. არ არის ჯანსაღი სიტუაცია, როდესაც ქვეყნის ერთადერთი რესურსი ერთადერთი წყაროდან მოდის. ჩვენ შეერთებულ შტატებში დიდი ხნის წინ გამოვაცხადეთ უკანონოდ მონოპოლიები, ასე რომ კონკურენციის არსებობა ყველას ინტერესშია და მე იმასაც კი ვიტყოდი, რომ ეს რუსეთის ინტერესებშიც კია.

მე ვფიქრობ, ამიტომაა რომ მაგალითად ჩეხეთი ევროპის კავშირს ასე ძალიან სთხოვს ალტერნატიული ენერგეტკული მარშრუტების ამოქმედებას, რომელიც ცენტრალური აზიიდან წამოვა. არსებობს ბევრი შესაძლებლობა იმისა, რომ გაზისა და ნავთობის პრობლემა გადაწყდეს. ამიტომაა, რომ ასე ბევრს ვმუშაობთ ალტერნატივებზე და განახლებადი ენერგიის წყაროებზე. თქვენ იცით, მე ქვეყნის საჯარო სამსახურში 37 წლის მუშაობის გამოცდილება მაქვს და რაც შეეხება იმ პრობლემას, რომ რომელიმე ქვეყანას შეუძლია იყიდოს სხვა ქვეყნის კაპიტალი, როგორც გამოცდილება ადასტურებს, ეს ყოველთვის აღემატება ნებისმიერი ქვეყნის შესაძლებლობებს. სამყარო ზედმეტად ბრტყელია, ზედმეტად ინტეგრირებული, ზედმეტად რთული იმისთვის, რომ ეს ვინმემ შესძლოს, მაგრამ ევროპელების ინტერესებშია ენერგეტიკული დივერსიფიკაცია, ჩვენს ინტერესშია და იმასაც კი ვიტყოდი, რომ რუსეთის ინტერესშიც არის.

RFE/RL: გადავიდეთ ავღანეთზე, ბატონო ვიცე-პრეზიდენტო. დღევანდელ ”ეკონომისტ”-ში ლაპარაკია იმაზე, რომ ვაშინგტონსა და ქაბულში გავრცელებული ხმების თანახმად, თქვენი სპეციალური წარმომადგენელი რიჩარდ ჰოლბრუკი, ავღანეთში არ მოსწონთ. შეგიძლიათ ამაზე კომენტარი გააკეთოთ?

- ეს სიმართლე არ არის. ასეთია ჩემი კომენტარი.

RFE/RL: და ისიც კარგადაა ცნობილი, რომ თეთრ სახლს (ავღანეთის პრეზიდენტთან) ჰამიდ კარზაისთან მარტივი ურთიერთობები არა აქვს და თითქმის დანამდვილებითაა ცნობილი, რომ ის მეორე ტურში გაიმარჯვებს. რა უნდა გააკეთოს მან იმისთვის, რომ თქვენი ნდობა მოიპოვოს?

- კეთილი, მისმინეთ. მან ავღანელი ხალხის ნდობა უნდა მოიპოვოს და არა ჩვენი. პრობლემა ავღანელი ხალხის ნდობაა და ვფიქრობ რომ მან დაიწყო ეს პროცესი, როდესაც მეორე ტურზე თანხმობა სთქვა და განაცხადა, ახლა პარაფრაზირებას ვაკეთებ, ციტატასთან მიახლოებულს, მან განაცხადა, ეს ავღანეთის კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია და ის მზადაა ამ ნაბიჯის გადასადგმელად. ეს ავღანელ ხალხს ეხება. ეს ჩვენ არ გვიკავშირდება.

RFE/RL: პაკისტანში, თუ მხედველობაში იმას მივიღებთ, რომ ყოველი ახალი სამხედრო აქციის შემდეგ, როგორც სჩანს, უსაფრთხოების მდგომარეობა იქ უარესდება, ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში რაიმე წარმატებას ხედავთ?

- პასუხი ასეთი იქნება, დიახ მე ვხედავ. საქმე ისაა, რომ ახალი სამხედრო ოპერაცია პირდაპირი პასუხია რეალურ, ლეგიტიმურ საფრთხეებზე. ნახეთ, როგორც კი ავღანელმა თალიბებმა, ბაითულა მეჰსუდმა და სხვებმა, ალ-ქაიდას დახმარებით სვატის ხეობაში შეაღწიეს, ისლამაბადიდან 60-80 კილომეტრში, ამან ყველას ყურადღება მიიპყრო. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პაკისტანის პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი და ოპოზიიცის ლიდერი ნავაზ შარიფი ერთობლივ პოლიტიკაზე შეთანხმდნენ, იმაზე თუ როგორ უნდა გადაწყვიტონ ეს საკითხი.

პაკისტანის ჯარი სათანადოდ რეაგირებს და ისინი ძალიან რთული პრობლემების პირისპირ აღმოჩნდნენ. მე პირიქითაც ვიტყოდი. ჯარი კი არ იწვევს ჯიჰადისტთა და რადიკალ ისლამისტთა რეაქციას, ეს ჯარი რეაგირებს თალიბების, TTP (თალიბების პაკისტანური მოძრაობა) ჰაკანის ქსელის და კიდევ სხვების ქმედებებზე რეგიონში. ასე რომ ჩვენ მათ ქმედებებს ადეკვატურად მივიჩნევთ.

ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი დახმარებისთვის, რომელიც მათ ჩვენგან სჭირდებათ, არა ამერიკული ჯარის თვალსაზრისით, არამედ იმით, რომ მათი უნარიანობა განვამტკიცოთ და ეს ის რეალური, სერიოზული პრობლემაა, რომელიც პაკისტანის მთავრობამ, ჯარმა და ოპოზიციამ უნდა გადაწყვიტოს. მე ასე მესმის, რომ პირველად საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში, პაკისტანის მოსახლეობამ გააცნობიერა რომ - საჭიროა პასუხი გაეცეს ექსტრემისტთა საზარელ ქმედებებს, ისინი ხალხს აფეთქებენ... ტერიტორიებს იკავებენ. ასე რომ ეს პაკისტანელთა გადასაწყვეტია, მაგრამ მგონია რომ ქმედებები, რომელთაც მიმართავენ, მათ ნაციონალურ ინტერესებში შედის.

RFE/RL: მივიბრუნდეთ სამხრეთ-კავკასიას, ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, გეო-პოლიტიკური ლანდშაფტი ამ რეგიონში, რომელიც სულ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც სატრანზიტო ენერგეტიკული მარშრუტი, გასული წლის რუსულ-ქართული ომის შემდეგ დრამატულად შეიცვალა. რუსეთი საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე განამტკიცებს თავის პოზიციებს (აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში), მთიანი-ყარაბახის სამშვიდობო მოლაპარაკებები რეალურად იკრებს ძალას, თურქეთმა და სომხეთმა საზღვრები გახსნეს. ერთის მხრივ, აქ უამრავი შესაძლებლობაა, მაგრამ ამავე დროს უამრავი საფრთხეც. შეგიძლიათ ორივე თემაზე ორიოდე სიტყვა გვითხრათ? ადმინისტრაცია როგორ ხედავს სიტუაციას?


- მე ვფიქრობ რომ ზუსტად აღწერეთ სიტუაცია. მე ყოველთვის ვციტირებ უილიამ ბატლერ იეტსის ცნობილ ლექსს ”აღდგომის კვირა, 1916” ირლანდიის პირველ ამბოხზე. მას აქ ერთი ფრაზა აქვს, რომელიც უფრო კარგად აღწერს სიტუაციას დღევანდელ კავკასიასა და მსოფლიოში, ვიდრე იმდროინდელ ირლანდიას. ის ამბობდა - ” ყველაფერი შეიცვალა, შეიცვალა საბოლოოდ. დაიბადა საზარელი მშვენიერება” («All’s changed, changed utterly. A terrible beauty has been born»). ეს უდიდეს შესაძლებლობას და უდიდეს საფრთხეს წარმოქმნის. რას აკეთებენ ასეთ შემთხვევაში დიდი სახელმწიფოები და ალიანსები, ისინი ამ ცვლილებს პოზიტიურად იყენებენ და შესაძლებლობად გარდაქმნიან. მე მინდა მივულოცო სახელმწიფო მდივანს კლინტონს, თქვენ ნახეთ რა მოხდა თურქეთსა და სომხეთს შორის, თქვენ ახსენეთ კიდეც, თქვენ ხედავთ რა ხდება სხვა დიდი ხნის, მძიმე კონფლიქტებში.

მე მგონია, რომ ამ რეგიონში ადამიანები ერთის გაცნობიერებას იწყებენ, მათი ინტერესი უფრო დიდ თანამშრომლობაშია. არა სიყვარულსა და სიმპათიაში, არამედ საჭიროებებსა და შესაძლებლობებში. ამავე დროს, ევროპა იღვიძებს, მე არ უნდა მეთქვა იღვიძებს, კრიტიკული არაფერი მიგულისხმია. ევროპა იმაზე იწყებს კონცენტრირებას, თუ როგორ ითამაშოს კონსტრუქციული როლი და მოახერხოს თავისი ბაზრების უზრუნველყოფა ამ რეგიონში არსებული ბუნებრივი რესურსით.

ეს ძალიან რთული პერიოდი იქნება. ის სავსეა ხიფათით, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ მასში უფრო ბევრი შესაძლებლობაა, ვიდრე საფრთხე და მგონია, რომ უფრო ბევრი პოზიტიური რამ ხდება, ვიდრე ნეგატიური. ეს ისეა, როგორც პაპაჩემი იტყოდა ხოლმე, ამას დიდი ნიჭი, მაგრამ უფრო მეტი იღბალი სჭირდება და ჩვენც ვმუშაობთ ჩვენს მეგობრებთან თურქეთში, ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს მეგობრებთან ევროპაში, ჩვენ ვმუშაობთ ცენტრალური ევროპის და კავკასიის სხვადასხვა ქვეყანასთან, რომლებიც რეალური გარდამავლობის ეტაპზე იმყოფებიან.

ნება დამრთეთ სხვანაირადაც ვთქვა. ათი წლის შემდეგ... მსოფლიოს ეს რეგიონი იქცევა რეალურ საზომად ჩვენი შვილიშვლებისთვის, ამ საზომით განსაზღვრავენ ისინი, მივაღწიეთ თუ არა წარმატებას და 21-ე საუკუნეში რეალურად შევცვალეთ თუ არა მსოფლიო. ამიტომ მგონია, რომ ამ რეგიონში პროგრესის შეფერხებით გამოწვეულ შედეგებს მთელი მსოფლიო იგრძნობს. ამიტომაა, რომ ამ რეგიონზე ამდენი ადამიანია კონცენტრირებული. მე უფრო იმედიანად ვარ განწყობილი, ვიდრე პესიმისტურად.

RFE/RL: მიუხედავად რუსეთის დღევანდელი პოზიციისა?

- მიუხედავად რუსეთის პოზიციისა. რუსეთი ისევე როგორც შეერთებული შტატები, როგორც ყველა სხვა ქვეყანა ცვლილებებზე რეაგირებს. ეს არავის ბრალი არ არის. ჩვენ ისტორიის გარდამტეხ ეტაპზე ვართ და რუსეთი თავის ახალ იდენტობას და თავის ახალ როლს განსაზღვრავს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოა და მას შეუძლია პოზიტიურ პროგრესში მნიშვნელოვანი ძალა იყოს, მაგრამ რუსეთი რთულ ფაზას გადის, ის ზუსტად ისე როგორც ჩვენ რთულ ეკონომიკურ პერიოდს და პოლიტიკურ სისტემას უმკლავდება, რომელიც ახლა იქმნება...მოდით ასე ვთქვათ. მე რუსეთს ფართოდ გახელილი თვალებით შევცქერი, როგორც რეალისტი. ჩემი მოლოდინით, რუსეთი შემდეგ ათწლეულში გადაწყვეტს, რომ მის ინტერესშია უფრო მეტი ინტეგრაცია, ვიდრე ის რასაც ზოგიერთი რუსეთში ფიქრობს და რაც შეიძლება განსხვავებული კურსი იყოს, ამიტომ ჩვენ დიალოგი უნდა შევინარჩუნოთ.

მაგრამ დანამდვილებით არსებობს საკითხები, რომელზეც ჩვენ კომპრომისზე ვერ წავალთ - ეს გავლენის სფეროს იდეაა, ან ვეტო-ს დადების უფლება, მაგრამ ახლა ცვლილებების დროა, ეს კი ჩვენგან, როგორც ამას პრეზიდენტი ამბობს, მოლაპარაკებებს და ამავე დროს რეალიზმს ითხოვს და მე ისევ მგონია, რომ იმედისმომცემი უფრო მეტია, ვიდრე სახიფათო.


RFE/RL: ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, კიდევ ერთი და ბოლო შეკითხვა ირანზე. ზოგიერთი ირანელი ამტკიცებს, რომ თქვენ შეიძლება უგულვებელყოთ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების პრობლემები თეირანთან ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებებისას. როგორ უპასუხებდით ამგვარ შეშფოთებას?

- ჩვენ არასდროს უგულვებელგვიყვია და არასდროს უგულვებელვყოფთ ამგვარ საკითხებს. შეხედეთ ჩვენს წარსულს, ადმინისტრაციაში მყოფი ადამიანების წარსულ დამსახურებებს. ჩვენ ასეთები არ ვყოფილვართ წარსულში, როგორც სენატორები, გუბერნატორები და ადმინისტრაციის წევრები. ჩვენ ასეთები არა ვართ.

გზავნილი, რომელიც აქ ცენტრალურ-ევროპაში ჩამოვიტანე, ის ბანალურადაც კი ჟღერს ასეთია - არაფერი, რაც თქვენ გიკავშირდებათ, თქვენს გარეშე არ მოხდება. ჩვენ არ ვაპირებთ ვინმეს, ან ნებისმიერი დემოკრატიული ძალის გაყიდვას თუნდაც იმიტომ, რომ საბოლოოდ ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის. ეს ჩვენი გრძელვადიანი ინტერესებისთვის კონტრპროდუქტიულია.

მაგრამ ჩვენ ისიც ვიცით, რომ დემოკრატიას თავს ვერ მოვახვევთ. ინსტიტუტები ჩამოყალიბებას ითხოვს. არჩევნები ვერ ქმნის დემოკრატიას. არჩევნები აუცილებელი წინაპირობაა, მაგრამ არასაკმარისი. ჩვენ გვჯერა, რომ ირანში უამრავი ადამიანი შეერთებული შტატებისადმი მეგობრულადაა განწყობილი. ისინი ჩვენი მტრები არ არიან და ახლა რთულ ეტაპს გადიან, ისინი ზუსტად ახლა წყვეტენ თუ რა მოუხერხონ თავის ხელისუფლებას.

მაგრამ ეს მსოფლიოს ინტერესებშია, ირანის ხალხის, ევროპის მოსახლეობის ინტერესებშია, რომ ირანმა არ შექმნას ბირთვული იარაღი, არა მარტო იმიტომ რომ მან შეიძლება ჩვენთვის უფრო ნაკლები საფრთხე შექმნას, ვიდრე ევროპისა და მსოფლიოს სხვა კუთხეებისთვის, მაგრამ იმიტომ რომ ციკლი შეიძლება გენერირდეს და იმატოს ბირთვულ სახელმწიფოთა რაოდენობამ. მთელი ჩემი საქმიანობა, როგორც აშშ-ს სენატორმა და ვიცე-პრეზიდენტმა ამ ჯინის ბოთლში დაბრუნებას შევალიე და არა იმას, რომ ის გარეთ გამოსულიყო. ყველაზე საშიში, რაც შეიძლება ბირთვული იარაღის გავრცელებას მოჰყვეს, ეს იქნება ბირთვული ირანის გავლენა საუდის არაბეთზე, თურქეთზე, ეგვიპტეზე, სია გრძელია ასე რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ ირანის მომავალი ბირთვული აქტივობების განხილვისას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, რუსეთთან და ჩინეთთან, ჩვენ არავითარი სურვილი არა გვაქვს და აზრადაც არ გაგვივლია, რომ შევძლებდით დემოკრატიულ ძალთა ღალატს.

ორიგინალი
Click Here to Read More..

Monday, October 26, 2009

საქართველო რუსულ ჯარს 16 ადგილობრივი მცხოვრების გატაცებაში სდებს ბრალს



თბილისი - საქართველომ ორშაბათს რუსულ ჯარს მეამბოხე რეგიონის, სამხრეთ- ოსეთის მახლობელი, საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან 16 ადგილობრივი მცხოვრების გატაცებაში დასდო ბრალი

სამხრეთ-ოსეთის სეპარატისტულმა ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ დააპატიმრეს მამაკაცები, მაგრამ მათი განცხადებით, ამ ადამიანებმა გადაკვეთეს მეამბოხეთა მიერ დაკავებული ტერიტორია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა შოთა უტიაშვილმა AFP-ს განუცხადა, რომ ადგილობრივი მცხოვრებლები ახალგორის სადაო რეგიონთან, დუშეთის რაიონში კვირას შუა დღეს რუსულმა ჯარმა დააკავა.

”16 კაცი, რომელიც შეშას აგროვებდა საოკუპაციო ჯარმა გაიტაცა” - განაცხადა მან - ”ჩვენ ახლა მათი გათავისუფლებისთვის ვმუშობთ.”

მერაბ ჩიგოევმა სამხრეთ-ოსეთის მეამბოხე ლიდერის ედუარდ კოკოითის თანაშემწემ განაცხადა, რომ 16 კაცი რუსი მცველების მიერ მას შემდეგ იქნა დაპატიმრებული, რაც მათ სამხრეთ-ოსეთის ტერიტორიაზე გადალახეს დე-ფაქტო საზღვარი და ”ტერიტორიაზე უკანონოდ ჩეხდნენ შეშას.”

”საქართველოს დაკავებული მოქალაქეები... რეგიონალურ პროკურორებს გადასცეს” - ნათქვამია მის განცხადებაში, რომელიც მეამბოხე ადმინისტრაციის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

სეპარატისტული რეგიონის გამო, შარშანდელი რუსულ-ქართული ომის შემდეგ დაძაბულობა სამხრეთ-ოსეთის გარშემო მაღალია.

2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის დროს, რუსული ჯარი და ტანკები საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრნენ, რათა მოეგერიებინათ საქართველოს სამხედრო მცდელობა კონტროლი აღედგინა სამხრეთ-ოსეთზე, რომელიც წლების მანძილზე რუსეთის ინტენსიური მხარდაჭერით სარგებლობდა.

კონფლიქტიდან რამდენიმე დღეში რუსეთმა აღიარა სამხრეთ-ოსეთისა და მეორე მეამბოხე რეგიონის აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ნაბიჯი რომელსაც აქამდე მხოლოდ ნიკარაგუამ და ვენესუელამ მიბაძეს.

ათასობით რუსი სამხედრო და მესაზღვრე ახლა სამხრეთ-ოსეთსა და აფხაზეთშია დაბანაკებული. მოსკოვი აცხადებს, რომ ისინი აქ საჭირო არიან რეგიონის საქართველოს აგრესიისგან დასაცავად, მაგრამ თბილისი ამას არაკანონიერ ოკუპაციას უწოდებს.


ორიგინალი
Click Here to Read More..

Sunday, October 25, 2009

გაერო-ს ინსპექტორები ირანში ჩავიდნენ



ალი აკბარ დარეინი

თეირანი, ირანი - გაერო-ს ინსპექტორები კვირას პირველად შეავლებენ თვალს ყოფილ საიდუმლო, თუმცა ჯერ კიდევ დაუსრულებელ საწარმოს, სადაც ურანის გამდიდრება მიმდინარეობს და რომელმაც გაამძაფრა დასავლეთის ეჭვი ირანის ბირთვული პროგრამის მასშტაბების შესახებ


ინსპექცია მსოფლიოს პირველად მიაწვდის დეტალებს იმ საწარმოს შესახებ, რომელიც თეირანის სამხრეთით მდებარე წმინდა ქალაქ ქომთან მთაშია გამოკვეთილი და რომელიც უკიდურესადაა დაცული. ეს ვიზიტი დაემთხვა ირანის გადაწყვეტილების მოლოდინსაც - მიიღებს, თუ არა ის გაერო-ს შუამავლობით შედგენილ გეგმას თავისი ბირთვული საწვავის საზღვარგარეთ დამზადების შესახებ.

ირანის დაპირებით ის ამ კვირის ბოლოს უპასუხებს წინადადებას, რომლის მიზანია ჩააწყნაროს საერთაშორისო საზოგადოების წუხილი იმაზე, რომ ირანულ ლაბორატორიებში საბრძოლმასალის მისაღებად შესაძლებელია ურანის გამდიდრება. ირანი ამტკიცებს, რომ მისი მიზანი მხოლოდ კვლევისთვის და ენერგეტიკული საჭოროებებისთვის აუცილებელი მშვიდობიანი რეაქტორების ამოქმედებაა.

მიუხედავად იმისა, რომ შეტავაზებული ბირთვული გარიგებისთვის ირანს ოფიციალური პასუხი არ გაუცია, რომელიც გასულ კვირას ვენაში შეერთებულ შტატებს, საფრანგეთსა და რუსეთს შორის განიხილებოდა, სულ უფრო მატულობს ეჭვი იმის თაობაზე, რომ ირანის ხელმძღვანელობა პროექტს არ შეუერთდება.

შაბათს პარლამენტის სპიკერმა ალი ლარიჯანიმ განაცხადა, რომ დასავლეთი ამ შეთანხმებით, რომელიც გასამდიდრებლად ურანის დიდი ნაწილის რუსეთში ტრანსპორტირებას გულისხმობს, ირანის ”გაცურებას” ცდილობს.

ლარიჯანიმ, ქვეყნის ყოფილმა შუამავალმა ბირთვულ საკითხებში, განაცხადა რომ ირანს ურჩევნია შეისყიდოს ბირთვული საწვავი, რომელიც მას სამედიცინო იზოტოპების დამამზადებელი მშენებარე რეაქტორისთვის სჭირდება.

ის არ შეხებია საწვავს, რომელიც რუსეთის მიერ აშენებულ სრულმასშტაბიან რეაქტორს სჭირდება, მაგრამ ხელშეკრულების თანახმად რუსეთი ვალდებულია ირანის სამხრეთით, ქალაქ ბუშერში მდებარე რეაქტორი საწვავით უზრუნველყოს. რეაქტორი ოპერირებისთვის თითქმის მზადაა.

გაერო-ს პროექტის უარყოფა, შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს აიძულებს მიუბრუნდნენ მოლაპრაკებებს ან მოითხოვონ უფრო მკაცრი ეკონომიკური სანქციები.
ახლად აღმოჩენილ საწარმოს ფორდო ეწოდება, იმ სოფლის სახელი, სადაც გავრცელებული აზრის თანახმად, ერაყთან 1980-1988 წ.წ. ომის დროს ყველაზე მეტი მებრძოლი დაიღუპა. ეს ირანის ურანის გამამდიდრებელი მეორე საწარმოა და მან საერთაშორისო საზოგადოებაში ირანის ბირთვული პროგრამის მასშტაბისა და მიზნების გამო ეჭვი გაამწვავა.

თუმცა ირანის მტკიცებით, გაერო-ს ბირთვული მეთვალყურეებისთვის საწარმოს არსებობის შესახებ ნებაყოფლობითი განცხადებით მან ჩაშალა აშშ-სა და მისი მოკავშირეების შეთქმულება ირანის წინააღმდეგ, რომლებიც იმედოვნებდნენ, რომ საწარმოს არსებობას ირანის მიერ ფარული ბირთვული პროგრამის განვითარების მტკიცებულებად წარადგენდნენ.

სახელმწიფო ტელევიზიამ გადასცა ინსპექტორთა ჩამოსვლის კადრები, მაგრამ ოფიციალურ პირებს არ წარუდგენიათ საწარმოში ვიზიტის განრიგი და არც ის განუცხადებიათ, ეს კვირას მოხდება, თუ უფრო მოგვიანებით.

საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს დელეგაციას, სააგენტოს უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი Herman Nackaerts-ი ხელმძღვანელობს. ისინი ირანში სამ დღეს დარჩებიან.

ურანის გამდიდრების საწარმო ფორდო ქომიდან 20 მილის მოშორებით მდებარეობს და დაცულია სამხედრო ინსტალაციებით, მათ შორის სარაკეტო კოშკებითა და ანტი-საზენიტო ბატარეით, გასულ თვეს განაცხადეს ირანის ოფიციალურმა პირებმა.

ირანი ამბობს, რომ საწარმო კიდევ 18 თვეს ვერ იფუნქციონირებს.

მცირე მასშტაბების საწარმოში, როგორც წესი არ უნდა ინახებოდეს 3 000-ზე მეტი ცენტრიფუგა, ანუ ბევრად ნაკლები ვიდრე აღმოჩენილი იყო, ირანის ინდუსტრიული მასშტაბების მქონე მეორე საწარმოში - 8 000. ქომის საწარმოში გამამდიდრებელმა ხელსაწყოებმა შესაძლოა გამოიმუშაონ ბირთვული საწვავი, რომელიც შემდგომი გამდიდრებით, საომარი ატომური ქობინების მასალად გარდაიქმნება.

ირანის განცხადებით, მან საწარმო მთაში და სამხედრო ინსტალაციების გვერდით იმიტომ განალაგა, რომ აშშ-სა და ისრაელის შესაძლო შეტევისაგან დაიცვას თავისი ბირთვული საქმიანობა.

DigitalGlobe-სა და GeoEye-ის მიერ გადაღებულ სატელიტურ გამოსახულებაზე კარგად ჩანს გამაგრებული საწარმო სავენტალაციო დანადგარებით. ის ქომთან, ჩრდილო-აღმოსავლეთით 20 მილში, სარაკეტო სისტემებთან ახლოსაა განლაგებული, იტყობინება სამხედრო საკონსულტაციო კომპანია IHS, რომელმაც გაანალიზა სატელიტური გამოსახულება.
გამოსახულება სექტემბერშია გადაღებული.

GlobalSecurity.org, რომელიც გამოსახულებას 2005-წლიდან 2009 წლის იანვრამდე აანალიზებდა, როდესაც საწარმო მშენებლობის უფრო ადრეულ ეტაპზე იმყოფებოდა, აცხადებს, რომ ის მიწისქვეშ არ არის განლაგებული, მაგრამ სამაგიეროდ გამოკვეთილია მთაში. ის ძალიან მტკიცე ბეტონითაა აშენებული და ფეხბურთის მოედნის ზომისაა, საკმაოდ დიდი იმისთვის, რომ ურანის დამმუშავებელი 3 000 ცენტრიფუგა დაიტიოს.

ორიგინალი
Click Here to Read More..

ბაიდენი მოგზაურობით ცენტრალური ევროპის შეშფოთებას ამშვიდებს




კარელ იანიჩეკი

პრაღა - ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამ კვირის ბოლოს ცენტრალურ ევროპაში თავისი მოგზაურობით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და ობამას ადმინისტრაციის მიერ ბუშის სარაკეტო ფარის გეგმის გაუქმებით გამოწვეული შფოთი ჩაამშვიდა


პარასკევს ბაიდენმა ჩეხეთის რესპუბლიკასთან შეთანხმებას მიაღწია - ჩეხეთი შეურთდება ობამას მიერ რეკონფიგურირებულ თავდაცვით სისტემას. ორი დღით ადრე მონაწილეობაზე თანხმობა პოლონეთმაც განაცხადა. ნატო-ს ხელმძღვანელმა კი ამავე დროს მაღალი შეფასება მისცა ახალ გეგმას, როგორც ირანიდან მომავალი სამომავლო საფრთხისგან დასავლეთისთვის თავდაცვის კარგ საშუალებას.

”მინისტრები მიესალმნენ იმ ფაქტს, რომ ახალი მიდგომა ევროპის სარაკეტო თავდაცვით სისტემას უფრო ნატო-ს კონტექსტში ათავსებს” - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა ბრატისლავაში მას შემდეგ, რაც აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა ალიანსის თავდაცვის მინისტრებს ახალი სისტემის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა - ”ეს კარგია სოლიდარობისთვის.”


რუსეთი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ბუშის ეპოქის გეგმას, რომლის მიხედვითაც პოლონეთში სარაკეტო ელემენტები, რუსეთის ტერიტორიის მახლობლად და ჩეხეთის რესპუბლიკაში უნდა განთავსებულიყო - ”ცივი ომის” ეპოქის დროს ეს სივრცეები რუსეთის გავლენის ქვეშ იყო. როდესაც გასულ თვეს ობამამ მოულოდნელად განაცხადა, რომ უარს ამბობს გეგმაზე და ნატო-სთან დაკავშირებული თავდაცვითი სისტემების შემცირებას განიხილავს, რეგიონში ბევრი პოლონელი, ჩეხი და სხვებიც შეშფოთდნენ, რადგან ეს მოსკოვთან კაპიტულაციის ნიშნად მიიჩნიეს - არადა, რუსეთს აღმოსავლეთის ყოფილი ბლოკის უმეტეს ქვეყნებში ჯერ კიდევ დიდი ეჭვით ეკიდებიან.

ვარშავა და პრაღაში ზოგიერთი ასევე ნაწყენები დარჩნენ, რადგან ახალი სისტემა მათ უფრო უმნიშვნელო როლს ანიჭებდა, ეს კი სევდისმომგვრელი პერსპექტივა იყო - ისინი ბუშის გეგმას ისე განიხილავდნენ, როგორც აშშ-სთან საკუთარი უსაფრთხოების დაახლოვებას. აშშ კი, რუსეთის მზარდი აგრესიულობის ფონზე, ჯერაც სტაბილურობის ერთადერთ სანდო გარანტიად განიხილება.

მაგრამ ეს შეშფოთება მიმდინარე კვირას პოლონეთში, რუმინეთში და ჩეხეთის რესპუბლიკაში ბაიდენის ვიზიტმა გაფანტა.

ჩარლზ კუპჩანი, საგარეო ურთიერთობათა საბჭოს წამყვანი თანამშრომელი ამბობს, რომ როგორც სჩანს, ბაიდენის ვიზტით მიღწეულ იქნა ვაშინგტონის მიზანი და ცენტრალურ ევროპაში დადასტურდა აშშ-ს ინტერესები.

”ბაიდენის ვიზიტი, ძირითადად იმ ძალისხმევას წარმოადგენდა, რომელსაც უნდა ჩაეწყნარებინა ნევროტულობა და ცენტრალური ევროპის ქვეყნები დაერწმუნებინა იმაში, რომ აშშ-ს არ დაუკარგავს ინტერესი და მათ ხარჯზე არ აპირებს რუსეთთან ურთიერთობების გამოსწორებას”- განაცხადა კუპჩანმა.

ამერიკის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ თავდაპირველი კრიტიციზმი უსამართლო იყო და იმ მცდარ რწმენას ეფუძნებოდა, რომ აშშ-მ მთლიანად სთქვა უარი გეგმაზე.

ბაიდენმა აღიარა, რომ აშშ-ს უკეთ შეეძლო წარედგინა ახალი გეგმა. ”ცხადია, რომ შეიძლება ეს უკეთესად გაკეთებულიყო” - პრაღაში განუცხადა მან ჟურნალისტებს - ”ეს არის ამ მოგზაურობის მიზანი. ჩემი აზრით, მე პრეზიდენტის სახელით ცენტრალური ევროპის მოკავშირეებს გადავეცი, რომ ჩვენ ვალდებულებებს ვინარჩუნებთ.”

მან განაცხადა, რომ - ”ის აბსოლუტურად დარწმუნებულია” - მოგზაურობის შემდეგ და სამივე ქვეყნის მთავრობას და ოპოზიციის ლიდერებს ახლა ”არა აქვთ არავითარი ეჭვი ჩვენს ვალდებულებებთან დაკავშირებით.”

”ობამას სარაკეტო თავდაცვის ახალი გეგმის ფარგლებში აშშ-ს ფლოტის გემები, აღჭურვილები ანტი-სარაკეტო მოწყობილობებით, ისეთებით როგორიცაა Standard Missile-3 - ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით წინა ხაზს შექმნიან. მათ დაემატება სახმელეთო ანტი-სარაკეტო სისტემები, რომლებიც ევროპაში უნდა განთავსდეს.

პოლონელები განსაკუთრებით თავზარდაცემულები იყვნენ, რადგან აშშ-მ სარაკეტო სისტემის ახალი კონფიგურაციის შესახებ განცხადება 17 სექტემბერს გააკეთა - იმ დღეს, როდესაც აღინიშნებოდა საბჭოთა ჯარის პოლონეთში შეჭრის 70 წლისთავი, რაც მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში მოხდა. მათ იფიქრეს, რომ დრო როდესაც განცხადება გაკეთდა სენსიტიურობის დეფიციტზე მიუთითებდა, პოლონურმა ტაბლოიდემა აშშ-ს პოლონეთის ღალატში დასდეს ბრალი, ხოლო პოლიტიკურმა ექსპერტებმა ობამას გეგმას შეურაცხმყოფელი უწოდეს.

ობამას პროექტი აქცენტს მოკლე და საშუალო დამიზნების ინტერცეპტორებზე აკეთებს, რათა უფრო კარგად დაუპირისპირდეს მოსალოდნელ საფრთხეებს ისეთი ქვეყნებისგან, როგორიცაა ირანი. პენტაგონის განცხადებით, ანტი-ბალისტიკური რაკეტა SM-3 ტექნიკურად ყველაზე მოწინავეა და ყველაზე რენტაბელურია თეირანის არსენალთან დასაპირისპირებლად.

ობამას თქმით, ძველი გეგმა ძირითადად იმიტომ იქნა უარყოფილი, რომ აშშ-ს დასკვნით ირანი ნაკლებადაა ფოკუსირებული შორი დამიზნების რაკეტებზე, რომელთა გათვალისწინებითაც შეიქმნა ბუშის ეპოქის სისტემა.

ოთხშაბათს ბაიდენის ვიზიტისას, პოლონელი პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ ის უფრო ფრთხილად მოეკიდება შეთანხმებებს აშშ-სთან - ისევ დაუბრუნდა თავისი პრო-ამერიკული ქვეყნისთვის დამახასიათებელ ლექსიკას და ისიც კი განაცხადა, რომ პოლონეთის თვალთახედვა ”იდენტურია” ვაშინგტონის თვალთახედვისა.

პარასკევს ბაიდენის გვერდზე მდგომმა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა იან ფიშერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ”მზადაა მონაწილეობა მიიღოს ასეთი ახალი არქიტექტურის შექმნაში.”

შეერთებული შტატები ”ძალიან მადლიერი იყო პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადების გამო” - უპასუხა ბაიდენმა და დასძინა, რომ მომავალ თვეს ვაშინგტონი პრაღაში სამხედროების მაღალი რანგის გუნდს გააგზავნის ”ამ მონაწილეობის პირობებზე მოსალაპარაკებლად.”

არც ბაიდენს და არც ფიშერს დეტალები არ დაუზუსტებიათ და გაურკვეველი დარჩა შეუძლია თუ არა რომელიმე დაპირების შესრულება ფიშერის სუსტ დროებით მთავრობას. ჩეხეთის ახალი მთავრობა მაისში უნდა ჩამოყალიბდეს.

ხუთშაბათს რუსეთში საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ანდრეი ნესტერენკო მიესალმა ობამას მიერ ბუშის ეპოქის გეგმის უარყოფას და განაცხადა, რომ მოსკოვი სიფრთხილით ადევნებს თვალს აშშ-ს შემდგომ ნაბიჯებს სარაკეტო თავდაცვით სისტემებთან დაკავშირებით. მან სთქვა, რომ რუსეთი ჩაატარებს ახალი პროექტის ”ამომწურავ ანალიზს.”

გეითსმა განაცხადა, რომ იმედოვნებს, რომ რუსეთი შეურთდება ახალ სარაკეტო სისტემას და დასძინა - ”რუსეთის შესაძლებლობებთან დაკავშირება ბევრად უფრო ადვილი იქნება.”


ორიგინალი
Click Here to Read More..